ისეთი ლამაზები არიან ფიზიკურად…. მთავარია პირი არ გააღებინოთ

გუშინ დიდი სტუმრიანობა გვქონდა. დიდი კაცი გვყავდა სტუმრად. ქალაქში თვით პრეზიდენტი გვესტუმრა . კიდევ უფრო ადრე რუსთავი 2-მა სრულიად საქართველოს ამცნო ფოთში სამშენებლო სამუშაოები მიდისო. ფასადები იღებებაო. ისე ეგ მეც შევამჩნიე, რომ ფასადები იღებება. მალეო ფოთსო თეატრი ექნებაო–რომ იცოდეთ ამ თეატრს რამდენი ხანია ველოდებით. ეს ყველაფერი იქეთ იყოს. გვესმის, ვხედავთ რომ გვატყუებენ და მაინც გვიხარია, რომ გვატყუებენ. მე სულ სხვა რაღაცის თქმა მინდა. სასწრაფოდ გვჭირდება კინოც, თეატრიც, ღია კაფებიც, კლუბებიც, ბიბლიოთეკებიც,კოლეჯებიც, თავისუფალი ლექციებიც და ყველაფერი რაც უკავშირდება თანამედროვეობას, თორემ გატყიურდნენ და გაველურდნენ ჩვენი ახალი თაობის წარმომადგენლები.მაგნონალდში ამათ ვერ შეიყვან და ესკალატორზე  ვერ დააყენებ, გაშტერებული უყურებენ ყველაფერს. უკვე ისეთ ენაზე მეტყველებენ, რომ მგონი  პირველყოფილებს დავემსგავსებით. ისეთი კარგები არიან ფიზიკურად, ისეთი ლამაზები, მთავარია პირი არ გააღებინოთ და სიტყვა არ ათქმევინოთ. სენსორულ კარებს როგორც იქნა შევეჩვიეთ, თორემ უფრო ადრე შუშის კარებს თავით ვასკდებობოდით, ვერ წარმოგვედგინა.

არ თქვათ ეხლა ეს დაბერდა და შურს ბავშვებისო. ჩვენი მშობლების თაობის მსგავსად, ესეც ახალ თაობას აკრიტიკებსო. იძახის ჩვენს დროს ეგრე არ იყოო. აბა ეხლა რა დავარქვა  ადამიანებს, რომლებიც მეტყველებენ შემდეგი ტერმინებით: დეს თუ (დედას გეფიცები თუ…) ბოშ თუ (ბოზიშვილი ვიყო თუ…) გონს არ ვაყოლებ–ეს ტერმინი ვერ ავხსენი და დამეხმარეთ.ასეთი კიდევ უამრავია.

მერე კიდევ ახალი ვირუსია ჩვენთან, რითმები გვაცვივა ციდან. ქალაქში პოეზია დუღს და ჩქეფს. ყველანი ლექსებს ვწერთ. მკლავს ეს ლექსები. მერე ისე გეტყვიან მე კიდევ ლექსებს ვწერო, გეგონება ახალ გენიასთან გვაქვს საქმე. დაიწყებენ კითხვას, მაგრამ სანამ დაამთავრებენ ოფლი გვდის ტანჯვისაგან. არის, კი ერთი ორი ვინც წერს, მაგრამ არის ათასი ვინც იწერს. მე სკოლაში ვიწერდი ქიმიის, მათემატიკის, ფიზიკის საკონტროლოებს, მაგრამ ლექსის გადაწერა ისეთი ამბავია.სიდან ამხელა ამბიცია…სიდან:)))))))))ვერ გავარკვიე.

ვაიმეეე, რომ იცოდეთ რა გვჭირს, დედაქალაქშ რომ მიდიან აქაური ბავშვები. აი ლილოს ბაზრობაზე დადიან ძირითადად, მიდიან ტანსაცმელების საყიდლად და უკან ჩამოსულზე ისეთი “კილო” აქვთ, ვერც კი გავაკეთებ პაროდიას.  თუ სასწავლებლად წავლენ მერე, უცებ კოლორიტობის ისტორიებს თხზავენ. მერე აღმოაჩნდებათ ბებია ძველი ავლაბრელი, ან აბანოთუბნელი :))))))))))))) ესენი კიდევ უფრო შორს რომ გავუშვათ, მერე რა გვეშველება მაგაზე ვიფიქროთ.

ძალიან მწყდება გული, არაფერი უკეთესობა ამ ქალაქში არ გვაქვს, არც შენდება რამე, არც ადამიანები ვითარდება, არც კარგი ტიპები აღარ გვყავს….მიტირეთ ვინმემ რაააა….

ნუთუ ჩვენთან მხოლოდ კოღოები და “ქართული ოცნების” აქტივისტები ხარობენ.

კითხვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად მისვამენ ადამიანები ქუჩაში…

რას მეკითხებიან ყველაზე ხშირად მეზობლები და შორეული ნაცნობები? :

  1.  სად მუშაობ?

მე ——- არასამთავრობო ორგანიზაციაში

ისინი———ეს რომელი პატიას ეკუთვნის?

ისინი——-ნაციონალი ხარ გოგო?

მე ვუიღიმი და და ნაბიჯებს ვუჩქარებ, აზრი არ აქვს ახსნას.                             

ერთი ჩემი მეზობელი სულ მთლად ესე მესალმება “ალ ჯაზირას გაუმარჯოს, ალ ჯაზირას”. ეს იმიტომ ერთი პერიოდი გაზეთში ვმუშაობდი კორესპოდენტად და დაუკავშირა ალბათ.რა შუაშია?

2. სამსახურიდან კი მოდიხარ ეხლა საქმიანის ქალის სახით, მაგრამ ფული თუ გაქვს საქმიან ქალს რომ შეეფერება იმდენი, ფული?

 მე————-ისევ 🙂 და ხო რავიცი.

სინამდვილეში ფული არ მაქვს, იმიტომ, რომ რაც მქონდა დავხარჯე და  უკე ხუთი თვეა ხელფასი არ მოუციათ 🙂

3. უი, ვერ გიცანი, აი რა იცის ჩაცმამ.

  მე————ხოო 🙂

ამით,  ჩემმა “ტაქტიანმა” ნაცნობმა მიმახვედრა, რომ უბრალო ფორმაში მყოფი ძალიან შეუხედავი ვარ. მეც მეტი რაღა დამრჩენია ისევ უნდა გავიღიმო.

4. ამ ბოლო დროს კარგად გამოიყურები, ეხლა ერთი კარგი ბიჭი გაკლია.

მე——-ხოოო:)

არადა ხმამაღლა ვერ ვიყვირებ, რომ ძალიან კარგი ბიჭი მყავს. თურმე აქამდე სამართლიი იყო, რომ გვერდით ბიჭი არ მყავდა.

5.უი სალონში იყავი? ვისი ქორწილია? ვინ  მოკვდა? აა, არა? აბა დაბადების დღეზე მიდიხარ?

 მე————არა, ისე ვიყავი, უბრალოდ.

ისინი———–აბა, შენ ფული გიშოვია, მასესხე ერთი 500 ლარი.

მე————-:)

არ მიშოვია ფული, არა, უბრალოდ ის ნახევარი ხელფასი ავიღე, რომლის ნახევარსაც უკვე თვეებია ველოდები და სალონში იმიტომ შევიარე მინდა ვიგრძნო, რომ ცოცხალი ვარ.

6.ხელფასი რამდენი გაქვს?

 მე——– მეე? რავიცი, არც ისე ბევრი.

ისინი——მაინც?კაი, თქვი რა იყო, არ დაიწყო ეხლა კომფედენციალური ინფორმაციააო.

მე————-400

ისინი———––უიი, გყოფნის?

მე————–:)

არადა გატყუებთ ხალხო, 400 უნდა მქონდეს წესიიით!

7. მოიცა, შენი შყვარებული რომ იყო ……. რატომ დაგშორდა?

მე————–რავიცი, ცოლობა ვთხოვე და …

ისინი—————ხო, ისე როგორი არაშესაფერისი წყვილი იყავით.

სინამდვილეში, არ მახსოვს რატომ დავშორდით, არც იმას ახსოვს.

8. დედაშენს …. არ ქვია?

მე——–კი ეგაა.

 ისინი———–უიი, დედაშენი, როგორი ლამაზი ქალი იყოო, ალბაც ეხლაც ლამაზია. შენ კი კარგი ხარ, მაგრამ უფრო მამაშენს გავხარ.

ვაი—მეეე. რამდენის მთქმელია ეგ ფრაზა. პირველი იმის, რომ თურმე დედაჩემი მამაჩემზე ბევრად უკეთესი გარეგნობისაა, თურმე მე დედაჩემივით ლამაზი არ ვარ და თან მამაჩემივით “შეუხედავი” ვყოფილვარ.

9. ამ კაბით სამსახურში იყავი??

მე———ხოო, რატომ?.

ისინი——-არა, პატარა გოგოსავით ხარ.

კიდევ ერთხელ ვაიმეეეე.

ასეთი მარგალიტები ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრია და როგორც გამახსენდება ისე დავწერ ხოლმეეე:)))))))))))აი, რას ვუძლებ მე და ალბათ ჩემსავით ბევრი:)

ბევრი არაყი, სიგარეტი და გადაპარსული თავი და პერიფერია….

ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ,ჩემი ბავშვობა მოვინატრო. ბევრი სიგარეტი, ბევრი არაყი,ბევრი ყავა, ზემფირა,გადაპარსული თავი, მეგობრები და ღრმა ფილოსოფიური საუბრები ღია ცის ქვეშ. ყველაფერი ძალიან კარგი და ჩვეულებრივი იყო ჩვენთვის, მაგრამ სხვებს ძალიან უცნაურად ვეჩვენებოდით და ამაში იყო მთელი კაიფი. მახსოვს 9 წლის წინ თავი, რომ გადავიპარსე და ქუჩაში გავედი, ლამის  დამწყევლეს.აააააა რა მაგარი იყო:)მე ხომ სულ ციცქნა პერიფერიაში ვცხოვრობ და აქ ყველაფერი სხვანაირი კიდევ უფრო სხვანაირად ჩნს/და.

მე არ ვფიქრობ ეს ყველაფერი ცუდი იყო, პირიქით მე მიხარია, რომ ასაკთან შესაფერისად ვვითარდებოდით და არა პირიქით. რა მაგარი იყო და ეხლა რა? ეხლა რუტინული სამუშაო, სახლი. როგორ გული მწყდება, ჩემზე პატარა თაობა, რომ ვერ ცდება მხოლოდ ბიჭბის და ბარდელის თემას. ისინი არ ეწევიან, არ უსმენენ განსხვავებულ მუსიკას, პირიქით “მაყვალაზე” ცეკვავენ და სასმისად განსხვავებულებს ითხოვენ. არადა მგონია, რომ პირიქით უნდა იყოს.

როგორ მომენატრა ის ყველაფერი, მაგრამ არაუშავს მომავალი კიდევ უკეთესი იქნება.