როცა ძალიან მტკივა…

ყველგან მხვდება, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, სულ სხვადასხვანაირია, სხვადასხვა სახე აქვს , ან სახე საერთოდ არ აქვს,სახე ახეული დადის ხოლმე ზოგჯერ.

მე ტკივილზე მომინდა ეხლა წერა. ჩემს მებობარს ეტკინა ძალიან, ჩემი თავი გამახსენდა,  ის მწერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის ნუგეშსს ვცდილობდი მე ვერასოდეს გავუგებდი მას. არადა მე მისი მეტად მესმოდა ვიდრე წარმოედგინა, რადგან მე უფრო მეტად მტკიოდა და მარტო რომ დავეტოვებინე ვინმეს, გულს მართლა დანით ამოვიღებდი, ოღონდ ის განცდა მომეშორებინა.

არ ვიცი ეს რა განცდაა, უარყოფის ტკივილია,თავმოყვარეობის შელახვაა, ცხოვრების უარყოფაა, თუ რაა…ერთი სიტყვით ეს დეპრესიაა.

მე და ჩემი მეგობარი მაინც განსხვავდებით ერთმანეთისგან, ის ძალიან სათუთუა, ბევრჯერ ეტკინა და ყოველ ჯერზე უფრო მეტად. მე ერთხელ მეტკინა და მას შემდეგ არ ვიტკენ ხოლმე. საოცარი წესი მაქვს, არ ვდარდობ იმაზე რასაც არ ეშველება და რასაც ეშველება იმაზე, ხომ საერთოდ.

მე მართლა მჯერა, რომ რაც ხდება ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ შემდეგ კიდევ რაღაც ახალი მოხდეს , ან უკეთესი ან უარესი. მე ეს ყველაფერი მაინტერესებს და არ მხიბლავს განცდები, ტკივილები, წოლითი რეჟიმები და ცრემლების ტბები…

არ იფიქროთ, რომ მიუხედავად ამისა რკინის გულით დავდივარ.. არა მეც მტკივა ხოლმე თუმცა ჩემი თავის საუკეთესო მკურნალი ვარ. ამ დროს უფრო მეტს ვიღიმი, უფრო მეტს ვკონტაქტობ ადამიანებთან, უფრო მეტ მუსიკას ვუსმენ, ცსეირნობ მეზობლისაგან ნათხოვნი ველოსიპედით, ვცეკვავ, ვვარჯიშობ, თავს ვიპარსავ, სიგარეტს ვეწევი, ქალაქიდან გავდივარ, ვხატავ, ლექსს ვწერ (სხვათაშორის ტკივილი ყველაზე მაგარ ლექსებს წერს) და ათას ხერხსს ვიყენებ..თუმცა ყველაფერს იულებით, ხოლო თუ ისე ცუდად ვარ, რომ ესეც არ მინდა მაშინ ვიდუღებ ყავას, ვიხვევ პლედს, 20 წუთით ვხუჭავ თვალს და ვოცნებობ…ვფიქრობ იმაზე თუ რატომ არ მაქვს მოწყენის უფლება, ვაანალიზებ  ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზსს და მერე ამ ყველაფერში კარგს ვეძებ.

მე შეიძლება ვაფრენ, მაგრამ ჩემზე მეტად გააფრენთ თუკი ცხოვრებას დანებდებით და ტამაშში არ აყვებით. ტკივილებს გაძლება უყვარს და ახალი ტკივილების დაუცხრომელი ჟინი მეტ აზარტს სძენს ადამიანს.

პ.ს. ერთხელ სამსახურში ვთქვი ბოტოქსი უნდა გავიკეთოთქო. ჩემმა თანამშრომელმა შემომხედა და მითხრა, ეგ არ ქნა, ისედაც არაფერზე არ გაქვს რეაქცია ა მერე საერთოდ ურეაქციო გახდებიო.  ისე ცნობისთვის, სახეს და გულს სხვადასხვა რეაქციები აქვთ…შინაგანს და გარეგან რეაქციებს უწოდებენ ამას. 

 

 

 

 

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

One thought on “როცა ძალიან მტკივა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s