Category Archives: მოდა
Fashion show backstage images-VERSACE
ჯანი ვერსაჩე (იტალ. Gianni Versace, 2 დეკემბერი 1946 — 15 ივლისი 1997) — იტალიური მოდელიერი. 1978 წელს შექმნა მარკაVersace, რომლის სახელით აწარმოებს ელიტარულ ტანსაცმელს, აქსსუარებს, კოსმეტიკას, პარფიუმერიას და ავეჯს. მისი სიკვდილის შემდეგ ფირმას ხელმძღვანელობს მისი და დონატელა ვერსაჩე.ძალიან მაგარია 🙂
ბავშვობაში იგი ოცნებობდა პიანისტობაზე. დედა მუშაობდა სამკერვალო სახელოსნოში პროფესიონალ მკერავად და პატარა ჯანი ხშირად დაყავდა სამსახურში. როგორც ჩანს, მუდმივად კაბების და კოსტუმების გარემოცვაში ყოფნამ განსაზღვრა მომავალი დიზაინერის ცხოვრების გზა. თვითონ ვერსაჩე ამბობდა, რომ თავის პროფესიონალიზმს დედას უმადლოდა.
ერთ მშვენიერ დღეს, ატელიეში გაისმა ტელეფონის ზარი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ვერსაჩეს ცხოვრება. ზარი ეკუთვნოდა საკმაოდ შეძლებულ ბიზნესმენს მილანიდან, რომელსაც გაგებული ჰქონდა ჯანის განსაკუთრებული ფანტაზიის და ახალი მოდელების შექმნის ნიჭის შესახებ და გადაწყვეტილი ჰქონდა გარკვეული თანხის ჩადება მის საქმიანობაში. ეს იყო უნიკალური შანსი ახალგაზრდა მკერავისთვის.
1978 წელს თავისი ძმის სანტოს დახმარებით ვერსაჩე ქმნის საკუთარ ფირმას, სამოდელო სახლს ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace). იმავე წელს შედგა მისი პირველი კოლექციის ჩვენება, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ცოტა ხანში ძმების საქმიანობაში ჩართული იქნა დაც – დონატელა.
1988 წელს ვერსაჩეს მიანიჭეს “მსოფლიოს წამყვანი და შემოქმედებითი დიზაინერის” ტიტული. 1998 წელს კი ამერიკული მოდის ოსკარი.
Dolce & Gabbana COLLECTION WOMAN
აქსესუარები
ყოველთვის ძალიან მომწონდა ლამაზი აქსესუარები. თუმცა რომ გითხრათ ბევრი მქონდა და მე თითონ ვქმნიდ თქო, მოგატყუებთ. ცხოვრებაშჲ ყველაზე მეტად ორი რამ არ გამომდის, ეს არის ხელსაქმე და სიმღერა. მართალია მუსიკაზეც შემიყვანეს, მაგრამ მალევე მომიყვანეს უკან. ეს უკვე სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს.
ალბათ ყველამ იცით, რომ არსებობს სპეციალური მაღაზიები სადაც სხვადასხვა ნივთები იიდება სამკაულების და აქსესუარების შესაქმნელად. ერთ მშვენიერ დღეს ჩემშიც გაიღვიძა ქალურმა საწყისებმა, საკუთარი თავის მიმართ სიბრაზემ, თუ როგორ ვერ ვიფანტაზიორებდი და ვერ შევქმნიდი რაიმე სამკაულს. წავედი მაღაზიაში, ვნახე უამრავი ნივთი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. შავ-თეთრის კომბინაციაც კი ვერ მოვიფიქრე, არათუ რაიმე განსაკუთრებული.
აღმოვაჩინე, რომ ჩემი ახალი ფრენდი ძალიან მაგარ აქსესუარებს ამზადებს. მის ფეისბუქზეც ვნახე ამის დასტური და გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ის ნივთები რაც მომეწონა. მაშ ასე:
ძალიან მომწონს ეს გულსაბნევი თუ სადაც საბნევია. თანამედროვეა და სიამოვნებით გავიკეთებდი, როგორც ჯინსის შარვალზე, ასევე მაისურზე და პიჯაკზე.
მართალია წითელი ფერი არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ლამაზი ნაკეთობაა და ვისურვებდი ვალენტინობის საჩუქრად. ვალენტინობა ხომ წითელ ფერთან ასოცირდება:)
კარგი ყურსაკიდებია, ძალიან სადაა 🙂
ეს გულსაბნევები ყველაზე მეტად მომწონს…კიდევ რამოდენიმე სურათს დავდებ ქვევით
ესენი ყველაზე ძალიან მომეწონა, ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანია…და რაც მთავარია ეს არის ნაწილი ფოტოებისა ნინიკო გოგუას კოლექციიდან, თუ სურვილი გექნებათ თქვენც გამშვენებდეთ ლამაზი აქსესუარები მე შემიძლია დაგაკავშიროთ მას 🙂
ესეც ძალიან ლამაზი სამაჯურია, ვფიქრობ შევუკვეთო. განსაკუთრებით რკინის ფაქტურები მომწონს, იმედია თქვენც მოგეწონათ და ჩვენი გემოვნება დაემთხვა.
პ.ს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ მხოლოდ ის ნაკეთობები დავდე რაც ჩემს სტილში ჯდებოდა, თორემ ნაირ-ნაირები აქვს გაკეთებული ჩვენს ნინიკოს 🙂
Ebay.com
ძალიან მაგარი ინტერნეტ გვერდია ებაი, ვგიჟდები ისე მომწონს. ძალიან დიდი არჩევანია, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის და აბსოლიტურად ყველაფრის შეძებაა შესაძლებელი, რასაც ადამიანი ინატრებს.
თუმცა საქართველოში ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთეულებისათვისაა ებაი, რადგან მთელი რიგი ტექნიკური პრობლემებია, თუ არ ვცდები საქართველოს მისამართებს არ იღებს და ამერიკის მისამართით უნდა დარეგისტრირდე თუ რაღაც ამდაგვარი.
ვინაიდან მე ვერ ვერკვევი მსგავს რამეში ამიტომ არც ვცდილობ ჩავეძიო. მხოლოდ ის ვიცი, რომ მე შემიძლია ვიყიდო რაც მინდა და ჩემი შეძენილი ნივთი სახლში მომივა. ვინაიდან მდიდარი არ ვარ და ხელფასის ნაწილს უკვე ოთხი თვეა ამაოდ ველოდები, ვცდილობა ძალიან იაფად შევიძინო ჩემთვის სასურველი ნივთები, ხშირად ეს სასურველი ნივთები ჩინეთშია ხოლმე და მთელი თვე უნდა ველოდო მის ჩამოსვლას. თუმცა ასეთ მიზერულ ფასად ესეც კარგი გამოსავალია. დღეს რამოდენიმე ლამაზი სამკაული შევიძინე. მე ძალიან მომწონს.
ძალიან მომწონს ეს ლამაზი ბანწიკი და ის სულ რაღაც 3 დოლარი ღირს.
ეს საყვარელი დელფინი სულ რაღაც 0,99 ცენტია.
ეს ძალიან სადა ყელსაბამი 1,53 ცენტი ღირს.
ეს სულის ფორმის ბეჭედიც თუ არ ვცდები 1 დოლარი ღირს.
ხო ძალიან ლამაზებია? ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა და თითზე მოვირგებ.
მიყვარს ებაი, ცოტა დამღლელია, მაგრამ ღირს წვალებად.
ელეგანტ-ურობა
ვისაც არ გვეზარება ყველანი ვწერთ, ვუსმენთ და ვკითხულობთ…ან ვკითხულობთ, ვუყურებთ და ვწერთ…როგორც გინდათ და მოგეხერხებათ მოკლედ…
დღეს ერთ-ერთი ტელევიზიით ელეგანტურობაზე საუბრობდნენ, მოწვეულ სტუმარ მანდილოსნებს შორის დაახლოვებით 2-4 მდე იქნებოდა ელეგანტური, დანარჩენები …
ტელევიზიით აზრს მე არავინ მეკითხება და ჩემს ბლოგზე წერას კიდევ არავინ მიშლის, ამიტომ დავწერ, რომ ელეგანტურობა ასაკია, სურვილია, ცხოვრებისეული გამოცდილებაა. სუნამოა და მუსიკაა. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ იყო ელეგანტური ნიშნავს, გქონდეს საინტერესო წარსული, გაუტეხელი სული და წამოდგომის უნარი. იყო ელეგანტური ნიშნავს ქმნიდე ისტორიას. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ უფრო საინტერესო და მოდური, უბრალოდ კარგი მანერების მქონე ქალები ქვიათ.
იმ გადაცემაში 4 ქალი დაასახელეს: ნანი ბრეგვაძე, ნინო კასრაძე, თაკო ჩხეიძე და ირიშკა ხიზანიშვილი…მე ოთხივე მომწონს,თუმცა ელეგანტურად შეიძლება მხოლოდ ნანი ბრეგვაძე დავასახელო.
რაც შეეხება ირიშკა ხიზანიშვილს, არ ვიცი კარგია თუ ცუდი, ანუ უნდა გაგიხარდეს თუ უნდა გეწყინოს 25 წლის ასაკში ელეგანტურ ქალბატონთა შორის რომ მოგიხსენიებენ. ვფიქრობს ყველაფერს აქვს ასაკი, სილამაზე და დრო.
მე ვფიქრობ ჩემი შეფასება, აღწერილობა, თითოეული სიტყვა აქ ნამდვილად ზედმეტი იქნება, თავხედობაც კი.
აი ამ ფოტოში ვხედავ მე იმ გამოცდილებას და ისტორიას რასაც ზემოთ ავღნიშნავდი.
თუ დავწვრილმანდებით და აქსესუარებში ან ცალკეულ ნივთებში დავუწყებთ ელეგანტურობას ძიებას, აი ეს იდეალური ვარიანტია… ყველაფერს კი თუ ამასაც ვაპკურებთ
მაშინ სრულყოფილ ელეგანტურობას დავინახავთ, თუკი შეიძლება რაიმეს ვუწოდოთ ელეგანტურობა…
და ამ ყველაფერს აქ ერთი სახელი ქვია
COCO CHANEL
ჩემი მოდა…
ყველა გოგონა ოცნებობს განსაკუთრებულათ ჩაცმაზე გამონაკლისი რათქმაუნდა არც მე ვარ, მიყვარს როდესაც კარგად მაცვია,ჩემი გემოვნებით მაცვია და რათქმაუნდა რაც მინდა ის.
მე შემიძლია დაუსრულებლივ ვათვალიერო სხვადასხვა ინტერნეტ ჟურნალები. საათობით ვიჯდე ებეის აუქციონზე და ჩემთვის სასურველი ნივთის კაპიკებში შეძენას დაველოდო. მე შემიძლია ვიყიდო ტანსაცმელი მეორადში , შემდეგ მკერავს გადავაკეთებინო და აქედან მივიღო სასურველი შედეგი. მე შემიძლია გადასაგდებად განწირული ფეხსაცმელი ისე შევაკეთებინო ხელოსანს, რომ კიდევ სამი წელი მეცვას.
არის ისეთი რამეებიც რაც არ შემიძლია, მაგალითად: მე არ შემიძლია მთელი დღეები ვიოცნებო ტანსაცმელებზე, მე არ შემიძლია გადავიხადო ძალიან ძვირი ერთ სიფრიფანა მაისურში, მე არ შემიძლია სათვალეს მივცე რამოდენიმე ასი ლარი ან დოლარი. მე არ შემიძლია გაუთავებლად ვისაუბრო მოდაზე. მე არ შემიძლი ჩავიცვა ისეთი ტანსაცმელი რომელიც ტანზე შემოტმასნილია, მე არ შემიძლია მოკლე ქურთუკების ჩაცმა. მე არ შემიძლია გამოყოფილ ქუსლებზე სიარული…
სამაგიეროდ მე ვგიჟდები…სალონებში სიარულზე, თავის მოვლის პროცედურების ჩატარებე, ტონალურ კრემზე, კარგ რუჯ, კარგ სუნამოზე, ლამაზ სამკაულზე (ვერ ვიტან ოქროს, აუცილებლად ვერცხლი), მაგრამ ჩემი საყურეები არასოდეს არ იქნება დიდი და კონწიალა, მე მიყვარს პატარა ზომის საყურეები, რომლებიც წერტილივით არის მიმაგრებული ყურზე. მე ძალიან მიყვარს სათვალე და ყოველთვის მაქვს რამოდენიმე მათგანი.
აქვე იმასაც გაგიმხელთ, რომ ყოველთვის არ მაქვს საშუალება ჩავიცვა ის სამოსი რაც მომწონს, ანუ ვიყიდო ის რაც მომწონს, თორემ სტილს სულ ვინარჩუმებ ჩემსას. ამიტომ გადავწყვიტე ჩემსბლოგზე დავდო ჩემი სასურველი დღის ჩაცმულობა, რას ჩავიცმევდი დიდი სიამოვნებით
ვფიქრობ ჩემს ქალაქში არსებულ წვიამიან ამინდს და ჩემს დღევანდელ განწყობას მოცემული სამოსი ძალიან უხდება…ჩანთას ოდნავ ნატელი ფერი შემოაქვს…ეს ზარაა…ვგიჟდები ზარაზე