დიდად არ მიყვარს ისეთი პოსტების წერა სადაც დღის აღწერას ვაკეთებ, მაგრამ დღეს მართლა სასიამოვნო დღე მქონდა.
მეგობართან შეხვედრა, ახალი ფეხსამლის შეძენა, ფინჯან ყავასთან ერთად საუბარი მამაკაცებზე. მეტი რა სჭირდებათ ქალაებს განტვირთვისათვის?
დილიდან მინდოდა სადმე გავსულიყავი, შევუთანხმდი ჩემს სოფოს ვობოდიალოთთქო, მერე დამირეკეს ფეხსაცმელი ჩამოვიდა და წაიღეო. გადავირიე, გამიხარდა, მიველ, ვნახე და გავვოცდი, მაგარია ძალიან …აი ეს ფეხსაცმელია 🙂
მე ძალიან მოეწონა. მერე ჩემს სოფოს მისმა სოფომ დაურეკა, სადმე ყავა დაგველიაო და წავედით ყავის დასალევად.
აბა რა სჭირდება სამ ახალგაზრდა ქალს იმისათვის, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროს? რათქმაუნდა საჭორაო თემა, რომელიც ჩვენ არ დაგველევა. ამ მთის ვთქვით თუ იმ მთის გავარკვიეთ, რომ იდეალური მამაკაცი არ არსებობს და რომ მე ძალიან ვუბერავ. ეგ ორივე ისედაც ვიცოდით, მაგრამ მაინც, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ.
ძალიან ბევრი ვიცინეთ და შევთანხმდით, რომ ერთ დღეს გავალთ ქუჩაში და მამაკაცებს სხვადასხვა სიტუაციებით გავტესტავთ, რომელიც გაგვარკვევს მართლა გოიმია ჩვენს ქალაქში მცხოვრები ყველა მამაკაცი თუ არა.
aww ra lamazi fexsacmelebia ❤ saidan gamoiwere?
იტალიიდან ჩამოაქვს ახლობელს და იქედან ჩამოვატანინე. ისე, ებაიზე არის მსგავსები 🙂
dzalian lamazebia, kashkasha, yuradghebas iqcevs ❤
ჰო, მეც ძალიან მომწონს :)მადლობა:)
ბოლო იდეა ძალიან მომეწონა. შედეგები დადეთ მერე 😀
🙂 აუცილებლად დავდებ:)))))მაგას გამოვტოვებ?