რამსარის კონვენციით დაცული ტერიტორია და ახალი საერთაშორისო ეროპორტი

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ფოთში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. როგორც თავად პრეზიდენტმა მოგვახსენა, აეროპორტი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ერთ-ერთი სერიოზული პროექტია და ფოთის თავზე სულ რაღაც ერთ წელიწადში ბოინგები იფრენენ. ეს მაშინ, როდესაც ამ ქალაქში ორსაერთულიანი სახლებიც კი ვერ ძლებს დიდი ხანი და ჭაობში ეფლობიან. ამასაც, რომ თავი დავანებოთ, აეროპორტი ზუსტად იმ ტერიტორიაზე შენდება სადაც კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს, ეს უკანასკნელი კი საერთაშორისო მნიშვნელობის ეკოსისტემაა და მას რამსარის კონვენცია იცავს.
კოლხეთის დაბლობი განსაკუთრებით 1996 წელს მოხდა საერთოაშორისო ყურადღების ცენტრში, როდესაც საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით – წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა.
კოლხეთის ეროვნული პარკი, დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. კოლხეთის ეროვნული პარკის შექმნის მიზანი შავი ზღვის აღმოსავლეთ ზოლისა და საერაშორისო მნიშვნელობის მქონა ჭარბტენიანი ეკოსისტემის დაცვია და გადარჩენია იყო.

კოლხეთის ეროვნული პარკის ძირითადი და ნამდვილი მშვენება პალიასტომის ტბაა, რომელიც წლიების წინ შავი ზღვის ყურე იყო. საუკუნეების მანძილზე ზღვის ტალღების მიერ სანაპიროს გასწვრივ გადაადგილებულმა ქვიშის დიუნებმა ლაგუნა ზღვის მარილიან წყალს მოსწყვიტა, ხოლო მდინარე ფიჩორიდან პალიასტომში ჩადინებულმა სუფთა წყალმა ტბა გაამტკნარა და წყლის უხერხემლოებითა და პლანქტონით მდიდარ, სამი მეტრის სიღრმის ბუნებრივ წყალსატევში თევზის მრავალი სახეობისთვის იდეალური საარსებო გარემო შეიქმნა.

ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო ბორეალური სახეობები – სფაგნუმის ხავსები, მრგვალფოთოლა დროზერა, ჩრდილოეთის ისლი და სხვა ალპური ზონის მცენარეები ისლი და შქერი. დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში შედის: მურყანი, ლაფანი, იმერული და ხართვისის მუხები, კარგად განვითარებული მარადმწვანე ქვეტყით, კოლხური სურო და სხვა. დიუნების ქვიშიან ზოლში ხარობს ქაცვი, ძეძვი და სხვა. მრავალფეროვანია წყალმწენარებიის სახეობრივი შემადგენლობა.
კოლხეთის ეროვნული პარკში დღემდე შემორჩენილია ფლორისტული შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები.
აქ გავრცელებულია და გადაშენების პირას მისული მცენარეთა სტატუსით წითელ წიგნშია შეტანილი ორი სახეობა – ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი. ტბების და ჭაობის მდინარეების გასწვრივ ძლიერ დანესტიანებულ ადგილებში კი გავრცელებულია ისეთი მცენარეები, როგორიცაა: კოლხური და ყვითელი დუმფარა , წყლის კაკალი და ლემნა, ხოლო ტორფიან ჭაობებში, ტუნდრისმაგვარ ჩრდილოურ სახეობებთან ერთად, სამეფო გვიმრა და იმერული ისლი გვხვდება.
იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების სახით, ზოგიერთი მათგანი შესულია საქართველოს “წითელ ნუსხაში”:Kკოლხური მუხა, ლაფანი, კოლხური ბზა, ხოლო დანარჩენი სახეობებისაგან დაზიანებულია: იფანი, ქართული მუხა და თხმელა.

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ფრინველების სულ 194 სახეობის ფრინველი ბინადრობს. აქ უამრავი ფრინველის ყოველწლიული მიგრაციის მარშრუტი გადის. შემოდგომობით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ხოლო გაზაფხულზე თბილი ქვეყნებიდან თავიანთი ბუდობის ადგილებისკენ დაძრული მილიონობით ფრინველისთვის დაუსახლებელი ჭაობები დასვენების და შორეულ გადაფრენებს შორის სულის მოთქმის იდეალური ადგილია, ხოლო მრავალი სახეობის ფრთოსანისთვის კოლხეთი გამოსაზამთრებელ ადგილს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში საქართველოს „წითელი ნუსხის“ 6 სახეობის ძუძუმწოვარია გავრცელებული.
ზღვის ძუძუმწოვრები წარმოდგენილი არიან დელფინების 3 სახეობით: აფალინა, თეთრგვერდა დელფინი და ზღვის ღორი.

კოლხეთის ეროვნული პარკის წყლის ეკოსისტემებში გავრცელებულია საქართველოს “წითელ ნუსხის“ თევზის 6 სახეობა: სვია, ფორეჯი , ატლანტური ზუთხი -, შავი ზღვის ორაგული, ღორჯო – მექვიშია , მორევის ნაფოტა.

ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”-ს ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი და ექსპერტი ეკოლოგიურ საკითთხებში, ირაკლი მაჭარაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს,რომ დაცული ტერიტორიების განადგურება ეკოლოგიურ კატასტროფეფს გამოიწვევს. –”განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებს კოლხეთის დაბლობს. ტერიტორიარომელიც კოლხეთისეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის ეგრეთ წოდებული რეფუგეუმია. ანუ, ესენია ადგილები, რომლები გადაურჩნენ გამყინვარებას.კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეიძლება ვნახოთ ისეთი მცენარეულობის ნაშთები და ისეთი ტიპის ცხოველები, რომლებიც რომლებიც დამახასიათებელი იყო გამყინვარების წინა პერიოდისათვის.სწორედ ასეთივემცენარეები და ცხოველები შეგვიძია ვნახოთ კასპიის ზღვის სანაპიროზე. საზოგადოებაში დომინირებს აზრი, რომ დიდ ინდუსტრიულ პროექტებს არ უნდა შევეწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით მაშჳნ თუ წინააღმდეგობების მოტივი გარემოს დაცვაა. ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ კავშირშის გარემოსთან. ჩემი აზრით ამ მხრივ საზოგადოებას ინფორმირებულობა აკლია. თუ მათი ინფორმირებულობის დონე აიწევს გარემოს დაცვით საკითხებში, გაცილებით მარტივად ჩაწვდებიან, რატომ ვებრძვით ასეთ პროექტებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა.”

ადგილი სადაც ახალი საერთაშორისო ეროპორტი შენდება, ფრინველების გადამფრენ სარტყელში მდებარეობს, რაზეც ზევით ვისაუბრე. მარტივად რომ ვთქვად, ბოინგის აფრენისას სავსებით შესაძლებელია მის მოტორში ფრინველი შეფრინდეს და კატასტროფა გარდაუალი იქნება.
ყურადღება კვლავ რამსარის კონვენციაზე მინდა გავამახვილო და განვმარტო რაც ნიშნავს, რამსარიის კონვენციით დაცული ტრიტორია.
1971 წლის 2 თებერვალს ქ. რამსარში (ირანი) 18-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას „საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ. იგი წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს წყალჭარბი ტერიტორიების დაცვასა და მათ მდგრად გამოყენებას და ამისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას. ტერმინში „წყალჭარბი ტერიტორიები“ კონვენციის ტექსტში იგულისხმება ჭაობები, ჭანჭრობები, ტორფიანი ტერიტორიები, ყველა ტიპის წყალსატევები – როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური, მუდმივი და დროებითი, დამდგარი და გამდინარე, მტკნარი, ნახევრად მარილიანი და მარილიანი, აგრეთვე ზღვის აკვატორია, სადაც წყლის სიღრმე უკუქცევის დროს არ აღემატება 6 მეტრს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ სავარგულებს, როგორც წყლის ფრინველთა საბინადრო ადგილის, მნიშვნელობას. კონვენცია ხელმომწერ მხარეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. მათ უნდა უზრუნველყონ წყალჭარბი ტერიტორიების დაცვა და მდგრადი გამოყენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.მთავრობებმა მიწათსარგებლობის სახელმწიფო დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ წყალჭარბი ტერიტორიების დაცვის აუცილებლობა. გარდა ზოგადი ვალდებულებებისა, რამსარის კონვენციას აქვს სპეციფიკური მოთხოვნაც: ყოველმა მხარემ უნდა გამოაცხადოს სულ ცოტა ერთი ე.წ. რამსარის საიტი, რომელიც შუა საერთაშორისო მნიშვენობის წყალჭარბი ტერიტორიების, ანუ რამსარის საიტების სიაშია. მათი შერჩევა ხდება სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით. მხარეები ვალდებული არიან შეინარჩუნონ ამ ტერიტორიების ეკოლოგიური ხასიათი და ითანამშრომლონ ტრანსასაზღვრო წყალჭარბი ტერიტორიებისა და აქ მომდინარე სახეობების დაცვის საქმეში. საქართველო რამსარის კონვენციას შეუერთდა 1996 წელს. რამსარის საიტად გამოცხადდა კოლხეთის დაბლობის წყალჭარბი სავარგულები (კერძოდ ჭურიის ჭაობები, ნადარის ჭაობები, ფიჩორა-პალიასტომის ჭაობები, პალიასტომის ტბა და შავი ზღვის აკვატორია).
გარდა იმისა, რომ აეროპორტის მშენებლობა კოლხეთის ეროვნული პარკისთვისა დიდი საფრთხის შემცველია, იგი თავად ფოთის მოსახლეობასაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგან მშენებარე აეროპორტი დასახლებული პუნქტიდან 300-500, ხოლო ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული, რის გამოც ქალაქს ხმაურით დაბინძურება ემუქრება. აეროპორტის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები, უბრალოდ, ვერ დაიძინებენ, რადგან შეუძლებელია, რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით ბოინგებისა და აერობუსების ფრენის პარალელურად, ვინმემ ძილი შეძლოს, მით უმეტეს, რომ ამას არანაირი ხმაურის იზოლაცია არ უშველის.
“თვითონ ფოთის, როგორც ქალაქის, არსებობაც, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს, რადგან არ შეიძლება ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრის რადიუსში არსებობდეს წინა აზიაში უდიდესი აეროპორტი, როგორც მას მოიხსენიებენ. მე ბევრ აეროპორტში ვარ ნამყოფი და არცერთი მათგანი არ მახსენდება, რომ ქალაქიდან 15 კილომეტრზე ნაკლები მანძილით იყოს დაშორებული, აქ კი მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრზეა საუბარი”, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის „არგო-მედია“ დამფუძნებელი ირაკლი აბსანძე, რომელიც უკვე წლებია ამ თემაზე მუშაობს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული, გამოიწვევს კოლხეთის ეროვნული პარკის განადგურდებას და უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც იშვიათობას წარმოადგენს აღარ გვექნება. ადვილი მისახვედრია ისიც, რომ ფრენის უსაფრთხოებაც ძალიან რთულად დასაცავი გახდება, რადგან უამრავი ფრინველით მდიდარ მიდამოებში შეუძლებელია ფრენის სრული უსაფრთხოების დაცვა. როგორც ექსპერტები ამბობენ, მცირე ფრინველსაც კი შეუძლია ძალიან დიდი ბოინგი ააფეთქოს, თუ მოტორში შეფრინდება, ასეთი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა. სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე ცნობილია, რომ მსგავსს სიტუასციაში, საგანგებოდ არჩევენ აეროპორტებისთვის ფრინველებით ნაკლებად დატვირთულ ადგილებს. მითუმეტეს, რომ ამ ტერიტორიიდან 5-10 წუთის საფრენ მანძილზე არსებობს სხვადასხვა ქალაქის აეროპორტები. ჩვენს შემთხვევაში ესენია, ბათუმის , სენაკის და ქუთაისის აეროპორტები.
”როდესაც ასეთი მნიშვნელობის ობიექტი შენდება, მითუმეტეს ასეთი მასშტაბის, ყველა, უმცირესი, ფაქტორიც კი უნდა იქნას გათვალისწინებული, ფოთის აეროპორტის შემთხვევაში კი ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორი იჩენს თავს. მშენებარე აეროპორტი გაანადგურებს იმ დიდ სიმდიდრეს, რასაც კოლხეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს და რის გამოც იგი საერთაშორისო კონვენციითაა დაცული. მეორე, ის, რომ ეს ტერიტორია თავად ფრენებისთვისაც საფრთხის შემცველია, ფოთისა და ფოთელების პრობლემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მათთვის საკითხი ფაქტობრივად ასე დგას – ან ქალაქი უნდა არსებობდეს ან აეროპორტი, ან აეროპორტი, ან ეროვნული პარკი” –ამბობს აფსნაძე.
ეკოლოგი და ექსპერტი გარემოს დაცვით საკითხებში, ანზორ ტყებუჩავა კი ჩვენთან საუბარში შემდეგ კომენტარს აკეთებს ” აბსურდათ მიმაჩნია, ფოთში დიდი აეროპორტის აშენება, მითუმეტეს ბოინგების თემაა ჩემთვის გასაკვირი და სასაცილო. შეისწავლონ ფოთის გრუნტი და ნახავენ, რომ იგი ვერ გაუძლებს ბოინგს. რათქმაუნდა გრუნტის გამაგრებაც შესაძლებელია, მაგრამ ეს მილიარდებთანაა დაკავშირებული და ეჭვი მეპარება საქართველოს ბიუჯეტი გაწვდეს ამას. მე თამამად ვაცხადებ, რომ თუ აეროპორტის მშენებლობა არ შეჩერდება ან მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება, როგორც კოლოგიური ასვე სხვა სახის კატასტროფები გარდაუალია”
როგორც  ხედავთ პრობლემა საკმაოდ რთული და მრავალფეროვანია, მისი მოგვარების გზები კი ჯერჯერობით დაუდგენელი, თუმცა ამ დროისათვის დაზუსტებით, მხოლოდ ორი რამ არის ცნობილი: შენდება ახალი აეროპორტი და განადგურება ემუქრება უნიკალურ ეკო-სისტემას, კოლხეთის ეროვნულ პარკს.

Advertisements

5 thoughts on “რამსარის კონვენციით დაცული ტერიტორია და ახალი საერთაშორისო ეროპორტი

  1. საზოგადოების ინფორმირებულობა სერიოზული პრობლემაა, არამარტო ამ საკითხში. ზოგადადაც. ამიტომ უნდა გატარდეს რაღაც ღონიცძიებები და ვიმუშაოვოთ საზოგადოებიც ინფორმირებულობაზე

  2. ალბათ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ აეროპორტს ააშენებენ მათაც დაასაქმებენ და ამიტომაც არიან ჩუმად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s