კვირა დღე: ძილი, ბევრი ყავა,საწოლი,ლუდი,ლეპტოპი

კვირის დღეებიდან პარაკევი მიყვარდა ყველაზე ძალიან, როდესაც სკოლაში  დავდიოდი.

ეხლა ყველაზე მეტად კვირა დღე მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მიჭირს საწოლიდან ადგომა,რაც არ უნდა დავგეგმო ყოველთვის საღამოს ოთხ საათზე ვიწყებ დღეს.

რატომ მიყვარს კვირა?

  • კვირა დღეს ვარღვევ დიეტას, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში მკაცრად ვიცავდი.
  • კვირას, ძალიან ბევრს ვნებივრობ საწოლში.
  • კვირას, არ ვფიქრიბ იმაზე, რომ ჩემი  …-ს   უჟმურ სახეს უნდა გადავაწყდე თუნდაც ერთი წამით.
  • კვირას, ყავას საწოლში მივირთმევ.
  • კვირას, ყოველთვის მაქვს საშუალება ვიკითხო ჩემი საყვარელი ჟუნალები, ვუყურო ჩემს საყვარელ სერიალს (სექსი დიდ ქალაქშჲ).
  • კვიიიიიირას, ყოველთვის მოაქვთ ჩემთვის  ბევრი ლუდი:)

კიდევ უამრავი მიზეზი მაქვს, იმისათვის რომ ეს დღე მიყვარდეს.

ეხლაც გავიღვიძე, მაგრამ ადგომას არ ვჩქარობ. ყავაც უკვე საწოლის ტუმბოსთან დევს, ლეპტოპი მუცელზე მადევს და ამ პოსტს ვკრეფ.

მერე რა რომ საბნიდან უკვე სამჯერ გამოვაცურე ფეხი, იქნებ სიცივს შევაგუო, უცებ წამოვდგე და როგორმე ხალათამდე მივაღწიოთქო, მაგრამ ეჭვი მაქვს ჩემი დილა ისევ საღამოს ოთხ საათზე დაიწყება და ხვალ ისევ საშინელი ორშაბათის ჯერი დგება, დიეტის და კბილის ექიმის დღე.

2012 წლის ტენდენციები

თუ ჩვენ გვაინტერესებს, რა იქნება ტენდური ამა თუ იმ სეზონზე, შეგვიძია გადავხედოთ სხვადასხვა ვებ-გვერდებს და ჩვენი გემოვნება შევუსაბამოდ მოდურ ტენდენციებს.

ეჭვი მაქვს წელს ყვითელი ზაფხული გვექნება.

2012 წლელს  მოდაშჲ იქნება ყვითელი ტონალობები,იქნება ეს ბანანის სტილის შარვლები, საზაფხუო სარაფნები თუ წელზე მომდგარი ქალური სილუეტები რაც ალიან ლამაზს აცენს ტანს.

2012 აქტალური ყვითელი ტონალობები

2012 მოდური სანდლები

2012 მოდური ქვედა კაბები

 2012 წელს აქტუალურია სამკაულები რომლებშიც გარეული იქნება მეტალის გველები, სპილოები, ყვვილები,მწერები, ფოთლები, მონეტები . ეს ყველაფერი არის ძალიან მოდური ამ სეზონზე.

ეს სამკაულები არ არის მიმართული მხოლოდ ერთი სეზონისათვის. ის ძალიან ლამაზი და დახვეწილია, თქვენ შეგიძიათ იგი შეუხამოთ ნებისმიერ სეზონზე ნებისმიერ ტანსაცმელს.

დიდი  ბეჭდები მოდური იყო 2011-2012 წლისათვის, მაგრამ იგი ასევე სეზონურია 2012 წლის  შემოდგომა ზაფხლზეც.

და კიდევ სათვალეები ბრენდებისაგან

Giorgio Armani

DKNY

FENDI

Calvin Klein

U n t i t l e d

როდესაც ბლოგის წერას დაგავწყვეტ, გავხსნი საწერ გვერდს და დავინახავ სათაურის ლისტს, ეგრევე მიქრება ბლოგის წერის სურვილი,

ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული როდესაც საგაზეთო სტატიებს ვწერდი მეზიზღებოდა სათაურის მოფიქრების პროცესი და ხშირად ამას სტატიის წერაზე მეტი დრო მიქონდა. ეხლაც ანალოგიურია, არ ვიცი პოსტებს რა სახელი დავარქვა და ვინაიდან ძალიან ხშირად ფიქრი მეზარება საერთოდ აღარ ვწერ პოსტს.

დღეს დიდი წვალების შემდეგ გამაღვიძეს. პირველი რაც გავაკეთე, ჩემი გასიეული ყბა მოვისინჯე და შენც არ მომიკვდე, არც კი ჩამცხრალა, შესაბამისად მკურნალობის პროცესიც გადაიდო და ისევ ის საშინელი ანტიბიოტიკები უნდა ვსვა.

შემდეგ თანამშრომელმა დამირეკა, სამსახურში შუქი არ არის და სანამ არ მოვა არ მოხვიდეო, ეს ძალიან გამიხარდა, თან ჩვენთან წვიმს და წვიმაში ბოდიალი მზარება.

გუშინ ნიკო ნიკოლაძის კოშკშჲ მყავდა ჩემი კლუბის ბავშვები, ისეთი დახვეული შიდა კიბეები იყო, რომ ფეხები საშინლად დამეჭიმა და დღეს ძლივს წამოვდექი საწოლიდან, საწყალი ნიკო, ალბათ როგორ სტანჯავდა ეს კიბეები.

ხო, გუშინ ის ფრენდი ვნახე წინა პოსტშჲ, რომ ვყვებოდი და რატმღაც ვერ მოხერხდა, რომ მივსალმებოდი, ალბათ შემდეგ ორივე ერთმანეთს დავაბრალებთ ამას. სიმართლე გითხრათ ჩემი გასიებლი ყბით არც არავის ნახვის სურვილი არ მქონდა.