I need a new job

images

ცხოვრების ის ეტაპია, ყველაფერი თავდაყირა, რომ მიდგას.ცუდი და კარგი ერთნაირად ხდება. მგონია, რომ ორივე თავისთავად ჩადგება კალაპოტში და ყველაფერი დალაგდება, ჩემი ძალისხმევის გარეშე. მჯერა, რომ რაც მოსახდენია მოხდება, რომ ესეც გაივლის და თუ გასავლელია ყოველი შემდეგიც, რომ ყველაფერი რაც მთავრდება, მხოლოდ იმიტომ ახალი დაიწყოს და მეტად მნიშვნელოვანი, დრო მაგარი რამეა, ჩვენზე უკეთ ალაგებს ყველაფერს.

ზოგადად ოპტიმისტი ვარ, ნახევრად ცარიელ ჭიქას ნახევრად სავსე მირჩევნია. სულ ესე ხდება, ზოგჯერ 5 სამსახური ერთად მაქვს, ზოგჯერ არც ერთი (კაცების პონტშია, ან ყველა ერთად გამოჩნდდება, ან არცერთი) ამაზეც არ ვდარდობ, ჩემი წუხილი მაქსიმუმ ერთი დღე გაგრძელდეს, ფაქტი ერთია მე ყოველთვის მაქვს საკუთარი შემოსავალი, მინიმალური მაინც და საბოლოო ჯამში ვაკეთებ იმას, რაც მომწონს.

ეხლაც გავიჭედე, სამივე პროექტი ერთდროულად ღაფავს სულს, ამაზე ამბობენ უმუშევარი ვრჩებიო 🙂 თუმცა მთლად ეგრეც ვერ ვიტყვი, შემომთავაზეს ახალი, საარჩევნო პროექტში მონაწილეობა.

საინფორმაციო სააგენტოა, საკმაოდ რეიტინგული. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჟურნალისტის პოზიციაა. უნდა გავაშუქო საარჩევნო ციებ ცხელება, როგორც ჩემს ქალაქში ასევე სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქებში. მე რომ მიყვარს ისეთი ელემენტები კი აქვს, მივლინებები და ბოდიალი, მაგრამ ჟურნალისტობა ვერა და ვერ შევიყვარე.

Dream-Job-Sign

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მიმუშავია კიდეც , მაგრამ რაც შენი არაა, არაა და მორჩა. არადა, მორიდებული ტიპი არ ვარ. კარი დაკეტილი თ დამხვდა, ფანჯრიდან შესვლა არ მრცხვენია, მაგრამ ხომ უნდა გსიამოვნებდეს ეს ფანჯრიდან შეძრომის პროცესი? სწორედ ეს პროცესი ვერ შევიყვარე, არ მომწონს, როდესაც ადამიანს ის ინფორმაცია უნდა დავაფრქვევინო, რასაც მე არ ვიტყოდი და ა.შ. შესაბამისად საქმე  როდესაც არ გიყვარს და არ გსიამოვნებს, ხარისხიანადაც ვერ აკეთებ. სულ გაქცევაზე გაქვს თვალი და გამოდის ის, რაც თავისთავად გამოდის. არ მიყვარს ესე.

არეული ტიპი ვარ, არც საოფისე ფუსფსი მიტაცებს, მთელი დღე ერთიდაიგივე სახეები მბეზრდება და კომპიუტერის ეკრანი თავს მატკენს. მიყვარს მოძრაობაში ყოფნა, მივლინებები. შესანიშნავად გამომდის ტრენინგების ჩატარება, შეხვედრების ფასილიტაცია და ა.შ , პრინციპში ესაა, რასაც ვაკეთებ ხოლმე და რაც მიყვარს. ასეთ დროს სიამოვნებით ვიღლები და სამუშაო დღის ბოლოს ყავასაც სხვა გემო აქვს, არც სიგარეტის ბოლო მერგება შხამად სხვათაშორის.

ხოდა ეხლა რა ხდება, ვზივარ და ვფიქრობ, დავიკიდო ახალი შემოთავაზება, რომელიც ჩემს არაჟურნალისტურ სულს ჟურნალისტიკისკენ უბიძგებს, დავჯდე და ახალი პროექტის წერა დავიწყო, ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებთანაც შესანიშნავად გამომდის, პროექტის წერაც, დაფინანსების ლოდინიც და დაფინანსებულის განხორციელებაც. თუ ვიმუშავო სამსახურში სადაც მომწონს ადამიანები, მაგრამ საქმე არა. რატომღაც ვფიქრობ, რომ ანაზღაურების გამო მუშაობა ტეხავს საკუთარ თავთან და იმ ადამიანებთანაც, ვისთანაც აპირებ საქმე აკეთო. ასე რომ ბავშვებო, ვიწყებთ ახალი პროექტის წერას.

Advertisements