კრიტერიუმები ელიტაში მისაღებად

This slideshow requires JavaScript.

 

 

მე არ ვარ მოდის მიმდევარი.

არ გეტყვით, რომ მოდის ბოლო ტენდეციებს ვითვალისწინებ და ისე ვიცმევ.

არც იმას გეტყვით, რომ ტანსაცმელში ბევრ ფულს ვხაჯავ. თუცა ჩემი ხელფასის ძირითადი ნაწილი სწორედ ამაში მეხარჯება. უფრო მეტი, რომ მქონდეს ალბათ მეტს დავხარჯავდი, ვერ გეტყვით.

მე ჩემი ქალაქის ბევრ უბედურებებზე ვწერდი. არც ჩაცმის მხრივ გვაკლია უბედურებები.

მოკლედ რა ხდება: მომისმინეთ და მოგიყვებით.

თუ ვინმე საკუთარ თავს ამოიცნობს …

ჩვენთან სახელობითი მაღაზიები არ არსებობს, ჩვენთან მხოლოდ ბაზრობაზე ყიდიან ტანსაცმელს. ნუ გაგეცინებათ იაფი სულაც არ არის. თუ თქვენ ჯინსის ყიდვა გინდათ, კი ბატონო, მაგრამ არჩევანი მწირია და ფასი უსაშველო. სავარაუდოდ ასე 200 დოლარამდე. ხარისხი არ მკითხოთ. ვერ გეტყვით. უფრო სწორედ არ გეტყვით.თავად მიხვდით.

რათქმაუნდა არსებობენ, ნაკლებად პრესტიჟული გამყიდველები, მათთან შედარებით იაფია, მაგრამ პრესტიჟის ამბავია ჩვენს ქალაქში მაღალ დონეზე. მთავარია ვისთან იყიდი და რამდენს გადაიხდი. რაღა ბევრი გავაგრძელო და ნებისმიერი სახის ტანსაცმელზე ფასი 100 დოლარიდან იწყება.

ჩვენთან ერთი რასაც იყიდის, მერე იმას ყიდულობს მთელი ქალაქი და ზუსტად ისე იცმევენ, როგორც მანეკენს ეცვა ტანსაცმელი შეძენისას. ფანტაზიაშიც გვიჭირს.

ხო, სულ დამავიწყდა. ჩვენ ელიტა-ც გვყავს. სავარაუდდ ასე 20-მდე მანდილოსანია ამ ელიტის წევრი. რა თქმა უნდა თაობებს შორის აის განსხვავება, მაგრამ ეს ტიტულივითაა, და იგი თაობიდან თაობას გადაეცემა. დედიდან შვილს, დას ა.შ.

რამდენიმე წესი იმისათვის, რომ იყო ან გახდე ელიტის წევრი.

  • უნდა გქონდეს საშუალება(ფული). ან შენ, ან შენს ოჯახს.
  • უნდა გქონდეს მანქანა. ან მინიმუმ ტარება მაინც იცოდე.
  • უნდა გეცვეს კარგად.
  • არ უნდა იცოდე საუბარი(მეტყველების უნარი უნდა გქონდეთ დაქვეითებული). ანუ პირი არ უნდა გააღო.
  • უნდა იყო ცოტა ლამაზი. დანარჩენს ტიტული თავისით მოიტანს.
  • უნდა იცნობდე ყველას ამ ქალქში.
  • უნდა იცნოდე ერთ-ორ ელიტის ლიდერს,აუცილებლად.
  • მერე ამ ლიდერებთან ზმანები უნდა გაამარიაჟო. ეს დახლოვებით ისევეა, როორც დიზაინერები გადიან ლუქბუქებს კოლექციის გამოტანამდე.
  • როდესაც შენი მეგობარი ახალ ტანსაცმელს იყიდის, შენც სასწრაფოდ უნდა შეიძინო რაიმე ახალი.
  • კარგი მობილური უნდა გქონდეს.
  • უნდა გიყვარდეს სეირნობა და მთელი ზაფხული ისეირნო, ქალაქის ერთერთ ცენტრალურ ქუჩაზე მანქანით, ან მეგობრის მანქანით მაინც.
  • უნდა გაისწორო თმები ყოველ დილით.
  • უნდა ეწეოდე სიგარეტს ჩუმად, საპირფარეშოში.
  • უნდა გაიღიმო მხოლოდ “მეგობრებთან”.
  • უნდა დაკეტო ფეისბუქის პროფილი.
  • მოკლედ, მერე უნდა გათხოვდე წარმატებით და ტიტული მომავალ თაობას გადაულოცო.

ეს იმ კრიტერიუმთა არასრული ჩამონათვალია იმისათვის, რომ გახდე ელიტის წევრი.

     თუ მიდიხართ ქორწლში და არ იცით რა ჩაიცვათ.

გადით ბაზრობაზე. რამოდენიმე სახელი ვიცი მოვაჭრეების, მერე გეტყვით ჩუმათ  და მათთან მიდით. იქ ძვირიანი კაბები იყიდება. ქორწილი რათქმაუნდა ხუთასკაციანი იქნება და მთელი ელიტის გამომზიურება იქ მოხდება. ხოდა, ყველამ ერთნაირი რომ არ ჩაიცვათ, გამყიდველი ზეპირად მოგიყვება რომელლი ელიტის წევრს რა აცვია და რა ფერებში. თქვენც დაზღვეული იქნებით და ერთნაირი სამოსი არ გეცმევათ.

მეორე დღეს ფეისბუქში ფოტოები დადეთ და ტუჩები გამობურცეთ. ჩვენთან ესე იციან.

ხო, თუ გინდათ ყველაზე მაგარი ტიპი იყოთ” ფოთურ” ელიტაში, ფეისბუქის ავატარზე შორენა ბეგაშვილის ფოტო დააყენეთ.

ოღონდ დანარჩენებმა ჯერ წყალი დალიეთ და მერე გახსენით ფოტო, კისერზე არ დაგეცეთ.

ეხლა დავიღალე. დანარჩენს მერე დავწერ.

თანდართული ფოტოები თქვენ შეაფასეთ. ეს ის ადამიანებია ვინც დაგვთანხმდა და ფოტოები გადაგვაღებინა.

დანარჩენებს კომპლექსებმა სძლიეს და ფოტოს გადაღებაზე უარი გვითხრეს.