კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საჯუნგლეთში :)

არ დავცინი დედას გეფიცებით, უბრალოდ გული მტკივა და იმიტომაც ვწერ ამაზე. ამაზე რა, ჩემს ქალაქზე ვწერ.

მზიანი დღეები მართლაც სანატრელი და საყვარელი წვიამიანი ზამთრის შემდეგ, მითუმეტეს თუ ისეთ ქალაქში ცხოვრობ სადაც ზღვაა. ეს ნამდვილი ბედნიერებაა, მაგრამ რად გინდათ?

ამას სჯობს სახლში საბავშვო აუზები ვიყიდოთ და იქ ვიჭყუმპალავოთ. ჩვენს სანაპირომდე რომ მიცვიდეთ ცხრა მთა და ცხრა ზღვა, ტყე და ღრე უნდა გადაიაროთ. უშუალოდ ქვიშიან სანაპიროზე მისვლამდე უნდა გაჩერდეთ, დაფიქრდეთ, როგორ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ისე, რომ ან “ფუნაში” არ ჩაყოთ ფეხი, ან მაზუტით არ დაგესვაროთ ტერფები და კიდევ უარესი არ შეგერჭოთ ” შპრიცი”.

ალბათ მკითხავთ, რატომ არავინ ზრუნავს ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებაზეო. ეხლავე მოგახსენებთ : 7 წელიწადში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციები, პროექტის შესრულების გამო, მოვალეობის მოხდის მიზნით, წალეკავს ბავშვებს ვითომ მიალაგებენ, ნაგავს ერთ ადგილას მოუყრიან თავს, მერე კოცონს დაანთებენ, იქეიფებენ და ორ იმდენ ნაგანს კიდევ დაამატებენ, ისედაც გაუბედურებულ ზღვის სანაპიროს. ნაგვის გამტანი კი არავინაა და ქარი ხელმეორედ მომიფანტავს . როგორც ჩემი მეზობელი იტყობა “ააშხა ქრისტინეს ტვინში” . დასუფთავების სამსახური და ჯანდაბა მაგათ.

ზოგადად კულტურის დეფიცი რომ არსებობს ვიცი, მაგრამ ასეთი ჭარბი რაოდენობით? როდესაც ზღვაზე მიხვალთ, ადვილად გამოიცნობთ რა მიირთვეს იქ მყოფებმა, ყველაფერი იქვე ყრია და მწერები ესევა. წამა და გეხეთქვა თქვენ (ვინც არ ალაგებს) არადა ორი ფეხის ნაბიჯზეა სანაგვე ურნა. ეზარებათ ტრაკის აწევა, არადა სვეცკობენ. უი, ჭირი მაგათ.

ეხლა უსაფრთხოება.

წინა წლებში ტელეფონს თუ მომპარავდნენ ვიბრუნებდი მაინც და მერე აღარ კიდებდნენ ხელს. ეხლა უარეს მეთოდს მიაგნენ. ზღვაზე ყველაზე მოშორებით თუ დაწექი, აი ხალხისაგან სულ, სულ შორს და ლიფის მოხსნას თუ გადაწყვეტთ, ერთიანი ნარუჯის მისაღებად, კარგად მიმოიხედეთ, აუცილებლად გადაგიღებთ ვიღაც სურათებს.თქვენი ლამაზი სხეული კი არ მოსწონს, შანტაჟს გიპირებენ ბატონო შან-ტაჟს. ის კი არ იციან, რომ დრო შეიცვალა და მაგ სურათებს ერთ ადგილას გათხრიან თუ მოინდომეს.

მართლა, ძალიან მრცხვენია, რომ ეს ყველაფერი ჩემს პატარა ქალაქში ხდება, მაგრამ ხდება და ჰა. რა ვქნა, არ ვთქვა?

ზოგჯერ იცით რა მგონია? ქალაქში კი არა ჯუნგლებში ვცხოვრობ და ჩვენს ქალაქ “საჯუნგლეთში” შემოსასვლელად პაროლია საჭირო, დაახლოვებით ასეთი, პირზე ხელი რამოდენიმეჯერ რომ მიირტყა და ტურასავით კივილი რომ საიწყო, წყვეტილი ხმა გამოვა საბოლოო ჯამში. ჯუნგლებისათვის შესაშური პაროლია, რომელიც ამცნობს, რომ ქალქში კიდევ ერთი მათნაირი შემოდის.

ვისაც გეწყინებათ წადით დაზღვის სანაპირო დაალაგეთ გულს გადააყოლებთ და საქმესაც გააკეთებთ. გაბრაზებულ გულზე უფრო მონდომებით კეთდება საქმე.

Advertisements

4 thoughts on “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საჯუნგლეთში :)

  1. რა საშინელებაა:|| უბრალოდ 1 რამ არ მესმის, უკვე არსებულ ქალაქს რომ მიხედონ ჯერ და მერე ახალი ააშენონ არ შეიძლება?

    პ.ს ძალიან მომწონს შენი წერის მანერა: ) იცი როგორ გადაუგდო თევზებს სატყუარა: ))

    • 🙂 სასაცილოა ახალი ქალაქის აშენება:) ერთი ანაკლია ააშენეს და მეორე ახალ ქალაქს ააშენებენ აი 🙂
      პ.ს. მადლობა. ვცდილობ აგრესიული არ ვიყო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s