გავიგეეე…გავიგეე… როგორც იქნა გავიგე:)))
ბედნიერებისათვის, თურმე სუსტი მეხსიერებაა საჭირო. ხოდა თუკი გინდათ ბედნიერები იყოთ, დაივიწყეთ ყვეაფერი მოხდენისთანავე, იქნებ მართლაც ესე აჯობოს:)
რა დამაინტრიგებელი სათაურია არა? სიმართლე გითხრათ მე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვცდილობ სხვადასხვა ისტორიებიდან რაღაც აზრი გამოვიტანო. აი წამიერად რაც თავში მომივა ეგ, თორემ დიდ ხნიანი ფიქრი და განსჯა ჩემი საქმე არაა. მთელი ცხოვრება მეზარებოდა ფიქრი და ანალიზის კეთება მოვლენებზე.
მაშ ასე, მეც ძალიან მაინტერესებს, რატომ მიდიან კაცები მაშინ როდესაც თითქმის ყველაფერი კარგადაა? ჩემი პირადი ისტორია ინახავს ერთ ამბავს. რომელიც დაიწყო ფლირტით და ზუსტად ერთ კვირაში დამთავრდა. სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი ან მისი გამოჩენა რას ნიშნავდა ან ჩემგან ესე უეცრად წასვლა. თუმცა არ გამომიძიებია. არ მივსდევ ხოლმ მამაკაცებს, მხოლოდ ერთს გავეკიდე. სულ პირველი ისტორია იყო და ვიფიქრე უნდა ვიბრძოლოთქო. ახლა ვხვდები, რომ სისულელეა. აქედან გამომდინარე, წესი პირველი:
თუ წასვლას დააპირებს უნდა გავუშვათ, სხვა შემთხვევაში სულ გზისკენ ექნება თვალი და მაინც გაგვექცევა. თუ გაუშვებ შეიძლება არც წავიდეს.
დიახ, რატომღაც ესე ვთვლი, რომ მამაკაცებს აქვს მუდმივი მოთხოვნილება იმისა, რომ ჩვენ მათი წასვლის გვეშინოდეს. ალბათ იმიტომ მიდიან, რომ მერე უკან მოვაბრუნოთ.
თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვერსია. როდესაც ორი ადამიანის ურთიერთობა უბრალოდ ვერ ეწყობა, ისინი ერთმანეთს ხელს უშლიან და თან არც იშლებიან, ასეთ შემთხვევაში დროის წელვა სისულელეა. ამიტომ რომელიმე მათგანი უფრო ადრე გაანალიზებს სიტუაციას და მიდის. თუმცა თუ მამაკაცი პირველი წავა ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ქალები უფრო გვიან გრძნობენ ურთიერთობაში დამდგარ კრიზისს. ქალები უბრალოდ ადვილად ვერ თმობენ ურთიერთობას და ვერ ბედავენ დაასრულონ ურთიერთობა. ვერ ბედავენ არა იმიტომ, რომ ეშინიათ , არამედ არ უნდათ ტკივილი მიაყენონ სხვებს და საკუთარ თავს. მამაკაცები კი ცივი გონებით მსჯელობენ. უბრალოდ დგებიან და მიდიან. აქედან გამომდინარე, წესი მეორე:
რა მნიშვნელობა აქვს ვინ წავა პირველი, მთავარია არ ვითამაშოთ დრამა და მშვიდობიანად დავიშალოთ.
მე ხშირად მსმენია, როგორ ვაჭრობენ გრძნობებით. მაგრამ ვფიქრობ ქვეყნად არაფერი სულიერი მატერიებზე არ იცვლება და მათ შორის არც სიყვარული. ეს დაემსგავსება მუდმივ აუქციონს , თუმცა რაც უფრო მეტს გაიღებ მით უფრო დაზარალდები. წესი მესამე:
სულიერი კომფორტი და მშვიდი ნერვები აუცილებელი პირობაა წარმატებული კარიერისა და მოწესრიგებული პიურადი ცხოვრებისა.
დიახ, მე მიმაჩნია, რომ თუ ერთი ისტორია დასრულდა აუცილბლად დაიწყება მეორე, უფრო მაგარი. ამიტომ თუ ჩვენგან მამაკაცები მიდიან, ეს იმიტომ , რომ მათზე უკეთესი მოდის ჩვენს ცხოვრებაში.
აქვე ვაღიაროთ, რომ ყველაფერს მხოლოდ მამაკაცებს ვერ დავაბრალებთ. ხშირად ჩვენ, ქალებიც, ძალიან ბევრს ვცოდავთ. ვითხოვთ ბევრს და გვგონია, რომ ჩვენი მეწყვილე აუცილებელია ყველა ჩვენს კაპრიზს ასრულებდეს. გაუთავებლად ვეჭვიანობთ და ვაიძულებთ მათ ადგნენ და წავიდნენ ჩვენგან. მიმაჩნია, რომ ეჭვიანობა საკუთარი თავის შეურაწყოფაა. წესი მეოთხე:
თუ ჩვენ თავად შევურაწყოფთ საკუთარ თავსა და გრძნოებებს, ვერ მოვთხოვთ ჩვენს მამაკაცებს პათივი სცენ მათ.
როდესაც ურთიერთობა ნდობაზე და თანაბარ უფლებელზე იქნება დამყარებული, ვფიქრობ წასვლა არც მამაკაცს და არც ქალს არ მოუდება. კომფორტი მნიშვნელოვანია, აუცილებლად სიყვარულთან ერთად.
არ ვიცი, რამდენად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი და ვუპასუხე თუ არა სათაურს, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცი. მამაკაცებს უყვართ კომფორტი, ისევე როგორც ჩვენ და თუ ორივე ვიზრუნებთ ერთმანეთის სულიერ კომფორტზე, არ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაწყოფას, არ ვეცდებით ერთმანეთის თავიდან გაზრდას და მივიღებთ ჩვენს მეორე ნახევრებს ისეთებად, როგორებიც არიან, ვფიქრობ ყველაფერი კარგად გვექნება.
ბოლოს უნდა ავღნოშნო, რომ ჯანსაღ ურთიერთობებშიც ძალიან ბევრი თემაა, რომელიც კამათს გამოიწვევს წყვილებს შორის და ეს ძალიან გაახალისებს ურთიერთობებს. ზოგჯერ კამათიც აუცილებელია.
ბედნიერ სიყვარულს გისურვებთ:) ❤
ამასაც ვეღირსე. ესეც ვისწავლე, ვიდეო დამედო ბლოგზე 🙂
რაღაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მაგრამ ჩემს პრონციპს ”თუ ვწერ ესეიგი მაწუხებს” არ ვღალატობ და აქედან გამომდინარე სულაც არ მიმაჩნია, რომ რასაც ვწერ ის ფეხებზე მკიდია და დავცინი რამეს ან ვინმეს.
უბრალოდ ეხლა ჩვენს პატარა ქალქუშi არსებულ კაფე-რესტორნებზე მოგიყვებით,თანმიმდევრობით და ცოდნის შესაბამისად რათქმა უნდა.
დავიწყოთ იქედან, რომ კაფეში შესვლისთანავე უნდა მოისინჯო ჯიბე და მინიმუმ 50 ლარი მაინც უნდა იყოს შენს პირად ანგარიშზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გახდები მსხვერპლი მოცემული კაფის მომსახურე პერსონალისა.
ჩვენთან მარტო ყავაზე ბარში არ დადიან და პოსტის საწერად მითუმეტეს. რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება,ვინმეს რომ ვუთხრა მხოლოდ ყავა მინდა და პოსტის დასაწერად შემოვედი, რადგან ეს ადგილი განწყობას მიქმნისთქო მაგრად დამცინებს:)
ჩვენთან სულ 4 პატარა კაფეა, თუ არ ვცდები 4 რესტორანი და ერთი კაფეტერია თუ პიცერია თუ შაურმერია, ნუ რაც არის მოკლედ. ყველას ცალ-ცალკე არ განვიხილავ რათქმაუნდა უბრალოდ ყველას დადებით და უარყოფით მხარეებს შევაჯამებ ჩამოვწერ .
მაშ ასე ჩვენს კაფე-რესტორნებში თუ შედიხარ:
რაც შეეხება რესტორნებს:
ხო, სანამ უშუალო პუნქტებზე გადავიდოდე გეტყვით, რომ ჩვენთან ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გასართობიჭამაა (ყველაზე პოპულარულია ხინკალი) . ნუ ეხლა მწვადიც მიდის იქ მერე და სხვა დანარჩენიც:)
არაფერს ვამბობ ჭურჭელზე, კლიენეტების ჩაცმულობაზე (სახინკლეში ბედს საზიარებლად გამოცხადებაზე) მაგიდის სუფრაზე, საკვების ფასებზე, გემოზე,სანიტარულ ნორმებზე და ა.შ.
რათქმაუნდა არსებობს, გამონაკლისებით, მაგრამ ეს ის გამონაკლისია, ძალიან ცუდი და უფრო ძალიან ცუდს შორის, რომ არის .
არადა, რა მაგარი იქნებოდა ღია კაფეები როგორც ქალაქში, ასევე ზღვის პირას. მოწყობილი ზღვის სანაპირო (ამაზე მოგვიანებით). დავჯდებოდი, დავლევდი ჩემს საყვარელ ყავას, დავწერდი პოსტს, მოვიწვევდი მეგობრებს, გავიდოდი სამსახურიდან შესვენებაზე. იქნებ, როდესმე იქნეს კიდეც 🙂
რაღაცნაირი ორშაბათა, ვერ გავიგე, კარგი თუ ცუდი, თუ არც კარგი და არც ცუდი:)
სამაგიეროდ ამ საშინელი ამინდების შემდეგ მცხუნვარე მზე ამოვიდა და ძვლები გაგვითბო. ადამიანები, რომლებიც აქამდე სახლში ითბობდნენ ადგილებს გარეთ გამომზეულრდნენ.მოკლედ პროვინციაში ზეიმია:)
ასეთ ამინდში ყველაფერი მიხარია, არ ვაპროტესტებ არ იმას, აქ რომ ვცხოვრობ , არც ჩემს წონას და საერთოდ დღეს ყველაფერი ფეხებზე მკიდია:)
თქვეთვის არ მითქვამს ჩემი საყვარელი გამოთქმა არა? “ვალი თუ არ მაქვს ცხოვრებას მუღამს ვერ ვუჭერთ”, ხოდა კიდევ ერთი 50 ლარი ირიცხება ჩემი ვალების ანგარიშზე. არადა სულ არ არის ჩემი ბრალი, ჯერ კიდევ თებერვლის ხელფასის დროს შევუკვეთე წიგნები, ორ დღეში ჩამოგივათო მითხრეს და მერე შენც არ მომიკვდე. არავის დაურეკავს, ვიფიქრე არ აქვთ,ამიტომაც დამაიგნორესთქო.
ეხლა კი, წინა ხუთშაბათს დამირეკეს რა ხანია წიგნები ჩამოვიდა და მიაკითხეთო. ხოდა, აი დამარტყაააა, მე ხომ დიდი ხნის უკან დავხარჯე წიგნებისთვის განკუთვნილი 42 ლარი. რა მექნა? ავდექი და ვისესხე.
სამაგიეროდ მთელი შაბათი და კვირა ვკითხულობდი. გაინტერესებთ რა წიგნებია? ეს არის ქენდის ბუშნელის
ამ შაბათ კვირას ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ქერის დღიურები და ზაფხული დიდ ქალაქში. ძალიან სასიამოვნო საკითხავია, აი ისეთი მე რომ მიყვარს. ზედმეტი ტვინი ჭყლეტა არ სჭირდება და მსუბუქია. თან თქვენ წარმოიდგინეთ რაღაც მაგალითების გათვალისწინებაც შესალებელია. მოკლედ, მე მომეწონა.
დანარჩენ ორს მხოლოდ თვალი გადავავლე და ჯერ ვერაფერს გეტყვით. არ წამიკითხავს. ეგ ალბათ შემდეგი შაბათ-კვირის საქმეა:)
ჩემს ბლოგს ვინც კითხულობს იცის, რომ მე სულ ვწუწუნებ, ვწუწუნებ და კიდევ ვწუწუნებ, რომ აქ არაფერი ხდება და რომ ჩვენთან ერთადრერთი გართობა მხოლოდ სახინკლეში წასვლაა.
დავჯექი ერთ მშვენიერ დღეს და დავფიქრდი, რა უნდა მეკეთებინა ისეთი, რაც მეც გამახალისებდა და თან ცოტა ფულის შოვნაც შემეძლებოდა.
ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თუ ისეთ საღამოებს გავუწევდი ორგანიზებას სადაც არ იქნებოდა ღომი და ხარჩო, არ მოვუსმენდით თამადის მიერ დაწესებულ დაბადებისდღეებს. შეგვეძლებოდა ბევრი ცეკვა და დალევა.
ამ ყველაფრისათვის კი პრაქტიკა მჭირდებოდა, გუშინ პირველი პრაქტიკა მივიღე და სულ პატარა საღამოს გავუკეთე ორგანიზება. ჩემი მეგობრის დაბადების დღე მოვაწყვეთ, ტრადიციული მუსიკოს-დამკვრელები კარაოკეთი შევცვალეთ და ფანდურის მაგივრად კლუბური მუსიკები მოვიმარაგეთ, სამაგიეროდ ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი და დამავიწყდა ფოტო-აპარატი, ამიტომ დავდებ იმ სურათებს რაც ჩემა palm smartphon-მა გადაიღო. მინდა გთხოვოთ, რომ ნუ იქნებით კრიტიკულები, რადგან ცხოვრებაში პირველად გავაწყე სუფრა, თანაც ასეთი.
ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან უგემოვნებოც კი შეიძლება მოეჩვენოს
პროფესიონალებს, შემედავონ სუფრის ხარისხზე და სხვა მრავალ წუნსაც დაუდებენ დარწმუნებული ვარ. სავსებით სამართლიანადაც,მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი საქმე გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. იუბილარმა, იმიტომ რომ გარისკა და სტუმრებს უთხრა თქვენ ფეხზე დამდგარი უნდა ჭამოთო 🙂
მე და ჩემმა მეორე მეგობარმა, მარიმ, იმიტომ რომ:
ესეც სასმელი. ლუდი, ბეილისი და გაზიანი სასმელი, თუმცა იქვე იყო არაყი.
რათქმა უნდა იყო გაკვირვება, სტუმრები თავიდან დაძაბული იყვნენ, ერიდებოდათ საჭმლის გადმოღება. თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც, რომლებმაც საბოლაოდ ყველა გაათამამა.
🙂 კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს მეგობარს დაბადების დღეს და ვპირდები, რომ მომავალ წელს უკვე პროფესიონალურ დონეზე გავუკეთებს ორგანიზებას მისს საღამოს.
ჯანი ვერსაჩე (იტალ. Gianni Versace, 2 დეკემბერი 1946 — 15 ივლისი 1997) — იტალიური მოდელიერი. 1978 წელს შექმნა მარკაVersace, რომლის სახელით აწარმოებს ელიტარულ ტანსაცმელს, აქსსუარებს, კოსმეტიკას, პარფიუმერიას და ავეჯს. მისი სიკვდილის შემდეგ ფირმას ხელმძღვანელობს მისი და დონატელა ვერსაჩე.ძალიან მაგარია 🙂
ბავშვობაში იგი ოცნებობდა პიანისტობაზე. დედა მუშაობდა სამკერვალო სახელოსნოში პროფესიონალ მკერავად და პატარა ჯანი ხშირად დაყავდა სამსახურში. როგორც ჩანს, მუდმივად კაბების და კოსტუმების გარემოცვაში ყოფნამ განსაზღვრა მომავალი დიზაინერის ცხოვრების გზა. თვითონ ვერსაჩე ამბობდა, რომ თავის პროფესიონალიზმს დედას უმადლოდა.
ერთ მშვენიერ დღეს, ატელიეში გაისმა ტელეფონის ზარი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ვერსაჩეს ცხოვრება. ზარი ეკუთვნოდა საკმაოდ შეძლებულ ბიზნესმენს მილანიდან, რომელსაც გაგებული ჰქონდა ჯანის განსაკუთრებული ფანტაზიის და ახალი მოდელების შექმნის ნიჭის შესახებ და გადაწყვეტილი ჰქონდა გარკვეული თანხის ჩადება მის საქმიანობაში. ეს იყო უნიკალური შანსი ახალგაზრდა მკერავისთვის.
1978 წელს თავისი ძმის სანტოს დახმარებით ვერსაჩე ქმნის საკუთარ ფირმას, სამოდელო სახლს ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace). იმავე წელს შედგა მისი პირველი კოლექციის ჩვენება, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ცოტა ხანში ძმების საქმიანობაში ჩართული იქნა დაც – დონატელა.
1988 წელს ვერსაჩეს მიანიჭეს “მსოფლიოს წამყვანი და შემოქმედებითი დიზაინერის” ტიტული. 1998 წელს კი ამერიკული მოდის ოსკარი.
რა საინტერესოა საქართველოს ყველა კუთხეში ასე აწუხებთ უსექსობა, როგორც ჩემს პატარა პროვინციაში?
ეხლა ვიცი, პირველი აბზაცის წაკითხვისას გაიფიქრებენან ან წაკითხვის შემდეგ შემდეგ მომწერენ, შენ არ გაწუხებს უსექსობაო? იმტვრიეთ ეხლა თავი, მაწუხებს თუ არა:) სხვა საფიქრალი არ მოგეცეთ არაფერი.
კბილის ექიმთან, რომ დავდივარ ეგ უუკვე იცით. ხოდა იქ ერთი ქალი მოდის. სულ კივის და მშვიდად არასოდეს საუბრობს. როდესაც მოესალმებიან გამწაებული, აგრესიულად გაჰკივის პასუხს. ამ ქალს შვილიც ყავს, თქვენ წარმოიდგინეთ ქმარიც, მაგრამ ერტყობა აქტიური სექსი არ აქვს:) არადა როგორ დაამშვენებდა, დააწყნარებდა და სულ გაღიმებული ივლიდა.
ერთი ნაცნობი მყავს, მამაკაცს 10 მეტრის რადიუსში არ იკარებს. სულ უჟმური და სულ უკმაყოფილოა. ეტყობა მაგასაც უკაცობა აწუხებს. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ეგ მისი ნებით მამაკაცს არ დანებდება და ამიტომ ცოტა ძალის დატანების შემდეგ , ეგეც გაბადრული ივლის ალბათ და არასოდეს არავის არ დაუწყებს ჩხუბს:) მერე რამდენი იტყვის ”გასაუპატიურებელი ქალების მეტი რა ვართო” 🙂
ერთი პუტკუნა ახლობლის ”გოგო” მყავს. ყოველი წლის ნოემბერს ველოდით მის გათხოვებას (თვითონ გვეუბნებოდა ესე) ხოდა ვერ გათხოვდა. ამასობაში ალებმა (სიმხურვალე ტანში) და უმიზეზო შფოთვებმა შეაწუხა. მოუყვანეს ექიმი. ექიმი,მამაკაცი იყო, ხოდა მოერიდა ამ კაცს, კი იცით ქართველი მამაკაცები რა ”მორიდებულები” არიან და პაციენტს პირდაპირ ვერ უთხრა სექსი გინდა სასწრაფოდ ან მამაკაციო. ადგა და შეაპარა აუცილებლად შვილი უნდა გააჩინოო. იფიქრა ამ ექიმმა ალბათ, მიხვდება შვილს სექსის გარეშე, რომ ვერ გააჩენსო. იფიქრა საწყალმა ჩემი ახლობლის ”გოგომ” და ექიმს უთხრა ” ექიმო, რომ ავიყვანო შეიძლებაო”:) გადააქნია ექიმმა თავი და კი ალბათო უთხრა. მერე არ მიკითხავს ეგ ამბავი, ფაქტია შვილი არ გაუჩენია, არც აუყვანია და სექსის ქონის მაგას არაფერი ეტყობა.
ისე შესანიშნავი ფილმია, გუშინ ვუყურე ”სექსი მეგობართან”.
მოკლედ რამდენი ვწერე, რა ჩემი საქმეა გექნებათ თუ არა სექსი, გააჩენთ თუ აიყვანთ შვილებს, ქმართან ერთად ერთ სარეცელს გაიყოფთ თუ სხვადასხვა ოთახებში დაიძინებთ და ისე ცოლ-ქმარი გერქმევათ. უბრალოთ იცხოვრეთ ისე, რომ იყოთ კმაყოფილი და გამარჯობის ნაცვლად, რა საზიზღარი ცხოვრება დადგაო არ თქვათ:) საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრი არც ოჯახის და არც ერის ღალატს არ ნიშნავს:)
აბა თქვენ იცით:)
რა დაბნეული ვარ:) არასოდეს არაფერს არ ვუკვიდრები და ყველაფერს ზედაპირულად ვუდგები.
ეხლაც ფეისბუქზე ჩემი ბლოგის ფეიჯი გავაკეთე, მაგრამ რათ გინდა? ვერ გაიგე ვერაფერი. თქვენ იკითხავთ, რა ვერ გავიგე? ვერაფერი ვერ გავიგე საერთოდ.
მოკლედ, იმედია მეშველება რაღაც 🙂
კვირის დღეებიდან პარაკევი მიყვარდა ყველაზე ძალიან, როდესაც სკოლაში დავდიოდი.
ეხლა ყველაზე მეტად კვირა დღე მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მიჭირს საწოლიდან ადგომა,რაც არ უნდა დავგეგმო ყოველთვის საღამოს ოთხ საათზე ვიწყებ დღეს.
რატომ მიყვარს კვირა?
კიდევ უამრავი მიზეზი მაქვს, იმისათვის რომ ეს დღე მიყვარდეს.
ეხლაც გავიღვიძე, მაგრამ ადგომას არ ვჩქარობ. ყავაც უკვე საწოლის ტუმბოსთან დევს, ლეპტოპი მუცელზე მადევს და ამ პოსტს ვკრეფ.
მერე რა რომ საბნიდან უკვე სამჯერ გამოვაცურე ფეხი, იქნებ სიცივს შევაგუო, უცებ წამოვდგე და როგორმე ხალათამდე მივაღწიოთქო, მაგრამ ეჭვი მაქვს ჩემი დილა ისევ საღამოს ოთხ საათზე დაიწყება და ხვალ ისევ საშინელი ორშაბათის ჯერი დგება, დიეტის და კბილის ექიმის დღე.