ჩემი მოდა…

ყველა გოგონა ოცნებობს განსაკუთრებულათ ჩაცმაზე გამონაკლისი რათქმაუნდა არც მე ვარ, მიყვარს როდესაც კარგად მაცვია,ჩემი გემოვნებით მაცვია და რათქმაუნდა რაც მინდა ის.

მე შემიძლია დაუსრულებლივ ვათვალიერო სხვადასხვა ინტერნეტ ჟურნალები. საათობით ვიჯდე ებეის აუქციონზე და ჩემთვის სასურველი ნივთის კაპიკებში შეძენას დაველოდო. მე შემიძლია ვიყიდო ტანსაცმელი მეორადში , შემდეგ მკერავს გადავაკეთებინო და აქედან მივიღო სასურველი შედეგი. მე შემიძლია გადასაგდებად განწირული ფეხსაცმელი ისე შევაკეთებინო ხელოსანს, რომ კიდევ სამი წელი მეცვას.

არის ისეთი რამეებიც რაც არ შემიძლია, მაგალითად: მე არ შემიძლია მთელი დღეები ვიოცნებო ტანსაცმელებზე, მე არ შემიძლია გადავიხადო ძალიან ძვირი ერთ სიფრიფანა მაისურში, მე არ შემიძლია სათვალეს მივცე რამოდენიმე ასი ლარი ან დოლარი. მე არ შემიძლია გაუთავებლად ვისაუბრო მოდაზე. მე არ შემიძლი ჩავიცვა ისეთი ტანსაცმელი რომელიც ტანზე შემოტმასნილია, მე არ შემიძლია მოკლე ქურთუკების ჩაცმა. მე არ შემიძლია გამოყოფილ ქუსლებზე სიარული…

სამაგიეროდ მე ვგიჟდები…სალონებში სიარულზე, თავის მოვლის პროცედურების ჩატარებე, ტონალურ კრემზე, კარგ რუჯ, კარგ სუნამოზე, ლამაზ სამკაულზე (ვერ ვიტან ოქროს, აუცილებლად ვერცხლი), მაგრამ ჩემი საყურეები არასოდეს არ იქნება დიდი და კონწიალა, მე მიყვარს პატარა ზომის საყურეები, რომლებიც წერტილივით არის მიმაგრებული ყურზე. მე ძალიან მიყვარს სათვალე და ყოველთვის მაქვს რამოდენიმე მათგანი.

აქვე იმასაც გაგიმხელთ, რომ ყოველთვის არ მაქვს საშუალება ჩავიცვა ის სამოსი რაც მომწონს, ანუ ვიყიდო ის რაც მომწონს, თორემ სტილს სულ ვინარჩუმებ ჩემსას. ამიტომ გადავწყვიტე ჩემსბლოგზე დავდო ჩემი სასურველი დღის ჩაცმულობა, რას ჩავიცმევდი დიდი სიამოვნებით

ვფიქრობ ჩემს ქალაქში არსებულ წვიამიან ამინდს და ჩემს დღევანდელ განწყობას მოცემული სამოსი ძალიან უხდება…ჩანთას ოდნავ ნატელი ფერი შემოაქვს…ეს ზარაა…ვგიჟდები ზარაზე

Advertisements

3 thoughts on “ჩემი მოდა…

  1. ზარა მეც მომწონს. ნამდვილად ყველაზე მეტად პრაქტიკული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომია. აქამდე სულ იმას ვჩიოდი, ქართველი ახალგაზრდები სულ მუდამ მუქ ფერებში ჩაცმულები დაიარებიან-მეთქი, ახლა კი… აბსოლუტურად ყველას ერთი და იგივე სტილისა და ფერის შარვალი, ზედა, ფეხსაცმელი, თმისსამაგრი, სამკაული აცვია/უკეთია, იმისდა მიუხედავად, უხდება თუ არა. არა რა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანმა უნდა ჩაიცვა მხოლოდ ის, რაც შენ გიხდება და არა ის, რაც სხვაზე მოგწონს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s