რატომ მიდიან კაცები?

 რა დამაინტრიგებელი სათაურია არა? სიმართლე გითხრათ მე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვცდილობ სხვადასხვა ისტორიებიდან რაღაც აზრი გამოვიტანო. აი წამიერად რაც თავში მომივა ეგ, თორემ დიდ ხნიანი ფიქრი და განსჯა ჩემი საქმე არაა. მთელი ცხოვრება მეზარებოდა ფიქრი და ანალიზის კეთება მოვლენებზე.

მაშ ასე, მეც ძალიან მაინტერესებს, რატომ მიდიან კაცები მაშინ როდესაც თითქმის ყველაფერი კარგადაა? ჩემი პირადი ისტორია ინახავს ერთ ამბავს. რომელიც დაიწყო ფლირტით და ზუსტად ერთ კვირაში დამთავრდა. სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი ან მისი გამოჩენა რას ნიშნავდა ან ჩემგან ესე უეცრად წასვლა. თუმცა არ გამომიძიებია. არ მივსდევ ხოლმ მამაკაცებს, მხოლოდ ერთს გავეკიდე. სულ პირველი ისტორია იყო და ვიფიქრე უნდა ვიბრძოლოთქო. ახლა ვხვდები, რომ სისულელეა. აქედან გამომდინარე, წესი პირველი:

თუ წასვლას დააპირებს უნდა გავუშვათ, სხვა შემთხვევაში სულ გზისკენ ექნება თვალი და მაინც გაგვექცევა. თუ გაუშვებ შეიძლება არც წავიდეს.

დიახ, რატომღაც ესე ვთვლი, რომ მამაკაცებს აქვს მუდმივი მოთხოვნილება იმისა, რომ ჩვენ მათი წასვლის გვეშინოდეს. ალბათ იმიტომ მიდიან, რომ მერე უკან მოვაბრუნოთ.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვერსია. როდესაც ორი ადამიანის ურთიერთობა უბრალოდ ვერ ეწყობა, ისინი ერთმანეთს ხელს უშლიან და თან არც იშლებიან, ასეთ შემთხვევაში დროის წელვა სისულელეა. ამიტომ რომელიმე მათგანი უფრო ადრე გაანალიზებს სიტუაციას და მიდის. თუმცა თუ მამაკაცი პირველი წავა ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ქალები უფრო გვიან გრძნობენ ურთიერთობაში დამდგარ კრიზისს. ქალები უბრალოდ ადვილად ვერ თმობენ ურთიერთობას და ვერ ბედავენ დაასრულონ ურთიერთობა. ვერ ბედავენ არა იმიტომ, რომ ეშინიათ , არამედ არ უნდათ ტკივილი მიაყენონ სხვებს და საკუთარ თავს. მამაკაცები კი ცივი გონებით მსჯელობენ. უბრალოდ დგებიან და მიდიან. აქედან გამომდინარე, წესი მეორე:

რა მნიშვნელობა აქვს ვინ წავა პირველი, მთავარია არ ვითამაშოთ დრამა და მშვიდობიანად დავიშალოთ.

მე ხშირად მსმენია, როგორ ვაჭრობენ გრძნობებით. მაგრამ ვფიქრობ ქვეყნად არაფერი სულიერი მატერიებზე არ იცვლება  და მათ შორის არც სიყვარული. ეს დაემსგავსება მუდმივ აუქციონს , თუმცა რაც უფრო მეტს გაიღებ მით უფრო დაზარალდები. წესი მესამე:

სულიერი კომფორტი და მშვიდი ნერვები აუცილებელი პირობაა წარმატებული კარიერისა და მოწესრიგებული პიურადი ცხოვრებისა.

დიახ, მე მიმაჩნია, რომ თუ ერთი ისტორია დასრულდა აუცილბლად დაიწყება მეორე, უფრო მაგარი. ამიტომ თუ ჩვენგან მამაკაცები მიდიან, ეს იმიტომ , რომ მათზე უკეთესი მოდის ჩვენს ცხოვრებაში.

აქვე ვაღიაროთ, რომ ყველაფერს მხოლოდ მამაკაცებს ვერ დავაბრალებთ. ხშირად ჩვენ, ქალებიც, ძალიან ბევრს ვცოდავთ. ვითხოვთ ბევრს და გვგონია, რომ ჩვენი მეწყვილე აუცილებელია ყველა ჩვენს კაპრიზს ასრულებდეს. გაუთავებლად ვეჭვიანობთ და ვაიძულებთ მათ ადგნენ და წავიდნენ ჩვენგან. მიმაჩნია, რომ ეჭვიანობა საკუთარი თავის შეურაწყოფაა. წესი მეოთხე:

თუ ჩვენ თავად შევურაწყოფთ საკუთარ თავსა და გრძნოებებს, ვერ მოვთხოვთ ჩვენს მამაკაცებს პათივი სცენ მათ.

როდესაც ურთიერთობა ნდობაზე და თანაბარ უფლებელზე იქნება დამყარებული, ვფიქრობ წასვლა არც მამაკაცს და არც ქალს არ მოუდება. კომფორტი მნიშვნელოვანია, აუცილებლად სიყვარულთან ერთად.

არ ვიცი, რამდენად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი და ვუპასუხე თუ არა სათაურს, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცი. მამაკაცებს უყვართ კომფორტი, ისევე როგორც ჩვენ და თუ ორივე ვიზრუნებთ ერთმანეთის სულიერ კომფორტზე, არ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაწყოფას, არ ვეცდებით ერთმანეთის თავიდან გაზრდას და მივიღებთ ჩვენს მეორე ნახევრებს ისეთებად, როგორებიც არიან, ვფიქრობ ყველაფერი კარგად გვექნება.

ბოლოს უნდა ავღნოშნო, რომ ჯანსაღ ურთიერთობებშიც ძალიან ბევრი თემაა, რომელიც კამათს გამოიწვევს წყვილებს შორის და ეს ძალიან გაახალისებს ურთიერთობებს. ზოგჯერ კამათიც აუცილებელია.

ბედნიერ სიყვარულს გისურვებთ:) ❤

Advertisements

15 thoughts on “რატომ მიდიან კაცები?

  1. yoveltvfis roca mamakacii met interess xedavs qalisgan es ubralod bezrdeba……gadametebuli interesi gadametebuli monatreba, gadametebuli (uazro) shekitxvebi, gadametebuli siyvarulic ki…..arasodes agrznobinot reom(dzalian) giyvart,rom(dzalian) gchirdebat,rom mis gareshe ver icocxlebt..da auvileblaad sheinarchunebt mas….asee vpiqrob:))))

  2. ჩემი აზრით, თავისუფლების წყურვილია…
    ბიჭი არ ვარ, მაგრამ მე პირადად ამ მარტივი მიზეზის გამო წავედი ერთი და იმავე ადამიანისგან ოთხჯერ ^^

    • თუ ურთიერთობა ჯანსაღია და ნდობაზე დაფუძვნებული, მაშინ თავისუფლების დეფიციტს არ უნდა ვგრძნობდეთ. არა? ანუ შეზღუდულები არ ვიქნებით და ვალდებულებებისც არ გვექნება. კიდევ რაღა დარჩა?

      • ჰო, მივხვდი, ანუ ის ვიგულისხმე ეგ არაფერ შუაში არაა ხოლმე, კი არა და მაგის გარეშეც შეიძლება წახვიდე ^^

      • ჰო 🙂 ისე ზოგჯერ იღლები და დასვენება გინდა, ცოტა ხანი მარტო ყოფნა. სხვა თემაა, მაგრამ კაცებს თუ ეტყვი დროებით დავშორდეთ და მარტო ვიყოთო, ჰგონიათ აღარ გიყვარს და შორდები. არადა ურთიერთობაშჳ აუცილებელია განტვირთვა:) მე ესე მემართება ხოლმე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s