ჩაგანაცვლეთ

გოგოებს გვჩვევია ხოლმე ზღვარგადასული ოცნება. ყოველი ახალი ურთიერთობის დაწყებისას ოცნების კოშკებს ვაგებთ და მერე ხან თავზე გვენგრევა ეს კოშკი, ხან კიდევ მძიმე საგანს მიშვალებებთ, რომ არ წაიქცეს,რადგან ვალდეულებებს ვიდებთ ძალიან  ბევრს.

არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი აგებული კოშკებიც დანგრეულა ერთი მეორეს მიყოლებით და ბოლო დროს იმდენად შევეჩვიე ამას,რომ აღარც ვდარდობდი. მეგონა, ესეც უნდა მომხდარიყო.

ერთ დღესაც დავჯექი და ყველა ჩემს შეყვარებულს თუ თაყვანისმცემელს swot ანალიზი გავუკეთე. ჩამოვწერე მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სიძლიერე და სისუსტეები . ჩამოვაყალიბე რა მინდოდა მათგან და ურთიერთობისგან და  აღმოვაჩინე, რომ არც ერთი არ მჭირდებოდა. ამიტომაც ყველას ერთად დავემშვიდობე და მარტივად, რომ ვთქვა გამიმართლა,ჩავანაცვლე ისინი.

ეხლა რა ხდება? რაღაც ხდება, მაგრამ ამას ჩემთვის დავიტოვებ.

პ.ს. swot ანალიზი–––უსაქმური კაცი ყვერებში მახათს იყრიდაო :))))))))))))))

ღამე, დაგითვლიათ 1-დან 10 000-მდე?

რა მაგარია ღამე 🙂

ღამე, გენატრება ყველაზე მეტად.

ღამე, ყველაზე მძაფრად განიცდი.

რამე, გიდარაჯებს და ყველა შენს ცუდ საქციელზე პასუხს გთხოვს. არ გქონიათ შემთხვევა? იცით, რომ არასწორად მოიქეცით, ნანობთ, მაგრამ როდესაც ღამე დგება ეს საქციელი მოსვენებას არ გაძლევს. არ ვიცი რისი ბრალია. ალბათ სიბნელის. სიბნელეში ხომ უფრო მეტად გვეშინია.

მერე ვითვლი , ვფიქრობ, რომ თუ 10 000-მდე დავითვლი დამეძინება და სურვილი ამისრულდება. ვინ იცის მერამდენედ, მერევა თვლა და ისევ თავიდან ვიწყებ. ამასობაში მეძინება და სულ მავიწყდება დილით, რომ წუხელ ჩემი საქციელი არ მაძინებდა და სინდისი მქენჯნიდა. სწორედ ამიტომ ვუშვებ ხელმეორედ იგივე შემთხვევას და კიდევ ერთხელ მიწყობს ღამე სასამართლოს.

ლამაზი ღამეებიც ხომ არის? აი, ისეთი, გათენება რომ არ გინდა და ლოცულობ ნეტავ დრო ნელა გავიდოდეს. მე მქონდა ერთი ასეთი ღამე, მთელი ავლაბარი ფეხით მოვიარეთ. მაშინ შევიგრძენი ძველი თბილისის ხიბლი. დილით მატარებლის მემანქანეს ძალიან ვთხოვეთ და საჭესთან დაგვსვა. ძალიან მაგარი იყო.

კიდევ მინდა ესეთი ლამაზი ღამეები 🙂

ჩემი პირველი წარუმატებელი პაემანი

სულ დავივიწყე ჩემო ბლოგი. რამდენი ხანია არაფერი დამიწერია.

როდესაც გადავწყვეტ, რომ პოსტი უნდა დავწერო, მაშინვე საღამოსათვის გადავდებ , საღამოს კიდევ მავიწყდება დილით რა მინდოდა და ასე შემდეგ.

ალბათ ამ ბოლო პერიოდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი,  როდესაც კარგად ვარ ვერაფერსაც ვერ ვწერ. ეს ყოველთვის ასე იყო, ვწერ მაშინ როდესაც ძალიან მაწუხებს.

ამ ბოლო დროს კიდევ ღვთის წყალობით ბევრი კარგი რამ დაემთხვა ერთმანეთს, მათ შორის ერთ-ერთი კარგი ისაა, რომ წამოვედი სამსახურიდან, რადგან მიმაჩნია პატარა ადამიანები ტვინს გვიჩლუნგებენ, პრინციპებზე ხელს გვაღებინებენ, თავმოყვარეობას გვილახავენ და ცდილობენ მათ დავემსგავსოთ.

ხო, იმის თქმაც დამავიწყდა, რომ არც კარგზე მიყვარს წერა, უფრო სწორად მაშინ, როდესაც მიხარია, ემოციას ვერ გადმოვცემ.

მეტი რა მოგიყვეთ?  კარგზე ვერ ვწერ, ცუდიც არაფერი მომხდარა. უბრალოდ რაღაცის წერა მინდოდა და დავწერე. აბა ჩემს წარუმატებელ პაემანზე საყვარელ ფუმფულა ბიჭთან, ხომ არ მოგიყვებით? თუმცა რატომაც არა, მოგიყვებით.

ჩემს მეგობარს გავყევი, თაყვანისმცემელმა დაპატიჟა, მერე იმის მეგობარს მე მოვეწონე, ნუ როგორც ხდება ხოლმე და მესამე დღეს შევთანხმდით პაემანზე.

გაგიკვირდებათ ალბათ, 24 წლის ვარ და როგორც ასეთი ტიპიური პაემანი არასოდეს მქონია, ყოველთვის მეგობრების, საერთო ნაცნობებში ვუახლოვდებოდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს და მერე ან ვითარდებოდა მოვლენები, ან არა.

ბევრი რაღა გავაგრძელო და შევხვდით ერთმანეთს. აი, მერე რა მოხდა ნუღარ მკითხავთ. მაინც არ ვიცი. არ ვიცი რა, ვიჯექით ვისაუბრეთ, ეს ჩემი კავალერი ზედმეტად თბილი აღმოჩნნდა პირველი შეხვედრისთვის და როგორც იქნა შევთანხმდით იმაზე , რომ პირველი შეხვედრისთვის ასეთი სითამამე არ ვარგა. ნუ მე არ ვგრძნობ თავს კომფორტულად. ასეთ უაზრო ვითარებაში 2 საათს გავსტანე. როგორც იქნა წამოვედი და გზაში ვფიქრობდი, რომ არასოდეს არ შევხვდები მამაკაცს, რომელსაც უცხო სასტავში გავიცნობ. დალოცა ღმერთმა ჩემი სამეგობრო და საერთო ნაცნობები, რომლებსაც კიდევ ბევრი მეგობრები ყავთ და ა.შ.

 

ძველი ტუმბო, საყვარელი ნივთები და სახლი

გადავხედე ჩემს ოთახში, საწოლთან მდგარ ძველებურ ტუმბოს და გამეღიმა. ალბათ ვტიპობ. ზოგადად ჩემს სახლში ძველებური ავეჯი დგას, აი ისეთი ძველ დიდებას,  და მსუყედ ცხოვრების ისტორიას,რომ ახსენებს პატრონს . მერე ეს ავეჯი წლებთან ერთად ხუნდება ჩვენი შპალერის არ იყოს სიძველის სუნი დაკრავს. მერე ირევა პატივისცემა ძველი ავეჯისადმი და ნოსტალგია მსუყედ ცხოვრებისა. თუმცა მე მე არ ვიქნებოდი ყველაფერი პოზიტივი არ ჩავდო და ჩემი ძველი ავეჯის გარემოცვაში არ დავლიო ჩემი საყვარელი მარტინი, ვიკითხო ჟურნალები და ვიცეკვო დაღლამდე.მარტოობამ ბევრი რამ იცის.

ხო, იმას ვამბობდი, რომ გამეღიმა ჩემს ძველ ტუმბოზე მოთავსებულ ნივთებს, რომ გადავალე თვალი.  ჟურნალ „სითი“,ქენდის ბუშნელის „სექსი დიდ ქალაქში“,  „ქერის დღიურები“, „ ბინესი მაღალ ქუსლებე“, „მეხუთე ავენიუ“. ლეპტოპი, ყავის ჭიქა, რომელშიც ჯერ კიდევ გუშჲნ მოხარშული ყავის ნარჩენი ასხია და ჩემი სუნამო, განუმეორებელი შავი ვერსაჩე.

ვტიპობთქო დავწერე, ხო, ალბათ მართლაც ეგრეა. ყველა ზევით ჩამოთვლილი ნივთი მახალისებს.

მერე რა მოხდა თუ ძველი ავეჯით მორთულ ოთახში წავიკითხავ სითის ნომერს, სადაც ავტორი აღფრთოვანებული ყვება, როგორ სახლს აშენებენ ოპერასთან. ყვება ამ ძალიან მაგარი პროექტის შესახებ და მეცინება. რადგან ზუსტას ასეთივე მოდის ბოლო კივილი იყო ჩემი სახლი 30 წლის წინ და ალბათ ასეთივე იქნება ჩემი ახალი სახლი, 30 წლის შემდეგ. შეუძლებელი არაფერია.

ფეისბუქზე არის თამაში, სიმების ოჯახზე. ყიდულობ მიწას, აშენებ სახლს, მუშაობ, რომ ფული შეაგროვო საჭირო ნივთებისათვის. მერე უფრო ბევრს მუშაობ და უფრო თანამედროვე ნივთებს, ავეჯს ყიდულობ. დაახლოვებით ერთი წელია ვთამაშობ და უკვე ორი სახლი მაქვს. მთის და ზღვის. საკუთარი პლაჟიც მოვიწყვე,სამსახურიც მაქვს. მოკლედ ყველაფერი ისევეა როგორც ცხოვრებაში, გადიხარ ლეველებს და გეძლევა დამატებითი უფლებები.  ამ თამაშჲს შემდეგ მივხვდი, რომ ალიან მაგარია გქონდეს საკუთარი სახლი, რომელსაც შენი გემოვნებით მოაწყობ. უკვე ოცბენად მექცა, სახლი, რომელიც ტყეში, მდინარის პირას დგას. დიდი მინებიანი კედლებით, ბუხრით და კომფორტით.

არ იფიქროთ ჩემი სახლი არ მიყვარს, მე ჩემი სახლიც მიყვარს, დიდი და ძველი, უამრავი ზედმეტი ნივთით და დიდი ისტორიით. სახლი სადაც 8 ადამიანი ცხოვრობს და მაინც შეგიძლია განმარტოვდე.   სახლი, რომელიც გაძლევს საშუალებას მოიყვანო შენი მეგობრები და იმხიარულოთ დილამდე მარტოებმა. სახლი, რომელსაც სამი შესასვლელი აქვს და ბავშობაში პაემნებზეც ვიპარებოდი, ისე რომ არავინ მამჩნევდა. სახლი, რომელიც არ მიყვარს მხოლოდ მაშჲნ, როდესაც დასალაგებელია. სახლი სადაც შეგიძლია ჩუმად მოწიო სიგარეტი და ეს ვერავინ გაიგოს. სახლი, სადაც მე ყველაზე ბედნიერი ვარ. სახლი სადაც ძალიან თავისუფალი ვარ. ჩემი, ჩემი,ჩემი სახლი.

შეიძლება მიგატოვო!

შენ ამბობ, რომ შეგიყვარდი:):):) ამაზე ბევრს დაგცინი,შენ არ მიჯერებ. ჯიუტად გიმეორებ, რომ არ უნდა შეგიყვარდე. მიზეზების დასახელებას მთხოვ. პასუხის გაცემა მუდმივად მეზარება, რადგან ბევრი პასუხი აქვს შენს ერთ შეკითხვას. არ მეშვები და აი პასუხიც !

ნუ შეგიყვარდები–არ ვარ საინტერესო!

ნუ შეგიყვარდები–არ ვარ ერთგული!

ნუ შეგიყვარდები–არ მიყვარს პასუხისმგებლობები!

ნუ შეგიყვარდები–ვერ დაგიფასებ!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მალე მიგატოვო!

ნუ შეგიყვარდები–მალე მბეზრდება ყველაფერი, მათ შორის ადამიანებიც!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მოგატყუო!

ნუ შეგიყვარდები–არ ვიძლევი!!

ნუ შეგიყვარდები–ცვალებადი ვარ!

ნუ შეგიყვარდები–გემრიელ სადილებს არ ვაკეთებ!

ნუ შეგიყვარდები– არ ვარ ლამაზი!

ნუ შეგიყვარდები–ხშირად ყველაფერი ფეხებზე მკიდია!

ნუ შეგიყვარდები–თუ რამეს დავეპატრონე არ ვთმობ-ხოლმე!

ნუ შეგიყვარდები–დაგისაკუთრებ!

ნუ შეგიყვარდები–ეჭვიანობის მსხვერპლი გახდები!

ნუ შეგიყვარდები– წონის პრობლემა მაქვს!

ნუ შეგიყვარდები–არ მიყვარს ტრადიციულ-ოფიციალური ვიზტები!

ნუ შეგიყვარდები–მაინც დავიშლებით!

ნუ შეგიყვარდები–ყველაზე მეტად საკუთარი თავი მიყვარს!

ნუ შეგიყვარდები–გაწამდები!

ნუ შეგიყვარდები–საოჯახო საქმეები მუდმივად მეზარება!

ნუ შეგიყვარდები–კომფორტი მიყვარს.

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!

ნუ შეგიყვარდები–შეიძლება მიგატოვო!

არა-მეთქი!

–ყავა დავლიოთო–არ მცალია-მეთქი!

–გავისეირნოთო–არა-მეთქი!

–რამე გაწყენინეო?–არა-მეთქი!

–გინდა გულახდილად ვილაპარაკოთო?–არა-მეთქი!

–შენს საყვარელ წითელ ფორთოხლის წვენს მოგიტანო–არა-მეთქი!

–მატყუებო–არა-მეთქი

–მატყუებო–არა– მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–მატყუებო–არა– მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–მატყუებო–არა– მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–მატყუებო–არა– მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–მატყუებო–არა –მეთქი

–რო წავალ არ შეგეშინდებაო?–არა მეთქი

–სულ წავედიო!–კარგად –მეთქი! 😦

10 რამ, რამაც შემცვალა

 I—–სიყვარული.

პირველად 18 წლის შემიყვარდა. აქედან გამომდინარე პირველად 18 წლის გავგიჟდი და პირვeლad 18 წლის ვიყავი, როდესაც გავაცნობიერე რას ნიშნავს იყო არაადეკვტური.

მადლობა ჩემს პირველ სიყვარულს ამისთვის. რომ არა ეს გრძნობა ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ უკიდურესობა საჭირო არაა. ყველაფერი ისედაც დალაგდება რიგებად, აზრებად, მწკრივებად და Tანმიმდევრულად.

II—–გაშორება

პირველად 20 წლის ასაკში დავშორდი და ძალიან დიდი მადლობა მას ამ დაშორებისათვის. რომ არა ჩვენი დაშლა მე ვერასოდეს განვიცდიდი მსგავს გრძნობას. ვერ ვისწავლიდი საკუTარი ემოციების მართვას და არ გადავიპარსავდი თავს.არ მეცოდინებოდა ყველა სხვა დაშორებების დაკიდება.

III—–სიგარეტის მოწევა

მართალია სიგარეტი მე ბევრად  ადრე გავსინჯე, ვიდრე ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ არც ერთი წამით არ ვნანობ ამას. არც მცდლობა მქონია როდესმე დამენებებინა თავი მოწევისათვის. მადლობა სიგარეტის პირველ ღერს იმისთვის, რომ მიმიზიდა, რადგან რომ არა იგი არ მექნებოდა ამდენი კარგი რამ შექმნილი და მით უმეტეს არ მეცოდინებოდა ფიქრი. ეს უკანასკნელი ხომ ისედაც ძალიან მეზარება.

IV—–სიკვდილი

ამ მოვლენას მადლობას ნამდვილად ვერ გადავუხდი, მაგრამ ვეტყვი, რომ არა იგი არ მეცოდინებოდა რას ნიშნავს დანაშაულის გრძნობა იქ სადაც არაფე შუაში არ ხარ . შემდეგ ვერ ვიმუშავებდი საკუთარ თავზე ამ გრძნობის აღმოსაფხვრელად.

V—–მეგობრის დაკარგვა

მადლობა ჩემს მეგობარს იმისათვის, რომ დამკარგა. რომ არა იგი ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ რასაც არ ეშველება იმაზე არ უნდა ინერვიულო და რასაც ეშველება იმაზე  მითუმეტეს.

VI—–ფული

მადლობა მამაჩემს იმისათვის, რომ ჩემს გაზრდამდე ცოტა ხნით ადრე გაკოტრდა, რადგან ბევრად უფო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ფულის შოვნის პროცესში მონაწილეობა, ვიდრე უკვე ნაშოვის ხარჯვა.

VII—–უფროსი ძმები

მადლობა თქვენ იმისათვის, რომ იყავით აზიატები. რომ არა თქვენ არასოდეს მეცოდინებოდა საკუთარი პოზიციის დაცვა და ვერასოდეს ვისწავლიდი ბოლომდე   აკუთარი აზრის გატანას.

VIII—–ავარია

მადლობა უფალს იმისათვის, რომ ამ ავტოავარიის შედეგად არ მომკლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს შევიყვარებდი მანქანით ნელა სიარულს და ვერ დავაფასებდი საკუთარ სიცოცხლეს.

IX——ჯანმრთელობის პრობლემები

რომ არა ჯანმრთელობის პრობლემა არ მექნებოდა ე.წ. წიკები. გასულ ზაფხულს არ ვუღალატებდი საკუთარ თავს და ვიქნებოდი გარუჯული. არ მექნებოდა ვიზიტები ექიმთან და ყველაზე მაგარი: მოვწევდი სიგარეტს 😦

X——რუსული რულეტკა

რომ არა ეს თამაში, რომელიც სამ წელს გაგრძელდა, არ მეცოდინებოდა, რომ ადამიანები ძალიან ინერტულები, უსიცოცხლოები არიან. არ მეცოდინებოდა, რომ იქ სადაც შენი ერთი სიტყვა ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლის უნდა თქვა, თუნაც არ გინდოდეს. არ მეცდინებოდა, რომ მთავარია განსხვავებულობა, თავდაჯერებულ იდიოტიზმში არ გადაგეზარდოს. არ მეცოდინებოდა, რომ რაც მალე დაამთავრებ მით უკეთესია.

რაც გინდათ დაარქვით…………….

მახსოვს სკოლაში გვითხრეს, რომ ვინც ყველაზე კარგ რამეს დაწერდა დაჯილდოვდებოდა.

ვერ მივხვდი რა იყო ეს ყველაზე კარგი რამე, მაგრამ ვიფიქრე მომეგონებინა რაიმე გულის ამაჩუყებელი.

დიდხანს არ მიფიქრია, უბრალოდ ცოტა სიმართლეს დავუმატე კიდევ უფრო ცოტა ტყული და დავწერე.

დავიწყე, რომ ჩემი ნება, რომ იყოს პირველ სექტემბერს გავაუქმებდი.

ჩემი ნება, რომ იყოს ყველა დედას შვილზე ადრე მოვკლავდი.

ჩემი ნება, რომ იყოს ადამიანებს ჩუმად ვასევდიანებდი.

ჩემი ნება, რომ იყოს დამოუკიდებლობის გაკვეთილებს ჩავატარებდი სკოლაში.

ჩემი სურვლებიდან მხოლოდ ერთი ასრულდა და 1 სექტემბერი გააუქმეს.

მე მაშინ ეს დავწერე:

                                              შენი შვილი შენ წაიყვანე სკოლაში.

 

იმ დღეს როგორი ამინდი იყო არ ახსოვს. ახსოვს, რომ რაღაც ძალიან ცუდს ელოდა ყველა. თუმცა კონკრეტულად რა უნდა ყოფილიყო არ იცოდნენ.

არ იცოდა რას ნიშნავდა შეშლილი სახე, მაშინ  მათ ყველას   შეშლილი სახეები ჰქონდათ. თუმცა  ყველაზე ნაკლებად თავად ხვდებოდა ამას, რადგან არ იცოდა, რა უნდა აღექვა და ცაზე ასეთ დიდ ღრუბელს რატომ შეყურებნენ.

ახსოვს,მოულოდნელად როგორ წამოიკივლა ქალმა, როგორ დაიწყეს მეზობლებმა შემოსვლა, როგორ გახდა უმართავი  ირგვლივ სამყარო და ნელ-ნელა როგორ დარჩა მარტო.

ახსოვს, როგორ ჩაააცვეს საწრაფოდ და სხვა სახლში წაიყვანეს.

ახსოვს, როგორ ცხოვრობდა იმ სახლში და ისიც როგორ ლოცულობდა არ დაეწვათ მისი სახლი. თუმცა არ ნერვიულობდა, რადგან მისი ტვინი 5 წლის ასაკში არ ღმოჩნდდა მზად უცნაური ამბების აღსაქმნელად.

განსაკუთრებით კარგად ახსოვს, ოთახი სადაც შეიიყვანეს, რა დროსაც შავებში შემოსულმა ქალმა ცხედარს დახედა, ის მისკენ მიმიხმო და კივილით ამცნო იქაურობას თუ მის თავს, რომ მისი და მივიდა.მაშინ მიხვდა, რომ მის დედის-შვილებს ერთი გამოაკლდა.მოგვიანებით გაიგო, რომ გამოაკლეს.

იმ საღამოს ბევრი იფიქრა, პირველად და უკანასკნელად იფიქრა  ცხოვრებაში.

გაახსენდა  საღამო,  იმის ძმაკაცთან მიმიყვანეს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.  მის ნახვაზე უარი თქვა, რადგან როგორც ამბობენ თურმე განსაკუთრებით ყვარებია პატარა და .

მოგვიანებით ისიც მიხვდა, რომ იმ წამს, მათი ცხოვრების მხიარული ნაწილი სამუდამოდ დასრულდა და წინ ახალი შავი მომავალი დაიწყო.

არავინ  იცინოდა. მუდმივად ეგონა, რომ რაღაცას აშავებდა.

ელოდებოდა როდის შევიდოდი სკოლაში და გახდებოდი პირველი კლასის მოსწავლე. ეს მისი ხსნა იყო.

თუმცა, არ შეუყვარდა პირველი სექტემბერი,ის მარტო მივიდა სკოლის უზარმაზარ ეზოში. ნახა სხვა ბავშვები, მათი დედები, სიცილი, მხიარულობა, გაბრწყინებული ოჯახები, რომლებიც შვილების პირველკლასელობას ზეიმობდნენ და…….. ის მარტო სკოლაში. რადგან გლოვამ მოიცვა მაშიმ მის ირგვლივ ყველა. აქედან დაიწყო, პირველი დიდი ტყუილის ათვლა მის ცხოვრებაში: ”დედაჩემი წაქცა, ფეხი მოიტეხა, აი იქ მანქანიდან მიყუებს, რადგან ვერ გადმოდის”

არ უყვარდა სკოლიდან სახლში მიბრუნება, რადგან ის ქალი მას არ ელოდა. ის ქალი ტიროდა, ტიროდა, ტიროდა, ტიროდა…გლოვობდა შვილთაგან ერთ-ერთს.

 

 

სულ ეს იყო მაშინ რაც დავწერე, არ ვიცი მიხვდნენ რამეს თუ არა. უბრალოდ საჩუქარი გადმომცეს.

 ეხლა კი ვიცი,რომ არსებობს კანონები, რომლებსაც ბუნება და ცხოვრების სტილი ადგენს. არსებობს დოგმები, რომლებსაც საკუთარ თავს თავად უწესებს ადამიანი. არსებობს მოსაზრებები, რომლებსაც ხმამაღლა ვერ იტყვი. არსებობს ოჯახური სტატუსები, რომლებიც სიყვარულს გაიძულებს და ამასობაში მართლაც გიყვარდება. არსებობთ შენ და საკუთარი თავი, რომლებიც ძალიან გულახდილები ხართ ერთმანეთთან და ამ დროს საკუთარი თავიც გეზიზღება. ხშირად აქედან გამომდინარეც ვგებულობთ ადამიანები, რომ სიმართლე საკუთარ თავთანაც ძალიან მძიმედ სთქმელია.  თუმცა ამ სიმართლის აღიარებას, ძალიან დიდი შვება მოყვება და შემდეგ არ გადარდებს, რა იცი სხვამ და რა არის სინამდვილეში. მტავარია  შენ იცი რაც ხდება.

არის ცხოვრებისეული ისტორიები. დრამატული სცენები საკუთარ ცხოვრებაში, საიდანაც მაგარი კინო შეიძლება გადაიღო.მიიღებდა ყველა ოსკარს, მოხსნიდა რეკორდებს და გააგიჟებდა სამყაროს. ამ ისტორიის ყველა მონაწილე არის უნიკალური ადამიანი, მათ აქვთ თავიანთი პატარა თუ მცირე დამოკიდებულელები მომხდარის ირგვლივ და ეს ყველაფერი ერთად ძალიან მძიმე მოსასმენი შეიძლება იყოს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ ვიტყვით, რომ საპროფილო თემაა, ამისათვის არ გავაფუჭებთ.

 ტკივილი ადამიანს აფუჭებს. გაჭირვება ადამიანს ანადგურებს. მუდმივი უკმაყოფილება ადამიანს აკომპლექსებს. მუდმივი სიდუხჭირე ადამიანებს შურიანს ხდის და ამ ყველაფერს პიროვნების განადგურებამდე მივყავართ.

თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომელსაც საკუთარი თავის სიყვარული აძლიერებს. ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, მას არ მიატოვებს. არ ჩააგდებს დეპრსიაში, არ დამართებს არასრულფასოვნების კომპლექსს და არ მისცემს საშუალებას ჩაიკეტოს და განადგურდეს. მუდმივად და დაუღალავად იბრძოლებს თვითგადარჩენისთვის.

    მის ცხოვრებაში რათქმაუნდა იქნება, იმედგაცრუებაც, არასრულფასოვნების კომპლექსი, შურიანი გამოხედვა, ნატვრა და სურვილები, მოწყალების ლოდინი. თუმცა, თუკი თავად არ დაიწყებ გამოსავალის ძებნას, ყოვლთვის გამოჩნდდება ადამიანი, ვინც ეცდებია წაგართვას ის რაც გაქვს.

მე წარმოუდგენლად მწამს, რომ რაც არ კლავს ის აძლიერებს.

მე წარმოუდგენლად მწამს, რომ თუ გაქვს სურვილი აუცილებლად გადარჩები.

მე მჯერა, რომ უნდა აპატიო, რადგან მიხვდეს მის შეცდომებს, თუმცა ამის შესახებ უნდა უთხრა კიდეც.

მე მწამს, რომ გულწრფელი ადამანები არსებობენ, თუკი თავად შექმნი მათ.

მე წარმოუდგენლად მჯერა, რომ ბევრი არ უნდა იფიქრო და საკუთარ რთულ მდგომარეობას არ უნდა ჩაუღრმავდე,ეს გაგაგიჟებს.

მე წარმოუდგენლად მწამს, რომ როდესაც ბევრს ფიქრობ, კიდევ უფრო ბევრი რამე გამოგეპარება და შანსებს ხელიდან გაუშვებ.

მე წარმოუდგენლად მწამს,რომ შემთხვევითობა ბევრად მაგარია.

მე წარმოუდგენლად მჯერა რომ გაჭირვება წვრთვნის…

თუმცა მე დანამდვილებით გეტყვით, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ახდებს და კვალს ტოვებს პიროვნებში. თუმცა, ამის შესახებ ვეცდები, მომდევნო პოსტში დავწერო. 

ორშაბათიდან-ორშაბათამდე და ჩემი ვალები :)

რაღაცნაირი ორშაბათა, ვერ გავიგე, კარგი თუ ცუდი, თუ არც კარგი და არც ცუდი:)

სამაგიეროდ ამ საშინელი ამინდების შემდეგ მცხუნვარე მზე ამოვიდა და ძვლები გაგვითბო. ადამიანები, რომლებიც აქამდე სახლში ითბობდნენ ადგილებს გარეთ გამომზეულრდნენ.მოკლედ პროვინციაში ზეიმია:)

ასეთ ამინდში ყველაფერი მიხარია, არ ვაპროტესტებ არ იმას, აქ რომ ვცხოვრობ , არც  ჩემს წონას და საერთოდ დღეს ყველაფერი ფეხებზე მკიდია:)

თქვეთვის არ მითქვამს ჩემი საყვარელი გამოთქმა არა? “ვალი თუ არ მაქვს ცხოვრებას მუღამს ვერ ვუჭერთ”, ხოდა კიდევ ერთი 50 ლარი ირიცხება ჩემი ვალების ანგარიშზე. არადა სულ არ არის ჩემი ბრალი, ჯერ კიდევ თებერვლის ხელფასის დროს შევუკვეთე წიგნები, ორ დღეში ჩამოგივათო მითხრეს და მერე შენც არ მომიკვდე. არავის დაურეკავს, ვიფიქრე არ აქვთ,ამიტომაც დამაიგნორესთქო.

ეხლა კი, წინა ხუთშაბათს დამირეკეს რა ხანია წიგნები ჩამოვიდა და მიაკითხეთო. ხოდა, აი დამარტყაააა, მე ხომ დიდი ხნის უკან დავხარჯე წიგნებისთვის განკუთვნილი 42 ლარი. რა მექნა? ავდექი და ვისესხე.

სამაგიეროდ მთელი შაბათი და კვირა ვკითხულობდი. გაინტერესებთ რა წიგნებია? ეს არის ქენდის ბუშნელის

  • ბიზნესი მაღალ ქუსლებზე-   2 ნაწილი
  • ქერის დღიურები-   2ნაწილი
  • მეხუთე ავენიუ სახლი# 1-   2ნაწილი
  • ზაფხული დიდ ქალაქში

ამ შაბათ კვირას ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ქერის დღიურები და ზაფხული დიდ ქალაქში. ძალიან სასიამოვნო საკითხავია, აი ისეთი მე რომ მიყვარს. ზედმეტი ტვინი ჭყლეტა არ სჭირდება და მსუბუქია. თან თქვენ წარმოიდგინეთ რაღაც მაგალითების გათვალისწინებაც შესალებელია. მოკლედ, მე მომეწონა.

დანარჩენ ორს მხოლოდ თვალი გადავავლე და ჯერ ვერაფერს გეტყვით. არ წამიკითხავს. ეგ ალბათ შემდეგი შაბათ-კვირის საქმეა:)

U n t i t l e d

როდესაც ბლოგის წერას დაგავწყვეტ, გავხსნი საწერ გვერდს და დავინახავ სათაურის ლისტს, ეგრევე მიქრება ბლოგის წერის სურვილი,

ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული როდესაც საგაზეთო სტატიებს ვწერდი მეზიზღებოდა სათაურის მოფიქრების პროცესი და ხშირად ამას სტატიის წერაზე მეტი დრო მიქონდა. ეხლაც ანალოგიურია, არ ვიცი პოსტებს რა სახელი დავარქვა და ვინაიდან ძალიან ხშირად ფიქრი მეზარება საერთოდ აღარ ვწერ პოსტს.

დღეს დიდი წვალების შემდეგ გამაღვიძეს. პირველი რაც გავაკეთე, ჩემი გასიეული ყბა მოვისინჯე და შენც არ მომიკვდე, არც კი ჩამცხრალა, შესაბამისად მკურნალობის პროცესიც გადაიდო და ისევ ის საშინელი ანტიბიოტიკები უნდა ვსვა.

შემდეგ თანამშრომელმა დამირეკა, სამსახურში შუქი არ არის და სანამ არ მოვა არ მოხვიდეო, ეს ძალიან გამიხარდა, თან ჩვენთან წვიმს და წვიმაში ბოდიალი მზარება.

გუშინ ნიკო ნიკოლაძის კოშკშჲ მყავდა ჩემი კლუბის ბავშვები, ისეთი დახვეული შიდა კიბეები იყო, რომ ფეხები საშინლად დამეჭიმა და დღეს ძლივს წამოვდექი საწოლიდან, საწყალი ნიკო, ალბათ როგორ სტანჯავდა ეს კიბეები.

ხო, გუშინ ის ფრენდი ვნახე წინა პოსტშჲ, რომ ვყვებოდი და რატმღაც ვერ მოხერხდა, რომ მივსალმებოდი, ალბათ შემდეგ ორივე ერთმანეთს დავაბრალებთ ამას. სიმართლე გითხრათ ჩემი გასიებლი ყბით არც არავის ნახვის სურვილი არ მქონდა.