ჩემი პირველი წარუმატებელი პაემანი

სულ დავივიწყე ჩემო ბლოგი. რამდენი ხანია არაფერი დამიწერია.

როდესაც გადავწყვეტ, რომ პოსტი უნდა დავწერო, მაშინვე საღამოსათვის გადავდებ , საღამოს კიდევ მავიწყდება დილით რა მინდოდა და ასე შემდეგ.

ალბათ ამ ბოლო პერიოდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი,  როდესაც კარგად ვარ ვერაფერსაც ვერ ვწერ. ეს ყოველთვის ასე იყო, ვწერ მაშინ როდესაც ძალიან მაწუხებს.

ამ ბოლო დროს კიდევ ღვთის წყალობით ბევრი კარგი რამ დაემთხვა ერთმანეთს, მათ შორის ერთ-ერთი კარგი ისაა, რომ წამოვედი სამსახურიდან, რადგან მიმაჩნია პატარა ადამიანები ტვინს გვიჩლუნგებენ, პრინციპებზე ხელს გვაღებინებენ, თავმოყვარეობას გვილახავენ და ცდილობენ მათ დავემსგავსოთ.

ხო, იმის თქმაც დამავიწყდა, რომ არც კარგზე მიყვარს წერა, უფრო სწორად მაშინ, როდესაც მიხარია, ემოციას ვერ გადმოვცემ.

მეტი რა მოგიყვეთ?  კარგზე ვერ ვწერ, ცუდიც არაფერი მომხდარა. უბრალოდ რაღაცის წერა მინდოდა და დავწერე. აბა ჩემს წარუმატებელ პაემანზე საყვარელ ფუმფულა ბიჭთან, ხომ არ მოგიყვებით? თუმცა რატომაც არა, მოგიყვებით.

ჩემს მეგობარს გავყევი, თაყვანისმცემელმა დაპატიჟა, მერე იმის მეგობარს მე მოვეწონე, ნუ როგორც ხდება ხოლმე და მესამე დღეს შევთანხმდით პაემანზე.

გაგიკვირდებათ ალბათ, 24 წლის ვარ და როგორც ასეთი ტიპიური პაემანი არასოდეს მქონია, ყოველთვის მეგობრების, საერთო ნაცნობებში ვუახლოვდებოდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს და მერე ან ვითარდებოდა მოვლენები, ან არა.

ბევრი რაღა გავაგრძელო და შევხვდით ერთმანეთს. აი, მერე რა მოხდა ნუღარ მკითხავთ. მაინც არ ვიცი. არ ვიცი რა, ვიჯექით ვისაუბრეთ, ეს ჩემი კავალერი ზედმეტად თბილი აღმოჩნნდა პირველი შეხვედრისთვის და როგორც იქნა შევთანხმდით იმაზე , რომ პირველი შეხვედრისთვის ასეთი სითამამე არ ვარგა. ნუ მე არ ვგრძნობ თავს კომფორტულად. ასეთ უაზრო ვითარებაში 2 საათს გავსტანე. როგორც იქნა წამოვედი და გზაში ვფიქრობდი, რომ არასოდეს არ შევხვდები მამაკაცს, რომელსაც უცხო სასტავში გავიცნობ. დალოცა ღმერთმა ჩემი სამეგობრო და საერთო ნაცნობები, რომლებსაც კიდევ ბევრი მეგობრები ყავთ და ა.შ.

 

Advertisements

4 thoughts on “ჩემი პირველი წარუმატებელი პაემანი

  1. როგორ გისურვო რომ ბევრი ცუდი მოხდეს შენს ცხოვრებაში, მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარს შენი პოსტების კითხვა? 🙂

  2. დალოცა ღმერთმა ჩემი სამეგობრო და საერთო ნაცნობები, რომლებსაც კიდევ ბევრი მეგობრები ყავთ და ა.შ. :DDDDD

    ჩაგეთვალა, ეგრე ვფიქრობ ზუსტად….
    მე ვისაც ვიცნობ ისინიც კი თავს მაბეზრებენ მომენტებში და ჯერ არასოდეს გამიცვნია სხვა სასტავიდან ვინმე, მე რომ მომწონებოდეს ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s