ნუ იბზუებ ტუჩებს ჩვენს დანახვაზე

ნუ იბზუებ ტუჩებს ჩვენს დანახვაზე

რამდენ რამეზე არ იფიქრებს ადამიანის გონება. ერთი ფიქრიდან მეორეზე გადავა და ამ დროს, არავინ იცის ისევ გონებით სად აღმოჩნდდება.
მეც ხშირად მემართვება ესე, დავფიქრდები ერთ თემაზე და აღმოვაჩენ, რომ სულ სხვა რამეთი დავასრულე, იმ დროისათვის ჩემი ღრმად პატივცემული ფიქრი.
საინტერესოა, რა თვისებები უნდა გაგვაჩნდდეს, რომ ვუძლებდეთ აქ ცხოვრებას. დიახ, დიახ, ჩემს ქალაქში ცხოვრებას.დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა მარტო მე არ მაქვს და ნებისმიერ პროვინციაში, სოფელში თუ დაბაში მცხოვრებს, ყველას დიდი ქალაქისაკენ უჭირავს თვალი და სულაც არ ვთვლი, რომ ეს მშობლიური მხარისადმი უპატივცემულობა ან უბრალოდ მეტიჩრობაა. ეს თვითგადარჩენის ინსტიქტია. უფრო მეტის ქონის სურვილია.
ერთმა ჩემმა თბილისელმა (კოლორიტმა) ნაცნობმა საუბარშჲ თქვა, რომ ყველაზე მეტად აღდგომის დღესასწაული უყვარდა, რადგან ამ დლოს ყველა პერიფერიიდან ჩამოსული ადამიანი თავის მშობლიურ კუთხეში ბრუნდება, რათა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები კიდევ ერთხელ აღავლინოს. ჩემს ნაცნობს კი ამ დროს თურმე დაუცხრომელი ჟინი ახრჩობს, რომ იმ დღეს გადაკეტოს თბილისის ორივე შესასვლელი და არც ერთი უკან მობრუნებული პერიფერიელი თბილისში არ შეუშვას.
ზუსტად არ მახსოვს, თბილის დაარსების შესახებ ისტორია რომელ კლასში ვისწავლე, მაგრამ ის ნამდვილად მახსოვს, ხოხობს თბილისელების სია არ დაუტოვებია, ეს ქალაქი საკუთრებაში არავისთვის გადაუცია და თუ დედა-ქალაქია, დედას ვერავინ აუკრძალავს თავისი შვილი თავის სახლში მიიღოს, თუნდაც სხვა შვილი იყოს ამის წინააღმდეგი.
და თუ მაინც არ გასვენებთ კითხვები, თუ რატომ გვიყვარს ამ „სოფლელებს“ თბილისი ესე ძალიან გეტყვი ბატონო და იქნება მეტჯერ არ დასვა ეს კითხვა.
შენ —ალბათ კინოში ბავშვობიდან დაყავდი დედას, ჩემს თაობას კი კინო მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდა გვეგონა, მანამ სანამ დიდები არ გავხდით და ჩვენს თავს თვითონვე არ მოვუწყვეთ დრესასწაული და კინოში არ წავედით. აი თურმე როგორი ყოფილა ის. შენ–ყელში გქონდა ამოსული-ჩვენ კი ტყიურივით ვუყურებდით ყველაფერს, რაც იქ ვნახეთ. ვცდილობდით დაგვემალა ეს გაოცება და რაც მთავარია, უკან დაბრუნებულები, ჩვენს ქალაქში ვტრაბახობდით. ჩვენ სხვებთან შედარებით ყველაზე მაგარი ტიპები ვიყავით– ჩვენ, ხომ კინოში ვიყავით იმ დღეს.
შენ — ალბათ ჩვევად გქონდა ყოველ შაბათს და კვირას, მშობლებთან ერთად თეატრში გევლო. ცოცხლად შეგეგრძნო სცენაზე გაცოცხლებული ამბები და კულისების სუნიც გეყნოსა ზოგჯერ. ჩვენ–კი ეხლაც XXI საუკუნეშიც არ გვაქვს თეატრი. ერთ საოცარ დარბაზში დგამენ ჩვენი მსახიობები სპექტაკლებს და სულ რამდენიმე წელია ვეღირსეთ და ჩვენს ბაგეებსაც აღმოხდება ზოგჯერ სიტყვები “თეატრში მივდივარ“.
შენ —-შეგეძლო შენი აზრი გამოგეთქვა ლაღად. არ მისალმებოდი მეზობლებს. გყოლოდა შეყვარებული. გესეირნა სკვერებში. გეკატავა ატრაქციონებზე, დაგელია ყავა ღია ბარში. განმარტოვებულიყავით შენ და შენი მეგობარი სადმე მყუდრო ადგილას და გესაუბრათ. ჩვენ კი არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრებოდა.
—ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენთან მეზობელი იგივე ჩვენი ოჯახის წევრია, თან სრულუფლებიანი წევრი და ჩვენს მაგივრად წყვეტს ყველაფერს (არ ვიცი ვინ მიანიჭა ეს უფლება და არც მას აინტერესებს).
—სკვერებში ვერ ვისეირნებდით, მარტივი მიზეზის გამო არ გვქონდა.
— ყავას ბარში ვერ დავლევდით, იმიტომ რომ ჩვენთან „პატიოსანი გოგონები“ არ სვამენ ყავას და არ დადიან ბარებში.
—ორი განმარტოვებული მეგობარი (სქესს მნიშვნელობა არა აქვს) აუცილებლად გახდებოდა საყოველთაო ჭორაობის საგანი.
–დილით გაღვიძებისთანავე უნდა მივსალმებოდით მეზობლებს და ყავაზე დაგვეპატიჟებინა ისინი. აბა უზრდელები ხომ არ ვიქნებოდით?
და თუ მაინც დავლევდით ყავას, ვიტყოდით ჩვენს აზრს ხმამაღლა, ვიცეკვებდით როკზე, არ გავიცნობდით მეზობლებს, გვეყოლებოდა მეგობარი ბიჭები ან გოგონები და ყველა ერთად ვიმხიარულებდით — ვხვდებოდით თითით საჩვენებლები, მაგალითები სხვა მშობლებისათვის,იმისა თუ როგორები არ უნდოდათ გამოსულიყვნენ მათი შვილები.
შენ —შენთან მზე ყოველ დილით ამოდის და ყვითლად, ოქროსფრად, წითლად ანათებს. ჩვენთან- ჩვენთან მზე თითქმის არ ანათებს. ჩვენთან წვიმს, სულ წვიმს.
შენ — შენ გინახავს ნაცრსფერი ქალაქი? ნაცრისფერი წვიმა? ნაცრისფერი ადამიანები? ჩვენთან ესეა. ყველა და ყველაფერი ნაცრისფერია.
შენ —შენც გეცოდინება ალბათ მარტოობის საშინელი ხმა. მასთან საუბარი, მაგრამ შენ, რომ სახლის ფანჯარას გამოაღებ უამრავ სხვადასხვანაირ ადამიანს ნახავ. ჩვენთან არავინ არსად არ დადის. ჩვენთან ქუჩები ცარიელია და ხალხი მსგავსი. ტყუპებივით მსგავსი.
შენ —თქვენთან ყველა ისე იცვამს როგორც უნდა, როგორც ხედავს და გრძნობს. ჩვენთან- ჩვენთან ჩაცმას გრძნობა არ ჭირდება. ჩვენთან მოდას მხოლოდ სამი „სპეკულიანტი“ ქმნის და ყველა ერთნაირად იცმევს. თუ ქუჩაში სამი გოგონა მოდის, შეხედე მხოლოდ ერთს, რადგან ყველა ერთმანეთის იდენტურია. თუ გაბედავ და განსხვავებულად ჩაცმას იკადრებ, ხატზე გადაგცემენ. დაგწყევლიან.შეგაჩვენებენ. შეიძლება გცემონ კიდეც.
შენ—შენთან თუ უყვართ მხოლოდ თავად უყვართ. ჩვენთან კიდევ მთელს სანათესაოს უყვარს და პაემნებიც მხოლოდ ჯგუფურია. ჩვვენთან ვერასოდეს გადაწყვეთ თავად ვის შეხვდე და როდის. ეს ოჯახის წევრების პრეროგატივაა. თუ გაბედავ და ამას გააკეთებ, არ ვიცი ამას რა მოყვება.
შენ—შენ შეგიძლია ისწავლო და ჭკვიან ადამიანებს უსმინო. ჩვენ კი ლამის დაგვავიწყდეს რას ეწოდება ჭკიანი ადამიანი და უმაღლესი სასწავლებელი. ან სად იძენენ პროფესიას, სუპერმარკეტში თუ მინი მარკეტში და რა ღირს ის?
შენთან თავისუფლების პირველი მარცვალი ჩაგდებულია—ჩვენთან, ჩვენთან თავისუფლება მხოლოდ მითია. ზღაპარია. დაუჯერებელლი ამბავია, რომელსაც ლეგენდად ყვებიან.
აი, რატომ გვინდა შედარებით დიდ ქალაქში. აი, რატომ გვაქვს სურვილი ვიყოთ დამოუკიდებლები.
და შენ —შენ თუ თავი ძირძველ კოლორიტად მიგაჩნია დაგვანებე თავი. ნუ გვახსენებ სულ ჩვენს სიგოიმეს, რადგან შენ გატყობ ნელ-ნელა ის გემართება რასაც ჩვენ გვაბრალებ და რაც ჩვენში გაწუხებს. ნუ იბზუებ ტუჩებს, როდესაც ჩვენს კუთხურ კილოს გაიგებ, ჩვენ ნაღდები ვართ და არ ვიტყუებით.
დაგვტოვე მარტო ჩვენს „კომპლექსებთან“ და დამოუკიდებლობის თუ თანამედროვეობის სურვილებთან. ჩვენ ნიჭიერები ვართ და ზუსტად ვიცით რა გვინდა.
ჩვენ ყველას ჩვენებურად გვიხარია აღდგომა. ჩვენ აქ ქრისტეს შობას ვზეიმობთ და თქვენ თურმე ჩვენს პერიფერიებში დაბრნებას ხარობთ.
იჩქარეთ, იხარეთ, იზეიმეთ. ჩქარა,თორემ ჩვენ ისევ უკან ვაპირებთ დაბრუნებას.

Advertisements

5 thoughts on “ნუ იბზუებ ტუჩებს ჩვენს დანახვაზე

  1. აი ეს პოსტი მინდა შუბლზე დავაწერო ყველა ‘კოლორიტ’ თბილისელს და მინდა რომ ამის მეტი არაფერი იკითხონ სანამ ბოლომდე არ ჩაწვდებიან!
    მეც სამწუხაროდ ყოველთვის მქონდა ეს პრობლემა და განვიცდიდი…

  2. როგორც ერთმა ადამიანმა თქვა, რაღ ერთმა გიორგი კაკაბაძემ თქვა, “სულით სოფლელებს არ ეშველებათ არაფერი, რომლებიც კარენოი თბილისელებშიც კარგა ბლომად არიან.

    მე მესმის შენი, მაგრამ ერთი თუ გადაწყვეტს ამ ნაცრისფერი მასიდან ამოძრეს, თუნდაც ჩაიცვას განსხვავებულად, დარწმუნებული ვარ ამას სხვებიც მიბაძავენ და შენი ქალაქიც/სოფელიც ისევე გაფერადდება, როგორც დედაქალაქი (აქ შენი გადმოსახედიდან:) 🙂

    წარმატებები, გასაგებად და კარგად წერ.:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s