ჩემი მეგობრის დღიურიდან 2

ჩემი მეგობრის დღიურიდან--2

იმ დღეს მეგობრის დაბადების დღეზე გავყევი, ძალიან მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. გამოვიპრანჭე, გავიღიმე, სარკეში ჩემი თავი დავარიგე, რომ ბედნიერი ღიმილი არ დამვიწყებოდა და გავყევი.
მივედით, გადავკოცნეთ მეგობრები და სუფრასთან დავსხედით, მამაკაცები ჭარბობდნენ გოგონებს. დალიეს ერთი ჭიქა, მეორე, მესამე…მე სახეზე ღიმილს არ ვივიწყებდი, სარკეში ხომ გავაფრთხილე ჩემი თავი, ღიმილი არ დამვიწყებოდა, ხოდა ვასრულებდი როლს.
მესამეს მეოთხე ჭიქა მოყვა, მეხუთე…ჯერ-ჯერობით რიგზე იყო ყველაფერი. მერე მანდილოსნები დაგვლოცეს. ჩემმაც დალია, თქვა, რომ ძალიან გაუმართლა მე რომ მიპოვა, თქვა რომ მე მისი ღერძი ვარ, თქვა რომ უნდოდა ას წელიწადს მეცოცხლა მასთან ერთად, თქვა, რომ ის უჩემოდ არაფერი იქნებოდა, თქვა, რომ ის ვალდებლი იყო მე ქალური ბედნიერება არ მომკლებოდა და ამაზე ის პირადად იზრუნებდა…
მერე კიდევ დალიეს, კიდევ…კიდევ და…მივხვდი, რომ მორჩა…
ყველაფერი აირია….ნასვამებმა ემოციები ვერ აკონტროლოს, სიტყვები ვერ გაარჩიეს ერთმანეთისაგან, სახეებს ვერ ცნობდნენ…ჭურჭელი უმიზნოთ დაფრიალებდა ოთახებში…ვინ ვის ეხმარებოდა, ვინ ვის ურტყამდა ვერ ვგებულობდი…გოგონების კივილიც მომესმა, თავიანთ მამაკაცებს ემუდარებოდნენ შეეწყვიტათ და ოჯახისთვის პატივი ეცათ..მე „ჩემის“ სახეს ვერც კი ვარჩევდი…არც ხმა მქონდა რომ მეყირა, მებრძანა, მეთხოვა მისთვის გაჩერებულიყო…ეს არც მინდოდა…ხესავით ვიდექი, თითქოს ქვად ვიყავი ქცეული და ვფიქრობდი, რომ ეს ბოლო იყო…რომ ეხლა მორჩა… ამ ფიქრებში მისი არაადამიანური სახე ვნახე. თვალები, რომელიც მხეცისას გავდა, მიყვირა წავედითო…არც მაშინ შემიცვლია გამომეტყველება.
მე ვუთხარი, რომ მარტო მივდიოდი სახლში, მის უმისოდ და სულ ესე ვივლიდი.
ესეც ჩემი ქალური ბედნიერება, მისი დალოცვა სიტყვები, რომელსაც ჩემთვის აფრქვევდა სუფრაზე და წესი, რომლის გარეშეც ის ვერ იცხოვრებდა. მე კი მასთან ვერასოდეს გავჩერდებოდი ამ წესით.
იმ საღამოს ალბათ ჩათვალეს, რომ მე ის კრიტიკულ დროს მივატოვე, ვერ გავუგე, ან მთვრალი იყო და რა მოხდა, მაგრამ…არც არაფერი არ მოხდა, უბრალოდ მერამდენედ?

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s