Ebay.com

ძალიან მაგარი ინტერნეტ გვერდია ებაი, ვგიჟდები ისე მომწონს. ძალიან  დიდი არჩევანია, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის და აბსოლიტურად ყველაფრის შეძებაა შესაძლებელი, რასაც ადამიანი ინატრებს.

თუმცა საქართველოში ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთეულებისათვისაა ებაი, რადგან მთელი რიგი ტექნიკური პრობლემებია, თუ არ ვცდები საქართველოს მისამართებს არ იღებს და ამერიკის მისამართით უნდა დარეგისტრირდე თუ რაღაც ამდაგვარი.

ვინაიდან მე ვერ ვერკვევი მსგავს რამეში ამიტომ არც ვცდილობ ჩავეძიო. მხოლოდ ის ვიცი, რომ მე შემიძლია ვიყიდო რაც მინდა და  ჩემი შეძენილი ნივთი სახლში მომივა. ვინაიდან მდიდარი არ ვარ და ხელფასის ნაწილს უკვე ოთხი თვეა ამაოდ ველოდები, ვცდილობა ძალიან იაფად შევიძინო ჩემთვის სასურველი ნივთები, ხშირად ეს სასურველი ნივთები ჩინეთშია ხოლმე და მთელი თვე უნდა ველოდო მის ჩამოსვლას. თუმცა ასეთ მიზერულ ფასად ესეც კარგი გამოსავალია. დღეს რამოდენიმე ლამაზი სამკაული შევიძინე. მე ძალიან მომწონს.

ძალიან მომწონს ეს ლამაზი ბანწიკი და ის სულ რაღაც 3 დოლარი ღირს.

ეს საყვარელი დელფინი სულ რაღაც 0,99 ცენტია.

ეს ძალიან სადა ყელსაბამი 1,53 ცენტი ღირს.

ეს სულის ფორმის ბეჭედიც თუ არ ვცდები 1 დოლარი ღირს.

ხო ძალიან ლამაზებია? ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა და თითზე მოვირგებ.

მიყვარს ებაი, ცოტა დამღლელია, მაგრამ ღირს წვალებად.

Advertisements

5 thoughts on “Ebay.com

  1. მე მაქვს იბეიდან გამოწერის შესაძლებლობა და თავს მშვიდად ვგრძნობ ჯერჯერობით.
    კი, კარგი რამეებია.
    აიპოდი მანდ შევიძინე.

  2. მე ბეჭედი და სამაჯური მაქვს მაქედან გამოწერილი მაგრამ რომ ჩამოვიდა სულ სხვანაირი იყო და მალევე გაუვიდა ორივეს ფერი :D:D:Dდა ვინც იწერს ვიცი რომ ყველას იმედი უცრუვდება (უმეტესობას) :დ:დ

  3. ნაწილობრივ გეთანხმები. რამოდენიმეჯერ გამოვიწერე და დაკვირვებული ვარ, თუ ნივთი ჩინეთიდან მოდის მაშინ ხშირია იმედგაცრუება. მე კაბაზე დამემართა ეგრე. მას მერე ჩინურს ვერიდები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s