ჩემი მეგობრის საღამო

ჩემს ბლოგს ვინც კითხულობს იცის, რომ მე სულ ვწუწუნებ, ვწუწუნებ და კიდევ ვწუწუნებ, რომ აქ არაფერი ხდება და რომ ჩვენთან ერთადრერთი გართობა მხოლოდ სახინკლეში წასვლაა.

დავჯექი ერთ მშვენიერ დღეს და დავფიქრდი, რა უნდა მეკეთებინა ისეთი, რაც მეც გამახალისებდა და თან ცოტა ფულის შოვნაც შემეძლებოდა.

ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თუ ისეთ საღამოებს გავუწევდი ორგანიზებას სადაც არ იქნებოდა ღომი და ხარჩო, არ მოვუსმენდით თამადის მიერ დაწესებულ დაბადებისდღეებს. შეგვეძლებოდა ბევრი ცეკვა და დალევა.

ამ ყველაფრისათვის კი პრაქტიკა მჭირდებოდა, გუშინ პირველი პრაქტიკა მივიღე და სულ პატარა საღამოს გავუკეთე ორგანიზება. ჩემი მეგობრის დაბადების დღე მოვაწყვეთ, ტრადიციული მუსიკოს-დამკვრელები კარაოკეთი შევცვალეთ და  ფანდურის მაგივრად კლუბური მუსიკები მოვიმარაგეთ, სამაგიეროდ ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი და დამავიწყდა ფოტო-აპარატი, ამიტომ დავდებ იმ სურათებს რაც ჩემა palm smartphon-მა გადაიღო. მინდა გთხოვოთ, რომ ნუ იქნებით კრიტიკულები, რადგან ცხოვრებაში პირველად გავაწყე სუფრა, თანაც ასეთი.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან უგემოვნებოც კი შეიძლება მოეჩვენოს

პროფესიონალებს, შემედავონ სუფრის ხარისხზე და სხვა მრავალ წუნსაც დაუდებენ დარწმუნებული ვარ. სავსებით სამართლიანადაც,მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი საქმე გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. იუბილარმა, იმიტომ რომ გარისკა და სტუმრებს უთხრა თქვენ ფეხზე დამდგარი უნდა ჭამოთო 🙂

მე და ჩემმა მეორე მეგობარმა, მარიმ, იმიტომ რომ:

  • ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა იუბილარი, რომ ასეთი ტიპის სუფრა გაცილებით უფრო მაგარია. ნაკლებ საშრომია და ეფექტურია.
  • რომ, ის არ დაიღლებოდა ზედმეტი ფაცი-ფუცისაგან.
  • რომ კარაოკეზე სიმღერა ბევრად უფრო ართობს ადამიანებს, ვიდრე მუდმივად “მაია მულატკა”-ზე ცეკვა.
  • დარწმუნებული ვარ ჩვენს ქლაქში, ძალიან პატარა ქალაქში ჩვენ პირველები ვართ.

ესეც სასმელი. ლუდი, ბეილისი და გაზიანი სასმელი, თუმცა იქვე იყო არაყი.

რათქმა უნდა იყო გაკვირვება, სტუმრები თავიდან დაძაბული იყვნენ, ერიდებოდათ საჭმლის გადმოღება. თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც, რომლებმაც საბოლაოდ ყველა გაათამამა.

🙂 კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს მეგობარს დაბადების დღეს და ვპირდები, რომ მომავალ წელს უკვე პროფესიონალურ დონეზე გავუკეთებს ორგანიზებას მისს საღამოს.

Advertisements

6 thoughts on “ჩემი მეგობრის საღამო

  1. კრისტი აღფრთოვანებული ვარ შენით :)) მადლობა განსხვავებული მოლოცვისთვისაც :)) :** კიდევ ერთხელ დამარწმუნე,რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია რაც მოგინდება.. ))) ბლოგი 5+++++++ მომეწონა :)) *

  2. სულაც არ არის უგემოვნო, პირიქით: ) ძალიან მომეწონა: ) ნუ ეს შესრულებას რაც შეეხება და + ის, რომ “სახინკლე და ტრადიციული სადღეგრძელოები” მართლა მარაზმია, ასეთი საღამოები გაცილებით უკეთესი : )

    • 🙂 მადობა:) გეთანხმები ბევრად უკეთესია. ასეთი წვეულებიდან სახლშჲ, რომ დავბრუნდები სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს და ხორცის სუნი არ ამდის 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s