ელეგანტ-ურობა

ვისაც არ გვეზარება ყველანი ვწერთ, ვუსმენთ და ვკითხულობთ…ან ვკითხულობთ, ვუყურებთ და ვწერთ…როგორც გინდათ და მოგეხერხებათ მოკლედ…

დღეს ერთ-ერთი ტელევიზიით ელეგანტურობაზე საუბრობდნენ, მოწვეულ სტუმარ მანდილოსნებს შორის დაახლოვებით 2-4 მდე იქნებოდა ელეგანტური, დანარჩენები …

ტელევიზიით აზრს მე არავინ მეკითხება და ჩემს ბლოგზე წერას კიდევ არავინ მიშლის, ამიტომ დავწერ, რომ ელეგანტურობა ასაკია, სურვილია, ცხოვრებისეული გამოცდილებაა. სუნამოა და მუსიკაა. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ იყო ელეგანტური ნიშნავს, გქონდეს საინტერესო წარსული, გაუტეხელი სული და წამოდგომის უნარი. იყო ელეგანტური ნიშნავს ქმნიდე ისტორიას. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ უფრო საინტერესო და მოდური, უბრალოდ კარგი მანერების მქონე ქალები ქვიათ.

იმ გადაცემაში 4 ქალი დაასახელეს: ნანი ბრეგვაძე, ნინო კასრაძე, თაკო ჩხეიძე და ირიშკა ხიზანიშვილი…მე ოთხივე მომწონს,თუმცა ელეგანტურად შეიძლება მხოლოდ ნანი ბრეგვაძე დავასახელო.

რაც შეეხება ირიშკა ხიზანიშვილს, არ ვიცი კარგია თუ ცუდი, ანუ უნდა გაგიხარდეს თუ უნდა გეწყინოს 25 წლის ასაკში ელეგანტურ ქალბატონთა შორის რომ მოგიხსენიებენ. ვფიქრობს ყველაფერს აქვს ასაკი, სილამაზე და დრო.

 აი ჭეშმარიტად ელეგანტური ქალი

მე ვფიქრობ ჩემი შეფასება, აღწერილობა, თითოეული სიტყვა აქ ნამდვილად ზედმეტი იქნება, თავხედობაც კი.

ულამაზესია

აი ამ ფოტოში ვხედავ მე იმ გამოცდილებას და ისტორიას რასაც ზემოთ ავღნიშნავდი.

თუ დავწვრილმანდებით და აქსესუარებში ან ცალკეულ ნივთებში დავუწყებთ ელეგანტურობას ძიებას, აი ეს იდეალური ვარიანტია… ყველაფერს კი თუ ამასაც ვაპკურებთ მაშინ სრულყოფილ ელეგანტურობას დავინახავთ, თუკი შეიძლება რაიმეს ვუწოდოთ ელეგანტურობა…

და ამ ყველაფერს აქ ერთი სახელი ქვია

                                                         COCO    CHANEL

Advertisements

2 thoughts on “ელეგანტ-ურობა

  1. ძალიან ვისიამოვნე ამ პოსტის კითხვით. ყველაფერში გეთანხმები ერთი რამის გარდა – ძალიან არ მომწონს შანელის ხუთი ნომერი. ერთადერთი სუნამო, რომელის სუნიც მაღიზიანებს. იმისდა მიუხედავად, რომ ბესტსელერია და უკვე მერამდენე წელია, რაც პირველ ადგილს იკავებს, არამარტო გაყიდვების მხრივ, მაინც ვერ ვგუობ. ვერ ვიტყვი, რომ ან ძალიან მძაფრად აღვიქვამ, ან ტკბილად, ან ყვავილების სურნელი დაკჰრავს-მეთქი, მაგრამ ისეთია, ჩემი რომ არ არის. აი, ფანტასტიურად ვხმარობ მანგოს ედორაბლის და ბოსის ქალბატონს. ან შეიძლება სწორედ იმიტომ არ მომწონს, რომ ჩემს გარშემო 5 გოგონადან 2-ს აქვს მიპკურებული.
    უიჰ, ძალიან გამიგრძელდა სიტყვა. მოკლედ, ძალიან მომეწონა პოსტი და მშვენიერი მაგალითი მოუძებნე ელეგანტურობას!

    • 🙂 მადლობა ❤ 🙂 სუნამოს მიგნება, რომელიც "შენია" ცოტა რთულოა, მაგრამ თუ მიაგენი ნამდვილი ბედნიერებაა:) საოცრად მეზიზღება ისეთი იაფფასიანი ტკბილი არომატის მქონე წყლები, რომლებიც თავს ისე აგატკიებენ საშვილიშვილოდ ვერ მოიხსნი ამ თავისტკივილს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s