კმარა სელინა და ხინკალი

რაღაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მაგრამ ჩემს პრონციპს ”თუ ვწერ ესეიგი მაწუხებს” არ ვღალატობ და აქედან გამომდინარე სულაც არ მიმაჩნია, რომ რასაც ვწერ ის ფეხებზე მკიდია და დავცინი რამეს ან ვინმეს.

უბრალოდ ეხლა ჩვენს პატარა ქალქუშi არსებულ კაფე-რესტორნებზე მოგიყვებით,თანმიმდევრობით და ცოდნის შესაბამისად რათქმა უნდა.

დავიწყოთ იქედან, რომ კაფეში შესვლისთანავე უნდა მოისინჯო ჯიბე და მინიმუმ 50 ლარი მაინც უნდა იყოს შენს პირად ანგარიშზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გახდები მსხვერპლი მოცემული კაფის მომსახურე პერსონალისა.

ჩვენთან მარტო ყავაზე ბარში არ დადიან და პოსტის საწერად მითუმეტეს. რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება,ვინმეს რომ ვუთხრა მხოლოდ ყავა მინდა და პოსტის დასაწერად შემოვედი, რადგან ეს ადგილი განწყობას მიქმნისთქო მაგრად დამცინებს:)

ჩვენთან სულ 4 პატარა კაფეა, თუ არ ვცდები 4 რესტორანი და ერთი კაფეტერია თუ პიცერია თუ შაურმერია, ნუ რაც არის მოკლედ. ყველას ცალ-ცალკე არ განვიხილავ რათქმაუნდა უბრალოდ ყველას დადებით და უარყოფით მხარეებს შევაჯამებ ჩამოვწერ .

მაშ ასე ჩვენს კაფე-რესტორნებში თუ შედიხარ:

  • უნდა აიტანო მუდმივად სელინა გომეზის სიმღერა (ჩვენი ცოდვა მოგეცეს ნანუკა ჟორჟოლიანო).
  • უნდა აიტანო თმა ხაჭაპურში ( ჩვენი ქალაქელის იქნება რა იყოთ, უცხო ხომ არ არის?).
  • უნდა აიტანო არაპროფესიონალი, მუდმივად შეწუხებული მიმტან-ბარმენი, რომელიც თვალებით გეუბნება ”ჰე, აბა დროზე აირჩიე რამე, რას გადამაყოლეო”.
  • უნდა აიტანო სისვეწკეში დაკარგული ”უჟასი ნაროდი”.
  • უნდა აიტანო მომსახურე პერსონალის ჭკუიდან გადამყვანი ბავშვები, სკოლიდან რომ იქ მიდიან პირდაპირ.
  • არ მოითხოვოთ მხოლოდ ყავა, ხვალ მთელს ქალაქს ეცოდინება.
  • არც იოცნებო განსხვავებულზე და მითუმეტეს იაფზე, რადგან თუ განსხვავებულია ის აუცილებლად უსაშველო ფასი ღირს.
  • არც იფიქრო მოწიო სიგარეტი,ამისთვის ხომ ტუალეტი არსებობს?

რაც შეეხება რესტორნებს: 

ხო, სანამ უშუალო პუნქტებზე გადავიდოდე გეტყვით, რომ ჩვენთან ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გასართობიჭამაა (ყველაზე პოპულარულია ხინკალი) . ნუ ეხლა მწვადიც მიდის იქ მერე და სხვა დანარჩენიც:)

  • სიგარეტის თემა აქაც აქტუალურია.
  • მომსახურე პერსონალის ჭუჭყიანი თმები და უკმაყოფილო სახეები მითუმეტეს.
  • მერე რა მოხდა თუ მწვადი მოითხოვე და წინა სუფრაზე დარჩენილი გაცხელებული მწვადი მოგიტანეს. უნდა აიტანო, უჭირს გენაცვალე საზოგადოებას.
  • მუსიკა აქაც ჭკუიდან შეგშლის:) სურამელაშვილების, წურწუმიების და ჩხეიძეების საღამოები გვაქვს ყოველ დღე. მოკლედ, პატარა არ დაიდარდოა:)
  • აუცილებლად უნდა ჭამო ბოლომდე. იგივე პრინციპია რაც დალევის დროს, წვეთი არ უნდა ჩატოვო, თორემ მერე რა, რომ ქალი ხარ, ლიფში ჩაგასხამენ:) თუ ბიუსჰალტერში?
  • აუცილებლად უნდა იყურო გვერდით მაგიდაზე, იქ აუცილებლად დაემხობა თავით, ვინმე ძალიან მთვრალი მამაკაცი.
  • უცნაურ თხოვნებზე აქაც პასს ვართ. მაგ: კბილის ჩხირი. რა იყო მაგის გარეშე ვერ გადაყლაპავთ?რა მეტიჩრობაა ეხლა ეს?

არაფერს ვამბობ ჭურჭელზე, კლიენეტების ჩაცმულობაზე (სახინკლეში ბედს საზიარებლად გამოცხადებაზე) მაგიდის სუფრაზე, საკვების ფასებზე, გემოზე,სანიტარულ ნორმებზე და ა.შ.

რათქმაუნდა არსებობს, გამონაკლისებით, მაგრამ ეს ის გამონაკლისია, ძალიან ცუდი და უფრო ძალიან ცუდს შორის, რომ არის .

არადა, რა მაგარი იქნებოდა ღია კაფეები როგორც ქალაქში, ასევე ზღვის პირას. მოწყობილი ზღვის  სანაპირო (ამაზე მოგვიანებით). დავჯდებოდი, დავლევდი ჩემს საყვარელ ყავას, დავწერდი პოსტს, მოვიწვევდი მეგობრებს, გავიდოდი სამსახურიდან შესვენებაზე. იქნებ, როდესმე იქნეს კიდეც 🙂

8 thoughts on “კმარა სელინა და ხინკალი

  1. გეთანხმები 100% 🙂 როგორ მინატრია, პატარა, მყუდრო კაფე, სადაც დაჯდები წვიმიან ან მზიან დღეს, დალევ ყავას და დაწერ რამეს, იფიქრებ თუნდაც და რა ვიცი. ამ მხრივ მართლა შევნატრი ფრანგებს 😀
    ყოველთვის ხომ არ ხარ ამ ხინკლის, მწვადის, ხაჭაპურის და ტორტების ხასიათზე…. 😐

  2. ჩვენი ცოდვა მოგეცეს ნანუკა ჟორჟოლიანო-ზე ვფორთხავდი 😀 😀 😀 😀 ისე ეს რომელი ქალაქის კაფე-ბარ-რესტორნებში ხდება?

Leave a reply to არეულიბლოგი კომენტარის გაუქმება