ყოველთვის ძალიან მომწონდა ლამაზი აქსესუარები. თუმცა რომ გითხრათ ბევრი მქონდა და მე თითონ ვქმნიდ თქო, მოგატყუებთ. ცხოვრებაშჲ ყველაზე მეტად ორი რამ არ გამომდის, ეს არის ხელსაქმე და სიმღერა. მართალია მუსიკაზეც შემიყვანეს, მაგრამ მალევე მომიყვანეს უკან. ეს უკვე სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს.
ალბათ ყველამ იცით, რომ არსებობს სპეციალური მაღაზიები სადაც სხვადასხვა ნივთები იიდება სამკაულების და აქსესუარების შესაქმნელად. ერთ მშვენიერ დღეს ჩემშიც გაიღვიძა ქალურმა საწყისებმა, საკუთარი თავის მიმართ სიბრაზემ, თუ როგორ ვერ ვიფანტაზიორებდი და ვერ შევქმნიდი რაიმე სამკაულს. წავედი მაღაზიაში, ვნახე უამრავი ნივთი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. შავ-თეთრის კომბინაციაც კი ვერ მოვიფიქრე, არათუ რაიმე განსაკუთრებული.
აღმოვაჩინე, რომ ჩემი ახალი ფრენდი ძალიან მაგარ აქსესუარებს ამზადებს. მის ფეისბუქზეც ვნახე ამის დასტური და გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ის ნივთები რაც მომეწონა. მაშ ასე:
ძალიან მომწონს ეს გულსაბნევი თუ სადაც საბნევია. თანამედროვეა და სიამოვნებით გავიკეთებდი, როგორც ჯინსის შარვალზე, ასევე მაისურზე და პიჯაკზე.
მართალია წითელი ფერი არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ლამაზი ნაკეთობაა და ვისურვებდი ვალენტინობის საჩუქრად. ვალენტინობა ხომ წითელ ფერთან ასოცირდება:)
კარგი ყურსაკიდებია, ძალიან სადაა 🙂
ეს გულსაბნევები ყველაზე მეტად მომწონს…კიდევ რამოდენიმე სურათს დავდებ ქვევით
ესენი ყველაზე ძალიან მომეწონა, ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანია…და რაც მთავარია ეს არის ნაწილი ფოტოებისა ნინიკო გოგუას კოლექციიდან, თუ სურვილი გექნებათ თქვენც გამშვენებდეთ ლამაზი აქსესუარები მე შემიძლია დაგაკავშიროთ მას 🙂
ესეც ძალიან ლამაზი სამაჯურია, ვფიქრობ შევუკვეთო. განსაკუთრებით რკინის ფაქტურები მომწონს, იმედია თქვენც მოგეწონათ და ჩვენი გემოვნება დაემთხვა.
პ.ს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ მხოლოდ ის ნაკეთობები დავდე რაც ჩემს სტილში ჯდებოდა, თორემ ნაირ-ნაირები აქვს გაკეთებული ჩვენს ნინიკოს 🙂