სულ რაღაც 24 წლის ვარ. ძალიან კარგი ასაკი მაქვს და ვფიქრობ, ადამიანი სწორედ ამ ასაკში ისახავს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, მაგრამ…

ჩვენთან პერიფერიაში (ან იქნებ ყველგან ესეა) როდესაც 20 წელს გადაცილდები ხშირად გაიგებ შემდეგ ფრაზებს “აწი დროა გათხოვდე” აბა შენ გასათხოვარი ყოფილხარ” “პატიოსანი მონახე ვინმე და გათხოვდი” . როდესაც სხვებს ეუბნებოდნენ ამ ფრაზებს მეკიდა, მაგრამ როდესაც მეც იგივე ფრაზების ადრესატი გავხდი, აღარ ვიცი რა გაკეთო, ხალხის დასაშოშმინებლად, გათხოვება გამორიცხულია. თუმცა მადლობა ღმერთს ოჯახის წევრები არ მყავს ესეთები და ისინი სულ მეუბნებიან რომ უნდა შევქმნა ოჯახი ზრდასრულ ასაკშჲ და რომ ეხლა ოჯახის შესაქმნელად პატარა ვარ.
ამასწინათ ოჯახში ძალიან სასაცილო ფაქტი შეგვემთხვა, ჩემი 18 წლის ძმიშვილი გათხოვდა. ეს ეხლა ვიცინით, თორემ ნამდვილი ტრაგედია იყო ჩვენთვის, რომელსაც ოჯახის წევრების ნაწილი შეეგუა, ნაილი კი ამ თემაზე აღარც კი საუბრობს. დედაჩემი ეკლესიური ადამიანია და ლოცვებს ყოველ დღე კითხულობს, ამას წინათ გამომიტყდა : ” შვილო ეს რა დამემართა, ლოცვებთან ერთად ქალიშვილის ბედნიერად გათხოვების ლოცვას ვკითხულობდი და თათიაზე (ძმიშვილი) ამიხდა, აწი აღარ წავიკითხავ ამ ლოცვას შეიძება მეორეზე (მეორე ძმიშვილი,1 7 წლისაა) ახდეს და დავიღუპებითო.
აი ხომ ხედავთ რას ნიშნავს ადამიანის აზროვნება, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემს ჩემი გათხოვება ამ ასაკშჲ მთელი გულით არ უნდა, მაინც ლოცულობდა ამაზე. შეიძება ვთქვათ ჩემს გათხოვებაზე ლოცვვებს აღავლენენ.
მე ბიძაშვილი მყავს, რომელიც ჩემს თავზე მეტად მიყვარს, ადრეულ ასაკშჲ გათხოვდა(19 წლის) და ოახი მალევე დაენგრა. ჩემგან განსხვავებით მას მუდმივად ჩასჩიჩინებდნენე ოჯახში, რომ თუ 20 წლამდე არ გათხოვდებდა მერე არავინ ითხოვდა, დაიჯერა და შედეგი სახეზეა.

მოკლედ ჩემო მეზობლებო, ნათესავებო, მეგობრების დედებო და დეიდებო, მოგმართავთ თქვენ, რომ:
დამშვიდდით, მე გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ , რადგან ამ ეტაპზე:
- ჯერ არ ვარ საკმარისად დამოუკიდებელი.
- არ მიყვარს არავინ (საკმარისად).
- მეზარება შვილების გაჩენა და გაზრდა.
- არ შემიძია ჩემს გარდა კიდევ ერთი ადამიანის მოვლა.
- მეზარება სტუმრების გამასპინძლება.
- არ მცალია საქორწინო ტრადიციული ცერემონიებისათვის.
- წინ ძალიან ბევრი გეგმები მაქვს.
- და ა.შ
ხშირად მეუბნებიან: “არ დარჩე გაუთხოვარი, შვილი მაინც ხომ გინდა?” გულწრფერად გეუბნებით ხშირად დავმჯდარვარ და მიფიქრია რატომ უნდა ვიყო ამ სიტყვების ადრესატი მე, 24 წლის გოგო, რომელიც ჯერ ცხოვრების გარტყმაშიც არ ვარ და რომელსაც კიდევ ვიმეორებ, ყველაფერი წინ მაქვს. ვერ ვხვდები რა პრინციპებით და აზრებით ხელმძვანელობენ ადამიანები.
მოგმართავთ თქვენ ჩემო მეზობლებო, ნათესავებო, მეგობრების დედებო და დეიდებო, მოგმართავთ თქვენ, რომ: თუ ვერ გავთხოვდი, არ ინერვიულოთ, რადგან:
- არ მოვკვდები ქალიშვილი
- აუცილებლად მეყოლება მეგობარი მამაკაცი/ები.
- თუ მომინდა გავაჩენ შვილს
- და ა.შ
დარწმუნებული ვარ ეს ნაწერი რომ იმ ადამიანებმა წაიკითხონ, ვისაც ზევით მივმმართავ, დაბლოკავენ ყველა კანდიდაურას ჩემთვის მათი საახლობლოდან… მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ჩემს ასაკშჲ ოჯახის შექმნა, ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი სისულელეა…