ტერასაზე

მუზა მოვიდა… რაღაცამ მოიტანა. როდესაც დედაქალაქს ვსტუმრობ, მე და ჩემი ერთერთი უსაყვარლესი მეგობრის შეხვედრის ადგილი, მარჯანშვილზე, კანაპეშია. უგემრიელესი ყავის თანხლებით.

თუმცა ამჯერად ტრადიციას ვუღალატეთ და წერეთელზე, გამოფენის ბაღში ტერასაზე მივედით. ზუსტად ვიცი დღეიდან ხშირი სტუმარი ვიქნები, ტერასაზე. ძალიან მომეწონა ის გარემო და საზოგადოებაც, რომელიც ყოველ საღამოს ტერასაზე იკრიბება. საოცარი სიმშვიდეა, ცენტრალური ქუჩიდან მოშორებითაა, იქვე პატარა ტბაა, რომელიც საშუალებას გაძლევს მიეცე ფიქრს, ტბის პირას, ირგვლივ სიმწვანეა.ინტერიერიც ძალიან მიმზიდველი და თანამედროვეა.
თუმცა, როგორც ყველგან ერთი დიდი ხარვეზი ტერასაზეც არსებობს 🙂 მომსახურება აქვთ ძალიან ცუდი (რაც მე ვნახე), შეკვეთა მთელი 40 წუთის დაგვიანებით მოგვიტანეს. კაფის სტუმრებს მხოლოდ ერთი მიმტანი ემსახურებოდა, რომელიც ფიზიკურად ვერ წვდებოდა ყველას მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ბევრი რამ ავიწყდებოდა კიდეც. როგორც ყველგან მომსახურების მხარე ტერასაზეც გამოსასწორებელია, იმედი მაქვს ძალიან მალე მომსახურების პრობლემა არ იქნება გამოსწორდება. ლოდინი იმ გარემომ გადამატანინა რაც იქ არის, სხვა შემთხვევაში, ალბათ მენეჯერს ძალიან ვუსაყვედურებდი.

ჩემს ბლოგს ვინც კითხულობს იცის ალბათ, რომ ჩემს პროვინციაში არ არის ადგილი სადაც შეგეძლება წყნარად დაჯდომა,ჭიქა ყავის თანხლებით  მუშაობა, ან უბრალოდ დასვენება.  მიხარია, რომ ასეთი ადგილი აღმოვაჩინე და იმედია  არ გადაიქცვეა ტიპიურ სახინკლედ, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდებახოლმე. თუ რომელ კაფეზე მაქვს საუბარი ამაზე მოგვიანებით და ვრცლად დავწერ.

ეჭვი იწვევს ნევროზს, ნევროზი — შიზოფრენიას.

ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე, დამეწერა.

ჩემს პირველ შეყავრებულს, რომ მოუსმინოთ გეტყვით, რომ მე გაგიჟებამდე ეჭვიანი  ვარ. ვერ შევეწინააღმდეგები. მასთან ესე ვიყავი.

მეორე შეყვარებულს, რომ კითხოთ გეტყვით, რომ მე ზომიერად ეჭვიანი ვარ და ჩემი ეჭვიანობა შემაწუხებელი არაა. ვერც მას გავამტყუნებ, მართალია. მასთნ ესეთი ვიყავი.

აი, მოქმედ შეყვარებულს, რომ კითხოთ გეტყვით, რომ მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი და არც კი ვიცი რას ნიშნავს ეს გრძნობა. ვერც მას შევეწინააღმდეგები. მასთან ესეთი ვარ.

იყო დრო, როდესაც ჩემი ეჭვიანობა ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა და ეს ყველაფერი ჩემგან დიდ ენერგიას მოითხოვდა და ცუდად მოქმედებდა ჩემზე.

ამ ყველაფერს ვიხსენებ და ჩემი მაშინდელი საქციელები საშინლად არ მომწონს. ალბათ სწორედ ამიტომაც არ შედგა მაშინ ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია. რაც ძალიან მაგარაია, ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ.

როდესაც პარტნიორის მიმართ ისტერიულად ეჭვიანი ხარ, ვფიქრობ ამ დროს, სულ ცოტა საკუთარი თავის უპატივცემულობასთან, კომპლექსებთან გვაქვს საქმე და ეხლა სულაც არ მიკვირს, რომ ჩემთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა.

რაც მთავარია გონს მოვეგე, მივხვდი, რომ ეს გრძნობა რასაც ეჭვიანობა ქვია, არასოდეს არ მომცემდა ბედნიერების საშუალებას. სასწრაფოდ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და მივაღწიე იმას, რომ შემდეგ შეყვარებულთან ჩემს ეჭვებს მაქსიმალურად ვმალავდი.

ეჭვიანობის დაფარვა უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ ვერაფერი ნუგეშია, რადგან ეჭვი,როემლსაც გულში ინახავ კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს  ფსიქიკაზე. 

მას შემდეგ მივხვდი, რომ მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ადამიანებში ეჭვი უნდა ეპარებოდეს, რომელის შეყვარება შეუძლებელია, რომელსაც ადვილად მოატყუებენ, რომელსაც მიატოვებენ. პირიქით, მე ვარ ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა ძალიან დიდი ფუფუნებაა, კომფორტია, ბედნიერებაა და რაც მთავაია შეძლებისდაგვარად დემოკრატი გავხდი  ურთიერთობებში, სწორედ ამიტომ თუკი ვინმეს ჩემთან ურთირეთობა არ მოუნდება, მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და პირიქით.

ეხლა მივხვდი, რომ ცხოვრება ეჭვების გარეშე და საკუთარი თავის პაატივისცემა ძალიან მაგარია და რაც მთავარია, ასე გაცილებით კომფორტული ხდება ურთიერთობა ადამიანებთან.

მე ვფიქრობს, რომ ეჭვი იწვევს ნევროზს და ნევროზი შიზოფრენიას, აშკარად მირჩევნია ჯანმრთელი და ლამაზი ვიყო.