კვირა დღე: ძილი, ბევრი ყავა,საწოლი,ლუდი,ლეპტოპი

კვირის დღეებიდან პარაკევი მიყვარდა ყველაზე ძალიან, როდესაც სკოლაში  დავდიოდი.

ეხლა ყველაზე მეტად კვირა დღე მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მიჭირს საწოლიდან ადგომა,რაც არ უნდა დავგეგმო ყოველთვის საღამოს ოთხ საათზე ვიწყებ დღეს.

რატომ მიყვარს კვირა?

  • კვირა დღეს ვარღვევ დიეტას, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში მკაცრად ვიცავდი.
  • კვირას, ძალიან ბევრს ვნებივრობ საწოლში.
  • კვირას, არ ვფიქრიბ იმაზე, რომ ჩემი  …-ს   უჟმურ სახეს უნდა გადავაწყდე თუნდაც ერთი წამით.
  • კვირას, ყავას საწოლში მივირთმევ.
  • კვირას, ყოველთვის მაქვს საშუალება ვიკითხო ჩემი საყვარელი ჟუნალები, ვუყურო ჩემს საყვარელ სერიალს (სექსი დიდ ქალაქშჲ).
  • კვიიიიიირას, ყოველთვის მოაქვთ ჩემთვის  ბევრი ლუდი:)

კიდევ უამრავი მიზეზი მაქვს, იმისათვის რომ ეს დღე მიყვარდეს.

ეხლაც გავიღვიძე, მაგრამ ადგომას არ ვჩქარობ. ყავაც უკვე საწოლის ტუმბოსთან დევს, ლეპტოპი მუცელზე მადევს და ამ პოსტს ვკრეფ.

მერე რა რომ საბნიდან უკვე სამჯერ გამოვაცურე ფეხი, იქნებ სიცივს შევაგუო, უცებ წამოვდგე და როგორმე ხალათამდე მივაღწიოთქო, მაგრამ ეჭვი მაქვს ჩემი დილა ისევ საღამოს ოთხ საათზე დაიწყება და ხვალ ისევ საშინელი ორშაბათის ჯერი დგება, დიეტის და კბილის ექიმის დღე.

Advertisements

2 thoughts on “კვირა დღე: ძილი, ბევრი ყავა,საწოლი,ლუდი,ლეპტოპი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s