მოკლედ, მოვედი და აქ ვარ:))
ალბათ ყველაზე მოულოდნელი თემით დავბრუნდი იმის კვალობაზე, რომ თითქმის ნახევარი წელია (ან იქნებ მეტი) რაც ბლოგზე არ დამიწერია.
მე მინდა თანამედროვე მენეჯერების შესახებ დავწერო. ჩემი მოკრძალებული აზრი რათქმაუნდა.
ქართულმა ღრმად პატივცემულმა საზოგადოებამ ძალიან ცოტა ხანია, რაც დირექტორები გააცილა და ახალ ერას, მენეჯერების ერას შეეგება. თუმცა შეეგება თუ არა ეს მეორე საქმე. დღესაც ძალიან ბევრს გონია, რომ მენეჯერი არის, კომუნისტური ხანის იგივე დირექტორი და თანამდებობა, მხოლოდ წარმატებული სახელისთვის არის საჭირო. გახსოვთ ალბათ ჩვენი ბაბუების მონაყოლი მაინც, რაიკომის მდივნები, ქარხნის დირექტორები, კოლმეურნეობის თავმჯდომარეები და პოპულარული შავი “ოცდაოთხები” მერე ბავშვობაში ჩვენ რომ ვეჭყანებოთ , გაკვეთილების გასაცდენად:)
ხოდა ეხლა მე გეტყვით, რომ მენეჯერი პირველ რიგში იმ კომპანიისთვის უნდა მუშაობდეს სადაც იგი დასაქმებულია.. ის საქმე უნდა უყვარდეს რასაც აკეთებს,თანამშრომელი მისი გუნდის წევრი უნდა იყოს, ვისთანაც იგი საქმეს აკეთებს და ვის გარეშეც მისი მენეჯერობა წარმატებული ვერ იქნება.საქმე არ გამოვა. დიახ, ეს ახალი საუკუნე და მენეჯერების ერაა და არა რაიკომის მდივნების და გოიმი დირექტორების :)))
ძალიან მოკლედ მენეჯერის არსს, მის ფუნქციებს და მოვალეობებს ჩამოვწერ. მეტს თავს არ შეგაწყენთ:))
სულ არსებობს 5 დონის მენეჯერი. შევეცდები მოკლედ დავახასიათო ყოველი მათგანი
I დონის მენეჯერი
საკუთარი შესაძლებლობების, ცოდნის, გამოცდილებისა და შრომის ორგანიზების უნარების აქტიურად გამოყენებით, პირადი წვლილი შეაქვს საერთო მიზნის მიღწევაში. (საერთო მიზნის, პირადი ინტერესების –ა რ ა 🙂
II დონის მენეჯერი
შეაქვს საკუთარი წვლილი კომპანიის წინაშე მდგარი მიზნის მიღწევაში. ეფექტიანად მუშაობს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად
III დონის მენეჯერი
დასმული ამოცანების მისაღწევად უზრუნველყოფს ადამიანების საქმიანობის ორგანიზაციას და რესურსების რაციონალურ განაწილებას.
IV დონის მენეჯერი
ახდენს კომპანიის მომავლის ხედვის, მომავალი სახის ჩამოყალიბების და აღწევს იმას, რომ კომპანიამ ამ განსაზღვრული გზით იაროს. უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარისხს.
და მთავარი V დონის მენეჯერი
მისი მმართველობა საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას გამორჩეული და გრძელვადიანი გედეგები. მასში შეხამებულია საუკეთესო ადამიანური თვისებები და მტკიცე პროფესიული პასუხისმგებლობა. (ეს ის შეხამებაა, ქართველებს რომ ძალიან გვიჭირს:) )
და კიდევ ძირითადი მესიჯები მენეჯერებისთვის:
“ისწრაფე მაქსიმალური თვითრეალიზებისაკენ და ასევე მიეცი შენს გარშემო მყოფ ადამიანებს მაქსიმალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობა” “ყოველთვის ზუსტად იცოდე რა გინდა (აქ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, ჩვენს რეალობაში) და გქონდეს გზა, რომლითაც აპირებ მიზნის მიღწევას” “გამოიყენე დრო” – ნუ აქ რა დავწერო არ ვიცი. ჯერ დროის ფასის სწავლით უნდა დავიწყოთ ალბათ “ისწავლე რაც შენ გჭირდება და შენს გარშემო ასწავლე ყველას ის, რაც მათ უნდათ ისწავლონ და არა ის, რაც შენ გჭირდება”–რა საინტერესოაააა….ეს 10 ჯერ გადაიკითხეთ მენეჯერებო.თხრობით ისწავლეთ.“ “იყავი პატიოსანი ყოველთვის” ხი ხი ხი :))))) სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა ჩვენი ვაი-მენეჯერებისთვის:)) ყველა არ იგულისხმება რათქმაუნდა:))))))