მგზავრობა….მარშუტი ფოთი-თბილისი და ატეხილი ბაბუ :)

რა უცნაურებია ადამიანები არა?

გუშინ, როგორც იქნა თავი დავაღწიე ჩემს პროვინციას, ჩავჯექი ტრანსპორტში და დედაქალაქისაკენ გამოვემგზავრე, ვიფიქრე ცოტას დავიტენებითქო თან მაგარ ტრენინგებს გამოვკარი ხელი.

სულ რამოდენიმე ადამიანი ვმგზავრობდით, მე, ერთი 65 წლის მამაკაცი, ერთი ჩემი თანატოლი ბიჭი და ერთიც ქალბატონი შვილითურთ, რომელიც იქნებოდა 45 წლამდე.

ამ ბოლო ხანს ძალიან მეშინია მარშუტკის მძღოლების, ვერ ვენდობი, ჩვევად მექცა, რომ მთელი მგზავრობის განმავლობაში გავყურებ გზას, რაღაცნაირად ვმშვიდდები, ვინაიდან ჩემს გვერდით არავინ იჯდა მოვიმარჯვე მზესუმზირა და დავუწყე გზას ყურება.

ცოტა ხანში ეს ჩვენი 65 წლამდე მამაკაცი მეუბნება, რომ გადმოჯდებოდა ჩემს გვერდით რადგან იქ, სადაც იჯდა არაკომფორტულისავარძელი ყოფილა. რათქმაუნდა არ დამიშლია, გადმოჯდა და რა გად-მოჯ-დაააა. გამომკითხა ასაკი, პროფესია, სამუშაო ადგილი და და ამის შემდეგ დაიწყო მისი სტუდენტური წლების გახსენება. თავიდან ვიფიქრე რა საყვარელი ბაბუათქო. მთელი მგზავრები აიყოლია, ყველა ჩაერთო ამ ისტორიების მოსმენაში და ბოლოს სულ აიწყვიტა.

მოყვა, როგორ ღალატობდა ცოლს, როგორ აბამდა ქალებს და მოკლედ ერიჰაააა, სულ 22 წლის გოგონები მყავსო. მე რომ მხვდებიან მერე 300 გრამს იმატებენ წონაშიო. გადავიდა დაუკრეფავში. აშკარად დაეტყო, რომ ძალიან არასანდო ადამიანი იყო. ერთი სული მქონდა მძღოლს უღელტეხილზე გაეჩერებინა და ადგილი შემეცვალა, სანამ ხელების ფათურს დამიწყებდა.

თავისი ისტორიები არ იკმარა და ჩემთვის დაიწყო კანდიდატების შეჩევა, ბოლოს ჩემს თანატოლ ბიჭს მიადგა, რომელიც ჩვენთან მგზავრობდა და ლამის შეევედრა ეაქტიურა და შევები.

როგორც იქნა გადავჯექი სხვაგან, ბაბუ ეხლა იმ შუახნის ქალბატონს ებაასებოდა კერძებზე (რესტორანი ქონია მისი). მერე იმ ახალგაზდა ბიჭმა დამიწყო კურკური, ბოლოს ტელეფონი დამიძრო და სურათები დაათვალიერეო მითხრა. მეც ჰოთქო და გადავხეე. ფოტოზე ვიღაც გოგოსთან ერთად იყო. არ დაგავიწყდეთ მანამდე თქვა ცოლი არ მყავს, ჯერ უნდა ვისწავლო, საზღვარგარეთ მივდივარო. მანქანა მყავსო და ბლა ბლა ბლა. არ მეკიდა?

ეს ფოტო რომ ვნახე, არც მიკითხავს ისე მითხრა ჩემი მეგობარიაო, მივუბრუნდი და ვეუბნები, რატომ მატყუებ შენი ცოლიათქო, ვიცნობ ამ გოგოსთქო. არადა აზრზე არ ვიყავი ვინ იყო. საწყალი, ეს ისედაც წითელი ლოყები სულ გაუწითლდა, მერე გათეთრდა და შენ საიდან იციო ძლივს მკითხა. მოკლედ ესეც გავშიფრე და თავი დამანება.შეეშინდა ალბათ ჩემს ცოლს არ უთხრასო.ჰაჰაჰაჰა.

ეს ამბები გორამდე ვითარდებოდა, გორიდან-თბილისამდე კი ძალიან მშვიდად ვიმგზავრე. რა მაგარი იქნა კუპე მარშუტკები, რომ არსებობდნენ. არავინ არ გაგიბუყრღავს ტვინს.

Advertisements

4 thoughts on “მგზავრობა….მარშუტი ფოთი-თბილისი და ატეხილი ბაბუ :)

  1. ოუ ოუ ოუ როგორ არ მიყვარს ეგეთი ბებრები
    ყოველგვარ სიმპათიას გიკარგავენ ასაკოვანი ხალხის მიმართ რა…
    ისეთი ხალხია, ვერა და ვერ რომ ვერ ჩამოყალიბდა 😐

  2. აი ამიტომ ვათენებ ხოლმე გამგზავრების წინა ღამეს, რომ მეორე დღეს გზაში ვიძინო, არც ვიღლები და არც ტვინს მიბურღავენ :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s