Fashion show backstage images-VERSACE

ჯანი ვერსაჩე (იტალ. Gianni Versace, 2 დეკემბერი 1946 — 15 ივლისი 1997) — იტალიური მოდელიერი. 1978 წელს შექმნა   მარკაVersace, რომლის სახელით აწარმოებს ელიტარულ ტანსაცმელს, აქსსუარებს, კოსმეტიკას, პარფიუმერიას და ავეჯს.   მისი სიკვდილის შემდეგ ფირმას ხელმძღვანელობს მისი და დონატელა ვერსაჩე.ძალიან მაგარია 🙂

 

ბავშვობაში იგი ოცნებობდა პიანისტობაზე. დედა მუშაობდა სამკერვალო სახელოსნოში პროფესიონალ მკერავად და პატარა ჯანი ხშირად დაყავდა სამსახურში. როგორც ჩანს, მუდმივად კაბების და კოსტუმების გარემოცვაში ყოფნამ განსაზღვრა მომავალი დიზაინერის ცხოვრების გზა. თვითონ ვერსაჩე ამბობდა, რომ თავის პროფესიონალიზმს დედას უმადლოდა.

 

 

ერთ მშვენიერ დღეს, ატელიეში გაისმა ტელეფონის ზარი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ვერსაჩეს ცხოვრება. ზარი ეკუთვნოდა საკმაოდ შეძლებულ ბიზნესმენს მილანიდან, რომელსაც გაგებული ჰქონდა ჯანის განსაკუთრებული ფანტაზიის და ახალი მოდელების შექმნის ნიჭის შესახებ და გადაწყვეტილი ჰქონდა გარკვეული თანხის ჩადება მის საქმიანობაში. ეს იყო უნიკალური შანსი ახალგაზრდა მკერავისთვის.

1978 წელს თავისი ძმის სანტოს დახმარებით ვერსაჩე ქმნის საკუთარ ფირმას, სამოდელო სახლს ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace). იმავე წელს შედგა მისი პირველი კოლექციის ჩვენება, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ცოტა ხანში ძმების საქმიანობაში ჩართული იქნა დაც – დონატელა.

 

 

 

 

1988 წელს ვერსაჩეს მიანიჭეს “მსოფლიოს წამყვანი და შემოქმედებითი დიზაინერის” ტიტული. 1998 წელს კი ამერიკული მოდის ოსკარი.

ფოტოები მისი ჩვენებიდან:

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s