მენეჯერი თუ ???

მოკლედ, მოვედი და აქ ვარ:))

ალბათ ყველაზე მოულოდნელი თემით დავბრუნდი იმის კვალობაზე, რომ თითქმის ნახევარი წელია (ან იქნებ მეტი) რაც ბლოგზე არ დამიწერია.

მე მინდა თანამედროვე მენეჯერების შესახებ დავწერო. ჩემი მოკრძალებული აზრი რათქმაუნდა.

ქართულმა ღრმად პატივცემულმა საზოგადოებამ ძალიან ცოტა ხანია, რაც დირექტორები გააცილა და ახალ ერას, მენეჯერების ერას შეეგება. თუმცა შეეგება თუ არა ეს მეორე საქმე. დღესაც ძალიან ბევრს გონია, რომ მენეჯერი არის, კომუნისტური ხანის იგივე დირექტორი და თანამდებობა, მხოლოდ წარმატებული სახელისთვის არის საჭირო. გახსოვთ ალბათ ჩვენი ბაბუების მონაყოლი მაინც, რაიკომის მდივნები, ქარხნის დირექტორები, კოლმეურნეობის თავმჯდომარეები და პოპულარული შავი “ოცდაოთხები” მერე ბავშვობაში ჩვენ რომ ვეჭყანებოთ , გაკვეთილების გასაცდენად:)

ხოდა ეხლა მე გეტყვით, რომ მენეჯერი პირველ რიგში იმ კომპანიისთვის უნდა მუშაობდეს სადაც იგი დასაქმებულია.. ის საქმე უნდა უყვარდეს რასაც აკეთებს,თანამშრომელი მისი გუნდის წევრი უნდა იყოს, ვისთანაც იგი საქმეს აკეთებს და ვის გარეშეც მისი მენეჯერობა წარმატებული ვერ იქნება.საქმე არ გამოვა.  დიახ, ეს ახალი საუკუნე და მენეჯერების ერაა და არა რაიკომის მდივნების და გოიმი დირექტორების :)))

ძალიან მოკლედ მენეჯერის არსს, მის ფუნქციებს და მოვალეობებს ჩამოვწერ. მეტს თავს არ შეგაწყენთ:))

თუ იცით არ წაიკითხოთ:))Group of business people looking at a chart put up on the wall

სულ არსებობს 5 დონის მენეჯერი. შევეცდები მოკლედ დავახასიათო ყოველი მათგანი

 I დონის მენეჯერი 

საკუთარი შესაძლებლობების, ცოდნის, გამოცდილებისა და შრომის ორგანიზების უნარების აქტიურად გამოყენებით, პირადი წვლილი შეაქვს საერთო მიზნის მიღწევაში. (საერთო მიზნის, პირადი ინტერესების –ა რ ა 🙂

II დონის მენეჯერი

შეაქვს საკუთარი წვლილი კომპანიის წინაშე მდგარი მიზნის მიღწევაში. ეფექტიანად მუშაობს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად

III დონის მენეჯერი

დასმული ამოცანების მისაღწევად უზრუნველყოფს ადამიანების საქმიანობის ორგანიზაციას და რესურსების რაციონალურ განაწილებას.

IV დონის მენეჯერი

ახდენს კომპანიის მომავლის ხედვის, მომავალი სახის ჩამოყალიბების და აღწევს იმას, რომ კომპანიამ ამ განსაზღვრული გზით იაროს. უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარისხს.

და მთავარი V დონის მენეჯერი 

მისი მმართველობა საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას გამორჩეული და გრძელვადიანი გედეგები. მასში შეხამებულია საუკეთესო ადამიანური თვისებები და მტკიცე პროფესიული პასუხისმგებლობა. (ეს ის შეხამებაა, ქართველებს რომ ძალიან გვიჭირს:)  )

და კიდევ ძირითადი მესიჯები მენეჯერებისთვის:

“ისწრაფე მაქსიმალური თვითრეალიზებისაკენ დასევე მიეცი შენს გარშემო მყოფ ადამიანებს მაქსიმალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობა”
 
“ყოველთვის ზუსტად იცოდე რა გინდ(აქ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, ჩვენს რეალობაში) და გქონდეს გზა, რომლითაც აპირებ მიზნის მიღწევას” 
 
“გამოიყენე დრო” – ნუ აქ რა დავწერო არ ვიცი. ჯერ დროის ფასის სწავლით უნდა დავიწყოთ ალბათ
 
“ისწავლე რაც შენ გჭირდება და შენს გარშემო ასწავლე ყველას ის, რაც მათ უნდათ ისწავლონ და არა ის, რაც შენ გჭირდება”–რა საინტერესოაააა….ეს 10 ჯერ გადაიკითხეთ მენეჯერებო.თხრობით ისწავლეთ.
 
“იყავი პატიოსანი ყოველთვის”   ხი ხი ხი :)))))
 
 
 
სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა ჩვენი ვაი-მენეჯერებისთვის:)) ყველა არ იგულისხმება რათქმაუნდა:))))))
 

ჩემი აღსარება

მე მიყვარს თავისუფლება, თუმცა სავსე ვარ კომპლექსებით. რამდენი ხანია ამ კომპლექსებს ვებრძვი. ახლობლები მეუბნებიან, რთული ხასიათი გაქვს და გითმობთო. ალბათ უჭირთ ამიტანონ, უბრალოდ ნათესავური ვალდებულებაა ჩემი ატანა, იქნებ მართლა ვუყვარვართ, რას გაიგებ.

მე არ მიყვარს ვალდებულებები, ხშირად გავურბივარ მათ,თუმცა ეს გაქცევა სხვადასხვანაირია. ხან პასუხისმგებლიანი, ხანაც ყველაფერს ფეხებზე ვიკიდებ და მივდივარ. მე უძირო ქვევრი არ ვარ, წვეთ-წვეთ ვივსები და ასე სავსე მივდივარ-ხოლმე.

მე დამცინიან, ალბათ სვეტები. თუმცა, უცოდველი არც მე ვარ, მეც ხშირად დავცინი, ვაქილიკებ და გულის სიღრმეში ვხვდები, რომ არაფრით მათგან არ განვსხვავდები. უცნაურია ცხოვრება და მე ახალს არაფერს არ ვამბობ ეხლა. ადამიანები ვისთვისაც ბევრჯერ დამიციანიაჩემზე წარმატებულები გახდნენ, თუმცა მეც იმათზე წარმატებული ვარ ვინმც მე მაქილიკებდა. რა იფიქრეთ, ბოღმიანი ვარ? კარგით რა, გულის სიღრმეში აღიარეთ, ყველა თქვენგანს დაგმართიათ იგივე.

მე მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები, მერე რა თუკი მათ რაღაცეებს ვერ ვპატიობ და ამათზე ათასჯერ მეტ რამეს კიდეც ვპატიობ. მერე რა, ზოგჯერ ამ სახლიდან გაქცევა თუ მინდა, მე ხომ ვიცი, რომ ამაზე მშვიდ ადგილს ვერ ვიპოვი და ისევ აქ დავბრუნდები. დარწმუნებული ვარ თქვენც გდომებიათ გაქცევა. უბრალოდ ამის თქმის უფლებას საკუთარ თავებს არ აძლევთ, ან აძლევთ კიდეც.

ხო, ვიცი, დედაჩემი, ორი შვილის სიკვდილ გამოცდილი, ჩემზე მეტად თავშეკავებულია. უფრო მიმტევებელი და დამთმობია. ესაა ზუსტად, მე არ ვჩემობ ვიყო სულგრძელი. მე ტკივილისგან ზოგჯერ ვხროტინებ-კიდეც, ოღონდ მარტო. მე ვიცი, დედაჩემი ჩემზე ნაღდია, უბრალოდ იგი უფრო მეტია ვიდრე სიკვდილი, სიცოცხლე, სიყვარული, კეთილშობილება, რწმენა,მეგობრობა, შიში, მორიდება, პატიება, მეტია ვიდრე დედა . მე ეს ყველაფერი ვიცი და მაინც არ შემიძლია სიტყვაუხვად ვაფრქვიო და გამოვაჟღავნო. ალბათ ხვდება, რომ ვიცი.

იცით რამდენჯერ მიფიქრია, რომ შემთხვევით დავიბადე. არ მინდა ზოგჯერ თქვენს შორის ვიყო, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რომ რახან მაინც მოვხვდი ამ გაუგებრობაში და ვცხოვრობ დედამიწაზე, უფლება არ მაქვს ვიყო სუსტი, საჯაროდ.  გულის სღრმეში თქვენც და მეც ისეთი დაუცველები და სუსტები ვართ. სანამ შეგვიძლია ვაწვებით და სიმტკიცეს ვინაჩუნებთ. თუმცა ყველამ იცის, მათ შორის თქვენც, რომ ადამიანები ადვილი საცდუნებლები ვართ.

ყველანი ერთმანეთს ვაფრთხილებთ, ჭკუას ვარიგებთ. თითის ქნევით ვეუბნებით, რომ არავის აქვს ჩვენს საქმეში ჩარევის უფლება. თუმცა ჩვენ იგივეს ვაკეთებთ. კარგად ვერევით სხვის ცხოვრებაში, თვალს არ ვახამხამებთ და თუ დაგვჭირდა დაგაწრმუნებთ, რომ ჩვენ არამკითხეები კი არ ვართ, პირიქით, ჩვენი ჩარევა აუცილებელი იყო.

განსაკუთრებით ქალები, მამაკცაბევს ვამტყუნებთ. ვემუქრებით, რომ ამდენი დალევისაგან რაღაც დაემართებათ. ვქადაგებთ, რომ სასმელი გაჭირვებას ვერ დაგვავიწყებს. თუმცა ვინ იცის, ჩვენც რამდენჯერ რამდენჯერ გამომთვრალვართ უგონოდ, შეუფერებლად და ალბათ არ გვეუბნებიან და გვიჩხუბია კიდეც J J

როგორ დაუზარებლად ვკიცხავთ სხვებს ორგულობისათვის. ვამბობთ, რომ ღალატი სულმდაბლობაა. არადა, ჩვენ რა კარგად ვაკეთებთ იგივეს. გვაქვს პარალელური ურთიერთობები, პარალელური სიმპატიები, მერე ამდენ პარალელებს მიჩვეულები ვრჩებით სრულიად მარტო და ქალიშვილები J J J

მე მიყვარს თავისუფლება, ამიტომაცაა,  ალბათ ყოველ სექტემბერს  რომ უმუშევარი ვარ. ზაფხული ჩემია და არ შემიძლია იგი სადმე ცივ ოფისში გავატარო. მე ვიცი, არასოდეს მიმატოვებს უფალი, შეიძლება გამიბრაზდეს, გამკიცხოს მაგრამ ვიცი მაინც გამომიწვდის დახმარების ხელს. არც იმდენად პატივმოყვარე ვარ ამ დახმარებებზე უარი ვთქვა. ეხლაც იმედი მაქვს, რომ უფალი ჩემთან არის. თუმცა, ვიცი, რომ არაფერით არ დამიმსახურებია იგი.

რამდენჯერ მიფიქრია, შევძლებდი თუ არა მონაზვნობას, მერე ისევ მიფიქრია, რომ ამა ქვეყნის საცდუნებლები უფრო მეტია ვიდრე ჩემი სურვილი, თუმცა ვინ იცის…

მე უცოდველი არ ვარ, ბევრჯერ მიღალატია, ბევრჯერ დამიცინია, ბევრჯერ მიმიტოვებია. თუმცა სუსტიც არ ვარ და ვინ იცის ამ სიძლიერის მოსაპოვებლად რამდენი მივარჯიშია ჩემს ცხოვრებაზე, ლაივში. ძალიან ხშირად მიფიქრია, რომ ვენებში სისხლის მაგივრად ყინული შემეშვა,ასე გაცილებით მარტივია  ყველაფერი, გაცილებით მარტივი.

აი, ვამბობ მიყვარს თავისუფლებათქო, თუმცა მე თითონაც არ ვიცი რას ნიშნავს იგი. მაინც ვწერ ანგარიშებს საზოგადოებისთვის და გულის სიღმრეში ალბათ მათ აზრსაც ვითვალისწინებ. იბიომად J

ჩემი პირველი წარუმატებელი პაემანი

სულ დავივიწყე ჩემო ბლოგი. რამდენი ხანია არაფერი დამიწერია.

როდესაც გადავწყვეტ, რომ პოსტი უნდა დავწერო, მაშინვე საღამოსათვის გადავდებ , საღამოს კიდევ მავიწყდება დილით რა მინდოდა და ასე შემდეგ.

ალბათ ამ ბოლო პერიოდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი,  როდესაც კარგად ვარ ვერაფერსაც ვერ ვწერ. ეს ყოველთვის ასე იყო, ვწერ მაშინ როდესაც ძალიან მაწუხებს.

ამ ბოლო დროს კიდევ ღვთის წყალობით ბევრი კარგი რამ დაემთხვა ერთმანეთს, მათ შორის ერთ-ერთი კარგი ისაა, რომ წამოვედი სამსახურიდან, რადგან მიმაჩნია პატარა ადამიანები ტვინს გვიჩლუნგებენ, პრინციპებზე ხელს გვაღებინებენ, თავმოყვარეობას გვილახავენ და ცდილობენ მათ დავემსგავსოთ.

ხო, იმის თქმაც დამავიწყდა, რომ არც კარგზე მიყვარს წერა, უფრო სწორად მაშინ, როდესაც მიხარია, ემოციას ვერ გადმოვცემ.

მეტი რა მოგიყვეთ?  კარგზე ვერ ვწერ, ცუდიც არაფერი მომხდარა. უბრალოდ რაღაცის წერა მინდოდა და დავწერე. აბა ჩემს წარუმატებელ პაემანზე საყვარელ ფუმფულა ბიჭთან, ხომ არ მოგიყვებით? თუმცა რატომაც არა, მოგიყვებით.

ჩემს მეგობარს გავყევი, თაყვანისმცემელმა დაპატიჟა, მერე იმის მეგობარს მე მოვეწონე, ნუ როგორც ხდება ხოლმე და მესამე დღეს შევთანხმდით პაემანზე.

გაგიკვირდებათ ალბათ, 24 წლის ვარ და როგორც ასეთი ტიპიური პაემანი არასოდეს მქონია, ყოველთვის მეგობრების, საერთო ნაცნობებში ვუახლოვდებოდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს და მერე ან ვითარდებოდა მოვლენები, ან არა.

ბევრი რაღა გავაგრძელო და შევხვდით ერთმანეთს. აი, მერე რა მოხდა ნუღარ მკითხავთ. მაინც არ ვიცი. არ ვიცი რა, ვიჯექით ვისაუბრეთ, ეს ჩემი კავალერი ზედმეტად თბილი აღმოჩნნდა პირველი შეხვედრისთვის და როგორც იქნა შევთანხმდით იმაზე , რომ პირველი შეხვედრისთვის ასეთი სითამამე არ ვარგა. ნუ მე არ ვგრძნობ თავს კომფორტულად. ასეთ უაზრო ვითარებაში 2 საათს გავსტანე. როგორც იქნა წამოვედი და გზაში ვფიქრობდი, რომ არასოდეს არ შევხვდები მამაკაცს, რომელსაც უცხო სასტავში გავიცნობ. დალოცა ღმერთმა ჩემი სამეგობრო და საერთო ნაცნობები, რომლებსაც კიდევ ბევრი მეგობრები ყავთ და ა.შ.

 

არა-მეთქი!

–ყავა დავლიოთო–არ მცალია-მეთქი!

–გავისეირნოთო–არა-მეთქი!

–რამე გაწყენინეო?–არა-მეთქი!

–გინდა გულახდილად ვილაპარაკოთო?–არა-მეთქი!

–შენს საყვარელ წითელ ფორთოხლის წვენს მოგიტანო–არა-მეთქი!

–მატყუებო–არა-მეთქი

–მატყუებო–არა– მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–მატყუებო–არა– მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–მატყუებო–არა– მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–მატყუებო–არა– მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–რო წავალ არ შეგეშინდებაო?–არა მეთქი

–სულ წავედიო!–კარგად –მეთქი! 😦

ვიქენდი

დიდად არ მიყვარს ისეთი პოსტების წერა სადაც დღის აღწერას ვაკეთებ, მაგრამ დღეს მართლა სასიამოვნო დღე მქონდა.

მეგობართან შეხვედრა, ახალი ფეხსამლის შეძენა, ფინჯან ყავასთან ერთად საუბარი მამაკაცებზე. მეტი რა სჭირდებათ ქალაებს განტვირთვისათვის?

დილიდან მინდოდა სადმე გავსულიყავი,  შევუთანხმდი ჩემს სოფოს ვობოდიალოთთქო, მერე დამირეკეს ფეხსაცმელი ჩამოვიდა და  წაიღეო. გადავირიე, გამიხარდა, მიველ, ვნახე და გავვოცდი, მაგარია ძალიან …აი ეს ფეხსაცმელია 🙂

მე ძალიან მოეწონა. მერე ჩემს სოფოს მისმა სოფომ დაურეკა, სადმე ყავა დაგველიაო და წავედით ყავის დასალევად.

აბა რა სჭირდება სამ ახალგაზრდა ქალს იმისათვის, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროს? რათქმაუნდა საჭორაო თემა, რომელიც ჩვენ არ დაგველევა. ამ მთის ვთქვით თუ იმ მთის გავარკვიეთ, რომ იდეალური მამაკაცი არ არსებობს და რომ მე ძალიან ვუბერავ.  ეგ ორივე ისედაც ვიცოდით, მაგრამ მაინც, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ.

ძალიან ბევრი ვიცინეთ და შევთანხმდით, რომ ერთ დღეს გავალთ ქუჩაში და მამაკაცებს სხვადასხვა სიტუაციებით გავტესტავთ, რომელიც გაგვარკვევს მართლა გოიმია ჩვენს ქალაქში მცხოვრები ყველა მამაკაცი თუ არა.

 

ისეთი ლამაზები არიან ფიზიკურად…. მთავარია პირი არ გააღებინოთ

გუშინ დიდი სტუმრიანობა გვქონდა. დიდი კაცი გვყავდა სტუმრად. ქალაქში თვით პრეზიდენტი გვესტუმრა . კიდევ უფრო ადრე რუსთავი 2-მა სრულიად საქართველოს ამცნო ფოთში სამშენებლო სამუშაოები მიდისო. ფასადები იღებებაო. ისე ეგ მეც შევამჩნიე, რომ ფასადები იღებება. მალეო ფოთსო თეატრი ექნებაო–რომ იცოდეთ ამ თეატრს რამდენი ხანია ველოდებით. ეს ყველაფერი იქეთ იყოს. გვესმის, ვხედავთ რომ გვატყუებენ და მაინც გვიხარია, რომ გვატყუებენ. მე სულ სხვა რაღაცის თქმა მინდა. სასწრაფოდ გვჭირდება კინოც, თეატრიც, ღია კაფებიც, კლუბებიც, ბიბლიოთეკებიც,კოლეჯებიც, თავისუფალი ლექციებიც და ყველაფერი რაც უკავშირდება თანამედროვეობას, თორემ გატყიურდნენ და გაველურდნენ ჩვენი ახალი თაობის წარმომადგენლები.მაგნონალდში ამათ ვერ შეიყვან და ესკალატორზე  ვერ დააყენებ, გაშტერებული უყურებენ ყველაფერს. უკვე ისეთ ენაზე მეტყველებენ, რომ მგონი  პირველყოფილებს დავემსგავსებით. ისეთი კარგები არიან ფიზიკურად, ისეთი ლამაზები, მთავარია პირი არ გააღებინოთ და სიტყვა არ ათქმევინოთ. სენსორულ კარებს როგორც იქნა შევეჩვიეთ, თორემ უფრო ადრე შუშის კარებს თავით ვასკდებობოდით, ვერ წარმოგვედგინა.

არ თქვათ ეხლა ეს დაბერდა და შურს ბავშვებისო. ჩვენი მშობლების თაობის მსგავსად, ესეც ახალ თაობას აკრიტიკებსო. იძახის ჩვენს დროს ეგრე არ იყოო. აბა ეხლა რა დავარქვა  ადამიანებს, რომლებიც მეტყველებენ შემდეგი ტერმინებით: დეს თუ (დედას გეფიცები თუ…) ბოშ თუ (ბოზიშვილი ვიყო თუ…) გონს არ ვაყოლებ–ეს ტერმინი ვერ ავხსენი და დამეხმარეთ.ასეთი კიდევ უამრავია.

მერე კიდევ ახალი ვირუსია ჩვენთან, რითმები გვაცვივა ციდან. ქალაქში პოეზია დუღს და ჩქეფს. ყველანი ლექსებს ვწერთ. მკლავს ეს ლექსები. მერე ისე გეტყვიან მე კიდევ ლექსებს ვწერო, გეგონება ახალ გენიასთან გვაქვს საქმე. დაიწყებენ კითხვას, მაგრამ სანამ დაამთავრებენ ოფლი გვდის ტანჯვისაგან. არის, კი ერთი ორი ვინც წერს, მაგრამ არის ათასი ვინც იწერს. მე სკოლაში ვიწერდი ქიმიის, მათემატიკის, ფიზიკის საკონტროლოებს, მაგრამ ლექსის გადაწერა ისეთი ამბავია.სიდან ამხელა ამბიცია…სიდან:)))))))))ვერ გავარკვიე.

ვაიმეეე, რომ იცოდეთ რა გვჭირს, დედაქალაქშ რომ მიდიან აქაური ბავშვები. აი ლილოს ბაზრობაზე დადიან ძირითადად, მიდიან ტანსაცმელების საყიდლად და უკან ჩამოსულზე ისეთი “კილო” აქვთ, ვერც კი გავაკეთებ პაროდიას.  თუ სასწავლებლად წავლენ მერე, უცებ კოლორიტობის ისტორიებს თხზავენ. მერე აღმოაჩნდებათ ბებია ძველი ავლაბრელი, ან აბანოთუბნელი :))))))))))))) ესენი კიდევ უფრო შორს რომ გავუშვათ, მერე რა გვეშველება მაგაზე ვიფიქროთ.

ძალიან მწყდება გული, არაფერი უკეთესობა ამ ქალაქში არ გვაქვს, არც შენდება რამე, არც ადამიანები ვითარდება, არც კარგი ტიპები აღარ გვყავს….მიტირეთ ვინმემ რაააა….

ნუთუ ჩვენთან მხოლოდ კოღოები და “ქართული ოცნების” აქტივისტები ხარობენ.

10 რამ, რამაც შემცვალა

 I—–სიყვარული.

პირველად 18 წლის შემიყვარდა. აქედან გამომდინარე პირველად 18 წლის გავგიჟდი და პირვeლad 18 წლის ვიყავი, როდესაც გავაცნობიერე რას ნიშნავს იყო არაადეკვტური.

მადლობა ჩემს პირველ სიყვარულს ამისთვის. რომ არა ეს გრძნობა ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ უკიდურესობა საჭირო არაა. ყველაფერი ისედაც დალაგდება რიგებად, აზრებად, მწკრივებად და Tანმიმდევრულად.

II—–გაშორება

პირველად 20 წლის ასაკში დავშორდი და ძალიან დიდი მადლობა მას ამ დაშორებისათვის. რომ არა ჩვენი დაშლა მე ვერასოდეს განვიცდიდი მსგავს გრძნობას. ვერ ვისწავლიდი საკუTარი ემოციების მართვას და არ გადავიპარსავდი თავს.არ მეცოდინებოდა ყველა სხვა დაშორებების დაკიდება.

III—–სიგარეტის მოწევა

მართალია სიგარეტი მე ბევრად  ადრე გავსინჯე, ვიდრე ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ არც ერთი წამით არ ვნანობ ამას. არც მცდლობა მქონია როდესმე დამენებებინა თავი მოწევისათვის. მადლობა სიგარეტის პირველ ღერს იმისთვის, რომ მიმიზიდა, რადგან რომ არა იგი არ მექნებოდა ამდენი კარგი რამ შექმნილი და მით უმეტეს არ მეცოდინებოდა ფიქრი. ეს უკანასკნელი ხომ ისედაც ძალიან მეზარება.

IV—–სიკვდილი

ამ მოვლენას მადლობას ნამდვილად ვერ გადავუხდი, მაგრამ ვეტყვი, რომ არა იგი არ მეცოდინებოდა რას ნიშნავს დანაშაულის გრძნობა იქ სადაც არაფე შუაში არ ხარ . შემდეგ ვერ ვიმუშავებდი საკუთარ თავზე ამ გრძნობის აღმოსაფხვრელად.

V—–მეგობრის დაკარგვა

მადლობა ჩემს მეგობარს იმისათვის, რომ დამკარგა. რომ არა იგი ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ რასაც არ ეშველება იმაზე არ უნდა ინერვიულო და რასაც ეშველება იმაზე  მითუმეტეს.

VI—–ფული

მადლობა მამაჩემს იმისათვის, რომ ჩემს გაზრდამდე ცოტა ხნით ადრე გაკოტრდა, რადგან ბევრად უფო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ფულის შოვნის პროცესში მონაწილეობა, ვიდრე უკვე ნაშოვის ხარჯვა.

VII—–უფროსი ძმები

მადლობა თქვენ იმისათვის, რომ იყავით აზიატები. რომ არა თქვენ არასოდეს მეცოდინებოდა საკუთარი პოზიციის დაცვა და ვერასოდეს ვისწავლიდი ბოლომდე   აკუთარი აზრის გატანას.

VIII—–ავარია

მადლობა უფალს იმისათვის, რომ ამ ავტოავარიის შედეგად არ მომკლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს შევიყვარებდი მანქანით ნელა სიარულს და ვერ დავაფასებდი საკუთარ სიცოცხლეს.

IX——ჯანმრთელობის პრობლემები

რომ არა ჯანმრთელობის პრობლემა არ მექნებოდა ე.წ. წიკები. გასულ ზაფხულს არ ვუღალატებდი საკუთარ თავს და ვიქნებოდი გარუჯული. არ მექნებოდა ვიზიტები ექიმთან და ყველაზე მაგარი: მოვწევდი სიგარეტს 😦

X——რუსული რულეტკა

რომ არა ეს თამაში, რომელიც სამ წელს გაგრძელდა, არ მეცოდინებოდა, რომ ადამიანები ძალიან ინერტულები, უსიცოცხლოები არიან. არ მეცოდინებოდა, რომ იქ სადაც შენი ერთი სიტყვა ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლის უნდა თქვა, თუნაც არ გინდოდეს. არ მეცდინებოდა, რომ მთავარია განსხვავებულობა, თავდაჯერებულ იდიოტიზმში არ გადაგეზარდოს. არ მეცოდინებოდა, რომ რაც მალე დაამთავრებ მით უკეთესია.

თქვენი ბარკალი ძალიან მომეწონა

იმდენ სასაცილო ფრაზებს გაიგებთ, რომ ისღა დაგრჩენიათ გულიანად იცინოთ.

ჩემს მეგობარს სურსათის მაღაზია აქვს და სამსახურიდან მასთან გავივლი ხოლმე, მერე ერთად ვბრუნდებით სახლში. მაღაზიაში მოგეხსენებათ ყველა ტიპის ადამიანი შემოდის, ყველა ტიპის პრეტენზიებით და ფრაზებით. დღეს რამოდენიმე ასეთი ოქროს ფრაზა იყო:

  •  თქვენი ბარკალი რა ღირს? და რიზინი გაქვთ კარგად რომ ეცმევა ისეთი? (ალბათ თმისამაგრი უნდოდა)

მე ესეთ დროს თავს ვერ ვიკავებ,ვიცინი და კლიენტებიც ხვდებიან თავიანთი ფრაზების უტაქტობას. დღეს ძალიან სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა, ლამაზი თვალებით და ჩემს დაქალს ეუბნება : თქვენი ბარკალი ძალიან მომეწონა და კიდევ ხომ შეიძლებაო? (იხუმრა როგორც შეეძლო) აი აქ კი ზრდილობას ვერ მოვუხმე და ვა ჰაჰაჰაჰაჰა-თქო იმხელაზე გამეცინა, რომ გაწითლდა ეს სიმპატიური კაცი, მე კიდევ არ დავაყოვნე და ვუთხარი, ჩენ რეზინიც გვაქვს,კარდაგ რომ ეცმევა,  ისეთითქო 🙂 (თმაზე)

ეჭვი მაქვს მაღაზიას კლიენტი დავუკარგე, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიხალისე 🙂

გადმოჯიშებული და მზრუნველი მამები

მატარებლით ვიმგზავრე გუშინ და ძალიან კარგი რამ აღმოვაჩინე:) ქართველი მამების უმეტესმა ნაწილმა (ახალმა თაობამ) იგრძნეს პასუხისმგებლობა.

არ ვიცი ამდენი ბავშვი ერთად სად მიყავდათ მშობლებს, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ჭკუიდან გადამიყვანეს. ყველა ერთად იწყებდა ტირილს და სიცილს 🙂

შიგადაშიგ ისეთ სასასილო რამეებს იტყოდნენ გავგიჟდი. ერთი ბავშვი ეუბნება ქალბატონს, რომელიც იქვე გაიცნო

ბავშვი: იცი? მამაჩემი ობამაა:)

ქალი: რატომ შვილო?

ბავშვი: იმიტომ რომ შავია 🙂

ხო, რაც შეეხება მამებს. როდესაც ბავშვები ტირილს იწყებდნენ, მათ პატრონობას საკუთარ თავზე იღებდნენ. დედებს გამოართმევდნენ ბავშვებს და მატარებლის ვაგონში ასეირნბდნენ . ისეთი საყვარლები იყვნენ მამები, შვილებზე ხელჩაკიდებულნი, ახალფეხადგმულ ბავშვებს რომ დაატარებდნენ, ენით ვერ აგიღწერთ. როდესაც ძალიან გაიჭედებოდნენ ერთმანეთს გზას უთმობდნენ.

არც ისეთი უსაქმურები ყოფილან ჩვენი ბიჭები:)

ღამის 4-ზე დავშორდი

გუშინ ღამე ძალიან მაგარ ფილმს ვუყურე. ფილმი სიყვარულზე იყო. ყოველთვის ვცდილობ არ ვიყო სენტიმენტალური, გადავაბიჯო ჩემს გრძნობებს, არ ავყვე მათ, არ ავჟიტირდე და ვიყო სტაბილურად მშვიდი. თუმცა გუშiნ მივხვდი, რომ ძალიან მაკლია სიყვარული, გიჟური ქცევები, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები და ძალიან დიდი განცდები. მაკლია, ისეთი ადამიანი ვის დანახვაზეც მუცელში რაღაც ამეწვება და ქარიშხალივით დატრიალდება განცდები.

ადამიანი,ვინც დამავიწყებს ყველას ჩემს ირგვლივ. ეს ყველაფერი მაგარია, იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს. გადავწყვიტე, რომ მეც მაქვს უფლება გავგიჟდე, სწორედ ამიტომ გუშინ ღამის 4 საათზე დავშორდი ჩემს შეყვარებულს. დავშორდი იმიტომ, რომ სიყვარული მჭირდება გიჟური და ძალიან მაგარი.