რაც გინდათ დაარქვით

რაც გინდათ დაარქვით

გამიხარდა, რომ კვლავ გამაჩნია სინდისის ქეჯნა, თუმცა ზოგჯერ მაოგნებს ჩემი სასიათი, რადგან იქ განვიცდი ხოლმე სინდისის ქენჯნას სადაც წესით არც კი უნდა მახსოვდეს, რომ ეს გრძნობა არსებობს. ჩემს შემთხვევაში ალბათ შეცოდება და არასწორ დროს არასწორი საქციელი გამოიწვევს ხოლმე ამას. თუმცა ესეა და რა ვქნა.
ჩემს ქალაქში, რომ საშინელი ნაცრისფერი დღეებია, ამაზე წინა პოსტში ვწერდი. მით უმეტეს, რომ ყოველი დღის გასვლა გვაახლოვებს ზამთარს. უფრო და უფრო მუქდება ყველაფერი.
სამსახურიდან 6 საათზე გამოვდივარ, ამ დროს კი სიბნელეა, ძალიან ყინავს, ქუჩაში მანქანები არ დადის, არც ხალხი და მგონია, რომ შუა ღამეა. ასე მომივიდა ორი დღის უკანაც.
მე და ჩემი თანამშრომელი წამოვედით სამსახურიდან, ის ნახევარ გზას მაცილებს ხოლმე ,(ასე გვიწევს) მერე მე მარტო მოვდივარ და ათას რამეზე ვფიქრობ. თუმცა იმ დღს ნახევრის ნახევარიც კი არ გვქონდა გავლილი, როდესაც ძალიან გაწვიმდა და გადავწყვიტე, ჩემს ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას, ცხოვრებში ერთხელ გავფრთხილებოდი და სახლში ტაქსით წამოვსულიყავი. მართლაც გამოვემშვიდობე ჩემს თანამშრომელ-მეგობარს, ის სხვა გზით წავიდა, მე კი გაჩერებულ ტაქსს მივადექი, სულ 5 ლარი მქონდა. ვკითხე რამდენად წამიყვანთქო, ადგილი ვუთხარი ( 5 კილომეტრში იყო ჩემი სახლი) სამი ლარი დამიფასა.
მე მეძვირა (ჩვენთან ტაქსებს, რომლებიც გამოძახებით გვემსახურებიან, ორ ლარად დავყავარ) კარი მივუკეტე და მობილური მოვიმარჯვე, იაფიანს გამოვოძახებთქო ვიფიქრე, თუმცა იგივე ტაქსისტმა კარი გამომიღო და წამოდი რამდენადაც გინდა წაგიყვანო, მე ვუთხარი, რომ სხვა ტაქსებს ორ ლარად დავყავდი, ისიც დამთანხმდა. ჩავჯექი ტაქსში და სახლისკენ წამოვედი, თუმცა გზაში რატომღაც ვიგრძნი, რომ ტაქსის მძღოლს ჩემი ამ საქციელით ღირსება შევულახე. ერთ ლარზე ვეწუწუნე, მაშინ როდესაც მე ამ ლარით ღირებულს ვერაფერს გავაკეთებდი, ის კი ვინ იცის, იქნებ პურს იყიდდა(ან არც იყიდდა) . ძალიან განვიცადე, სინდისი მქენჯნიდა და ტაქსის მძღოლს ვთხოვე , გაეჩერებინა მანქანა, მაშინ როდესაც სახლამდე კიდევ ნახევარი გზა მქონდა დარჩენილი და გარეთ საშინლად წვიმდა. მანაც გამიჩერა და მე ფეხით გამოვყევი სახლამდე გზას. იმას არ მოვყვები, როგორ დავსველდი და სახლში მისული როგორ მეჩხუბა დედაჩემი ტაქსს ვერ გამოყევიო, ან მამაშენისათვის დაგერეკა გამოგივლიდაო.
არავინ არ იცის ამით რა გავაკეთე, მაგრამ მე მივიჩნიე, რომ ამით რატომღაც სინდისს არ მივეცი ქენჯნის საშუალება და ტაქსის მძღოლის წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოვასწორე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s