გუშინ დედაჩემი მეჩხუბა. მითხრა ძალიან ცივიკოსი ხარ, ისე იქცევი თითქოს შენ ბაგრატიონების შთამომავალი იყოო. ესე როგორ შეიძლებაო, ადამიანებს საკუთარი ისტორია აქვთ და მათ პატივიო უნდა სცეო . როგორ შეიძლება ზევიდან ყურებაო? რითი ხარ მაგათზე მეტიო…ვაიმე დედაააააააა
და ეს ყველაფერი იცით რატომ? სახლში მოვყევი ის, რასაც ეხლა თქვენც მოგიყვებით და იცოდეთ, რომ ეს ცინიზმი სულაც არ არის იმისთვის, რომ ვინმეს ვჩაგრავ უნრალოდ რახან ბაგრატიონების შთამომავალი არ ვარ რა, ყველას ტოლი და სწორი ვარ? ან ყველა უნდა მომწონდეს?
უკვე იმდენს ვწერ პტარა პროვინციაზე, ერთგულ მკითხელს ეცოდინება აქ რაც ხდება. ეხლა, ახალი საშინელება გვჭირს, რომელიც მე პირადად ეს დღეებია შევამჩნიე.
ჩვენ ზღვა გვაქვს და ამ ზღვაზე ერთი პატარა შემოღობილი პლაჟია, სადაც წლებია ჩვენი თანაპროვინციელები ვიკრიბებით, ვირუჯებით, ვსაუბრობთ, ახალ ჭორებს ვცვლით, ყავას ვსვავთ, ფრენბურთს, ჯოკერს ვთამაშობთ, ბიჭებს ( გოგონებს) ვეპრანჭებით და რაც მთავარია ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ჩვენთან ტურისტები იშვიათია და ისიც უფულო სომხებია მხოლოდ.
წელს საოცრება ხდება ჩვენს პლაჟზე.
მოდან ოჯახები, ალბათ გინახავთ ვაგზალზე ჭრელი “მეშოკის” ჩანთები, რომ იყიდება, ლილოს ბაზრობიდან მოაქვთ ტვირთი მაგ ჩანთებით. აი სწორედ ამ ჩანთებით ხელში, ბიჭებს საცურაო ტრუსების ნავლად კუბიკებიანი , მაიჩნი ტრუსები აცვიათ. გოგონები და ქალები ჯინსის გადაჭრილი შარვლებით ბანაობენ. მარჯვნივ გაიხედავ და იმერულ აქცენტზე გაჰკივიან. მარცხნივ, აჭარულად უქცევენ. უფრო წინ გასვეცკებული მეგრელები მალავენ რბილ ”ლ”-ს და შედეგი საოცარი მოსასმენია. ვიღაც კახურად უქცევს … ყველა უცხო სახეებია და ჩერნობილში ნამყოფებს გვანან …ეს არასრული ჩამონათვალია…
რაც მთავარია,ენერგია აქვთ, ჯანზე არინ, დაუღალავად გაჰკივიან, უწივიან ბავშვებს, რომა რ ჩავიდნენ წყალში, უმისამართოდ დარბიან და შიგ პირში გაყრიან ქვიშებს. არც თვლიან,რომ შეიძლება ქვიშის ჭამა არ გიყვარს და ეს ყველაფერი შემაწუხებელია.იქვე მიირთმევენ ღომს და წვნიანებს.
თუ გაბედე და გოგომ სიგარეტს მოუკიდე პირღია შემოგყურებენ და გულში ალბათ ნატრობენ ერთი მეც შემეძლოს ესე თამამად მოწევაო, ან კიდევ სად გაიზარდე ესეთი უზრდელიო.
ეხლა ფოტოსესიებს არ იკითხავთ? ნახავენ მიტოვებულ შეზლონგებს, წამოწვებიან რიგ-რიგობით და ამ ჭრელა-ჭრულა მაიჩნნ ტრუსიკებში იღებენ ფოტოებს. რიგები დგება და მერე ურიგოდ გაძრომაზესერიოზული ჩხუბებია.ეჭვი მაქვს მალე სალარო აპარატი დაჭირდებათ .
თვალებს არ ვუჯერებსი, რამოდენიმეჯერ დავხუჭე და გავაღე კიდეს, სიმზარი მეგონა. მთელი საღამო ვიყურებოდი პლაჟის შემოსასვლელისკენ და დაუსრულებლად მოდიოდნენ… ქალები ლილოს ჩანთებით. ბიჭები მაიჩნი ტრუსებით, გოგონები გადაჭრილი ჯინსის შორტებით, ქუსლიანი ფეხსაცმლებით,ბავშვები დიდი პარკებით ხელში და ყველა მხრიდან ისმოდა შეძახილები რომლის მოსმენა სრული საგიჟეთ იყო, ექოსავით მეორდებოდა ხმები….აააააააააა….გავგჟდი !!!
მიშააააააა!!! შენ მოგეცეს ჩვენი ცოდვა, ჩვენ ჩვენი უბედურებები არ გვეყოფდა? ეს ეტაპი მაინც გვქონდა გავლილი… ადამიანებს ვემსგავსებოდით, ცივილიზაციისკენ ვისწრაფოდით, ერთმანეთის სიყვაულს ვსწავლობდით, პლაჟზე ნივთებს თამამად ვტოვებდით და ის ჩავდოდით წყალში….დაგიშავეთ რამეეე?
პ.ს გპირდებით ძალიან მალე ფოტოებს დავდებ და კადრებით უფრო კარგი აღსაქმელი იქნება რაც აქ ხდება…დეპორტი მინდა ამ ქალაქიდან,დეპორტი!!!
წარმოვიდგინე და გულს მირევს ეგ სიტუაცია. 1 წუთითაც არ გავჩერდებოდი!!
:)))))))) ტოქსიკოზიანი ფეხმძიმეებისათვისაა ზედგამოჭრილი 🙂
ვაიმეეე :დდდდდ ძალიან მომეწონაააააა ❤ ველი ფოტომასალას :დდდდ
დავდებ უეჭველი 🙂
სად ხდება ეს ყველაფერი? 🙂
ფოთის პლაჟზე 😦
მეც ვყოფილვარ მანდ და მთლად ეგეთები არ მინახავს :დ :დ მგონი რაღაცეებს აბუქებ :დ
ქრისტი, გრიგოლეთში იარე ხოლმე ♥
კიდევ სცადე:):):) მე მელოდნენ ალბათ:)
ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები 😐
amin 🙂
mecmagas arvambob?nmagrad dagvendzra 😀
:))))))
რა არ მოგეწონა ჩემო გოგონა თუ ბიჭუნა, რომ შენი ქვეყანა მარტო თბილისი და თბილისელები არ არის, და საქართველო მრავალკუთხიანი ქვეყანაა, თავიანთი ხასიათობრივი თავისებურებეთ, მეტყველებით თუ ქცევის მანერით და ვის სადაც მოესურვება იქ წავა და იქ დაისვენებს? როგორც ჩანს, იმ შენი რაღაც „2 კვადრატი ფართიდან ” თავი არ გამოგიყვია და შენი ქვეყნის კუთხური მრავალფეროვნებით, რომელიც მართლა რომ საამაყოა, რადგან ეს გვაქვს, არ დამტკბარხარ. მართლა რომ ბაგრატიონების ჩამომავალი ყოფილიყავი, სწორედ მაშინ არ გაგაღიზიანებდა ეს ფაქტი, და რბილი “ლ”-ც მშვენიერი მოსასმენი გექნებოდა… გაიზარდე პაწიავ, გაიზარდე! “ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა”
როდესაც დასკვნებს დებ, სულ ცოტა უნდა იცოდე რას ამბობ. ის რომ ადამიანი საკუთარ თავზე მუდმივად უნდა მუშაობდეს მგონი ნორმალური მოვლენაა. ძალიან ცდები თუ გგონია, რომ თბილისი იდეალური ქალაქია და თბილისელები უკლებლივ ყველა ძალიან კარგები არიან. იქ რომ ვცხოვრობდე დარწმუნებული იყავი მათზეც დავწერდი.
თუ არ იცი გეტყვი, რომ ზღვაზე საცურაო ტრუსები უნდა ჩაიცვა.
ღომი-სახლში უნდა ჭამო.
რბილი “ლ” ტრადიცია არ არის და არც მის გამოსწორებაზე ზრუნვაა გრეხი.
საქართველოს მრავალკუთხიანობით ტკბობა სხვაა და ქაჯობის აფიშირება კიდევ სხვაა.
ჰოდა იმუშავე შენს თავზე და სხვის “მაიჩნ” ტრუსებზე, პლაჟზე ღომის ჭამაზე და რბილ “ლ” -ზე არ გაღიზიანდე. ამაზე შეიძლება მხოლოდ გაგეღიმოს ან არ გაგეღიმოს. რას ნიშნავს “რბილი “ლ” ტრადიცია არ არის და არც მის გამოსწორებაზე ზრუნვაა გრეხი.”? რბილი “ლ” ს გარაშე ხომ მეგრული ენა ვეღარც იარსებებს. დავიჯერო ეს გინდა? ყველა ერთნაირად ვერც ისაუბრებს და ვერც იაზროვნებს… და თუ არ მოგწონს, რომ ნაგავს თავზე გაყრიან და სანაპიროს აბინძურებენ, რაც მართლა აღმაშფოთებელია, მიდი და მიუთითე. სხვისი “მაიჩნი” ტრუსები და რბილი “ლ” გაბრაზებად ნამდვილად არ ღირს . 🙂
მეჩვენება თუ შესათანხმებელი მაქვს ვინმესთან რაზე ვწერო და რაზე არა. დიახაც, მაღიზიანებს ეს “ლ” .
დარწმუნებული იყავი ვუთითებ კიდეც.
თავად წერ, რომ ყველა ერთნაირად ვერ იაზროვნებს, აბა რატომ ღიზიანდები? მე მაქვს ჩემი მოსაზრება და ჩემი უფლებაა ჩემს პირად ბლოგზე რას დავწერ, ასევე შენი უფლებაა წაიკითხო ან არ წაიკითხო იგი.
პ.ს ამ სიცხეში ასეთი გაღიზიანება არ ვარგა:) უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად შევინარჩუნოდ სიმშვიდე, ნერვებზე მოქმედებს ცუდად.
რაც შემეხება მე, სულაც არ ვბრაზდები,როდესაც ვწერ, ეგრევე ვნთავისუფლდები ცუდი ენერგიისაგან:)))))))
აი რაშია საქმე, თავისუფლება იმას კი არ ნიშნავს , რომ შენ განუსაზღვრელად რაც გინდა ის აკეთო. მოდი ძალიან მარტივად, ისევ სიტყვის მნიშვნელობის ერთი ინტერპრეტაციიდან გამოვიდეთ და შორს არ წავიდეთ: თავის-უფლება, თავის უფლება, “უფლება”.უფლება კი უკვე თავისთავად, შინაარსობრივად, მოიცავს რაღაცის ნებართვას შეზღუდვათა ფონზე. როდესაც რამე უფლების გამოყენებას ეყრდნობი, პარალელურად აღიარებ, რომ არ გაქვს ყველაფრის კეთების უფლება და რომ გვქონდეს, სიტყვა უკვე თავის მნიშვნელობას და დანიშნულებას დაკარგავდა. ეხლა, რამდენი “თავის უფლება” გვაქვს? ზუსტად იმდენი რამდენიც სხვას, ისე რომ ჩვენმა უფლებები ერთმანეთისა არ შელახოს. აქვს თუ არა ადამიანს უფლება იმეტყველოს თავის კუთხურ დიალექტზე, რომელიც მისი იდენტიტეტის ერთერთი შემადგენელი ნაწილია? აქვს თუ არა მას უფლება ასეთ იდენტობაზე? რა თქმა უნდა შესაძლებელია მისი განვითარების მანძილზე მისმა იდენტიტეტმა მრავალჯერ განიცადოს ცვლილება, მოიპოვოს მისთვის სასურველი იდენტობა. ეს, მისი გადასწყვეტია და ეს, მისი უფლებაა… არაფერი ისეთი პირადული არ არის ადამიანისთვის, როგორც მისი იდენტიტეტი, და მისი შეცვლა, რადგან შენ ის არ მოგწონს, არის ძალადობა… სანაპიროს დაბინძურებისა და ამ რატომღაც არმოსაწონ რბილ ლ ს შორის კრიტიკაში არის ძალიან დიდი განსხვავება: სანაპიროს დაბინძურება გვილახავს სუფთა სანაპიროზე ყოფნის უფლებას, რისი უფლებაც ჩვენ გვაქვს და ადამიანს მიუთითო და აიძულო მისთვის არამშობლიურად იმეტყველოს, ამის მორალური უფლება არ გაქვს, ეს შენთვის რამდენადაც გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს და საქმეც იმაშია, რომ ამან არ უნდა გ ა გ ა ბ რ ა ზ ო ს! აი ეს იყო ჩემთვის თვალში საცემი და ამიტომ გამოგეხმაურე.
🙂 : ) მგზავრ-მოგზაურო 🙂 მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის, იმისათვისაც, რომ ასე დაიღალეთ ჩემთვის, მაგრამ მერწმუნეთ, მე მაქვს უფლება გამოვთქვა საკუთარი აზრი. ასევე არ ვთვლი, რომ თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის (ამ შემთხვევაში)
პ.ს მე ასევე მგონია, რომ ბევრი ფიქრი სულაც არ არის სასარგებლო და გაცილებით უკეთესია ნაკლები იფიქრო და მეტი ისიამოვნო:) კიდევ ერთხელ მადლობა:)
imitom wer, rom mere aravin ar gamogexmauros ?! an mxolod imatma dagikomentaron, vinc getanxmeba ?! visac ar mogvwons, gaviarot ara ?! da, vinc ar geanxmeva, imisi azri ar gainteresebs… vinc getanxmeba, imisi azri xom ukve ici da ra azri aqvs am ert wreshi trials? gamodis, axals verafers sheityob…
🙂 შეიძლება ესეცაა 🙂
აუ რა ცუდია 😦
ფოტოები სადაა? 😦
დავდებ აუცილებლად, არ გავსულვარ ჯერ:(
მეც როგორ მაწუხეს ეს ყველაფერი 🙂 თანაც ბათუმში 🙂
ეეეე, იცი მაინც რაღაცნაირად არ მომეწონა,რადგან უფრო კორექტული უნდა ყოფილიყავი ჩემი აზრით. 🙂 იმერული კილო, კახული მოქცევა და მეგრული ,,ლ” ჩვენი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნებაა. მთელი მოძღვრებაა, მეცნიერებაა, ანთრპოლოგიაა. მოკლედ, ძალიან კარგია ეს ყველაფერი და ღმერთმა არ ქნას, გაქრეს და აღარ იყოს
მაგაში არ გედავები, მაგრამ ყველა ის ადამიანი ვინც ამ ქალაქის მკვიდრია მიხვდება ამ პოსტსში რაც წერია. ამიტომ არ ავხსნი ეს ყველაფერი ასე რატომაა გადმოცემული. ამაზე მეტი კორექტულობა არ შეიძლება,დამიჯერე:(
მესმის შენი : ))) აქ კუთხე რა შუაშია, რას ვერ ხვდებით – ამ ადამიანს ველურებივით რომ იქცევიან 21-ე საუკუნეში მისი თანამემამულეები, ეს აღიზიანებთ. დონე და შეგნება ძალიან დაბალია, უმეტესობაში, სამწუხაროდ…
შენ გაიხარე:):):)
მე პირადად ვგიჟდები ისე მიყვარს პლაჟზე ჭამა:)