ეჭვი იწვევს ნევროზს, ნევროზი — შიზოფრენიას.

ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე, დამეწერა.

ჩემს პირველ შეყავრებულს, რომ მოუსმინოთ გეტყვით, რომ მე გაგიჟებამდე ეჭვიანი  ვარ. ვერ შევეწინააღმდეგები. მასთან ესე ვიყავი.

მეორე შეყვარებულს, რომ კითხოთ გეტყვით, რომ მე ზომიერად ეჭვიანი ვარ და ჩემი ეჭვიანობა შემაწუხებელი არაა. ვერც მას გავამტყუნებ, მართალია. მასთნ ესეთი ვიყავი.

აი, მოქმედ შეყვარებულს, რომ კითხოთ გეტყვით, რომ მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი და არც კი ვიცი რას ნიშნავს ეს გრძნობა. ვერც მას შევეწინააღმდეგები. მასთან ესეთი ვარ.

იყო დრო, როდესაც ჩემი ეჭვიანობა ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა და ეს ყველაფერი ჩემგან დიდ ენერგიას მოითხოვდა და ცუდად მოქმედებდა ჩემზე.

ამ ყველაფერს ვიხსენებ და ჩემი მაშინდელი საქციელები საშინლად არ მომწონს. ალბათ სწორედ ამიტომაც არ შედგა მაშინ ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია. რაც ძალიან მაგარაია, ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ.

როდესაც პარტნიორის მიმართ ისტერიულად ეჭვიანი ხარ, ვფიქრობ ამ დროს, სულ ცოტა საკუთარი თავის უპატივცემულობასთან, კომპლექსებთან გვაქვს საქმე და ეხლა სულაც არ მიკვირს, რომ ჩემთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა.

რაც მთავარია გონს მოვეგე, მივხვდი, რომ ეს გრძნობა რასაც ეჭვიანობა ქვია, არასოდეს არ მომცემდა ბედნიერების საშუალებას. სასწრაფოდ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და მივაღწიე იმას, რომ შემდეგ შეყვარებულთან ჩემს ეჭვებს მაქსიმალურად ვმალავდი.

ეჭვიანობის დაფარვა უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ ვერაფერი ნუგეშია, რადგან ეჭვი,როემლსაც გულში ინახავ კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს  ფსიქიკაზე. 

მას შემდეგ მივხვდი, რომ მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ადამიანებში ეჭვი უნდა ეპარებოდეს, რომელის შეყვარება შეუძლებელია, რომელსაც ადვილად მოატყუებენ, რომელსაც მიატოვებენ. პირიქით, მე ვარ ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა ძალიან დიდი ფუფუნებაა, კომფორტია, ბედნიერებაა და რაც მთავაია შეძლებისდაგვარად დემოკრატი გავხდი  ურთიერთობებში, სწორედ ამიტომ თუკი ვინმეს ჩემთან ურთირეთობა არ მოუნდება, მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და პირიქით.

ეხლა მივხვდი, რომ ცხოვრება ეჭვების გარეშე და საკუთარი თავის პაატივისცემა ძალიან მაგარია და რაც მთავარია, ასე გაცილებით კომფორტული ხდება ურთიერთობა ადამიანებთან.

მე ვფიქრობს, რომ ეჭვი იწვევს ნევროზს და ნევროზი შიზოფრენიას, აშკარად მირჩევნია ჯანმრთელი და ლამაზი ვიყო.

Advertisements

8 thoughts on “ეჭვი იწვევს ნევროზს, ნევროზი — შიზოფრენიას.

  1. არასდროს მესმოდა ეჭვიანობის არსი,და ვერ ვუგებდი ერთ ჩემს გარემოცვაში მყოფ გოგონას,რომელიც თავის შეყვარებულზე ისე ეჭვიანობდა,ზღვარს სცილდებოდა.იმაზეც კი ეჩხუბებოდა რატომ არ მითხარი სახლში თუ იყავიო.

    • მართლაც რთულია ამის გაგება, თუ გამოცდილი არ გაქვს. ეჭვიან ადამიანებს თითნოაც არ უნდათ ესეთი ისტერიკები რომ ჭირთ, მაგრამ ამას ესე ადვილად ვერ აკონტროლებ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s