გადავხედე ჩემს ოთახში, საწოლთან მდგარ ძველებურ ტუმბოს და გამეღიმა. ალბათ ვტიპობ. ზოგადად ჩემს სახლში ძველებური ავეჯი დგას, აი ისეთი ძველ დიდებას, და მსუყედ ცხოვრების ისტორიას,რომ ახსენებს პატრონს . მერე ეს ავეჯი წლებთან ერთად ხუნდება ჩვენი შპალერის არ იყოს სიძველის სუნი დაკრავს. მერე ირევა პატივისცემა ძველი ავეჯისადმი და ნოსტალგია მსუყედ ცხოვრებისა. თუმცა მე მე არ ვიქნებოდი ყველაფერი პოზიტივი არ ჩავდო და ჩემი ძველი ავეჯის გარემოცვაში არ დავლიო ჩემი საყვარელი მარტინი, ვიკითხო ჟურნალები და ვიცეკვო დაღლამდე.მარტოობამ ბევრი რამ იცის.
ხო, იმას ვამბობდი, რომ გამეღიმა ჩემს ძველ ტუმბოზე მოთავსებულ ნივთებს, რომ გადავალე თვალი. ჟურნალ „სითი“,ქენდის ბუშნელის „სექსი დიდ ქალაქში“, „ქერის დღიურები“, „ ბინესი მაღალ ქუსლებე“, „მეხუთე ავენიუ“. ლეპტოპი, ყავის ჭიქა, რომელშიც ჯერ კიდევ გუშჲნ მოხარშული ყავის ნარჩენი ასხია და ჩემი სუნამო, განუმეორებელი შავი ვერსაჩე.
ვტიპობთქო დავწერე, ხო, ალბათ მართლაც ეგრეა. ყველა ზევით ჩამოთვლილი ნივთი მახალისებს.
მერე რა მოხდა თუ ძველი ავეჯით მორთულ ოთახში წავიკითხავ სითის ნომერს, სადაც ავტორი აღფრთოვანებული ყვება, როგორ სახლს აშენებენ ოპერასთან. ყვება ამ ძალიან მაგარი პროექტის შესახებ და მეცინება. რადგან ზუსტას ასეთივე მოდის ბოლო კივილი იყო ჩემი სახლი 30 წლის წინ და ალბათ ასეთივე იქნება ჩემი ახალი სახლი, 30 წლის შემდეგ. შეუძლებელი არაფერია.
ფეისბუქზე არის თამაში, სიმების ოჯახზე. ყიდულობ მიწას, აშენებ სახლს, მუშაობ, რომ ფული შეაგროვო საჭირო ნივთებისათვის. მერე უფრო ბევრს მუშაობ და უფრო თანამედროვე ნივთებს, ავეჯს ყიდულობ. დაახლოვებით ერთი წელია ვთამაშობ და უკვე ორი სახლი მაქვს. მთის და ზღვის. საკუთარი პლაჟიც მოვიწყვე,სამსახურიც მაქვს. მოკლედ ყველაფერი ისევეა როგორც ცხოვრებაში, გადიხარ ლეველებს და გეძლევა დამატებითი უფლებები. ამ თამაშჲს შემდეგ მივხვდი, რომ ალიან მაგარია გქონდეს საკუთარი სახლი, რომელსაც შენი გემოვნებით მოაწყობ. უკვე ოცბენად მექცა, სახლი, რომელიც ტყეში, მდინარის პირას დგას. დიდი მინებიანი კედლებით, ბუხრით და კომფორტით.
არ იფიქროთ ჩემი სახლი არ მიყვარს, მე ჩემი სახლიც მიყვარს, დიდი და ძველი, უამრავი ზედმეტი ნივთით და დიდი ისტორიით. სახლი სადაც 8 ადამიანი ცხოვრობს და მაინც შეგიძლია განმარტოვდე. სახლი, რომელიც გაძლევს საშუალებას მოიყვანო შენი მეგობრები და იმხიარულოთ დილამდე მარტოებმა. სახლი, რომელსაც სამი შესასვლელი აქვს და ბავშობაში პაემნებზეც ვიპარებოდი, ისე რომ არავინ მამჩნევდა. სახლი, რომელიც არ მიყვარს მხოლოდ მაშჲნ, როდესაც დასალაგებელია. სახლი სადაც შეგიძლია ჩუმად მოწიო სიგარეტი და ეს ვერავინ გაიგოს. სახლი, სადაც მე ყველაზე ბედნიერი ვარ. სახლი სადაც ძალიან თავისუფალი ვარ. ჩემი, ჩემი,ჩემი სახლი.
შენ ამბობ, რომ შეგიყვარდი:):):) ამაზე ბევრს დაგცინი,შენ არ მიჯერებ. ჯიუტად გიმეორებ, რომ არ უნდა შეგიყვარდე. მიზეზების დასახელებას მთხოვ. პასუხის გაცემა მუდმივად მეზარება, რადგან ბევრი პასუხი აქვს შენს ერთ შეკითხვას. არ მეშვები და აი პასუხიც !
ნუ შეგიყვარდები–არ ვარ საინტერესო!
ნუ შეგიყვარდები–არ ვარ ერთგული!
ნუ შეგიყვარდები–არ მიყვარს პასუხისმგებლობები!
ნუ შეგიყვარდები–ვერ დაგიფასებ!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მალე მიგატოვო!
ნუ შეგიყვარდები–მალე მბეზრდება ყველაფერი, მათ შორის ადამიანებიც!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მოგატყუო!
ნუ შეგიყვარდები–არ ვიძლევი!!
ნუ შეგიყვარდები–ცვალებადი ვარ!
ნუ შეგიყვარდები–გემრიელ სადილებს არ ვაკეთებ!
ნუ შეგიყვარდები– არ ვარ ლამაზი!
ნუ შეგიყვარდები–ხშირად ყველაფერი ფეხებზე მკიდია!
ნუ შეგიყვარდები–თუ რამეს დავეპატრონე არ ვთმობ-ხოლმე!
ნუ შეგიყვარდები–დაგისაკუთრებ!
ნუ შეგიყვარდები–ეჭვიანობის მსხვერპლი გახდები!
ნუ შეგიყვარდები– წონის პრობლემა მაქვს!
ნუ შეგიყვარდები–არ მიყვარს ტრადიციულ-ოფიციალური ვიზტები!
ნუ შეგიყვარდები–მაინც დავიშლებით!
ნუ შეგიყვარდები–ყველაზე მეტად საკუთარი თავი მიყვარს!
ნუ შეგიყვარდები–გაწამდები!
ნუ შეგიყვარდები–საოჯახო საქმეები მუდმივად მეზარება!
ნუ შეგიყვარდები–კომფორტი მიყვარს.
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!
ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!
–ყავა დავლიოთო–არ მცალია-მეთქი!
–გავისეირნოთო–არა-მეთქი!
–რამე გაწყენინეო?–არა-მეთქი!
–გინდა გულახდილად ვილაპარაკოთო?–არა-მეთქი!
–შენს საყვარელ წითელ ფორთოხლის წვენს მოგიტანო–არა-მეთქი!
–მატყუებო–არა-მეთქი
–მატყუებო–არა– მეთქი
–მატყუებო–არა –მეთქი
–მატყუებო–არა– მეთქი
–მატყუებო–არა –მეთქი
–მატყუებო–არა– მეთქი
–მატყუებო–არა –მეთქი
–მატყუებო–არა –მეთქი
–მატყუებო–არა– მეთქი
–მატყუებო–არა –მეთქი
–მატყუებო–არა –მეთქი
–რო წავალ არ შეგეშინდებაო?–არა მეთქი
–სულ წავედიო!–კარგად –მეთქი! 😦
დიდად არ მიყვარს ისეთი პოსტების წერა სადაც დღის აღწერას ვაკეთებ, მაგრამ დღეს მართლა სასიამოვნო დღე მქონდა.
მეგობართან შეხვედრა, ახალი ფეხსამლის შეძენა, ფინჯან ყავასთან ერთად საუბარი მამაკაცებზე. მეტი რა სჭირდებათ ქალაებს განტვირთვისათვის?
დილიდან მინდოდა სადმე გავსულიყავი, შევუთანხმდი ჩემს სოფოს ვობოდიალოთთქო, მერე დამირეკეს ფეხსაცმელი ჩამოვიდა და წაიღეო. გადავირიე, გამიხარდა, მიველ, ვნახე და გავვოცდი, მაგარია ძალიან …აი ეს ფეხსაცმელია 🙂
მე ძალიან მოეწონა. მერე ჩემს სოფოს მისმა სოფომ დაურეკა, სადმე ყავა დაგველიაო და წავედით ყავის დასალევად.
აბა რა სჭირდება სამ ახალგაზრდა ქალს იმისათვის, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროს? რათქმაუნდა საჭორაო თემა, რომელიც ჩვენ არ დაგველევა. ამ მთის ვთქვით თუ იმ მთის გავარკვიეთ, რომ იდეალური მამაკაცი არ არსებობს და რომ მე ძალიან ვუბერავ. ეგ ორივე ისედაც ვიცოდით, მაგრამ მაინც, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ.
ძალიან ბევრი ვიცინეთ და შევთანხმდით, რომ ერთ დღეს გავალთ ქუჩაში და მამაკაცებს სხვადასხვა სიტუაციებით გავტესტავთ, რომელიც გაგვარკვევს მართლა გოიმია ჩვენს ქალაქში მცხოვრები ყველა მამაკაცი თუ არა.
–რა აზრი აქვს ასეთ ყოფნას, სჯობს წავიდე.
–აზრი ყოველთვის აქვს, როდესაც სურვილია.
–შენ ფიქრობ მე არ მინდა?
–ჰო.
–მერე?
–რა მერე
–ესე ადვილად მიშვებ?
–შენ იმიტომ მიდიხარ,რომ აზრი არ აქვს, თუ იმიტომ რომ დარჩენა გთხოვო?
–იმიტომ,რომ აზრი არ აქვს.
–არ ვიცი ესეთ დროს რას ამბობენ. მე ვერ ვამბობ ხოლმე.თუ აზრი არ აქვს, უნდა წახვიდე.
–არ გაქვს სათქმელი ალბათ. ან გიხარია.
–ალბათ.
–გიხარია?
სისულელეა, რეებს ვეკითხები. ხომ ვიცი, რომ წასვლა მინდა მართლა. აღარ მიყვარს, აღარ მიზიდავს და საერთოდ როდესაც ვხვდები, მგონია, რომ სხვაგან ვარ. ზოგჯერ მენატრება. ზოგჯერ მეცოდება. ზოგჯერ მაღიზიანებს. ზოგჯერ აღფრთოვანებული ვარ მისით, მაგრამ არც ერთხელ არ მიგრძვნია, რომ მიყვარს.
ეხლაც, ნერვებს მიშლის ჩემი ქალური დებილობები. დავუჩემე მიშვებმეთქი? რომ მითხრას დარჩიო,რა მინდა დარჩენა? არა. ისევ ძალით ვიტყუებ თავს.თან არავინ არ მაძალებს.
არადა როგორ ავხსნა ხანდახან მონატრება. დაიღალა ალბათ, მინდა წავალ,მინდა მოვალ. ჩემმა ცანცარმაც დაღალა და მიშვებს. აბა, რომელი მამაკაცი გამიგებს. ვეუბნები, მე სულ შენთან ვერ ვიქნები, მღლი და უნდა განვიტვირთოთქო. არადა ხომ ვიცი, მარტო მასზე არ მჭირს ესე. ყველა მამაკაცი მღლის, მბეზრდება. თითქოს მომწონს, მაგრამ მერე ვხვდები, რომ სისულელეა. თავს ვანებებ, ან მეგობრულში გადამყავს. ამასთან ვერ გადამყავს მეგობრულში.
არადა ნერვები მეშლება. საერთოდ არ ემჩნევა. ისე უცებ იცის დათანხმება. რა უბედურებაა. სიტყვას არ გეტყვის.
–თქვი რამე.
–არ ვარ მოლაპარაკე მე, თუ გინდა დარჩი თუ არადა წადი. მეთამაშები და არ ვარ მე კარგი მოთამაშე. აქამდე მოგატყუებდი ესე, რომ ყოფილიყო. დაპირებებით შეგაბამდი. ლამაზ სახლს დაგიხატავდი, ლამაზ მომავალს. შენ რომ გინდა ისეთ ქვეყანაში ვიჩალიჩებდი წასვლას. მოლაპარაკე რომ ვიყო,ამ ოთახიდან არ გაგიყვანდი ისე გაგაფანატებინებდი ჩემთვის, მაგრამ მკიდია ეგ მითები მე.
თუ გინდა დარჩი და ჭამე ეს ძეხვი. დაელოდე უთქმელად გაფრენას, იცხოვრე დღევანდელობით.პროსტა შეეცადე, რომ კარგად იყო.
საიდან მოხვედით ტო. ვინ გითხრათ, რომ აუცილებლად ხიზილალა უნდა ჭამოთ და ესე უფრო მაგრა გეყვარება. რა ჩემს ფეხებად მინდა,რომ დარჩე. სულ ამ როჟით არ მინდა გიყურო. ადრე რატო გთხოვდი დარჩენას იცი? თვალებზე გეტყობოდა, რომ კიდევ გჯეროდა ჩემი. ეხლა გკიდია. შენ არ მითხარი გმირობა არ მინდაო. ხოდა არ ვარ მე სირი. ესე ჯობს.აქამდე ვერ გამშიფრე, დაიკიდე. ვიცი გეგონა გაქაჩავდი, მაგრამ შენ რა გიტხრა, მე თითონ მივდივარ შენსავით ფინალამდე.
ეხლა იძახი არ მინდა ოჯახიო, თორემ ბოლოს ყველა თხოვდებით, სამზარეულოებს, საძინებლებს არჩევთ. შვილებს აჩენთ და არც კი გახსენდებათ ერთ დროს, რომ ტიპობდით. ეგრე სჯობს რა. ეგ ეტაპია ეგეთი, შედარებით გამოსულები აფრენთ ხოლმე, ჩვენნაერებს გადაეყრებით, ჯერ კარგად მიდიხართ, მაგრამ მერე ყივის ყოფა და ისევ თბილ კერებს, გაუთოებულ პერანგებს, დილის საუზმეს, მეზობლების კეთილგანწყობას, ბრენდებს და სერიალებს უბრუნდებით. პედანტ ქმრებს ხვდებით და ჩვენს სადმე მაღაზიაში თუ წაგვაწყდებით-ხოლმე.მაშინ გახსენდებათ, რომ ვარსებობდით.
ეხლაც ეგრეა რა, მორჩა შენი თავნებობა, ამოწურე უკვე. ეხლა დაბრუნდები და მშვიდად იცხოვრებ.
–მორჩი?
–ჰო, რა იყო გამომრჩა რამე?
–არაფერი, ტქსი მელოდება, ჩამატანინე ჩანთა.
–ჰო,ჩადი, მოვდივარ.
გუშინ დიდი სტუმრიანობა გვქონდა. დიდი კაცი გვყავდა სტუმრად. ქალაქში თვით პრეზიდენტი გვესტუმრა . კიდევ უფრო ადრე რუსთავი 2-მა სრულიად საქართველოს ამცნო ფოთში სამშენებლო სამუშაოები მიდისო. ფასადები იღებებაო. ისე ეგ მეც შევამჩნიე, რომ ფასადები იღებება. მალეო ფოთსო თეატრი ექნებაო–რომ იცოდეთ ამ თეატრს რამდენი ხანია ველოდებით. ეს ყველაფერი იქეთ იყოს. გვესმის, ვხედავთ რომ გვატყუებენ და მაინც გვიხარია, რომ გვატყუებენ. მე სულ სხვა რაღაცის თქმა მინდა. სასწრაფოდ გვჭირდება კინოც, თეატრიც, ღია კაფებიც, კლუბებიც, ბიბლიოთეკებიც,კოლეჯებიც, თავისუფალი ლექციებიც და ყველაფერი რაც უკავშირდება თანამედროვეობას, თორემ გატყიურდნენ და გაველურდნენ ჩვენი ახალი თაობის წარმომადგენლები.მაგნონალდში ამათ ვერ შეიყვან და ესკალატორზე ვერ დააყენებ, გაშტერებული უყურებენ ყველაფერს. უკვე ისეთ ენაზე მეტყველებენ, რომ მგონი პირველყოფილებს დავემსგავსებით. ისეთი კარგები არიან ფიზიკურად, ისეთი ლამაზები, მთავარია პირი არ გააღებინოთ და სიტყვა არ ათქმევინოთ. სენსორულ კარებს როგორც იქნა შევეჩვიეთ, თორემ უფრო ადრე შუშის კარებს თავით ვასკდებობოდით, ვერ წარმოგვედგინა.
არ თქვათ ეხლა ეს დაბერდა და შურს ბავშვებისო. ჩვენი მშობლების თაობის მსგავსად, ესეც ახალ თაობას აკრიტიკებსო. იძახის ჩვენს დროს ეგრე არ იყოო. აბა ეხლა რა დავარქვა ადამიანებს, რომლებიც მეტყველებენ შემდეგი ტერმინებით: დეს თუ (დედას გეფიცები თუ…) ბოშ თუ (ბოზიშვილი ვიყო თუ…) გონს არ ვაყოლებ–ეს ტერმინი ვერ ავხსენი და დამეხმარეთ.ასეთი კიდევ უამრავია.
მერე კიდევ ახალი ვირუსია ჩვენთან, რითმები გვაცვივა ციდან. ქალაქში პოეზია დუღს და ჩქეფს. ყველანი ლექსებს ვწერთ. მკლავს ეს ლექსები. მერე ისე გეტყვიან მე კიდევ ლექსებს ვწერო, გეგონება ახალ გენიასთან გვაქვს საქმე. დაიწყებენ კითხვას, მაგრამ სანამ დაამთავრებენ ოფლი გვდის ტანჯვისაგან. არის, კი ერთი ორი ვინც წერს, მაგრამ არის ათასი ვინც იწერს. მე სკოლაში ვიწერდი ქიმიის, მათემატიკის, ფიზიკის საკონტროლოებს, მაგრამ ლექსის გადაწერა ისეთი ამბავია.სიდან ამხელა ამბიცია…სიდან:)))))))))ვერ გავარკვიე.
ვაიმეეე, რომ იცოდეთ რა გვჭირს, დედაქალაქშ რომ მიდიან აქაური ბავშვები. აი ლილოს ბაზრობაზე დადიან ძირითადად, მიდიან ტანსაცმელების საყიდლად და უკან ჩამოსულზე ისეთი “კილო” აქვთ, ვერც კი გავაკეთებ პაროდიას. თუ სასწავლებლად წავლენ მერე, უცებ კოლორიტობის ისტორიებს თხზავენ. მერე აღმოაჩნდებათ ბებია ძველი ავლაბრელი, ან აბანოთუბნელი :))))))))))))) ესენი კიდევ უფრო შორს რომ გავუშვათ, მერე რა გვეშველება მაგაზე ვიფიქროთ.
ძალიან მწყდება გული, არაფერი უკეთესობა ამ ქალაქში არ გვაქვს, არც შენდება რამე, არც ადამიანები ვითარდება, არც კარგი ტიპები აღარ გვყავს….მიტირეთ ვინმემ რაააა….
ნუთუ ჩვენთან მხოლოდ კოღოები და “ქართული ოცნების” აქტივისტები ხარობენ.
პირველად 18 წლის შემიყვარდა. აქედან გამომდინარე პირველად 18 წლის გავგიჟდი და პირვeლad 18 წლის ვიყავი, როდესაც გავაცნობიერე რას ნიშნავს იყო არაადეკვტური.
მადლობა ჩემს პირველ სიყვარულს ამისთვის. რომ არა ეს გრძნობა ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ უკიდურესობა საჭირო არაა. ყველაფერი ისედაც დალაგდება რიგებად, აზრებად, მწკრივებად და Tანმიმდევრულად.
II—–გაშორება
პირველად 20 წლის ასაკში დავშორდი და ძალიან დიდი მადლობა მას ამ დაშორებისათვის. რომ არა ჩვენი დაშლა მე ვერასოდეს განვიცდიდი მსგავს გრძნობას. ვერ ვისწავლიდი საკუTარი ემოციების მართვას და არ გადავიპარსავდი თავს.არ მეცოდინებოდა ყველა სხვა დაშორებების დაკიდება.
III—–სიგარეტის მოწევა
მართალია სიგარეტი მე ბევრად ადრე გავსინჯე, ვიდრე ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ არც ერთი წამით არ ვნანობ ამას. არც მცდლობა მქონია როდესმე დამენებებინა თავი მოწევისათვის. მადლობა სიგარეტის პირველ ღერს იმისთვის, რომ მიმიზიდა, რადგან რომ არა იგი არ მექნებოდა ამდენი კარგი რამ შექმნილი და მით უმეტეს არ მეცოდინებოდა ფიქრი. ეს უკანასკნელი ხომ ისედაც ძალიან მეზარება.
IV—–სიკვდილი
ამ მოვლენას მადლობას ნამდვილად ვერ გადავუხდი, მაგრამ ვეტყვი, რომ არა იგი არ მეცოდინებოდა რას ნიშნავს დანაშაულის გრძნობა იქ სადაც არაფე შუაში არ ხარ . შემდეგ ვერ ვიმუშავებდი საკუთარ თავზე ამ გრძნობის აღმოსაფხვრელად.
V—–მეგობრის დაკარგვა
მადლობა ჩემს მეგობარს იმისათვის, რომ დამკარგა. რომ არა იგი ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ რასაც არ ეშველება იმაზე არ უნდა ინერვიულო და რასაც ეშველება იმაზე მითუმეტეს.
VI—–ფული
მადლობა მამაჩემს იმისათვის, რომ ჩემს გაზრდამდე ცოტა ხნით ადრე გაკოტრდა, რადგან ბევრად უფო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ფულის შოვნის პროცესში მონაწილეობა, ვიდრე უკვე ნაშოვის ხარჯვა.
VII—–უფროსი ძმები
მადლობა თქვენ იმისათვის, რომ იყავით აზიატები. რომ არა თქვენ არასოდეს მეცოდინებოდა საკუთარი პოზიციის დაცვა და ვერასოდეს ვისწავლიდი ბოლომდე აკუთარი აზრის გატანას.
VIII—–ავარია
მადლობა უფალს იმისათვის, რომ ამ ავტოავარიის შედეგად არ მომკლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს შევიყვარებდი მანქანით ნელა სიარულს და ვერ დავაფასებდი საკუთარ სიცოცხლეს.
IX——ჯანმრთელობის პრობლემები
რომ არა ჯანმრთელობის პრობლემა არ მექნებოდა ე.წ. წიკები. გასულ ზაფხულს არ ვუღალატებდი საკუთარ თავს და ვიქნებოდი გარუჯული. არ მექნებოდა ვიზიტები ექიმთან და ყველაზე მაგარი: მოვწევდი სიგარეტს 😦
X——რუსული რულეტკა
რომ არა ეს თამაში, რომელიც სამ წელს გაგრძელდა, არ მეცოდინებოდა, რომ ადამიანები ძალიან ინერტულები, უსიცოცხლოები არიან. არ მეცოდინებოდა, რომ იქ სადაც შენი ერთი სიტყვა ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლის უნდა თქვა, თუნაც არ გინდოდეს. არ მეცდინებოდა, რომ მთავარია განსხვავებულობა, თავდაჯერებულ იდიოტიზმში არ გადაგეზარდოს. არ მეცოდინებოდა, რომ რაც მალე დაამთავრებ მით უკეთესია.