ჩემი ფუფუნებისთვის

 ძალიან მინდა დავწერო და იმდენი რამე მინდა დავწერო, რომ მეზარება ერთ პოსტში მოვათავსო.  ამ ბოლოს ისეთ რამეებს ვუკვირდები, რაზეც აქამდე არ ვფიქრობდი, მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რამ მაღიზიანებს.ისიც კი მაღიზიანებს, რომ ეს საკითხები ჩემთვის აქტუალური გახდა.

 ძალიან მინდა, შეხვედრებზე ისე ჩაიცვა, როგორც მე მინდა, მაგალითდ ძველი დაგლეჯილი ჯინსი და ეს არ გახდეს ჩემი უკულტურობის მაჩვენებელი. ბოლოსდაბოლოს და მნიშვნელობა აქვს რა მაცვია, მთავარია, რომ იქ ვარ და იმას გავაკეთებ რაც მევალება.

 ძალიან მინდა ყველამ დაიკიდოს აბორტის თემა, ისევე როგორც დემოგრაფიული პრობლემები და იმაზე, რომ სექსის დროს პრეზერვატივი არ ქონდა, თავი არ დაიცვა და ზოგადად ამ საკითხში მოუწესრიგებლები არიან, მე არ ვინერვიულო, რადგან სწორედ ამის გამო ახალ სიცოცხლის სიცოხცხლეს საფრთხე ემუქრება. 

 არ მინდა ჩემს ქვეყანაში, გეი — ტრაგედია იყოს.

მაგრად მინდა მეკიდოს, ურთიერთბები, რომლებიც არაფრის მომცემი და ფორმალურია.

ძალიან მინდა დავიკიდო, ჩემი მეზობელი, რომელიც ჩასაფრებულია, როდის , ვინ და რა მანქანით მომიყვანა სახლში. 

 არ მინდა, მაღიზიანებდეს კითხვა : არ თხოვდები? სად მუშაობ? ხელფასი რამდენი გაქვს? რა თქვენი საქმეა 🙂

არ მინდა ვიცოდე, ვინაა მარგველაშვილის ცოლი, პირადი ცხოვრების ამსახველმა კადრებმა ვინ გააღიზიანა, რომელმა მინისტრმა სად მიქარა და სუბარი მთვრალი, რომ იყო, როგორ იქცეოდა.

 არ მაინტერესებს სად შეასკდა მიშა ტრაილერს, ვის უყიდა ჩემი ფულით საჩუქრები და ვინაა მისი ნაშა.

 არ მინდა მაინტერესებდეს, ჩემი ნათესავის ცხოვრება, რომელსაც ქმარი ყოველ დღე ღალატობს და მაინც ცხელ კერძებს , როგორ ახვედრებს სახლში დაბრუნებულს.

 არ მინდა ვხედავდე, როგორ ვმრავლებიან ქაჯები ჩემს ირგვლლივ და როგორ კარგავენ სახეს ადამიანები.

 არ მინდა ჩემს მეგობარს, მეორადის ტანსაცმელი ეცვას და მატყუებდეს ბრენდიოა, მაშინ როდესაც მეც მეორადი მაცვია და ეს ნორმალური ამბავია.

 არ მინდა ვგლოვობდე წარსულს, მაშჲნ როდესაც ბევრად მაგარი მომავალი მელოდება.

 არ მინდა მაინტერესებდეს, პოლიტიკური ორომტრიალი, კრიმინალური ამბები, სოციალური სისულელეები. კომპლექსიანი ადამიანების დაყენებული სიფათები, სარკის წინ დამუღამებული მანერები, გატყლარწული საუბრები.

რამდენი რამე არ მინდა მაინტერესებდეს, რადგან ეს შეიძლება იმან მოაგვაროს ვისაც უშუალოდ ეხება და აინტერესებს ამის მოგვარება. ვიღაცამ მის თავზე იმუშავოს და ეს სხვისთვისაც კომფორტი იქნება. ხომ შეიძლება, მეპურემ პური გამოაცხოს , ყასაბი თავის საქმეს აკეთებდეს, პროკურატურამ და მსგავსმა ორგანოებმა თავისი საქმე შეასრულოს, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს, მომღერალმა იმღეროს…და მეც არ დავინტერესდე ამ ყველაფრით….ასე ძნელია?

 ჯანსაღი იუმორი მინდა. ბუნებრივი ურთიერთობები. მოწესრიგებული გარემო. კომფორტული დასვენება, კულტურული მეზობლობა. ზომიერი მეგობრობა. უშუალო და კარგი ადამიანები. ჯანსაღი სამუშაო პირობები. დაცული უფლებები.მხიარული დასასრული და უკეთესი მომავლისთვის დარჩნილი დრო. სიმსუბუქე და სისადავე

P.S კიდევ, ჩემი სახლი მინდა, მართვის მოწმობა, აგარაკი (პატარ, ხის ოდა სახლი) ტყეში, მდინარის პირას.   

აქვს ამდენი ფუფუნება ვინმეს?Image