რატომ არ ვთხოვდები?

სულ რაღაც 24 წლის ვარ. ძალიან კარგი ასაკი მაქვს და ვფიქრობ, ადამიანი სწორედ ამ ასაკში ისახავს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, მაგრამ…

ჩვენთან პერიფერიაში (ან იქნებ ყველგან ესეა) როდესაც 20 წელს გადაცილდები ხშირად გაიგებ შემდეგ ფრაზებს “აწი დროა გათხოვდე” აბა შენ გასათხოვარი ყოფილხარ” “პატიოსანი მონახე ვინმე და გათხოვდი” . როდესაც სხვებს ეუბნებოდნენ ამ ფრაზებს მეკიდა, მაგრამ როდესაც მეც იგივე ფრაზების ადრესატი გავხდი, აღარ ვიცი რა გაკეთო, ხალხის დასაშოშმინებლად, გათხოვება გამორიცხულია. თუმცა მადლობა ღმერთს ოჯახის წევრები არ მყავს ესეთები და ისინი სულ მეუბნებიან რომ უნდა შევქმნა ოჯახი ზრდასრულ ასაკშჲ და რომ ეხლა ოჯახის შესაქმნელად პატარა ვარ.

ამასწინათ ოჯახში ძალიან სასაცილო ფაქტი შეგვემთხვა, ჩემი 18 წლის ძმიშვილი გათხოვდა. ეს ეხლა ვიცინით, თორემ ნამდვილი ტრაგედია იყო ჩვენთვის, რომელსაც ოჯახის წევრების ნაწილი შეეგუა, ნაილი კი ამ თემაზე აღარც კი საუბრობს. დედაჩემი ეკლესიური ადამიანია და ლოცვებს ყოველ დღე კითხულობს, ამას წინათ გამომიტყდა : ” შვილო ეს რა დამემართა, ლოცვებთან ერთად ქალიშვილის ბედნიერად გათხოვების ლოცვას ვკითხულობდი და თათიაზე (ძმიშვილი) ამიხდა, აწი აღარ წავიკითხავ ამ ლოცვას შეიძება მეორეზე (მეორე ძმიშვილი,1 7 წლისაა) ახდეს და დავიღუპებითო.

აი ხომ ხედავთ რას ნიშნავს ადამიანის აზროვნება, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემს ჩემი გათხოვება ამ ასაკშჲ მთელი გულით არ უნდა, მაინც ლოცულობდა ამაზე. შეიძება ვთქვათ ჩემს გათხოვებაზე ლოცვვებს აღავლენენ.

მე ბიძაშვილი მყავს, რომელიც ჩემს თავზე მეტად მიყვარს, ადრეულ ასაკშჲ გათხოვდა(19 წლის) და ოახი მალევე დაენგრა. ჩემგან განსხვავებით მას მუდმივად ჩასჩიჩინებდნენე ოჯახში, რომ თუ 20 წლამდე არ გათხოვდებდა მერე არავინ ითხოვდა, დაიჯერა და შედეგი სახეზეა.

მოკლედ ჩემო მეზობლებო, ნათესავებო, მეგობრების დედებო და დეიდებო, მოგმართავთ თქვენ, რომ:

დამშვიდდით, მე გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ , რადგან ამ ეტაპზე:

  • ჯერ არ ვარ საკმარისად დამოუკიდებელი.
  • არ მიყვარს არავინ (საკმარისად).
  • მეზარება შვილების გაჩენა და გაზრდა.
  • არ შემიძია ჩემს გარდა კიდევ ერთი ადამიანის მოვლა.
  • მეზარება სტუმრების გამასპინძლება.
  • არ მცალია საქორწინო ტრადიციული ცერემონიებისათვის.
  • წინ ძალიან ბევრი გეგმები მაქვს.
  • და ა.შ
ხშირად მეუბნებიან: “არ დარჩე გაუთხოვარი, შვილი მაინც ხომ გინდა?” გულწრფერად გეუბნებით ხშირად დავმჯდარვარ და მიფიქრია რატომ უნდა ვიყო ამ სიტყვების ადრესატი მე, 24 წლის გოგო, რომელიც ჯერ ცხოვრების გარტყმაშიც არ ვარ და რომელსაც კიდევ ვიმეორებ, ყველაფერი წინ მაქვს. ვერ ვხვდები რა პრინციპებით და აზრებით ხელმძვანელობენ ადამიანები.
   მოგმართავთ თქვენ ჩემო მეზობლებო, ნათესავებო, მეგობრების დედებო და დეიდებო, მოგმართავთ თქვენ, რომ: თუ ვერ გავთხოვდი, არ ინერვიულოთ, რადგან:
  • არ მოვკვდები ქალიშვილი
  • აუცილებლად მეყოლება მეგობარი მამაკაცი/ები.
  • თუ მომინდა გავაჩენ შვილს
  • და ა.შ
დარწმუნებული ვარ ეს ნაწერი რომ იმ ადამიანებმა წაიკითხონ, ვისაც ზევით მივმმართავ, დაბლოკავენ ყველა კანდიდაურას ჩემთვის მათი საახლობლოდან… მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ჩემს ასაკშჲ ოჯახის შექმნა, ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი სისულელეა…
Advertisements

15 thoughts on “რატომ არ ვთხოვდები?

  1. გეთანხმები. ჩემი აზრით, ასაკი აქ არაფერ შუაშია.უნდა მზად იყო ყველანაირად,ფსიქოლოგიურად,სულიერად და თუნდაც ფიზიკურად და უნდა ძალიან გინდოდეს გერქვას ვიღაცის ცოლი :)) ალბათ.

  2. ზოგ რამეში გეთანხმბი 20 წლის ნამეტანი ადრეა, მაგრამ იმის გულისთვის დაენგრა ოჯახი რო პატარა იყო მაგის ბრალი არაა ეგ იმის ბრალია რომ ის მამაკცი ისე ძაან არ უყვარდა რომ მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინათ უბრალოდ რამდენიმე თვიანი გატაცება იყო და არა ნამდვილი სიყვარული.

    შენზე რაც შეეხება 24 წელი როგორ არის პატარა კარგი რა აბა 35 არის ნორმალური ? უბრალოდ ყველაფერი ამისთვის უნდა იყო მზად თორე 20ის იქნები თუ 25-ის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

    “მეზარება შვილების გაჩენა და გაზრდა.”
    შვილების გაჩენას რა დაზარება უნდა უბრალოდ მატერიალურად უნდა იყო მზად რო წესიერად მოუარო ბავშვებს.

    წარმატებბს გისურვებ და როდესაც უკვე მიხვდები რო მზად ხარ გათხოვებისთვის მაშინ გათხოვდი.

    პ.ს 20-25 წლის ასაკი გათხოვებას ვაი მერე ვეღარ გავთხოვდებიო და ისეთი ოჯახი შექმნა რო მერე მთელი ცხოვრება ინანო მაგას ჯობია 27-28 წლის ასაკში გათხოვდე და ბედნიერად იცხოვრო.

    წარმატებები.

    © Anonymous.

    • მე ვფიქრიბ, რომ ოჯახი მაშჲნ უნდა შექმნა როდესაც ამისთვის მზად იქნები:) უბრალოდ ჩემთვის ეს ასაკი 25 წლის მერე დგება. რაც შეეხება შვილების გაზრდის დაზარებას, გეთანხმები შვილები მაშინ უნდა გააჩინო, როდესაც მატერიალურად მყარად დგეხარ ფეხზე და თან ამისთვის მორალურადაც მზად ხარ. მადლობა კეთილი სურვილებისთვის 🙂

    • ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ შვილების გაჩენისთვის მხოლოდ მატერიალურად მზად ყოფნა არის საკმარისი. ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, შევძლებ თუ არა ვიყო კარგი დედა და შესაბამისად ნორმალური აღმზრდელი და მუდამ იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ არ ვარ ამ ყველაფრისთვის მორალურად მზად(არეულიბლოგის ფრაზას ვისესხებ).
      არეულიბლოგი, გისურვებ წარმატებებს! მალე აფარფატებულიყვნენ შენს მუცელში პეპლები და შეძლებისდაგვარად მალე გაეღვიძებინე პატარას ტირილს.

  3. უფფფფ გაიხარე რაა. ტვინი წაიღეს, ტვინი!!! რა ნახეს ამ გათხოვებაში, მითხრას ერთი ვინმემ 😀 არაა 24 და 25 წელი შინაბერას ასაკი, ახლა უნდა დადგე ფეხზე და ასე ხშირად ნახსენებ შვილებს ნორმალური მომავალი შეუქმნა. აღარაა ის დრო, როცა მეუღლის ხელფასიც საკმარისი იყო ოჯახის შესანახად და მეორეც, ვაიდა დაინგრა ოჯახი, ალიმენტი გაზრდი ბავშვს?
    რაც შეეხება ბავშვის გაჩენას რა დაზარება უნდაო – ჯერ ორსულობის საშინელი თვეები, მერე მშობიარობა… ბრრ.. დაგეზარება კი არა, ძალიან, ძალიან უნდა გინდოდეს შვილები და იყო ამ ყველაფრისთვის მზად… შვილი უზარმაზარი ცვლილებაა ცხოვრებაში და არაერთი ვიცი, რომელიც აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო დედობისათვის…. ეს მზაობა ასაკს არ მოაქვს თურმე… ასე რომ “დროა, გათხოვდე” ფრაზა, უაზრო, სულელური, უადგილოა და ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს საერთოდაც!!! 😀
    დიდი სიტყვით გამოვედი რაღაც, მაგრამ ჩემი ნერვებიც შეიწირა უკვე ამ ფრაზამ. 😦

    • 😀 გეთანხმები აბსოლიტურად…ალიმენტი რომ არ ეყოფა ეგ ერთია, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება მაგასაც აღარ გადაიხდიან. იქნებ ღალატშიც დაგდონ ბრალი:)

  4. 22 წლის ვარ, უკვე იწყება და ნელ-ნელა ფეხს იდგამს ჩემთან მსგავსი საუბრები, გეგონება უკვე 60-ს მიტანებული ვიყო. ამას წინათ ჩემი კლასელი შემხვდა, უკვე ცოლიც ყავს და ბატალიონი შვილებიც, მუშაობს თუ იმას მუშაობა ქვია… ისე შეიცხადა ჯერ ისევ გასათხოვარი ხაროოო?! რომ შემეშინდა, აქეთ-იქით ყურება დავიწყე ხომ მშვიდობაა-თქო. ასეთი ოჯახის შექმნას, რომ შემდეგ ისევ მშობლების ხარჯზე გავაგრძელო ცხოვრება, მირჩევნია სულ არ გავთხოვდე და შენი თქმის არ იყოს აუცილებლად მეყოლება გვერდით მეგობარი მამაკაცი და შვილიც თუ მოვინდომებ. ძირითადად კი მსგავს კითხვებს ის ადამიანები სვამენ რომლებიც ჩემთან არც თუ ისე ახლოს არიან, უფრო მეტიც, გზაში შემთხვევით თუ შევხვდები. ხო და ჯერ-ჯერობით ის მახარებს რომ უახლოესი გარემოცვა მსგავსი კითხვებით ტვინს არ მიბურღავს. წარმატებებს გისურვებ 🙂

    • 🙂 ისეთი დამღლელია ეს შემთხვევითი ნაცნობები ამ კითხვებით, რომ უკვე პირდაპირ ვეუბნები, გათხოვება რაში მწირდება მეგობარი მამაკაცი მყავსთქო. მერე გაკვირვებული სახეებით მეცლებიან :))))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s