მოდი ჩემთან ვალენტინ.

მე თქვენ ჩემს შეყვარებულზე გიყვებოდით და მის უცნაურობებზე.

მას კიდევ ერთი უცნაურობა აქვს, არასოდეს არ მჩუქნის საჩუქრებს, არ აღიარებს ქალთა დღეს, ვალენტინობას, სიყვარული დღეს, დაბადების დღეს და საერთოდ არაფრის დღეს. იგი მხოლოდ აღიარებს საკუთარი სურვილების დღეს.

გამომდინარე აქედან, მე ვალენტინობას  ველოდები შემდეგ  საჩუქარს:

  •  ვუყურებ როგორ ხვდებიან სხვა წყვილები ვალენტინობას.
  • გაღიმებული ვუყურებ როგორ ულოცავენ ერთმანეთს შეყვარებულები.
  • გავხსნი ebay.com-ს და ვარჩევ ნაირ-ნაირ ნივთებს რომლებსაც ვისურვებდი საჩუქრად.
  • როდესაც გავახსენდები ჩემს “შეყვარებულს” და მომილოცავს, მეტყვის, რომ იგი არ აღიარებს სხვების მიერ დაწესებულ დღეებს
  • ვალენტინობას მე დავფიქრდები დავშორდე თუ არა მას
  • მერე გადავიფიქრებ და ვიტყვი, რომ ის ყველაზე მაგარი ტიპია.
  • ვალენტინობამდე ვინმე მაინც წაიკითხავს ამ პოსტს და მათგან საჩუქრად მივიღებ “შეფასებას”, რომელიც იქნება შემდეგი ტექსტის “ეს გოგო ვერაა”, ” რა გააჩერებს ესეთ შეყვარებულთან”, “აფრენს ეტობა” და ა.შ

გილოცავთ ვალენტინობას ყველას ვისაც გევალენტინებათ. ნეტა გაიგოს ვალენტინმა და ჩემთანაც მოვიდეს. ზოგჯერ დგება მომენტები, როდესაც ადამიანები სენტიმენტების ზღვარზე ვართ და ამ სენტიმენტებს ღირშესანიშნავი თარიღები უფრო ამყარებს. გულს გვიჩუყებს.

Advertisements

One thought on “მოდი ჩემთან ვალენტინ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s