ისეთი ლამაზები არიან ფიზიკურად…. მთავარია პირი არ გააღებინოთ

გუშინ დიდი სტუმრიანობა გვქონდა. დიდი კაცი გვყავდა სტუმრად. ქალაქში თვით პრეზიდენტი გვესტუმრა . კიდევ უფრო ადრე რუსთავი 2-მა სრულიად საქართველოს ამცნო ფოთში სამშენებლო სამუშაოები მიდისო. ფასადები იღებებაო. ისე ეგ მეც შევამჩნიე, რომ ფასადები იღებება. მალეო ფოთსო თეატრი ექნებაო–რომ იცოდეთ ამ თეატრს რამდენი ხანია ველოდებით. ეს ყველაფერი იქეთ იყოს. გვესმის, ვხედავთ რომ გვატყუებენ და მაინც გვიხარია, რომ გვატყუებენ. მე სულ სხვა რაღაცის თქმა მინდა. სასწრაფოდ გვჭირდება კინოც, თეატრიც, ღია კაფებიც, კლუბებიც, ბიბლიოთეკებიც,კოლეჯებიც, თავისუფალი ლექციებიც და ყველაფერი რაც უკავშირდება თანამედროვეობას, თორემ გატყიურდნენ და გაველურდნენ ჩვენი ახალი თაობის წარმომადგენლები.მაგნონალდში ამათ ვერ შეიყვან და ესკალატორზე  ვერ დააყენებ, გაშტერებული უყურებენ ყველაფერს. უკვე ისეთ ენაზე მეტყველებენ, რომ მგონი  პირველყოფილებს დავემსგავსებით. ისეთი კარგები არიან ფიზიკურად, ისეთი ლამაზები, მთავარია პირი არ გააღებინოთ და სიტყვა არ ათქმევინოთ. სენსორულ კარებს როგორც იქნა შევეჩვიეთ, თორემ უფრო ადრე შუშის კარებს თავით ვასკდებობოდით, ვერ წარმოგვედგინა.

არ თქვათ ეხლა ეს დაბერდა და შურს ბავშვებისო. ჩვენი მშობლების თაობის მსგავსად, ესეც ახალ თაობას აკრიტიკებსო. იძახის ჩვენს დროს ეგრე არ იყოო. აბა ეხლა რა დავარქვა  ადამიანებს, რომლებიც მეტყველებენ შემდეგი ტერმინებით: დეს თუ (დედას გეფიცები თუ…) ბოშ თუ (ბოზიშვილი ვიყო თუ…) გონს არ ვაყოლებ–ეს ტერმინი ვერ ავხსენი და დამეხმარეთ.ასეთი კიდევ უამრავია.

მერე კიდევ ახალი ვირუსია ჩვენთან, რითმები გვაცვივა ციდან. ქალაქში პოეზია დუღს და ჩქეფს. ყველანი ლექსებს ვწერთ. მკლავს ეს ლექსები. მერე ისე გეტყვიან მე კიდევ ლექსებს ვწერო, გეგონება ახალ გენიასთან გვაქვს საქმე. დაიწყებენ კითხვას, მაგრამ სანამ დაამთავრებენ ოფლი გვდის ტანჯვისაგან. არის, კი ერთი ორი ვინც წერს, მაგრამ არის ათასი ვინც იწერს. მე სკოლაში ვიწერდი ქიმიის, მათემატიკის, ფიზიკის საკონტროლოებს, მაგრამ ლექსის გადაწერა ისეთი ამბავია.სიდან ამხელა ამბიცია…სიდან:)))))))))ვერ გავარკვიე.

ვაიმეეე, რომ იცოდეთ რა გვჭირს, დედაქალაქშ რომ მიდიან აქაური ბავშვები. აი ლილოს ბაზრობაზე დადიან ძირითადად, მიდიან ტანსაცმელების საყიდლად და უკან ჩამოსულზე ისეთი “კილო” აქვთ, ვერც კი გავაკეთებ პაროდიას.  თუ სასწავლებლად წავლენ მერე, უცებ კოლორიტობის ისტორიებს თხზავენ. მერე აღმოაჩნდებათ ბებია ძველი ავლაბრელი, ან აბანოთუბნელი :))))))))))))) ესენი კიდევ უფრო შორს რომ გავუშვათ, მერე რა გვეშველება მაგაზე ვიფიქროთ.

ძალიან მწყდება გული, არაფერი უკეთესობა ამ ქალაქში არ გვაქვს, არც შენდება რამე, არც ადამიანები ვითარდება, არც კარგი ტიპები აღარ გვყავს….მიტირეთ ვინმემ რაააა….

ნუთუ ჩვენთან მხოლოდ კოღოები და “ქართული ოცნების” აქტივისტები ხარობენ.

Advertisements

12 thoughts on “ისეთი ლამაზები არიან ფიზიკურად…. მთავარია პირი არ გააღებინოთ

  1. მაგნონალდში ამათ ვერ შეიყვან და ესკალატორზე ვერ დააყენებ, გაშტერებული უყურებენ ყველაფერს – amaze kinagham sicilit chavkvdi :D:D ise გონს არ ვაყოლებ mgoni igivea rac “azrze ar var” 😀 😀

  2. ვაიმე რამდენი ვიცინე :დ :დ :დ :დ
    მიხარია რომ მაგ კატეგორიაში არ მოვიაზრები :დ :დ :დ

  3. :)) გადავყირავდი სიცილისგან :)) ქრისტი სერიოზული მიგნებები გაქვს :)) საღო ;)) მადლობა ;)***

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s