გავვარდისფერდით:)

 

 

 

 

 

 

ცუდი არაფერი იფიქროთ, უბრალოდ ბლოგს სტანდარტული დიზაინი ჰქონდა და ვარდისფერი დიზაინით შევცვალეთ, კიდევ რაღაცეები დავუმატეთ და რაღაცას დაემსგავსა. თუმცა ჯერ სადაა, წინ კიდევ ბევრი საქმეა.

თავიდან იმას ვიტყვი, რომ ბლოგი არანაირი კომერციული თუ შემოქმედებითი მიზნებისათვის არ შემიქმნია, უბრალოდ ისეთ პატარა ქალაქში როგორშიც მე ვცხოვრობ აუცილებელია სადრაც დახარჯო და გადაიტანო შენი შთაბეჭდილებები. ამას ისიც ემატება, რომ ჩემი მეგობრები ამ ქალაქში არ ცხოვრობენ და ტელეფონი და  ინტერნეტ საიტები დანაკლისს ვერ მივსებენ.

ამიტომ ავიჩემე ბლოგი, თუმცა აქაც ხასიათის მიხედვით ვდებ რაღაცეებს, სულ არ მეწერინება. ამასაც თავისი განწყობა უნდა, რომელიც ძალიან ხშირად არ მაქვს ხოლმე.

ვარდისფერი რატომ ავირჩიე არ ვიცი, ჩემი საყვარელი ფერების სიაშიც კი არ შედის, უბრალოდ მოუხდა გვერდს და ამიტომ გავვარდისფერდით მე და ჩემი ბლოგი. თუმცა ამაში ჩემი დამსახურება ერთი წვეთიც კი არ არის, ტექნიკურ საკითხებში აბსოლიტური “ხე” ვარ. თუ ვინმე დამეხმარება თორემ, მარტო შანსი არ არის რამე მოვახერხო. მადლობა ანა შენ იმისათვის, რომ დამეხმარე გავვარდისფერებაშ და გასურათებაში.

უი, ხო ეხლა გამახსენდა აღმოვაჩინე რომ არეული ბლოგიუ კვე არსებობს ინტერნეტ სივრცეში, დასანანია, თუმცა ვერაფერს შევცვლი, იყოს როგორც არის, მცირედი განსხვავებები მაინც არის სათაურში.

Advertisements

One thought on “გავვარდისფერდით:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s