არეულობა და რა გვჭირს?

ჩვენთან საქართველოში, სიზარმაცეს, რომ ადამიანის სახე ქონდეს, ნამდვილად ექნებოდა ჩემი სახე, გიოგის სახე, შოთას სახე, ნინოს სახე და იმდენი ადამიანის სახე რამდენიც ვართ ქართველები…
მოკლედ, ამ ერთ კვირაში ქვემოთ მოცემული 5 პუნქტი დამემართა და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, დავიწყოთ პირველიდან :
1. გაქვთ საოცნებო პროფესია? იოცნებეთ ან დაანებეთ ოცნებას თავი, თქვენ მისი განხორცილება უბრალოდ დაგეზარებათ.
ჩვენ ქართველებს, ქართველობა რა შუაშია და ადამიანებს, გვაქვს ერთი ძლიან მსგავსი თვისება, გვინდა, მაგრამ გვეზარება. გვიყვარს, მაგრამ ჩუმათ გვიყვარს ჩვენთვის. ამიტომ თუკი თქვენს ოცნებას თქვენივე მიზეზით ასრულიება არ უწერია, ნუ იყვირებთ ამის შესახებ. ნუ იტყვით, რომ წარმატებული ფოტოგრაფი გინდათ გახდეთ და ამისათვის აუცილებლად უკანასკნელი მოდელის პროფესიონალი აპარატი გჭირდებათ, რადგან აუცილებლად გამოჩნდდება ადამიანი, აგისრულებთ ოცნებას, დაგაჭერინებთ ხელში პროფესიონალს და მერწმუნეთ თქვენ, იმასაც კი ვერ მოახერხებთ კადრში ობიექტი გამოაჩინოთ. იმიტომ, რომ არასოდეს გადაგიღიათ სურათი. ესეც თქვენი ოცნება.
ნურც იმას იყვირებთ, რომ მსახიობად ხართ დაბადებული, რადგან მარტივ ამოცანას, „შეწვი კვერცხი მიმიკებით“- უბრალოდ ვერ გააკეთებთ, იმიტომ რომ არასოდეს გაგიკეთებია მსგავსი რამ, ეს ხომ ჩვენთან „ტეხავს ტო „

2. თუ გინდათ სამსახურში წარმატებული თანამშრომელი გახდეთ. პირველ რიგში უნდა იყოთ მისაღები თქვენი „დემოკრატი“ უფროსისათვის. თქვენი უფროსი ამბობს, რომ დემოკრატიის მომხრეა, რომ ყველანი თანაბარუფლებიანები ვართ, რომ მოცემულ მომენტში მისი თანამდებობა მხოლოდ სტატუსია და არა პრივილეგია, ან თვისება. იგი გეუბნებათ, რომ თუ რამე არ მოგეწონებათ უნდა უთხრათ და ის გაითვალისწინებს. მაგრამ თქვენ თუ მაინც მყარად დგეხართ თქვენს აზრზე და გინდათ კარგი თანამშრომელი იყოთ და რაც მთავარია უფროსისთვის მისაღები, დაივიწყეთ რომ დემოკრატი უფროსი გყავთ. მან თქვენ მხოლოდ მისი ოცნება გაგანდოთ, როგორი უნდა რომ იყოს. სინამდვილეში თქვენი პირველივე შეპარული შენიშვნა თუ წინააღმდეგობა უფროსის მისამართით, თქვენი სამსახურიდან გაშვებით დასრულდება.
3. საოცრად გამაკვირვა ერთმა ფაქტმა, ჩემის ჩათვლით. მამაჩემის თაობაში თუკი ყველა ექიმი იყო, ჩემს თაობაში კიდევ ყველა ჟურნალისტიკაზე ან ეკონომიურზე აბარებდა, ეხლა ყველა ერთად გავგიჟდით, გადავირიეთ, გრძნობებით ავივსეთ და ლექსების წერაც დავიწყეთ. თან აი ხომ არის სიმღერაში დუეტი, ეხლა ლექსებშიც გვაქვს დუეტი, რიო, კვრატეტი და ა.შ. მოკლედ ვწეროთ ლექსები, დავლიოთ სასმელი, მერე მთვრალმა ჩვენივე ლექსები ვიკითხოთ და საქართველო თუ არა ჭორვილა ნამდვილად გაბრჭყინდება.

4. მაგრამ კარგი ყველგან უნდა ვეძებოთ, განა რა არის იმაში ცუდი, თუკი ადამიანებს ერთმანეთი უყვართ. ისიც ერთგვარი აზარტია, როდესაც გოგონას გულის მოსანადირებლად ცოტა წვალება გიწევს, მაგრამ ყველაზე ეფექტური იცით რა ყოფილა? ერთ გოგონაზე შეყვარებული რამოდენიმე ბიჭი დამეგობრდება და გაუდგებიან გზას მისი გულის მოსანადილებლად. სქემა ზუსტად ვერ გავშიფრე, მაგრამ მიახლოვებით მივხვდი, გააჩნია რამდენად პოპულარუილა ის გოგონა და რა რამდენ ბიჭს უყვარს. ისიც მნიშვნელოვანია რამდენი მათგანი დამეგობრდება. იმის მიხედვით შეაგროვბენ ფულს ამ გოგონას საჩუქრისათვის დაბადებისდღეზე. ფუნქციები ალბათ გადანაწილებული ექნებათ, ერთი იყიდის თაიგულს, მეორ მისალოც ტექსტს დაწერს, მესამე მიართმევს…და ესე მათი რაოდენობის მიხედვით. თქვენ თვითონ განსაჯეთ რა დღეში არიან ამ დროს გოგონები ამაზე ქვევით დავწერ.

5. არსებობს სამი კატეგორია გოგონების, ესენია: კატეგორიულები, ვითომ კატეგორიულები და კეთილი გულის გოგონები: კატეგორიული კატეგორიის გოგონები სავარაუდოდ, მაგ თაიგულს თავზე გადაგაფშვნით, ნაკლებათ კატეგორიულები ვითომ გადაგაფშვნით, მაგრამ მის კეთილ გულს რა ვუთხარი მე, მერე შეგირიგდებათ. დამყოლები იცი რას იზამს? თაიგულს გამოგართმევთ, მადლობას გადაგიხდით და პარალელურად ცალ-ცალკე გაგწეწავთ თითოეულს. არ დაიჯეროთ კაცებო, რომ ქალები ტყუილდებიან, ისინი თავს იტყუებენ, იმისდა მიხედვით, თუ რა რაოდენობის სარგებელს მიიღებენ ამ ტყუილიდან.

ამ მომენტისთვის სულ ეს არის რამაც შემაწუხა, იქნებ იფიქროთ, რომ ყველაფერი არეულია და ერთი მეორესთან მეტნაკლებად კავშირშია ან საერთოდ არ არის კავშირში, მაგრამ აბა გადახედეთ თქვენს, ჩემს და სხვის ცხოვრებას დალაგებული, არსად, არავის არაფერი აქვს, მე არ ვთვლი, რომ ეს ცუდია, მაგრამ რაც არის ეგ არის.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s