ჩემი მეგობრის დღიურებიდან.. .1

მე ერთი ძალიან ლამაზი, უცნაური, არაამქვეყნიური მეგობარი მყავს. ამასთანავე ყველაზე მარტივი და ყველაზე ახლობელი ჩემთვის. სწორედ ამ მეგობრის დღიურებიდან , დავწერ ჩემს ბლოგზე იმ ამბებს, რაც მას გადახდენია და რაც ალბათ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში არსეობობს.

წაიკითხეთ, რეალური ისტორიები, ჩემი მეგობრის დღიურებიდან…

ჩემი მეგობრის დღოურებიდან–1

რამდენს ვფიქრობ ხოლმე და მაინც იმას ვაკეთებ რასაც არ ვფიქრობ. ყველა ადამიანს უნდა იყოს განსხვავებული და სწორედ ამ სურვილით არიან ისინი ერთმანეთის მსგავსნი.ამიტომაც გავს ყველა ადამიანი ერთმანეთს, მეც მათ შორის.

რა საინტერესოა რითი გვაგავთ ერთმანეთს. იცით რამდენჯერ დავფიქრებულვარ ამაზე? საერთოდ არაფრით. დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება თვისება რაც ჩვენ გვაერთიანებს.

მე საოცრად რომანტიული ვარ…

ის არც კი არის ახლოს რომანტიკასთანJ

და ეს სხვაობები ბევრისა, ცამდეა,მთვარემდეა და მზემდეა.

მე მაინც მის გვერდით ვარ.

ისიც შემიძლია გითხრათ, რომ მან ჩემს ქალურად სულელურ შეკითხვაზე, თუ  რას იზამდა ჩემი გარდაცალების  შემთხვევაში, მიპასუხა, რომ ვერაფერს ვერ იზამდა. თურმე დრო ყველაფრის მკურნალლი ყოფილაJ შენ გეცინება, აბა მე მკითხე?

იცი? მე როდესმე ვრცლად დავწერ ჩემს ამბავს და ალბათ ყველა გამამტყუნებს, რომ ვიქცევი ისე, როგორც ვიქცევი, მაგრამ მაინტერესებს იმის იქეთ რა ხდება. მაინტერესებს სანამდე შეიძლება ადამიანის თავმოყვარება იყოს უთავმოყვარეო და ვითომ ელოდოს მერეს, რომელიც უკვე ყოველს წამს მიდგება ხოლმე.

http://www.youtube.com/watch?v=xirm3THSgm8

მე—იმედები

images

არ გახლიჩო გრძნობა, თორემ შეიძლება მლაშე წყალი შეგესხას.
თმას წითლათ შევიღებავ, ვამპირივით გავიჩეჩავ და დიდი სიამოვნებით გავგიჟდები.
რატომ გგონია რომ არ ვგრძნობს, არ მესმის და ვერ ვხედავ.
რატომ გგონია, რომ წვიმა მარტო შენ გასველებს და მარტო შენს აკაციებს სცივა.
ან იქნებ არც გგონია. უკვე ვეღარ ვხვდები..ავირიე.
ჩვენი თამაში ალბათ დროებით შეჩერდა.
რა სასაცილოა, ყველაფრის რემიქსი შეიძლება, ჩვენს რუსულ რულეტკასაც აქვს ვარიანტები, გარემიქსებული.
უფრო საშიში…
უფრო დამღუპველი..
თითქმის გადაურჩენელი.
მე არავინ არაფერს არ მაძალებდა, მე შენ შეგიგრძენი და არ მიფიქრია, რომ ჩვენი მზე სხვადასხვაფრად ანათებდა, რომ ჩვენს მთვარეს სხვადასხვა მხარეს გამონათება ეწერა.
მე მინდოდა შენს ტირიფებს ერტირა ჩემს ბაღში. შენით გავსებულიყო ჩემი სიმარტოვე.
რაც შენ გამოჩნდდი, არ მქონდა დრო იმის საფიქრალად, თუ როგორ გავგიჟებულიყავი, როგორ შემეგრძნო ახალი ექსტრემი.
მე დავრწმუნდი, რომ ბედნიერება სტატუსი არ არის, რომელიც წინარებიდან გადმოგვეცემა. ბედნიერება წამია, ან იქნებ წამის მეასედიც კი.
მე მიღირდა მთელი ცხოვრება ამ მეასედის საძიებლად, შესაგრძნობლად.
მე ეხლაც ამ ბილიკს ვადგავარ და ხანდახან ვგრძნობ, რომ შენც წამომეწევი ხოლმე გზაზე.
მე ვგრძნობ, რომ შენ საოცრად დიდი ხარ, მაგრამ მეც საგრძნობლად გავიზარდე და რატომღაც საოცრად მეიმედები.

ნუ იბზუებ ტუჩებს ჩვენს დანახვაზე

ნუ იბზუებ ტუჩებს ჩვენს დანახვაზე

რამდენ რამეზე არ იფიქრებს ადამიანის გონება. ერთი ფიქრიდან მეორეზე გადავა და ამ დროს, არავინ იცის ისევ გონებით სად აღმოჩნდდება.
მეც ხშირად მემართვება ესე, დავფიქრდები ერთ თემაზე და აღმოვაჩენ, რომ სულ სხვა რამეთი დავასრულე, იმ დროისათვის ჩემი ღრმად პატივცემული ფიქრი.
საინტერესოა, რა თვისებები უნდა გაგვაჩნდდეს, რომ ვუძლებდეთ აქ ცხოვრებას. დიახ, დიახ, ჩემს ქალაქში ცხოვრებას.დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა მარტო მე არ მაქვს და ნებისმიერ პროვინციაში, სოფელში თუ დაბაში მცხოვრებს, ყველას დიდი ქალაქისაკენ უჭირავს თვალი და სულაც არ ვთვლი, რომ ეს მშობლიური მხარისადმი უპატივცემულობა ან უბრალოდ მეტიჩრობაა. ეს თვითგადარჩენის ინსტიქტია. უფრო მეტის ქონის სურვილია.
ერთმა ჩემმა თბილისელმა (კოლორიტმა) ნაცნობმა საუბარშჲ თქვა, რომ ყველაზე მეტად აღდგომის დღესასწაული უყვარდა, რადგან ამ დლოს ყველა პერიფერიიდან ჩამოსული ადამიანი თავის მშობლიურ კუთხეში ბრუნდება, რათა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები კიდევ ერთხელ აღავლინოს. ჩემს ნაცნობს კი ამ დროს თურმე დაუცხრომელი ჟინი ახრჩობს, რომ იმ დღეს გადაკეტოს თბილისის ორივე შესასვლელი და არც ერთი უკან მობრუნებული პერიფერიელი თბილისში არ შეუშვას.
ზუსტად არ მახსოვს, თბილის დაარსების შესახებ ისტორია რომელ კლასში ვისწავლე, მაგრამ ის ნამდვილად მახსოვს, ხოხობს თბილისელების სია არ დაუტოვებია, ეს ქალაქი საკუთრებაში არავისთვის გადაუცია და თუ დედა-ქალაქია, დედას ვერავინ აუკრძალავს თავისი შვილი თავის სახლში მიიღოს, თუნდაც სხვა შვილი იყოს ამის წინააღმდეგი.
და თუ მაინც არ გასვენებთ კითხვები, თუ რატომ გვიყვარს ამ „სოფლელებს“ თბილისი ესე ძალიან გეტყვი ბატონო და იქნება მეტჯერ არ დასვა ეს კითხვა.
შენ —ალბათ კინოში ბავშვობიდან დაყავდი დედას, ჩემს თაობას კი კინო მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდა გვეგონა, მანამ სანამ დიდები არ გავხდით და ჩვენს თავს თვითონვე არ მოვუწყვეთ დრესასწაული და კინოში არ წავედით. აი თურმე როგორი ყოფილა ის. შენ–ყელში გქონდა ამოსული-ჩვენ კი ტყიურივით ვუყურებდით ყველაფერს, რაც იქ ვნახეთ. ვცდილობდით დაგვემალა ეს გაოცება და რაც მთავარია, უკან დაბრუნებულები, ჩვენს ქალაქში ვტრაბახობდით. ჩვენ სხვებთან შედარებით ყველაზე მაგარი ტიპები ვიყავით– ჩვენ, ხომ კინოში ვიყავით იმ დღეს.
შენ — ალბათ ჩვევად გქონდა ყოველ შაბათს და კვირას, მშობლებთან ერთად თეატრში გევლო. ცოცხლად შეგეგრძნო სცენაზე გაცოცხლებული ამბები და კულისების სუნიც გეყნოსა ზოგჯერ. ჩვენ–კი ეხლაც XXI საუკუნეშიც არ გვაქვს თეატრი. ერთ საოცარ დარბაზში დგამენ ჩვენი მსახიობები სპექტაკლებს და სულ რამდენიმე წელია ვეღირსეთ და ჩვენს ბაგეებსაც აღმოხდება ზოგჯერ სიტყვები “თეატრში მივდივარ“.
შენ —-შეგეძლო შენი აზრი გამოგეთქვა ლაღად. არ მისალმებოდი მეზობლებს. გყოლოდა შეყვარებული. გესეირნა სკვერებში. გეკატავა ატრაქციონებზე, დაგელია ყავა ღია ბარში. განმარტოვებულიყავით შენ და შენი მეგობარი სადმე მყუდრო ადგილას და გესაუბრათ. ჩვენ კი არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრებოდა.
—ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენთან მეზობელი იგივე ჩვენი ოჯახის წევრია, თან სრულუფლებიანი წევრი და ჩვენს მაგივრად წყვეტს ყველაფერს (არ ვიცი ვინ მიანიჭა ეს უფლება და არც მას აინტერესებს).
—სკვერებში ვერ ვისეირნებდით, მარტივი მიზეზის გამო არ გვქონდა.
— ყავას ბარში ვერ დავლევდით, იმიტომ რომ ჩვენთან „პატიოსანი გოგონები“ არ სვამენ ყავას და არ დადიან ბარებში.
—ორი განმარტოვებული მეგობარი (სქესს მნიშვნელობა არა აქვს) აუცილებლად გახდებოდა საყოველთაო ჭორაობის საგანი.
–დილით გაღვიძებისთანავე უნდა მივსალმებოდით მეზობლებს და ყავაზე დაგვეპატიჟებინა ისინი. აბა უზრდელები ხომ არ ვიქნებოდით?
და თუ მაინც დავლევდით ყავას, ვიტყოდით ჩვენს აზრს ხმამაღლა, ვიცეკვებდით როკზე, არ გავიცნობდით მეზობლებს, გვეყოლებოდა მეგობარი ბიჭები ან გოგონები და ყველა ერთად ვიმხიარულებდით — ვხვდებოდით თითით საჩვენებლები, მაგალითები სხვა მშობლებისათვის,იმისა თუ როგორები არ უნდოდათ გამოსულიყვნენ მათი შვილები.
შენ —შენთან მზე ყოველ დილით ამოდის და ყვითლად, ოქროსფრად, წითლად ანათებს. ჩვენთან- ჩვენთან მზე თითქმის არ ანათებს. ჩვენთან წვიმს, სულ წვიმს.
შენ — შენ გინახავს ნაცრსფერი ქალაქი? ნაცრისფერი წვიმა? ნაცრისფერი ადამიანები? ჩვენთან ესეა. ყველა და ყველაფერი ნაცრისფერია.
შენ —შენც გეცოდინება ალბათ მარტოობის საშინელი ხმა. მასთან საუბარი, მაგრამ შენ, რომ სახლის ფანჯარას გამოაღებ უამრავ სხვადასხვანაირ ადამიანს ნახავ. ჩვენთან არავინ არსად არ დადის. ჩვენთან ქუჩები ცარიელია და ხალხი მსგავსი. ტყუპებივით მსგავსი.
შენ —თქვენთან ყველა ისე იცვამს როგორც უნდა, როგორც ხედავს და გრძნობს. ჩვენთან- ჩვენთან ჩაცმას გრძნობა არ ჭირდება. ჩვენთან მოდას მხოლოდ სამი „სპეკულიანტი“ ქმნის და ყველა ერთნაირად იცმევს. თუ ქუჩაში სამი გოგონა მოდის, შეხედე მხოლოდ ერთს, რადგან ყველა ერთმანეთის იდენტურია. თუ გაბედავ და განსხვავებულად ჩაცმას იკადრებ, ხატზე გადაგცემენ. დაგწყევლიან.შეგაჩვენებენ. შეიძლება გცემონ კიდეც.
შენ—შენთან თუ უყვართ მხოლოდ თავად უყვართ. ჩვენთან კიდევ მთელს სანათესაოს უყვარს და პაემნებიც მხოლოდ ჯგუფურია. ჩვვენთან ვერასოდეს გადაწყვეთ თავად ვის შეხვდე და როდის. ეს ოჯახის წევრების პრეროგატივაა. თუ გაბედავ და ამას გააკეთებ, არ ვიცი ამას რა მოყვება.
შენ—შენ შეგიძლია ისწავლო და ჭკვიან ადამიანებს უსმინო. ჩვენ კი ლამის დაგვავიწყდეს რას ეწოდება ჭკიანი ადამიანი და უმაღლესი სასწავლებელი. ან სად იძენენ პროფესიას, სუპერმარკეტში თუ მინი მარკეტში და რა ღირს ის?
შენთან თავისუფლების პირველი მარცვალი ჩაგდებულია—ჩვენთან, ჩვენთან თავისუფლება მხოლოდ მითია. ზღაპარია. დაუჯერებელლი ამბავია, რომელსაც ლეგენდად ყვებიან.
აი, რატომ გვინდა შედარებით დიდ ქალაქში. აი, რატომ გვაქვს სურვილი ვიყოთ დამოუკიდებლები.
და შენ —შენ თუ თავი ძირძველ კოლორიტად მიგაჩნია დაგვანებე თავი. ნუ გვახსენებ სულ ჩვენს სიგოიმეს, რადგან შენ გატყობ ნელ-ნელა ის გემართება რასაც ჩვენ გვაბრალებ და რაც ჩვენში გაწუხებს. ნუ იბზუებ ტუჩებს, როდესაც ჩვენს კუთხურ კილოს გაიგებ, ჩვენ ნაღდები ვართ და არ ვიტყუებით.
დაგვტოვე მარტო ჩვენს „კომპლექსებთან“ და დამოუკიდებლობის თუ თანამედროვეობის სურვილებთან. ჩვენ ნიჭიერები ვართ და ზუსტად ვიცით რა გვინდა.
ჩვენ ყველას ჩვენებურად გვიხარია აღდგომა. ჩვენ აქ ქრისტეს შობას ვზეიმობთ და თქვენ თურმე ჩვენს პერიფერიებში დაბრნებას ხარობთ.
იჩქარეთ, იხარეთ, იზეიმეთ. ჩქარა,თორემ ჩვენ ისევ უკან ვაპირებთ დაბრუნებას.

‎დაიკიდეთ-თუ გეკიდებათ!

‎დაიკიდეთ-თუ გეკიდებათ!

,,მე მკიდია, რას იტყვის ხალხი” მეტისმეტად ყალბია და მათი შექმნილია, ვისაც სულაც არ ჰკიდია ხალხის აზრი. “გმირობად” ის კი არ მეჩვენება, რომ გარკვეული წესები ფეხებზე დაიკიდო, არამედ ის, რომ თავად შექმნა ტენდენცია, ტონი. რაც გინდათ, ის დაარქვით….მთავარია, რომ “ხალხის ფიქრი” …შეცვალო პრინციპი იგივეა, რაც საფეხბურთო სტადიონზე ,,ტალღების” გაკეთებისას. მთავარია, ვინმემ დაიწყოს. მერე ადვილად მიდის. ხომ არ დაგვეწყო, მაგრამ როგორ?
ეს სტატუსი დაწერა ერთმა ჩემმა მეგობარმა ფეისბუქის კედელზე, ძალიან დამაინტერესა და იმისათვის, რომ აზრი გამომეტანა რამოდენიმეჯერ გადავიკითხე კიდეც.
მართალია, ყველა ადამიანი მისებურად აღიქვამს ამათუ იმ ნათქვამსა თუ ნაწერს და მეც ჩემებური ინტერპრეტაცია გავუკეთე, მისს სტატუსს ფეიქბუქზე.
დავფიქრდი იმაზე, მკიდია თუ არა რას იტყვის ხალხი და თუ მკიდია, რატომ უნდა იყოს ეს ყალბი. გააჩნია ხალხში ვის ვიგულისხმებთ და შევიყვანთ თუ არა მათ სიაში ნაცნობ-მეგობრებ-მშობლებ-დედმამიშვილებ-ნათესავებს. არადა აუცილებლად უნდა შევიყვანოთ, რადგან მთელი საქართველო ჩვენ ვართ, ერთმანეთის ნათესავები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები, დაქალის დები, ძმები და ა.შ. სტატუსი უამრავია და მათი მორგებაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვისაც უადვილესია. ესეიგი რა გამოვიდა? გვინდა გვეკიდოს, მაგრამ არ გვკიდია. უფრო სწორედ ვერ გვკიდია. ცუდია.
ხოლო, ისინი ვინც ზემოთ ხსენებულ ამბებს თავს არიდებს და ყველა მოვლენას მის სახელს არქმევს ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისაგან განდეგილის წოდება აქვთ მიღებული, მაგრამ მათ ესეც კიდიათ და რომ კიდიათ ისიც კიდიათ.
თავად, რომ შექმნა ტენდეცია, პირველ რიგში შინაგანად უნდა იყო ძალიან კაგი ტიპი და ტიპობაში სულაც არ ვგულისხმობ, გადაზედმეტებულ მოდად ქცეულ „გაწელილ მანერებს“ იმასაც ხომ გააჩნია, საფეხბურთო სტადიონზე როგორი ხარისხის ტალღას გააკეთებ და რამდენად დასამახსოვრებელი, ეფექტური და მიმზიდველი იქნება ეს ტენდეცია.
ერთი პერიოდი კოკო შანელმა დაიწყო, სიგარეტი მოწია და საზოგადოება აალაპარაკა, მერე ეს ყველამ გააკეთა (ქალებმა), მაგრამ დღესაც კი აღშფოთებას იწვევს(ჩვენს საზოგადოებაში) ქალი სიგარეტით ხელში. ამბობენ, რომ ამორალურია და არ შეიძლება, მიზეზად ჯანმრთელობა მოყავთ, მაგრამ იტყუებიან. უბრალოდ მიაჩნიათ, რომ ქალმა არ უნდა მოწიოს. იმიტომ რომ ქალია. აბა კაცს რატომ ეპატიება ვერ ვხვდები, ჩვენგან განსხვავებით სხვადასხვა ორგანო გამოკვეთილი, რომ აქვთ იმიტომ? სასაცილოა.
როდესაც პირველად სიგარეტი მოვწიე, ლამის ჯვარს მაცვეს (არ ვამბობ, რომ კარგია. ვიცი, ცუდია) თითით საჩვენებელი გავხდი, მაგრამ ისინი ვინც ამას სახალხოდ განიხილავდნენ, თავად ტუალეტში, შესაშურ არომატში ეწეოდნენ . რავიცი მეგოიმება.
მთელი 7 წელი გამუდმებით მესმოდა ერთი კითხვა, რატომ ეწევი? მინდოდა და ვეწეოდი და მე არ ჩამითვლია, რომ ეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა იყო. მე დავიკიდე საზოგადოების აზრი, თუმცა ანგარიშს ვუწევდი ჩემს ოჯახს და ვცდილობდი ეს მათ არ გაეგოთ.
ერთ დღეს, როდესაც სახლში შუქ ჩაქრა, ზამთარი იყო, წვიმდა, ციოდა და საქმეც არაფერი მქონდა. მომინდა და თავი გადამეპარსა და გადავიპარსე. აი ესე ავდექი და გადავიპარსე, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ საშინელება ჩავიდინე, ჩემი თმა იყო, მეზობლის ხომ არა. არ მოგიყვებით იმას, თუ რა რეაქციები მოყვა ამას (ოჯახის მხრიდან არა, გამიგეს). მაგრამ ესიც მართლა დავიკიდე.
არც ის არ ჩამითვლია ცუდ ტონად, რომ რაღაც პერიოდი, ცუდ ხასიათზე მყოფი ვუსმენდი, როკს. ეს ყველას გაუკვირდება, რადგან ნამდვილად არ ვარ როკის ნატურა. მიხსნიდა ცუდ ხასიათს და რატომ არ უნდა მომესმინა? ამით სატანისტთა ჯგუფში, ხომ არ ვწევრიანდებოდი. აქაც მეკიდა რას იტყოდა ხალხი. რატომ არის დაუჯერებელი?
ეს ყველაფერი 20 წლამდე იყო…
მერე ნელ-ნელა სხვა ტალღაზე გადავერთე. ერთნაირი ფეხსაცმელები ჩავიცვი, გადაპარსული თმიდან-იოჟკებზე გადავედი, მერე თმას კარედ ვატარებდი და ბობ მარლის ვუსმენდი. მერე თმა ცოტა მოვიზარდე და ქუსლებიც მოვიხდინე, ამ დროისათვის უკვე ბარი ვაითი მომწონდა. მერე ძალიან გრძელი თმა გავიზარდე, მაკიაჟი გავიკეთე და კლასიკური ტანსაცმელიც შევიძინე და პატრისია კაასის და ვანესა მეის მოსმენისას თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
ამიტომ დაიკიდეთ, დაიწყეთ საიდანაც გინდათ იქედან და რაც მთავარია განვითარდით ასაკის შესაფერისად. აუტანელია ერთფეროვნება.
დასასრულისათვის გეტყვით, რომ ერთ ჩემს, ძალიან საყვარელ მეგობარს შევხვდი, დიდი ხანი არ მენახა. მოვიკითხეთ ერთმანეთი და ჩემში მომხდარი ვიზუალური თუ შინაგანი ცვლილებები შენიშნა,აღნიშნა კიდეც. მე დანანებით შევჩივლე, რომ „დავღვინდი“, შევიცვალე და ცოტა გული მწყდება მეთქი. მიპასუხა: „ეს ძალიან კარგია. უნდა მოგწონდეს ასაკის შესაფერისად, რომ იქცევი და ვითარდებიო. საწუწუნოდ მაშინ გექნებოდა საქმე თინეიჯერული გართულებები ეხლა, რომ დაგმართნოდაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნორმალური ადამიანი ხარო“–მომეწონა რაღაც.

მოდა ყოველთვის ვერ უძლებს დროს.

მოდა ყოველთვის ვერ უძლება დროს.

როგორც იქნა გავიდა თერთმეტი წელი, მე სკოლა დავამთავრე და დადგა დრო, რომ მეფიქრა ჩემს მომავალ პროფესიაზე.
არც ვაციე, არც ვაცხელე და კატეგორიულად გამოვაცხადე, რომ მე ჟურნალისტი უნდა გამოვსულიყავი და ჩავაბარე კიდეც.
საიდან დავასკვენი, რომ ეს მინდოდა? მე ხომ მთელი ჩემი ბავშვობა, ვთამაშობდი, რომ მე ვიყავი ჯულიეტა ვაშაყმაძე და მიმყავდა საინფორმაციო გამოშვება.
მეტი მიზეზი რაღა გინდოდა და აი, როგორც იქნა ჩავირიცხე და ერთი წლის შემდეგ ბეჭდვდურ მედიაში მუშაობა დავიწყე კორესპოდენტად.
სანამ კორესპოდენტობის ამბებზე გადავიდოდე გეტყვით, რომ როსდესაც ახლობლემა მითხრეს, იქნებ გადაიფიქრო და სხვა პროფესიას დაეუფლოო, ქვა ავაგდე და თავი შეუშვირე, რა გინდათ, ჩემს ოცენაბზე უარი მათქმევინოთ მეთქი? დამნებდნენ, შენი საქმის შენ იციო.
თურმე არ ვიცოდი…
როდესაც წვიმაში, სიცივეში სიუჟეტის გასაკეთებლად წასვლა მომიწია, წვიმამაც გვარიანად დამასველა- სულ არ გამხესენებია ეს ჩემი ოცნების პროფესია რომ იყო, ისე ვიწყევლიდი თავ-ბედს.
როდესაც გაზეთის გაკეთების დრეს, გიჟურ რეჟიმში ვიყავი, ღამის 4 საათამდე სახლში ვერ მივდიოდი და ხშირად მაგარ სკამზე მეძინა, სულ არ მიფიქრია, რომ ეს საჭირო იყო ჩემი საქმისთვის, მეზარებოდა, ძილი მინდოდა.
როდესა ჩემი დღე და ღამე აირია, როდესაც ბევრი ადამიანი მომადგა სახლში, თხოვნით, რომ მამაჩემის და მისი მეგობრობის ხათრით, ჩემი ძმის ხათრით, ჩვენი ოჯახების ნათესაობის ხათრით მათთვის არაფერი დამეწერა, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი და იმედგაცრუებაც ვიგემე. თუმცა უკან არასოდეს დამიხევია და ყველა სტატია რაზეც ხელი მომიკიდია და გამიძრახავს, გამიკეთებია და მზის შუქზეც გამომიტანია.
როდესაც დღის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანის, მაღალ ჩინოსნის და განსაკუთრებით მმართველი პარტიის წევრებისგან დაბრკოლებებს ვაწყდებოდი, ორი სიტყვის მოსასმენად მათი კაბინეტის კარზე ვათენ-ვაღამებდი, მაშინ სულ არ მახსოვდა, რომ ეს იყო ის ასრულებული ოცნება, რაზეც მე ვოცნებობდი ჯულიეტა ვაშაყმაძესთან ერთად.
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მოვიფიქრე, რომ რაც არ გინდა, მართლა არ უნდა მოგცეს ღმერთმა და იმ ანდაზის სისწორეშიც დავრწმუნდი, რომ ამბობენ ფრთხილად იოცნებეთ, ხშირად ოცნებებიც სრულდებაო..აბა თქვენ იცით.
ასე, რომ სანამ პროფესიას ავირჩევდეთ კარგად დავფიქრდეთ, მოდა ყოველთვის ვერ უძლებს დროს. პროფესია კი მოდის გამო არ უნდა ავირიოთ, რადგან პროფესია ეს ის არის რაც მთელი ჩვენი მომავალი ცხოვრების წესს განსაზღვრავს.

პ.ს გილოცავთ თქვენ ვისაც გაგიმართლათ და პროფესიის არჩევაში არ შემცდარხართ.

გ ა მ ი ღ ი მ ე გ თ ხ ო ვ

გ ა მ ი ღ ი მ ე     გ თ ხ ო ვ

ყოველი დილის გათენება, ტყუპებივით გაქვს ერთმანეთს. თვალის გახელისთანავე დავხედავ საათს, სასწრაფოდ ვიბანავებ, ჩავიცმევ და სამსახურისკენ გავქანდები.
ყველაზე დიდი სირთულის წინაშე ვდგავარ მაშინ თუკი სამარშუტო ტაქსით მგზავრობის ფული არ მაქვს, მამაჩემმა გამასწრო სამსახურში და ჩემს ძმას კიდევ ბენზინი არ აღმოაჩნდდება მანქანის ავზში. ასეთ შემთხვევაში წინ მელის დაახლოებით 6 კილომეტრის ფეხით გავლა და არაქათგამოცლილი გამოცხადება სამსახურში.
გამიმართლებს თუკი ჩემი სამსახურისაკენ მიმავალი სამარშუტო ტაქსი ადგილზე დამხვდება, შესაბამისად სამსახურშიც დროზე გამოვცხადდები, წინააღმდეგ შემთხვევაში რამოდენიმე წუთი გადაცდენა მაქვს ხოლმე, მაგრამ მადლობა ღმერთს ავი თანამშრომლები არ მყავს და ამას არც არავინ აპროტესტებს.
ალბათ იფიქრებთ, რომ გამიმართლებს იმ შემთხვევაში თუკი მგზავრობის თანხაც მექნება და სამარშუტო ტაქსიც დამხვდება ადგილზე, ნურას უკაცრავად, კიდევ ერთი დაბრკოლება მაქვს გადასალახი, ე.წ. „მარშუტკაში“ თუ ნაცნობი ამოვიდა, აი მაშინ კი ნამდვილად ცუდად მაქვს საქმე. თუ ფული მაქვს აუცილებლად ვპატიჟებ ნაცნობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითომ ფიქრებში წასული გვერდითაც არ ვიხედები და გაურკვეველი მიმართულებით, უკიდეგანო სივრცეს მივაპყრობ მზერას.
ესეც შენი შევარდნაძე, შენი მიშა და ჩემი სამსახური. ალბათ იფიქრებთ რა სამსახური აიტეხა თუკი 50 თეთრი არ აქვს მგზავრობისთვისო. არა ბატონებო, ხელფასი კი მაქვს, მაგრამ ძირითადად ხელფასის აღებიდან 1 სააათში მთელი თანხა სადღაც ქრება და იმის გააზრებასაც კი ვერ ვასწრებ, რომ ხელფასი ავიღე ისე ვარიგებ ვალებს.
აბა რა გეგონათ, თვიდან თველმდე, ყველაფრის ვალს ვიდებ რისი ვალიც შეიძლება დაიდოს ადამიანმა. მადლობა ღმერთს შეყვარებული არ არის „ნისიად“ თორებ აი მაშინ ნამდვილად არ მეყოფოდა სახელმწიფოს მწირი ბიუჯეტი და ივანიშვილის შემოსავლები.
საქმეა ეხლა ეს?
მერე კიდევ დაიწყებთ წუწუნს, რატომ არ იცინის ხალხი ქუჩაში, რომ დადისო.
რა გააცინებს ბატონო? მე დაბდღვერილი დავდივარ, შოთა ჩემზე უარესად მიდის, შურა შვილების გამოკვებაზე ფიქრობს, დადუ უკაცობაზე, რეზოს ვერ გადაუწყვეტია უყვარს თუ ევასება, ემზარიმ არ იცის 250 ლარიანი ხელფასით 1000 ლარიანი ვალი როგორ გადაიხადოს, მარიმ ვერ გაიგო გრეჩიხა ჭამოს თუ ვაშლი, სოფო კიდევ ფიქრობს და ვერ იხსენებს სახლიდან რომ გამოვიდა პური დააბარეს თუ საღეჭი რეზინი და ა. შ. ამდენი ადამიანი კი ჩაფიქრებული და გაშეშებული რომ დადის, მოდი ეხლა და შენ გაიცინე. ხომ იტყვიან გიჟიაო?
ისე ნეტავ რომელი სჯობს ჩაფიქრებულმა იარო თუ მუდამ მომღიმარმა?
მე ვფიქრობ მინც სჯობს, ვაიძულოთ თავი და გავიცინოთ, ზოგჯერ გიჟივითაც კი.
ერთმა ჩემმა ნაცნობმა მისაყვედურა სულ ესეთი მკაცრი გამომეტყველებით ნუ დადიხარ გაიცინე ახლგაზრდა ხარო. ცოტა მეწყინა და სამაგიეროს გადახდის მიზნით მივუგე აბა შენსავით სულ კი ვერ ვიმღერებთქო (მართლა ესეთია, დადის და მღერის) იცით რამიპასუხა?
-მე ამით ჩემს თავს ვიხალისებ და ხალხსაც ვახალისებო, ვიღაც შემომხედავ ან დამლოცავს, ან იტყვის გიჟია და გაიცინებსო. ჩემთვის ისიც საქმეა ერთი ადამიანი გავაცინოო.
მართალია ის ბიჭი. აბა მე რომ ესე დავდივარ, განა ვინმემ რამე დამიშავა?
განა ჩემი რამე მმართებდათ და არ მომცეს?
განა ახლობელი მომიკლეს?
განა ლუკმა ამაცალეს?
განა ჩემს ოჯახს შეურაწყოფა მიაყენეს?
განა ჩემს ჟანმრთელობას საფრთხე შეუქმნეს?
არა ბატონო, არცერთი ქმედება არ ჩაუენიათ ჩემს წინაშე და არც სხვა რამ.
ეხლა ისღა დამრჩენია კარგა ხნის წინ დავიწყებული ღიმილი ვისწავლო და ადამიანებს რომლებიც სამსახურში წასვლის წინ ქუჩაში მხვდებიან დილა გავუხალისო და ნაწილობრივ, ალბათ მაგალითიც მივცე.

რატომ გვპასუხობენ აგრესიით,

რატომ გვპასუხობენ აგრესიით,

იმ ასაკში არ ვარ მემუარები ვწერო, არც ისეთი გამიკეთებია რამე, რომ ეს ყველაფერი ფურცელზე გადმოვიტანო და მითუმეტეს ვინმე დავმოძღვრო. უბრალოდ ამ ბოლო დროს სურვილი მაქვს რაღაცეები ვთქვა და ვწერო, ისევ ჩემი ჭიის გასახარად და ერთფეროვნების დასაძლევად. ხო აი კიდევ ერთი უბედურება რაც გვჭირს, ერთფეროვნება.
მთელი ჩემი ბავშვობა, გურიის თუ იმერეთის (აქამდე ვერ დავადგინე რომელს ეკუთვნის) სოფელში მაქვს გატარებული. რატომღაც მთელი წლები იმას მოვანდომე, რომ იქაურებისათვის დამემტკიცებინა, მეც მათი თანატოლი ვარ და არაფრით განვსხვავდები მათგან.
ვერაფრით ვხვდებოდი რატომ მიყურებდნენ აგრესიით, რა იყო ამის მიზეზი.
სიმართლე გითხრათ ალბათ არც ისე ბევრი მიფიქრია, რაგდან მაშინ არაფერი გავაკეთე იქაურ ბავშვებთან დასამეგობრებლად. იქ ერთ ბიჭს დავუახლოვდი და მას შემდეგ 10 წელი გავიდა, ჩვენ კი ესევ აქტიური კონტაქტი გვაქვს და ამ მეგობრობამ წლებს და ათას გამოცდას გაუძლო.
კონკრეტული ფაქტის გამო ამ თემაზე სულ ცოტა ხნის წინ დავფიქრდი და შემდეგ დაკვნამდე მივედი. იქნებ ვცდები კიდეც, თუ გაინტერესებს წაიკითხეთ და თუ ვცდები კომენტარში დამიწერეთ, თუ არ ვცდები ისიც დამიწერეთ, გამიხარდება
როდესაც ადამიანი, მეორე პიროვნებას რაღაცით მასზე მეტად თვლის (ამ შემთხვევაში ეს „მეტი“ ჩემი საცხოვრებელი ადგილი იყო) ცდილობს, საკუთარი თავი მისგან დაიცვას და იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტიქტი. სწორეთ ამ ინსტიქტმა გაიღვიძა იმ ბავშვების ნაწილში მაშინ და ჩემი მკაცრი გამომეტყველების გამო, ჩათვალეს, რომ მე მათზე მეტი პრივილეგია მქონდა. გამოიმუშავეს თვითგადარჩენის მექანიზმი და ჩემს ყოველ მცდელობას (სულ 3 იყო) მათთან მეთამაშა აგრესიით უპასუხეს. მეტჯერ არც მე მიცდია, მათთან მეგობრობა . რა მივიღეთ შედეგად?
შედეგი: მე დღეს არ მყავს მეგობრები იმ სოფელში, რომელიც ძალიან მიყვარს, გარდა ერთისა (ის საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად ძალიან უკომპლექსო და გამბედავი ადამიანია). მათ შეიძლება არც არაფერი დაუკარგავს, მხოლოდ ჩემს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ. და მარტო მე არ ვიყავი ჩემს მდგომარეობაში, ყველა ქალაქიდან ჩასული ბავშვი ვიყავით მათგან შორს მდგომი და მერწმუნეთ ეს არ იყო ჩვენი ბრალი.
უბრალოდ წლების მანძილზე არ არსებულმა ინტეგრაციამ და ტემინებმა „ქალქელი“ და „სოფლელი“ მოგვცა ეს შედეგი.
თუმცა ვინ უფრო მეტად „ქალაქელი“ და ვინ მეტად „სოფლელი“ იყო დღემდე გაუგებარია ჩემთვის.