გ ა მ ი ღ ი მ ე გ თ ხ ო ვ

გ ა მ ი ღ ი მ ე     გ თ ხ ო ვ

ყოველი დილის გათენება, ტყუპებივით გაქვს ერთმანეთს. თვალის გახელისთანავე დავხედავ საათს, სასწრაფოდ ვიბანავებ, ჩავიცმევ და სამსახურისკენ გავქანდები.
ყველაზე დიდი სირთულის წინაშე ვდგავარ მაშინ თუკი სამარშუტო ტაქსით მგზავრობის ფული არ მაქვს, მამაჩემმა გამასწრო სამსახურში და ჩემს ძმას კიდევ ბენზინი არ აღმოაჩნდდება მანქანის ავზში. ასეთ შემთხვევაში წინ მელის დაახლოებით 6 კილომეტრის ფეხით გავლა და არაქათგამოცლილი გამოცხადება სამსახურში.
გამიმართლებს თუკი ჩემი სამსახურისაკენ მიმავალი სამარშუტო ტაქსი ადგილზე დამხვდება, შესაბამისად სამსახურშიც დროზე გამოვცხადდები, წინააღმდეგ შემთხვევაში რამოდენიმე წუთი გადაცდენა მაქვს ხოლმე, მაგრამ მადლობა ღმერთს ავი თანამშრომლები არ მყავს და ამას არც არავინ აპროტესტებს.
ალბათ იფიქრებთ, რომ გამიმართლებს იმ შემთხვევაში თუკი მგზავრობის თანხაც მექნება და სამარშუტო ტაქსიც დამხვდება ადგილზე, ნურას უკაცრავად, კიდევ ერთი დაბრკოლება მაქვს გადასალახი, ე.წ. „მარშუტკაში“ თუ ნაცნობი ამოვიდა, აი მაშინ კი ნამდვილად ცუდად მაქვს საქმე. თუ ფული მაქვს აუცილებლად ვპატიჟებ ნაცნობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითომ ფიქრებში წასული გვერდითაც არ ვიხედები და გაურკვეველი მიმართულებით, უკიდეგანო სივრცეს მივაპყრობ მზერას.
ესეც შენი შევარდნაძე, შენი მიშა და ჩემი სამსახური. ალბათ იფიქრებთ რა სამსახური აიტეხა თუკი 50 თეთრი არ აქვს მგზავრობისთვისო. არა ბატონებო, ხელფასი კი მაქვს, მაგრამ ძირითადად ხელფასის აღებიდან 1 სააათში მთელი თანხა სადღაც ქრება და იმის გააზრებასაც კი ვერ ვასწრებ, რომ ხელფასი ავიღე ისე ვარიგებ ვალებს.
აბა რა გეგონათ, თვიდან თველმდე, ყველაფრის ვალს ვიდებ რისი ვალიც შეიძლება დაიდოს ადამიანმა. მადლობა ღმერთს შეყვარებული არ არის „ნისიად“ თორებ აი მაშინ ნამდვილად არ მეყოფოდა სახელმწიფოს მწირი ბიუჯეტი და ივანიშვილის შემოსავლები.
საქმეა ეხლა ეს?
მერე კიდევ დაიწყებთ წუწუნს, რატომ არ იცინის ხალხი ქუჩაში, რომ დადისო.
რა გააცინებს ბატონო? მე დაბდღვერილი დავდივარ, შოთა ჩემზე უარესად მიდის, შურა შვილების გამოკვებაზე ფიქრობს, დადუ უკაცობაზე, რეზოს ვერ გადაუწყვეტია უყვარს თუ ევასება, ემზარიმ არ იცის 250 ლარიანი ხელფასით 1000 ლარიანი ვალი როგორ გადაიხადოს, მარიმ ვერ გაიგო გრეჩიხა ჭამოს თუ ვაშლი, სოფო კიდევ ფიქრობს და ვერ იხსენებს სახლიდან რომ გამოვიდა პური დააბარეს თუ საღეჭი რეზინი და ა. შ. ამდენი ადამიანი კი ჩაფიქრებული და გაშეშებული რომ დადის, მოდი ეხლა და შენ გაიცინე. ხომ იტყვიან გიჟიაო?
ისე ნეტავ რომელი სჯობს ჩაფიქრებულმა იარო თუ მუდამ მომღიმარმა?
მე ვფიქრობ მინც სჯობს, ვაიძულოთ თავი და გავიცინოთ, ზოგჯერ გიჟივითაც კი.
ერთმა ჩემმა ნაცნობმა მისაყვედურა სულ ესეთი მკაცრი გამომეტყველებით ნუ დადიხარ გაიცინე ახლგაზრდა ხარო. ცოტა მეწყინა და სამაგიეროს გადახდის მიზნით მივუგე აბა შენსავით სულ კი ვერ ვიმღერებთქო (მართლა ესეთია, დადის და მღერის) იცით რამიპასუხა?
-მე ამით ჩემს თავს ვიხალისებ და ხალხსაც ვახალისებო, ვიღაც შემომხედავ ან დამლოცავს, ან იტყვის გიჟია და გაიცინებსო. ჩემთვის ისიც საქმეა ერთი ადამიანი გავაცინოო.
მართალია ის ბიჭი. აბა მე რომ ესე დავდივარ, განა ვინმემ რამე დამიშავა?
განა ჩემი რამე მმართებდათ და არ მომცეს?
განა ახლობელი მომიკლეს?
განა ლუკმა ამაცალეს?
განა ჩემს ოჯახს შეურაწყოფა მიაყენეს?
განა ჩემს ჟანმრთელობას საფრთხე შეუქმნეს?
არა ბატონო, არცერთი ქმედება არ ჩაუენიათ ჩემს წინაშე და არც სხვა რამ.
ეხლა ისღა დამრჩენია კარგა ხნის წინ დავიწყებული ღიმილი ვისწავლო და ადამიანებს რომლებიც სამსახურში წასვლის წინ ქუჩაში მხვდებიან დილა გავუხალისო და ნაწილობრივ, ალბათ მაგალითიც მივცე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s