კბილის ექიმთან ვარ, ამ საშინელ სავარძელზე ვზივარ და ჩემსკენ მოშვერილ ნემსის წვერს ზიზღის თვალით ვუყურებ . ექიმი მიყურებს და ამბობს, რომ ქვედა ყბა უფრო რთულია და მეც ამ ქვედა ყბის ამბებს ვერ მოვრჩი ერთი კვირაა. ეს წუთია ერთ მხარეს ნემსი გამიკეთეს, ცოტას ვისვენებ და მეორე მხრიდანაც დამარჭობენ ნემსს.
რა უცნაურია არა? კბილის ექიმი რაც არ უნდა სიმპატიური ან ლამაზი იყოს, არაფრად არ გეჩვენება და ყოველთვის გეშინია მისი. მთელი ცხოვრება გადამეტებული დოზით ტკბილეულის სიყვარულმა, ეხლა ამ საშინელ სკამზე დასვა და საკუთარი თავის წამებას საკუთარის სურვილით ვუშვებ.
აი, უკვე ვიგრძენი, რომ ნემსმა მოქმედება და დაიწყო და ვგრძნობ როგორ გამიბჟუვდა ეს საძაგელი ქვედა ყბა.
მე ეხლა თვალებს დავხუუჭავ, ჩემს აიპოდს ჩავრთავ და ექიმი მუშაობას შეუდგება, მეორე შესვენებაზე კიდევ დავწერ რა მოხდება.
15 წუთის შემდეგ
როგორც იქნა მორჩა ექიმი დღევანდელ პროცედურებს. არაფერი გამიგია, არც მტკენია, უბრალოდ დავიღალე. ეს რაღაც პირდაპირი რეპორტაჟივით გამომივიდა, სტომატოლოგიური კაბინეტიდან.
ეხლა ისე მეზარება წამოგდომა,ტანს ვერ ვწევ, ტაქსი მოვა და სახლში წავალ. მანამდე ამ ფოიეში ისე ცუდად ვგრძნობ თავს. ეხლა ვხვდები ფეხმძიმეების გაჭირვებას, არომატებზე რეაქციები, რომ აქვთ.
პროგრესი ნამდვილად მაქვს, მახსოვს ბავშვობაში ექიმის სკამზე ლამის ბავადნენ, ისე მმკურნალობდნენ, ეხლა ყოჩარად მარტო მოვდივარ და შეძლებისდაგვარად გმირულად ვიტან ყველაფერს.
ოღონდ, რომ მახსენდება ამ პროცედურებს ჩემი დნაზოგის რა ნაწილი მიაქვს, აი მაშინ კი მეწყება” ისტერიკები”, მაგრამ რას ვიზამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
აი ტაქსიც მოვიდა. მე წავედი.უნდა დავივიწყო ეს დღე.
:):) შენ ეტყობა ძალიან ყოჩაღად იყავი, პოსტის წერის ტავი, რომ გქონდა
ქრისტი:) ვგიჟდები, ყველაფრის გადაფარვა როგორ შეგიძლია. ალბათ წერით გადაიტანე ს დაღლილობა. მესმის შენი, ძალიან მომეწონა პოსტიც.<3
მეზიზღება ეგ პროცედურები, იქამდე მშვიდად მივდივარ, მაგრამ მერე ვჭედავ:)
:):):):) სახალიხოა. მეც მინდა შენსავით ყველაფერზე ხუმრობა შემეძლოს:)