‎დაიკიდეთ-თუ გეკიდებათ!

‎დაიკიდეთ-თუ გეკიდებათ!

,,მე მკიდია, რას იტყვის ხალხი” მეტისმეტად ყალბია და მათი შექმნილია, ვისაც სულაც არ ჰკიდია ხალხის აზრი. “გმირობად” ის კი არ მეჩვენება, რომ გარკვეული წესები ფეხებზე დაიკიდო, არამედ ის, რომ თავად შექმნა ტენდენცია, ტონი. რაც გინდათ, ის დაარქვით….მთავარია, რომ “ხალხის ფიქრი” …შეცვალო პრინციპი იგივეა, რაც საფეხბურთო სტადიონზე ,,ტალღების” გაკეთებისას. მთავარია, ვინმემ დაიწყოს. მერე ადვილად მიდის. ხომ არ დაგვეწყო, მაგრამ როგორ?
ეს სტატუსი დაწერა ერთმა ჩემმა მეგობარმა ფეისბუქის კედელზე, ძალიან დამაინტერესა და იმისათვის, რომ აზრი გამომეტანა რამოდენიმეჯერ გადავიკითხე კიდეც.
მართალია, ყველა ადამიანი მისებურად აღიქვამს ამათუ იმ ნათქვამსა თუ ნაწერს და მეც ჩემებური ინტერპრეტაცია გავუკეთე, მისს სტატუსს ფეიქბუქზე.
დავფიქრდი იმაზე, მკიდია თუ არა რას იტყვის ხალხი და თუ მკიდია, რატომ უნდა იყოს ეს ყალბი. გააჩნია ხალხში ვის ვიგულისხმებთ და შევიყვანთ თუ არა მათ სიაში ნაცნობ-მეგობრებ-მშობლებ-დედმამიშვილებ-ნათესავებს. არადა აუცილებლად უნდა შევიყვანოთ, რადგან მთელი საქართველო ჩვენ ვართ, ერთმანეთის ნათესავები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები, დაქალის დები, ძმები და ა.შ. სტატუსი უამრავია და მათი მორგებაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვისაც უადვილესია. ესეიგი რა გამოვიდა? გვინდა გვეკიდოს, მაგრამ არ გვკიდია. უფრო სწორედ ვერ გვკიდია. ცუდია.
ხოლო, ისინი ვინც ზემოთ ხსენებულ ამბებს თავს არიდებს და ყველა მოვლენას მის სახელს არქმევს ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისაგან განდეგილის წოდება აქვთ მიღებული, მაგრამ მათ ესეც კიდიათ და რომ კიდიათ ისიც კიდიათ.
თავად, რომ შექმნა ტენდეცია, პირველ რიგში შინაგანად უნდა იყო ძალიან კაგი ტიპი და ტიპობაში სულაც არ ვგულისხმობ, გადაზედმეტებულ მოდად ქცეულ „გაწელილ მანერებს“ იმასაც ხომ გააჩნია, საფეხბურთო სტადიონზე როგორი ხარისხის ტალღას გააკეთებ და რამდენად დასამახსოვრებელი, ეფექტური და მიმზიდველი იქნება ეს ტენდეცია.
ერთი პერიოდი კოკო შანელმა დაიწყო, სიგარეტი მოწია და საზოგადოება აალაპარაკა, მერე ეს ყველამ გააკეთა (ქალებმა), მაგრამ დღესაც კი აღშფოთებას იწვევს(ჩვენს საზოგადოებაში) ქალი სიგარეტით ხელში. ამბობენ, რომ ამორალურია და არ შეიძლება, მიზეზად ჯანმრთელობა მოყავთ, მაგრამ იტყუებიან. უბრალოდ მიაჩნიათ, რომ ქალმა არ უნდა მოწიოს. იმიტომ რომ ქალია. აბა კაცს რატომ ეპატიება ვერ ვხვდები, ჩვენგან განსხვავებით სხვადასხვა ორგანო გამოკვეთილი, რომ აქვთ იმიტომ? სასაცილოა.
როდესაც პირველად სიგარეტი მოვწიე, ლამის ჯვარს მაცვეს (არ ვამბობ, რომ კარგია. ვიცი, ცუდია) თითით საჩვენებელი გავხდი, მაგრამ ისინი ვინც ამას სახალხოდ განიხილავდნენ, თავად ტუალეტში, შესაშურ არომატში ეწეოდნენ . რავიცი მეგოიმება.
მთელი 7 წელი გამუდმებით მესმოდა ერთი კითხვა, რატომ ეწევი? მინდოდა და ვეწეოდი და მე არ ჩამითვლია, რომ ეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა იყო. მე დავიკიდე საზოგადოების აზრი, თუმცა ანგარიშს ვუწევდი ჩემს ოჯახს და ვცდილობდი ეს მათ არ გაეგოთ.
ერთ დღეს, როდესაც სახლში შუქ ჩაქრა, ზამთარი იყო, წვიმდა, ციოდა და საქმეც არაფერი მქონდა. მომინდა და თავი გადამეპარსა და გადავიპარსე. აი ესე ავდექი და გადავიპარსე, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ საშინელება ჩავიდინე, ჩემი თმა იყო, მეზობლის ხომ არა. არ მოგიყვებით იმას, თუ რა რეაქციები მოყვა ამას (ოჯახის მხრიდან არა, გამიგეს). მაგრამ ესიც მართლა დავიკიდე.
არც ის არ ჩამითვლია ცუდ ტონად, რომ რაღაც პერიოდი, ცუდ ხასიათზე მყოფი ვუსმენდი, როკს. ეს ყველას გაუკვირდება, რადგან ნამდვილად არ ვარ როკის ნატურა. მიხსნიდა ცუდ ხასიათს და რატომ არ უნდა მომესმინა? ამით სატანისტთა ჯგუფში, ხომ არ ვწევრიანდებოდი. აქაც მეკიდა რას იტყოდა ხალხი. რატომ არის დაუჯერებელი?
ეს ყველაფერი 20 წლამდე იყო…
მერე ნელ-ნელა სხვა ტალღაზე გადავერთე. ერთნაირი ფეხსაცმელები ჩავიცვი, გადაპარსული თმიდან-იოჟკებზე გადავედი, მერე თმას კარედ ვატარებდი და ბობ მარლის ვუსმენდი. მერე თმა ცოტა მოვიზარდე და ქუსლებიც მოვიხდინე, ამ დროისათვის უკვე ბარი ვაითი მომწონდა. მერე ძალიან გრძელი თმა გავიზარდე, მაკიაჟი გავიკეთე და კლასიკური ტანსაცმელიც შევიძინე და პატრისია კაასის და ვანესა მეის მოსმენისას თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
ამიტომ დაიკიდეთ, დაიწყეთ საიდანაც გინდათ იქედან და რაც მთავარია განვითარდით ასაკის შესაფერისად. აუტანელია ერთფეროვნება.
დასასრულისათვის გეტყვით, რომ ერთ ჩემს, ძალიან საყვარელ მეგობარს შევხვდი, დიდი ხანი არ მენახა. მოვიკითხეთ ერთმანეთი და ჩემში მომხდარი ვიზუალური თუ შინაგანი ცვლილებები შენიშნა,აღნიშნა კიდეც. მე დანანებით შევჩივლე, რომ „დავღვინდი“, შევიცვალე და ცოტა გული მწყდება მეთქი. მიპასუხა: „ეს ძალიან კარგია. უნდა მოგწონდეს ასაკის შესაფერისად, რომ იქცევი და ვითარდებიო. საწუწუნოდ მაშინ გექნებოდა საქმე თინეიჯერული გართულებები ეხლა, რომ დაგმართნოდაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნორმალური ადამიანი ხარო“–მომეწონა რაღაც.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s