ჩემი შეყვარებული

soNormal>          მე და ჩემი შეყვარებული 3 წელი ერთად ვართ. როგორც თითონ და თავისი მეგობრები მეუბნებიან, ის თურმე ცოლს მეძახის და პირად საუბრებში ძვირფასოთი მომმართავს. უკვე იფიქრეთ, რომ ყველაფერი იდეალურად გვაქვს არა?

სამი წელია ერთად ვართთქო გითხარით, მაგრამ რომ დაითვალოთ ალბათ ჩვენი შეხვედრები ასეულამდეც ვერ მიაღწევს, თუმცა ეგ არაფერი. მე მომწონს ის ფრაზა „რაც უფრო შორს ხარ მით უფრო –ასე მაგალითად– მენატრები“.ჩვენ ეს უფრო გვაძილერებს, გაჭირვებასავითაა.

ჩემი შეყვარებული ცოტა უცნაური ტიპია.ჩვენს ალბათ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ, რადგან ყველა და ყველაფერი განსხვავებული მოგვწონს. მან მითხრა, რომ რეპს უსმენს, თუმცა მე სიმშვიდეს მაინც მძიმე როკში ან სულაც კლასიკაში ვპოულობ.

ის ამბობს, რომ კიდია ყველა ვისაც მისი აზრის შეცვლა უნდა, ან ვისაც ის არ აინტერესებს. მე ვეუბნები, რომ ესე არ შეიძლება, უნდა შეცვალოს რაღაც, მაგრამ მას მაინც არ ესმის რა უნდა შეცვალოს. პრინციპში არც ინტერესდება ამით.

მე მელოდრამებს ვანიჭებ უპირატესობას, მიყვარს როდესაც სასიყვარულო ისტორიებს ვუყურებ და მერე ვტირი. სიმართლე გითხრათ არ მიკითხავს მას რა ჟანრის ფილმები მოსწონს, როდესაც ვხვდებით, ამისთვის არ გვცალია. არც ფილმს ვუყურებთ ერთად, ვერ მოვახერხეთ, მცირე დროის ფილმისათვის დახარჯვა.

წელს ისიც გავიგე, რომ ქუჩაში  სეირნობა არ უყვარს.წელს, იმიტომ გავიგე, რომ ვთხოვე გავისეირნოთთქო და მხოლოდ ჩემი დიდი ხათრის გამო გამომყვა. კარგ ხასიათზე იყო და გული ვერ დამწყვიტა ალბათ.

მე ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ჩვენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ. მას ყოველთვის, ყველგან და ყველაფერი ეზარება (გამონაკლისებიც არსებობს, რაც არსად და არასდროს ეზარება) მე კიდევ სულ მინდა მოძრაობაში ვიყოთ.

მე სულ ვწუწუნებ, ჩემი შეყვარებული არასოდეს აკეთებს ამას. მე სულ რაღაც მაწუხებს, ის არასოდეს ამბობს ხმამაღლა თუ რა აწუხებს.

მე წელიწადის ოთხივე დრო მიყვარს, მას არ ვიცი რომელი დრო უყვარს არ მიკითხავს.

ჩემი შეყვარებული დღეშ რამდენჯერმე მირეკავს, მე კი ვეუბნები, რომ ყოველ 10 წუთში უნდა დამირეკოს. ის არაფერს ამბობს, მაგრამ ვიცი რომ ამაზე გულიანადაც შეიძლება გაეცინოს, რადგან ის არ თვლის, რომ სატელეფონო ზარები რამეს ნიშნავს.

მე ვგიჟდები თხილიან შოკოლადზე, ჩემი შეყვარებული მხოლოდ შავ შოკოლადს ჭამს. ის მეუბნება, რომ იაფფასიანი სათვალე თვალებს ვნებს, მე კი ვუმტკიცებ რომ როდესაც შემიძლია ვიყიდო სამი, არ ვიყიდი მხოლოდ ერთსს.

ჩვენ იმაზეც შეგვიძია ვიკამათოთ, ვინ არის ბოზი. ის მეუბნება, რომ ყველა ქალი, რომელიც ძალიან  შილიფად იცმევს და ბევრ ბიჭს აბამს, ბოზია, ან პოტენციური ბოზი მაინც. მე კი ვეუბნები, რომ ისინი შეიძლება უბრალოდ ფლირტით ერთობიან. ის ამასაც ბოზობად თვლის და მეტი დამაჯერებლობისათვის მთავაზობს, გავაცნო მას ვინმე ასეთი და მერე დავრწმუნდები მხოლოდ ფლირტით თუ ერთობიან. მას გონია, რომ ყველა ქალი მისცემს თუ მოინდომა. პრინციპში მეც ესე მგონია, რომ მისცემს.

ჩემი შეყვარებული ეჭვიანი არ არის, თუმცა მეუბნებიან, რომ ის თავის ყოფილ გოგოსთან იყო ეჭვიანი. ერთი — ორჯერ მეც შევაჩნიე მსგავსი რამ ჩემთან. როდესაც მას ამი შესახებ ვეუბნები მპასუხობს რომ…არაფერსაც არ მპასუხობს. სამაგიეროდ მე ვარ ეჭვიანი, თუმცა ის არც ამაზე არ მპასუხობს არაფერს.

როდესაც ძალიან შევტოპავ ხოლმე, ის მეკითხება, ხომ არ მომეწონა კიდევ სამთვიანი პაუზა. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ჩვენი მომდევნო სამ თვიანი დაშორება. რაც იმას უსვამს ხაზსს, რომ ჩვენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ.

ჩემი შეყვარებული ყველაზე უცნაური ტიპია, მაგრამ მე მაინც არ ვიცი უყვარს თუ არა მას ვინმე. ალბათ ამიტომაც არის ყველაზე მაგარი ტიპი, რომ არ ვიცი და მაინც ვიძახი, რომ ჩემი შეყვარებულია.

მე ვამაყობ იმით, რომ ის გმირულად იტანს ჩემს ზოგიერთ სოფლურ გამოხტომებს და ალბათ გულში აბობს, რომ მე მაინც საყვარელი ვარ.

ჩემი შეყვარებული ძალიან უცნაური ტიპია. ის არასოდეს საუბრობს ბევრს და აქვს მოთმინება მომისმინოს მე.

ჩემი შეყვარებული ძალიან ერთგულია თავისი პრინციპების,მეგობრების, თავისი ქალაქის, ოჯახის და თუ მხოლოდ გრძნობებს ჩავთვლით, ალბათ ჩემიც.

მე და ჩემი შეყვარებული ყველაზე მაგარი წყვილი ვართ.

ჩემი შეყვარებული ძალიან უცნაური ტიპია.

ის მეუბნება, რომ კიდია მასა და ისინი ვინც მის გადაკეთებას ცდილობს ან უბრალოდ არ ეთანხმება მას.

ჩემი შეყვარებული ცოტა უცნაური ტიპია და ძალიან ტკბილი:)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s