2012 ….დაიწყო?

 

 

 

არ ვიცი, რას არ გვპატიობს სამყარო, უფალი ან საერთოდ ვინმე.

მაქსიმალურად თავს ვიკავებ პირადი ტკვილების გამოაშკარავებისაგან, მაგრამ არა და არ მანებებს თავს ტრამვები და მოვლენები.

2012 წლის შეხვედრა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში მქონდა გადაწყვეტილი. არ ვფიქრობდი სამყაროს აღსასრულზე და მსგავსს ტრაგედიებზე. ჩემდა სასიკეთოდ სამსახურშიც ერთი კვირიანი დასვენება გვაჩუქა ჩვენმა “საყვარელმა” მენეჯერმა. მეც ახალი შავი კაბა შევიკერე, ოქროსფერი ელვა შესაკრავით  და დედაქალაქის გზას დავადექი, ჩემს საყვარელ ბიძაშვილთან. გეგმები დავაწყვეთ. ჯერ საახალწლო კერძებს მოვამზადებდით და შემდეგ ველად გავიჭრებოდით და ბევრს ვიცეკვებდით.

როგორც იქნა 29 დეკემბერს ჩავაღწიე თბილისში, სულიერ განწყობას ვეძახდი საახალწლოდ, მაგრამ რატომღაც არ ჩანდა. ცუდი არც მაშინ მიფიქრია არაფერი.

ზუსტად 30 დეკემბეს მოხდა ის რასაც არამც დ არამც არ ველოდი.

უფალმა კიდევ ერთი შვილის სული ჩაიბარა და ჩვენი მწუხარებაც საზღვარს გაცდა.

შედეგად მივიღე მგლოვიარე ახლი წელი და ყალბი ღიმილები…

ჩემმა შვებულებამ, გეგმებმა ჩაილურის წყალი დალია და მე კვლავ ჩემი პერიფერიის გზას დავადექი.

ისევ ჩვეულ რიტმს ავიწყვე ფეხი, ისევ სამსახური და შიგადაშიგ იანვრის დღესასწაულები ცვლიდნნ ერთმანეთს.

ახლა ისევ ვერ გავიგე რა დავუშავე ასეთი, სამყაროს, ჰოროსკოპს, ადამიანებს, ბუნებას, სიზმრებს, მისტიკას და ყველას და ყველაფერს იმას რასაც ადამიანები მნიშვნელოვან ძალად აღვიქვამთ.

ახლა ისევ ერთი სეული უნდა ჩავაბაროთ უფალს და ერთი სხეული მიწას.

არ მინდა ბანალურ ვიყო, მაგრამ უკვე ცრემლი მართლა დაშრათ…რძე და ცრემლიც მართლა დაუშრათ დედებს…უკვე ვეღარ ვუთმობთ დროს ვნებებს და ღიმილს…

ეხლა მთელი ჩვენი საახლობლო, სანათესავი ვსხედვართ და ვერაფრით გავიგეთ რა დავუშავეთ ასეთი რამეს ან ვინმეს…

ყველა ვინც ძალიან გვიყვარდა და გვკიოდა ესე ერთად რომ…:(

2012-ს ხომ სამყაროს არსასრულად მიიჩნევდნენ, ხოდა სამყაროს აღსასრული ალბათ ადამიანების დაუსრულებელი ტანჯვით იწყება სწორეთ.

 

 

Advertisements

One thought on “2012 ….დაიწყო?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s