მახსოვს სკოლაში გვითხრეს, რომ ვინც ყველაზე კარგ რამეს დაწერდა დაჯილდოვდებოდა.
ვერ მივხვდი რა იყო ეს ყველაზე კარგი რამე, მაგრამ ვიფიქრე მომეგონებინა რაიმე გულის ამაჩუყებელი.
დიდხანს არ მიფიქრია, უბრალოდ ცოტა სიმართლეს დავუმატე კიდევ უფრო ცოტა ტყული და დავწერე.
დავიწყე, რომ ჩემი ნება, რომ იყოს პირველ სექტემბერს გავაუქმებდი.
ჩემი ნება, რომ იყოს ყველა დედას შვილზე ადრე მოვკლავდი.
ჩემი ნება, რომ იყოს ადამიანებს ჩუმად ვასევდიანებდი.
ჩემი ნება, რომ იყოს დამოუკიდებლობის გაკვეთილებს ჩავატარებდი სკოლაში.
ჩემი სურვლებიდან მხოლოდ ერთი ასრულდა და 1 სექტემბერი გააუქმეს.
მე მაშინ ეს დავწერე:
შენი შვილი შენ წაიყვანე სკოლაში.
იმ დღეს როგორი ამინდი იყო არ ახსოვს. ახსოვს, რომ რაღაც ძალიან ცუდს ელოდა ყველა. თუმცა კონკრეტულად რა უნდა ყოფილიყო არ იცოდნენ.
არ იცოდა რას ნიშნავდა შეშლილი სახე, მაშინ მათ ყველას შეშლილი სახეები ჰქონდათ. თუმცა ყველაზე ნაკლებად თავად ხვდებოდა ამას, რადგან არ იცოდა, რა უნდა აღექვა და ცაზე ასეთ დიდ ღრუბელს რატომ შეყურებნენ.
ახსოვს,მოულოდნელად როგორ წამოიკივლა ქალმა, როგორ დაიწყეს მეზობლებმა შემოსვლა, როგორ გახდა უმართავი ირგვლივ სამყარო და ნელ-ნელა როგორ დარჩა მარტო.
ახსოვს, როგორ ჩაააცვეს საწრაფოდ და სხვა სახლში წაიყვანეს.
ახსოვს, როგორ ცხოვრობდა იმ სახლში და ისიც როგორ ლოცულობდა არ დაეწვათ მისი სახლი. თუმცა არ ნერვიულობდა, რადგან მისი ტვინი 5 წლის ასაკში არ ღმოჩნდდა მზად უცნაური ამბების აღსაქმნელად.
განსაკუთრებით კარგად ახსოვს, ოთახი სადაც შეიიყვანეს, რა დროსაც შავებში შემოსულმა ქალმა ცხედარს დახედა, ის მისკენ მიმიხმო და კივილით ამცნო იქაურობას თუ მის თავს, რომ მისი და მივიდა.მაშინ მიხვდა, რომ მის დედის-შვილებს ერთი გამოაკლდა.მოგვიანებით გაიგო, რომ გამოაკლეს.
იმ საღამოს ბევრი იფიქრა, პირველად და უკანასკნელად იფიქრა ცხოვრებაში.
გაახსენდა საღამო, იმის ძმაკაცთან მიმიყვანეს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მის ნახვაზე უარი თქვა, რადგან როგორც ამბობენ თურმე განსაკუთრებით ყვარებია პატარა და .
მოგვიანებით ისიც მიხვდა, რომ იმ წამს, მათი ცხოვრების მხიარული ნაწილი სამუდამოდ დასრულდა და წინ ახალი შავი მომავალი დაიწყო.
არავინ იცინოდა. მუდმივად ეგონა, რომ რაღაცას აშავებდა.
ელოდებოდა როდის შევიდოდი სკოლაში და გახდებოდი პირველი კლასის მოსწავლე. ეს მისი ხსნა იყო.
თუმცა, არ შეუყვარდა პირველი სექტემბერი,ის მარტო მივიდა სკოლის უზარმაზარ ეზოში. ნახა სხვა ბავშვები, მათი დედები, სიცილი, მხიარულობა, გაბრწყინებული ოჯახები, რომლებიც შვილების პირველკლასელობას ზეიმობდნენ და…….. ის მარტო სკოლაში. რადგან გლოვამ მოიცვა მაშიმ მის ირგვლივ ყველა. აქედან დაიწყო, პირველი დიდი ტყუილის ათვლა მის ცხოვრებაში: ”დედაჩემი წაქცა, ფეხი მოიტეხა, აი იქ მანქანიდან მიყუებს, რადგან ვერ გადმოდის”
არ უყვარდა სკოლიდან სახლში მიბრუნება, რადგან ის ქალი მას არ ელოდა. ის ქალი ტიროდა, ტიროდა, ტიროდა, ტიროდა…გლოვობდა შვილთაგან ერთ-ერთს.
სულ ეს იყო მაშინ რაც დავწერე, არ ვიცი მიხვდნენ რამეს თუ არა. უბრალოდ საჩუქარი გადმომცეს.
ეხლა კი ვიცი,რომ არსებობს კანონები, რომლებსაც ბუნება და ცხოვრების სტილი ადგენს. არსებობს დოგმები, რომლებსაც საკუთარ თავს თავად უწესებს ადამიანი. არსებობს მოსაზრებები, რომლებსაც ხმამაღლა ვერ იტყვი. არსებობს ოჯახური სტატუსები, რომლებიც სიყვარულს გაიძულებს და ამასობაში მართლაც გიყვარდება. არსებობთ შენ და საკუთარი თავი, რომლებიც ძალიან გულახდილები ხართ ერთმანეთთან და ამ დროს საკუთარი თავიც გეზიზღება. ხშირად აქედან გამომდინარეც ვგებულობთ ადამიანები, რომ სიმართლე საკუთარ თავთანაც ძალიან მძიმედ სთქმელია. თუმცა ამ სიმართლის აღიარებას, ძალიან დიდი შვება მოყვება და შემდეგ არ გადარდებს, რა იცი სხვამ და რა არის სინამდვილეში. მტავარია შენ იცი რაც ხდება.
არის ცხოვრებისეული ისტორიები. დრამატული სცენები საკუთარ ცხოვრებაში, საიდანაც მაგარი კინო შეიძლება გადაიღო.მიიღებდა ყველა ოსკარს, მოხსნიდა რეკორდებს და გააგიჟებდა სამყაროს. ამ ისტორიის ყველა მონაწილე არის უნიკალური ადამიანი, მათ აქვთ თავიანთი პატარა თუ მცირე დამოკიდებულელები მომხდარის ირგვლივ და ეს ყველაფერი ერთად ძალიან მძიმე მოსასმენი შეიძლება იყოს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ ვიტყვით, რომ საპროფილო თემაა, ამისათვის არ გავაფუჭებთ.
ტკივილი ადამიანს აფუჭებს. გაჭირვება ადამიანს ანადგურებს. მუდმივი უკმაყოფილება ადამიანს აკომპლექსებს. მუდმივი სიდუხჭირე ადამიანებს შურიანს ხდის და ამ ყველაფერს პიროვნების განადგურებამდე მივყავართ.
თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომელსაც საკუთარი თავის სიყვარული აძლიერებს. ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, მას არ მიატოვებს. არ ჩააგდებს დეპრსიაში, არ დამართებს არასრულფასოვნების კომპლექსს და არ მისცემს საშუალებას ჩაიკეტოს და განადგურდეს. მუდმივად და დაუღალავად იბრძოლებს თვითგადარჩენისთვის.
მის ცხოვრებაში რათქმაუნდა იქნება, იმედგაცრუებაც, არასრულფასოვნების კომპლექსი, შურიანი გამოხედვა, ნატვრა და სურვილები, მოწყალების ლოდინი. თუმცა, თუკი თავად არ დაიწყებ გამოსავალის ძებნას, ყოვლთვის გამოჩნდდება ადამიანი, ვინც ეცდებია წაგართვას ის რაც გაქვს.
მე წარმოუდგენლად მწამს, რომ რაც არ კლავს ის აძლიერებს.
მე წარმოუდგენლად მწამს, რომ თუ გაქვს სურვილი აუცილებლად გადარჩები.
მე მჯერა, რომ უნდა აპატიო, რადგან მიხვდეს მის შეცდომებს, თუმცა ამის შესახებ უნდა უთხრა კიდეც.
მე მწამს, რომ გულწრფელი ადამანები არსებობენ, თუკი თავად შექმნი მათ.
მე წარმოუდგენლად მჯერა, რომ ბევრი არ უნდა იფიქრო და საკუთარ რთულ მდგომარეობას არ უნდა ჩაუღრმავდე,ეს გაგაგიჟებს.
მე წარმოუდგენლად მწამს, რომ როდესაც ბევრს ფიქრობ, კიდევ უფრო ბევრი რამე გამოგეპარება და შანსებს ხელიდან გაუშვებ.
მე წარმოუდგენლად მწამს,რომ შემთხვევითობა ბევრად მაგარია.
მე წარმოუდგენლად მჯერა რომ გაჭირვება წვრთვნის…
თუმცა მე დანამდვილებით გეტყვით, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ახდებს და კვალს ტოვებს პიროვნებში. თუმცა, ამის შესახებ ვეცდები, მომდევნო პოსტში დავწერო.