ბლოგს ორი მარტივი მიზეზის გამო არ ვწერ ხოლმე, ისევე როგორც ლექსს. ერთი, როცა არაფერი მაქვს სათქმელი და მეორე როცა შეყვარებული ვარ. ყოველთვის აბსურდი იყო ჩემთვის, ცალმხრივი სიყვარულის არსი და მნიშვნელობა. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა გყვარებოდა ადამიანი, რომელსაც იცი, რომ არ უყვარხარ. ხასიათის სიმარტივე მარტო იმაში გამომყვა, რომ ყველაზე კარგად წასვლა მეხერხება, თუმცა ერთი კარგი თვისებაც მაქვს ხოლმე, წასვლამდე ვფიქრობ, უნდა წავიდე თუ არა. როცა გრძნობ, დარჩენა გინდა, მაგრამ ამით უფრო გააფუჭებ ურთიერთობას უნდა ადგე და წახვიდე. ზუსტად ვიცი თავს უფრო კარგად გრძნობ, როდესაც არ ხარ იქ სადაც არ უნდა იყო, ნუ თუ მაზოხისტი არ ხარ.
რა შემთხვევაში შეიძლება მოგინდეს წასვლა.
1. როდესაც გიყვარს, მაგრამ ხვდები (ან გეუბნება) რომ არ აინტერესებ.რა სისულელეა ასეთ შემთხვევაში სიყვარულს ესლოდო. ზღაპრები მხოლოდ წიგნებში ჰეფიენდდება. სხვა შემთხვევაში მოცემული ურთიერთობა უბრალოდ საზიზღრობაა.
2. როდესაც სხვადასხვა ღირებულებები გაქვთ. რაც არუნდა ძალიან გიყვარდეს და მოგწონდეს ადამიანი, თუ ხვდები რომა შკარად ცდებით ერთმანეთსს, ვფიქრობ აზრი არ აქვს დროის დაკარგვას. ჩვენ ხომ საკმაოდ დიდები ვართ საიმისოდ, რომ შვიცვალოდ. არც კი გვიფიქრია, რომ შეცვლა გვჭირდება. ყოველთვის კარგია, როდესაც ურთიერთობას კეთილგანწყობილი ტოვებ. ამ შემთხვევაში გულისტკენაც უფრო მარტივი გადასატანია. როცა ხედავ არ გამოა, არ გამოვა!
3. როდესაც ეუბნები, რომ გიყვარს,ის გწერს, რომ მასაც უყვარხარ. სამაგიეროდ ნამდვილი თანამედროვე სიყვარულია, არ გწერს სმს ტელეფონზე. არ გირეკავს. არ აინტერესებს, როგორ ხარ, სად ხარ და უბრალოდ ხარ თუ არა.შეხვედრაზე რომ არაფერი ვთქვათ. ახალი წლის დადგომასავითაა, ოღონდ ახალი წელი წელიწადში ერთხელაა, შეხვედრა, თვეში ერთხელ, როცა ძალიან დაღლი წუწუნით, რომ გენატრება. შენ მაინც დაჯიუტად ფიქრობ, რომ უყურადღბოა. უყვარხარ, მაგრამ უურადღებოა. ფიქრობ, რომ არაუშავს.მერე ფიქრობ, რომ უნდა ადგე და წახვიდე. აუხსნა, ოღონდ არა ის, რომ უყურადღებოა, არამედ სხვა რამე მიზეზი მოიგონო, მარტივი და ბანალური და წახვიდე. სწორედ ამდროს მოგწერს და ჩემს ფეხებს წახვალ სადმე. ალბაც ესეც დროსთან ერთადაა, ასეთ სიტუაციაში შენ თუ არ წახვალ, ის წავა,ერთ დღესაც აღარც მოგწერს და მერე მიხვდები, რომ თურმე…მერე გულს დაიმშვიდებ,რაც არის ეგ არის…
4. როცა ხვდები,რომ უყვარხარ, მაგრამ სიყვარული ავადმყოფობად ექცადა რომ დაემართე.მართლა სასწაულია, ეჭვიანი პარტნიორი , საბოლოო ჯამში დანგრეულ ოჯახს, მოშლილ ნერვულ სისტემას, შუმდგარ ადამიანს, დაკარგულ მეგობრებს და წლებს ნიშნავს. მძიმეა, მაგრამ საცა არა სჯობს გაცლა სჯობს.
არ ვიცი, როგორ უნდა მიხვდე ვინ უნდა შიყვარო, ამას არც არავის ეკითხებიან , თუ კარგად დავფიქრდებით მივხვდებით ვისთან აღარ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა.ურთიერთობა ისაა რაც არასდროს არ ტყუის. ზოგჯერ საკუთარ თავებსაც არ ვუტყდებით,მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცით სად გამოვა და სად არა. თუმცა მოთმინების შესახებ არსებობს ქართული სიბრძნე,რომელსაც თავის დამშვიდების მიზით ვიყენებთხოლმე.