შევქმნათ ოჯახი?

შევქმათ ოჯახი?

 

 

 

სიყვარული, სიყვარული, სიყვარული და კიდევ და ყველგან და მარად სიყვარული.

მოკლედ ყველას, დიდსა თუ პატარას პირზე აკერია სიტყვა სიყვარული.

უყვარდებათ, ხდებიან შეყვარებუულები და მერე მიდიან დასკვნამდე, რომ უნდა იქორწინონ. რატომღაც სიტყვა ერთად ყოფნა, ან სიყვარული აუცილებლად იგივდება ქორწინებასთან, ნუ მეტ ნაკლებ შემთხვევაში.

ერთხელ ჩემთვის ძვირფას ადამიანს (არა შეყვარებულს) ვუთხარი რა ვქნა მასთან მირჩევნია ცხოვრებათქო და პასუხად მითხრა, ეტყობა შენ ძალიან არ შეგცივებიაო. დამაფიქრა ამ ნათქვამმა , იმანაც თუ რას ვიზამდი, რომ შემცივებოდა.  დაბრმავებულმა გონეამ იცით როგორ  მანუგეშა? მარტო არ ვინები და ორივეს ერთად შეგვცივდებამეთქი გავიფიქრე . ჩემი ამბავი იქეთ იყოს და სანამ ოჯახის შექმნას, გათხოვებას/ცოლის მოყვანას გადაწყეთ აუცილებლად დაფიქრდით, მზად ხართ სიცივისთვის? რას იზამთ მაშინ, რომ შეგცივდეთ და გასათბობი საშუალება მხოლოდ თქვენი მეორე ნახევარი გეყოლებათ. ორმაგად დაფიქრდით ამაზე თუკი შვილების ყოლას პირველივე წელს აპირებთ. შვილები მშობლებს ხომ ნაკლებად ვპატიობთ ბევრ რამეს. კიდევ რამდენ რამეზე მოგიწევთ დაფიქრება ღმერთმა უწყის.

თუკი ტრადიციულ ოჯახში ცხოვრობთ, რომელიც ყველა ადათ წესს ზედმიწევნით იცავს და ასეთივე ოჯახის შივლთან აპირებთ შეუღლებას, მაშინ საქმე არც ისე მარტივადაა,

მამაკაცებმა :

  1. 1.     აუცილებლად გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს: რადგან წინ გელით მინიმუმ 300 კაციანი და მაქსიმუმ 600 კაციანი ქორწილი.

ქორწილამდე გაუთავებელი სტუმრიანობა და ყოველ ხუთ წუთში ფეხზე ადგობა სადღეგრძელოების მოსასმენად და სამადლობელის სათქმელად. ასევე კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი მეორე ნახევრის სახე, რადგან რომც არ გიყვარდეთ დალევა იმდენჯერ მოგიწევთ სამადლობელის შესმა, რომ ეჭვი მაქვს ერთი კვირა ვერ გამოფხიზლდებით.

 

  1. 2.    უნდა გადახედოთ თქვენს ნერვებს, გაიარეთ კონსულტაცია ნერვოპათოლოგთან, ან მოიმარაგეთ ვალერიანის კეკლები ორმაგი დოზით, თქვენი მეუღლის მშობლები სადაცაა თავს მეხივით დაგეცემიან. თუ თქვენი ცოლი სამეგრელოდაა თავწაკრული დედა მას მკვდარივით გამოიტირებს, გამოიკივლებს, მაგრამ არ შეგეშინდეს ბავშვებო, ეს ყველაფერი მეზობლების დასანახად ხდება, სინამდვილეში გულში გლოცავთ და ბენიერებას გისურვებთ. იმასაც კი ფიქრობს მისი კარაკულის შუბა, ბონებზე რომ იყიდა გოგონას მისცეს თუ რძალს დაახვედროს. მერე სიმამრი და ცოლის ძმა მოგადგებათ ესეც უნდა გადაიტანოთ…მოკლედ სამმაგი დოზა გინდათ დამამშვიდებლების.

 

  1. 3.    აუცილებლად უნდა გადადოთ ფული ცოლისათვის ტანსაცმელების შესაძენად, მერე ამ ამბავს მთელი მისი სანათესაო განიხილავს და შედეგის შესაფერისსს დასკვნას დადებენ. ან გაქებენ ან მიწაში ჩაგდებენ, როგორ ვერაფერი უყიდა ქალსო J ნუ მოკლედ თუ იმერეთში ხართ და ქუთაისში ცხოვრობთ, უპრიანი იქნება გადახედოთ მეზობმა ტავიანთ  რძლებს რამდენ გრამიანი ნიკოლოზის ოქროს ბეჭედი დააბნიეს, მინიმუმ ორი გრამით მეტი შენ უნდა დააბნიო შენსას , წინააღმდეგ შემთხვევაში შენზე აღარ ისაუბრებენ და შენს წინამორბედს ვერ აჯობებ.

 

გოგონებმა:   

  1. 1.    პირველ რიგში ჩაიხედეთ სარკეში, მერე რა, რომ თქვენს რჩეულს მოსწონხართ, ეს დიდად არაფერს ნიშნავს. სასწრაფოდ აღმოაჩინეთ თუკი გაქვსთ რაიმე სახის ნაკლი გარეგნობაში და შეუდექით იმის შეწავლას, როგორ დაფაროთ იგი ისე , რომ უცხო თვალმა ვერ შეამჩნიოს  ვ ე რ ა ს ო დ ე ს . რადგან თქვენ მხოლოდ თქვემს ქმარს კი არ მიყვებით, იქ ნამდვილი რენდგენი გელოდებათ. მისი ნათესავების მრავალრიცხოვანი არმია ჩასაფრებულია, ისინი თქვენ არც ერთ უნმიშვნელო შეცდომას არ გაპატიებენ.
  2. 2.     როგორც კი გათხოვდებით და შეხვალთ მეუღლის ოჯახში, პირველივე სიყვა რაც მთელი ხმით უნდა დაიკივლოთ ეს არის „დედა“ .ამით თქვენს დედამთილს აგრძნობინებთ, რომ ის თქვენთვის ერთადერთი და განუმეორებელია და რომ თქვენ მისი მადლობელი ხართ ესეთი შვილის გაზრდისთვის. შემდეგი სიტყვა რა თქმა უნდა არის „მამა“ და პირველი ბარიერი მეტნაკლებად გადალახულია. მეორე დილით მთელს სამეზობლოს ეცოდინება, რომ თქვენ ძალიან კარგი ხართ და მეობლის რძალს არ გავხართ, დედამთილს, რომ დეიდას ეძახის.
  3. 3.    უთხარით თქვენს ოჯახს, აუცილებლად მოგიტანონ მზითები. წინააღმდეგ შემთხვევაში „დედა“ და „მამა“ იფიქრებს, რომ თქვენ უპატრონო ხართ და თქვენმა მშობლებმა თავიც კი არ შეიწუხეს თქვენი გულისთვის, სწორედ ამიტომ თქვენ მისი შვილის ღირსი არ ხართ და ისინი ასეთ რძალს არ იმსახურებენ. სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაიგებენ რა დაუშავეს ღმერთს ასეთი
  4. 4.    თუ სახლში დაგხვდათ მული, ანუ ქმრის და. ოოო აი აქ კი ცოტა ფრთხილად იყავით და თქვნს ქმარს თუ დამამშვიდებლების სამმაგი დოზა უნდოდა, თქვენ ცოტა მეტი დაგჭირდებათ. მოითმინეთ ყველა მისი ახირება თუკი გინდათ ქმართან ცხოვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ოჯახი ბრძოლის ველს დაემსგავსება.
  5. 5.    არაფერს ვამბობ იმაზე, რომ გათხოვების დღიდად გადატრიელება უნდა მოახდინოთ სამზარეულოში და ფურორი საოჯახო საქმეებში. თქვენ ეს დაგიფასდებათ. შეგაქებს დედამთილი და მეობლები. სამაგიეროდ სახლში დაბრუნებულ ქმართან არაფრის თავი არ გექნებათ.

 

 

დაფიქრდით, ხართ კი მზად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ამბისათვის? თუკი ამ ყველაფერს გმირულად გადაიტანთ, მაშინ მე ისღა დამრჩენია ბედნიერება გისურვოთ.

მაგრამ გახსოვდეთ, მოლოდ ეს არჩევანი არ არის, თქვენ ძალიან იღბლიანი იქნებით თუკი გაგიმართლებთ და მოხვდებით ისეთ ადამიანებში სადა არც თქვენი მზითები დააინტერესებს არავის და არც ნიკოლოზის ბეჭდით გააკვირვებთ ვინმეს.  ადამიანის შეგნება ყველაფერზე მაღლა დგას ამ ქვეყნად.

Advertisements

6 thoughts on “შევქმნათ ოჯახი?

  1. ო, არა!
    300–600 კაციანი ქორწილი
    დედამთილისთვის “დედას” დაძახება
    ქმრის ნათესავებისთვის თავის მოწონება
    კარგით რა :/

  2. “მისი კარაკულის შუბა, ბონებზე რომ იყიდა გოგონას მისცეს თუ რძალს დაახვედროს”- ჰაჰაა,:დ:დ

    სრული სიმართლეა. ეგ ტენდენციები ცოტა თბილისში მოიკოჭლებს უკვე,მაგრამ რაიონებში იცოცხლე კი აქვს ფესვები კარგად ღრმად გადგმული და რა მოაშთობს ღმერთმა იცის. მინდა გითხრათ რომ ბევრი რამ გამოცდილი მაქვს მაგეებიდან,მით უმეტეს ძალიან პატარ ვიყავი იმისთვის რომ საკუთარი აზრი დამეცვა. ასე, რომ დაფიქრდით…მართლაც…

    • თბილიში მოიკოჭლებს, თუმცა ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა:) იქ უფრო რაიონიდან ჩამოყვანილ რძლებს ებრძვიან 🙂
      ცოტა სასაცილო რამეები ხდება ამ მხრივ, კომედიას გავს:)

  3. კომედიას ჰგავსო…ჰგავს კი არა ჩემთვის (ტრაგი)კომედიაა ეგ ყველაფერი.
    ავტორს მისდა საბედნიეროდ ამ თემაზე იუმორით შეუძლია საუბარი, აი მე კი ცეცხლებს ვყრი როცა მსგავს მარაზმებამდე მიდის თემა.

    ქორწინება საყოველთაო ბოროტებაა! (c) მე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s