ჩემი ფუფუნებისთვის

 ძალიან მინდა დავწერო და იმდენი რამე მინდა დავწერო, რომ მეზარება ერთ პოსტში მოვათავსო.  ამ ბოლოს ისეთ რამეებს ვუკვირდები, რაზეც აქამდე არ ვფიქრობდი, მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რამ მაღიზიანებს.ისიც კი მაღიზიანებს, რომ ეს საკითხები ჩემთვის აქტუალური გახდა.

 ძალიან მინდა, შეხვედრებზე ისე ჩაიცვა, როგორც მე მინდა, მაგალითდ ძველი დაგლეჯილი ჯინსი და ეს არ გახდეს ჩემი უკულტურობის მაჩვენებელი. ბოლოსდაბოლოს და მნიშვნელობა აქვს რა მაცვია, მთავარია, რომ იქ ვარ და იმას გავაკეთებ რაც მევალება.

 ძალიან მინდა ყველამ დაიკიდოს აბორტის თემა, ისევე როგორც დემოგრაფიული პრობლემები და იმაზე, რომ სექსის დროს პრეზერვატივი არ ქონდა, თავი არ დაიცვა და ზოგადად ამ საკითხში მოუწესრიგებლები არიან, მე არ ვინერვიულო, რადგან სწორედ ამის გამო ახალ სიცოცხლის სიცოხცხლეს საფრთხე ემუქრება. 

 არ მინდა ჩემს ქვეყანაში, გეი — ტრაგედია იყოს.

მაგრად მინდა მეკიდოს, ურთიერთბები, რომლებიც არაფრის მომცემი და ფორმალურია.

ძალიან მინდა დავიკიდო, ჩემი მეზობელი, რომელიც ჩასაფრებულია, როდის , ვინ და რა მანქანით მომიყვანა სახლში. 

 არ მინდა, მაღიზიანებდეს კითხვა : არ თხოვდები? სად მუშაობ? ხელფასი რამდენი გაქვს? რა თქვენი საქმეა 🙂

არ მინდა ვიცოდე, ვინაა მარგველაშვილის ცოლი, პირადი ცხოვრების ამსახველმა კადრებმა ვინ გააღიზიანა, რომელმა მინისტრმა სად მიქარა და სუბარი მთვრალი, რომ იყო, როგორ იქცეოდა.

 არ მაინტერესებს სად შეასკდა მიშა ტრაილერს, ვის უყიდა ჩემი ფულით საჩუქრები და ვინაა მისი ნაშა.

 არ მინდა მაინტერესებდეს, ჩემი ნათესავის ცხოვრება, რომელსაც ქმარი ყოველ დღე ღალატობს და მაინც ცხელ კერძებს , როგორ ახვედრებს სახლში დაბრუნებულს.

 არ მინდა ვხედავდე, როგორ ვმრავლებიან ქაჯები ჩემს ირგვლლივ და როგორ კარგავენ სახეს ადამიანები.

 არ მინდა ჩემს მეგობარს, მეორადის ტანსაცმელი ეცვას და მატყუებდეს ბრენდიოა, მაშინ როდესაც მეც მეორადი მაცვია და ეს ნორმალური ამბავია.

 არ მინდა ვგლოვობდე წარსულს, მაშჲნ როდესაც ბევრად მაგარი მომავალი მელოდება.

 არ მინდა მაინტერესებდეს, პოლიტიკური ორომტრიალი, კრიმინალური ამბები, სოციალური სისულელეები. კომპლექსიანი ადამიანების დაყენებული სიფათები, სარკის წინ დამუღამებული მანერები, გატყლარწული საუბრები.

რამდენი რამე არ მინდა მაინტერესებდეს, რადგან ეს შეიძლება იმან მოაგვაროს ვისაც უშუალოდ ეხება და აინტერესებს ამის მოგვარება. ვიღაცამ მის თავზე იმუშავოს და ეს სხვისთვისაც კომფორტი იქნება. ხომ შეიძლება, მეპურემ პური გამოაცხოს , ყასაბი თავის საქმეს აკეთებდეს, პროკურატურამ და მსგავსმა ორგანოებმა თავისი საქმე შეასრულოს, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს, მომღერალმა იმღეროს…და მეც არ დავინტერესდე ამ ყველაფრით….ასე ძნელია?

 ჯანსაღი იუმორი მინდა. ბუნებრივი ურთიერთობები. მოწესრიგებული გარემო. კომფორტული დასვენება, კულტურული მეზობლობა. ზომიერი მეგობრობა. უშუალო და კარგი ადამიანები. ჯანსაღი სამუშაო პირობები. დაცული უფლებები.მხიარული დასასრული და უკეთესი მომავლისთვის დარჩნილი დრო. სიმსუბუქე და სისადავე

P.S კიდევ, ჩემი სახლი მინდა, მართვის მოწმობა, აგარაკი (პატარ, ხის ოდა სახლი) ტყეში, მდინარის პირას.   

აქვს ამდენი ფუფუნება ვინმეს?Image

ღია წერილი ქალებს :)

 

1. როოგრი ნაძირალა ქმარის არ უნდა გყავდეს და როგორი “გვერდში მდგომი” ცოლიც არ უნდა იყო, ელემენტარულია, რომ ქმარს არ უნდა უღალატო. მას უნდა გაშრდე და მერე უნდა აიშვა თუ ძალიან გინდა. აქ უკვე საკუთარ თავმოყვარეობაზეა საუბარი.
2.როცა სამზარეულოში ცხელ კერძს დატოვებ და მაღაზიაში პურის საყიდლად ჩასული, სახლში “მოსაქმებული” ბრუნდები:D უკვე იმის ნიშანია, რომ შენთან მორალზე და ღირსებაზე საუბარი ზედმეტია.
3.თუკი შენ ასე ცხოვრება მოგწონს, ნუ ეცდები ჩემი მამაშა გახდე, შენც ეყოფი ერს:) მესმის, რომ შენთვის ქმრის სიყვარული მითია, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა ქალები, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის მანდილოსნის წოდება და ამასაც ნუ დაგვიაკრგავთ, თქვენი სვეტურ-მაზოხისტურ-სამარცხვინო ქმედებებით:) ჩუმად ბოზობას ხმამაღლა მოქმედება  სჯობს, ამ შემთხვევაში ვიტყვით, რომ გისწორდება და აკეთებ. ან საერთოდაც დავიკიდებთ, მაგრამ მორალს რომ გვიკითხავ ესაა გასაგიჟებელი.

განა თქვენ თითონ არ გრცხვენიათ, სახლში დაბრუნებულები თქვენი ქმრების თავზე, დღითიდღე გაზრდილ რქებს, რომ ხედავთ? არასოდეს გიცდიათ დაშორებოდით საკუთარ ქმრებს და ისე გაგეგრძელებინათ თქვენი ესოდენ საინტერესო ცხოვრება? ნუთუ არ გაღიზიანებთ და დისკომფორტს არ გიქმნით, მამაკაცი რომელის თავს ოჯახის კაცად მიიჩნევს, მეგობრებთან თავს იწონებს, თქვენს გვერდით ამაყია, თქვენი სჯერა, სინამდვილეში კი აზრადაც არ მოსდის, რომ მისი ცოლი, სხვა კაც-ებს ხვდება. ჯერ ფლირტაობს, მერე ზასაობს, ბოლოს ვერ ითმენს და სექსიც აქვს. თუმცა თქვენ ხომ ბოზი არ ხართ, თქვე ალბათ უბრალოდ სიყვარულს ეძებდით. რადგან თქვენს ქმარს არასოდეს სცალია თქვენთვის, სახლში გვიან მოდის, არ სხვამს, არ ეწევა, მეგობრებთან დიდ დროს არ ატარებს, იმიტომ რომ თქვენ გინდოდათ ასე, მერე ამ ნაშრომ-ნაწვალებ ფულს ისევ თქვენს “პრიკაზებზე” ხარჯავს და მაინც, დაიღალეთ. ზოიერთ ქალს/გოგოს, რომ ვაკვირდები ვხვდები,რომ ყურადღების შერგება არ ვიცით ქალებმა, ვალდებულება გვგონია.ზედმეტი კი არა ყურადღება არ გვჭირედბა საერთოდ.მერე თავში გვივარდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ის ღერძი ვართ, რომლის ირგვლივაც დედამიწა ბრუნავს. ღერძი კი არა ჩემი ფეხები ხართ, თქვენ, ისეთო ქალებო: რომლებიც შვილებს ატირებულებს ტოვებთ, ეპარებით და მთელი ღამე ერთობით.
ჩემი ფეხები ხართ თქვენ ქალებო, რომლებიც პაემნებზე შვილებთან ერთად დადიხართ და ყოველდღე ახალ-ახალ მეგობრებს აცნობთ ბავშვებს.
ჩემი ფეხები ხართ თქვე ქალებო, რომლებიც ოჯახს მარტო იმიტომ ანგრევთ, რომ ქმარმა ბევრი ფული ვერ შოვა, ვერ დააკმაყოფილა თანამედროვე ქალის მოთხოვნები და აბა რაა…თქვენ ხომ ფუფუნებას იმსახურებთ.
ფუფუნებას ყველა ადამიანი იმახურებს, მაგრამ ეს ფუფუნება ფულში, ბრენდების ბოლო კოლექციებში და თავზე დამხობაში არაა.
ფუფუნება საკუთარ თავთან სიმართლეშია, სუფთა სინდისში და მშვიდ ძილშია. საყვარელი ადამიანის  მკერდზე ძილშია და უანგარო სიყვარულშია. მატერიალურად სიდუხჭირე რა ჩემი ფეხებია, სულიერ სიმდიდრესთან. აი ასეთს, თუ მაინც გიღაალტებთ მამაკაცი, მაშინ ჩემი ყველა სიტყვა უკან მიმაქვს და ბოდიში მომიხდია თქევნთვის. მე მაინც მგონია, რომ ქალურობას ვკარგავთ, მორალთან და სინდისთან ერთად, ქალის სახეს ვკარგავთ . მამაკაცები ადვილად ბოლდებიან,მაგრამ ეს არ ნიშნავს საკუთარი თავის და პიროვნების დაკარგვას.

ტერასაზე

მუზა მოვიდა… რაღაცამ მოიტანა. როდესაც დედაქალაქს ვსტუმრობ, მე და ჩემი ერთერთი უსაყვარლესი მეგობრის შეხვედრის ადგილი, მარჯანშვილზე, კანაპეშია. უგემრიელესი ყავის თანხლებით.

თუმცა ამჯერად ტრადიციას ვუღალატეთ და წერეთელზე, გამოფენის ბაღში ტერასაზე მივედით. ზუსტად ვიცი დღეიდან ხშირი სტუმარი ვიქნები, ტერასაზე. ძალიან მომეწონა ის გარემო და საზოგადოებაც, რომელიც ყოველ საღამოს ტერასაზე იკრიბება. საოცარი სიმშვიდეა, ცენტრალური ქუჩიდან მოშორებითაა, იქვე პატარა ტბაა, რომელიც საშუალებას გაძლევს მიეცე ფიქრს, ტბის პირას, ირგვლივ სიმწვანეა.ინტერიერიც ძალიან მიმზიდველი და თანამედროვეა.
თუმცა, როგორც ყველგან ერთი დიდი ხარვეზი ტერასაზეც არსებობს 🙂 მომსახურება აქვთ ძალიან ცუდი (რაც მე ვნახე), შეკვეთა მთელი 40 წუთის დაგვიანებით მოგვიტანეს. კაფის სტუმრებს მხოლოდ ერთი მიმტანი ემსახურებოდა, რომელიც ფიზიკურად ვერ წვდებოდა ყველას მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ბევრი რამ ავიწყდებოდა კიდეც. როგორც ყველგან მომსახურების მხარე ტერასაზეც გამოსასწორებელია, იმედი მაქვს ძალიან მალე მომსახურების პრობლემა არ იქნება გამოსწორდება. ლოდინი იმ გარემომ გადამატანინა რაც იქ არის, სხვა შემთხვევაში, ალბათ მენეჯერს ძალიან ვუსაყვედურებდი.

ჩემს ბლოგს ვინც კითხულობს იცის ალბათ, რომ ჩემს პროვინციაში არ არის ადგილი სადაც შეგეძლება წყნარად დაჯდომა,ჭიქა ყავის თანხლებით  მუშაობა, ან უბრალოდ დასვენება.  მიხარია, რომ ასეთი ადგილი აღმოვაჩინე და იმედია  არ გადაიქცვეა ტიპიურ სახინკლედ, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდებახოლმე. თუ რომელ კაფეზე მაქვს საუბარი ამაზე მოგვიანებით და ვრცლად დავწერ.

ეჭვი იწვევს ნევროზს, ნევროზი — შიზოფრენიას.

ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე, დამეწერა.

ჩემს პირველ შეყავრებულს, რომ მოუსმინოთ გეტყვით, რომ მე გაგიჟებამდე ეჭვიანი  ვარ. ვერ შევეწინააღმდეგები. მასთან ესე ვიყავი.

მეორე შეყვარებულს, რომ კითხოთ გეტყვით, რომ მე ზომიერად ეჭვიანი ვარ და ჩემი ეჭვიანობა შემაწუხებელი არაა. ვერც მას გავამტყუნებ, მართალია. მასთნ ესეთი ვიყავი.

აი, მოქმედ შეყვარებულს, რომ კითხოთ გეტყვით, რომ მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი და არც კი ვიცი რას ნიშნავს ეს გრძნობა. ვერც მას შევეწინააღმდეგები. მასთან ესეთი ვარ.

იყო დრო, როდესაც ჩემი ეჭვიანობა ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა და ეს ყველაფერი ჩემგან დიდ ენერგიას მოითხოვდა და ცუდად მოქმედებდა ჩემზე.

ამ ყველაფერს ვიხსენებ და ჩემი მაშინდელი საქციელები საშინლად არ მომწონს. ალბათ სწორედ ამიტომაც არ შედგა მაშინ ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია. რაც ძალიან მაგარაია, ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ.

როდესაც პარტნიორის მიმართ ისტერიულად ეჭვიანი ხარ, ვფიქრობ ამ დროს, სულ ცოტა საკუთარი თავის უპატივცემულობასთან, კომპლექსებთან გვაქვს საქმე და ეხლა სულაც არ მიკვირს, რომ ჩემთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა.

რაც მთავარია გონს მოვეგე, მივხვდი, რომ ეს გრძნობა რასაც ეჭვიანობა ქვია, არასოდეს არ მომცემდა ბედნიერების საშუალებას. სასწრაფოდ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და მივაღწიე იმას, რომ შემდეგ შეყვარებულთან ჩემს ეჭვებს მაქსიმალურად ვმალავდი.

ეჭვიანობის დაფარვა უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ ვერაფერი ნუგეშია, რადგან ეჭვი,როემლსაც გულში ინახავ კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს  ფსიქიკაზე. 

მას შემდეგ მივხვდი, რომ მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ადამიანებში ეჭვი უნდა ეპარებოდეს, რომელის შეყვარება შეუძლებელია, რომელსაც ადვილად მოატყუებენ, რომელსაც მიატოვებენ. პირიქით, მე ვარ ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა ძალიან დიდი ფუფუნებაა, კომფორტია, ბედნიერებაა და რაც მთავაია შეძლებისდაგვარად დემოკრატი გავხდი  ურთიერთობებში, სწორედ ამიტომ თუკი ვინმეს ჩემთან ურთირეთობა არ მოუნდება, მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და პირიქით.

ეხლა მივხვდი, რომ ცხოვრება ეჭვების გარეშე და საკუთარი თავის პაატივისცემა ძალიან მაგარია და რაც მთავარია, ასე გაცილებით კომფორტული ხდება ურთიერთობა ადამიანებთან.

მე ვფიქრობს, რომ ეჭვი იწვევს ნევროზს და ნევროზი შიზოფრენიას, აშკარად მირჩევნია ჯანმრთელი და ლამაზი ვიყო.

ლილოს ჩანთები, ტრუსიკიანი ბიჭები, ღომი პლაჟზე,დარბილებული “ლ”-ები, ეჰეე… მართლა დაგვენძრა!!!

გუშინ დედაჩემი მეჩხუბა. მითხრა ძალიან ცივიკოსი ხარ, ისე იქცევი თითქოს შენ ბაგრატიონების შთამომავალი იყოო. ესე როგორ შეიძლებაო, ადამიანებს საკუთარი ისტორია აქვთ და მათ   პატივიო უნდა სცეო . როგორ შეიძლება ზევიდან ყურებაო? რითი ხარ მაგათზე მეტიო…ვაიმე დედაააააააა  

და ეს ყველაფერი იცით რატომ? სახლში მოვყევი ის, რასაც ეხლა თქვენც მოგიყვებით და იცოდეთ, რომ ეს ცინიზმი სულაც არ არის იმისთვის, რომ ვინმეს ვჩაგრავ უნრალოდ რახან ბაგრატიონების შთამომავალი არ ვარ რა, ყველას ტოლი და სწორი ვარ? ან ყველა უნდა მომწონდეს?

უკვე იმდენს ვწერ პტარა პროვინციაზე, ერთგულ მკითხელს ეცოდინება აქ რაც ხდება. ეხლა, ახალი საშინელება გვჭირს, რომელიც მე პირადად ეს დღეებია შევამჩნიე.

ჩვენ ზღვა გვაქვს და ამ ზღვაზე ერთი პატარა შემოღობილი პლაჟია, სადაც წლებია ჩვენი თანაპროვინციელები ვიკრიბებით, ვირუჯებით, ვსაუბრობთ, ახალ ჭორებს ვცვლით, ყავას ვსვავთ, ფრენბურთს, ჯოკერს ვთამაშობთ, ბიჭებს ( გოგონებს) ვეპრანჭებით და რაც მთავარია ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ჩვენთან ტურისტები იშვიათია და ისიც უფულო სომხებია მხოლოდ.

წელს საოცრება ხდება ჩვენს პლაჟზე.

მოდან ოჯახები, ალბათ გინახავთ ვაგზალზე ჭრელი “მეშოკის” ჩანთები, რომ იყიდება, ლილოს ბაზრობიდან მოაქვთ ტვირთი  მაგ ჩანთებით. აი სწორედ ამ ჩანთებით ხელში, ბიჭებს საცურაო ტრუსების ნავლად კუბიკებიანი , მაიჩნი ტრუსები აცვიათ. გოგონები და ქალები ჯინსის გადაჭრილი შარვლებით ბანაობენ. მარჯვნივ გაიხედავ და იმერულ აქცენტზე გაჰკივიან. მარცხნივ, აჭარულად უქცევენ. უფრო წინ გასვეცკებული მეგრელები მალავენ რბილ ”ლ”-ს და შედეგი საოცარი მოსასმენია. ვიღაც კახურად უქცევს … ყველა უცხო სახეებია და ჩერნობილში ნამყოფებს გვანან …ეს არასრული ჩამონათვალია…

რაც მთავარია,ენერგია აქვთ, ჯანზე არინ, დაუღალავად გაჰკივიან, უწივიან ბავშვებს, რომა რ ჩავიდნენ წყალში, უმისამართოდ დარბიან და შიგ პირში გაყრიან ქვიშებს. არც თვლიან,რომ შეიძლება ქვიშის ჭამა არ გიყვარს და ეს ყველაფერი  შემაწუხებელია.იქვე მიირთმევენ ღომს და წვნიანებს.

თუ გაბედე და გოგომ სიგარეტს მოუკიდე პირღია შემოგყურებენ და გულში ალბათ ნატრობენ ერთი მეც შემეძლოს ესე თამამად მოწევაო, ან კიდევ სად გაიზარდე ესეთი უზრდელიო.

ეხლა ფოტოსესიებს არ იკითხავთ? ნახავენ მიტოვებულ შეზლონგებს, წამოწვებიან რიგ-რიგობით და ამ ჭრელა-ჭრულა მაიჩნნ ტრუსიკებში იღებენ ფოტოებს. რიგები დგება  და მერე ურიგოდ გაძრომაზესერიოზული  ჩხუბებია.ეჭვი მაქვს  მალე სალარო აპარატი დაჭირდებათ .

თვალებს არ ვუჯერებსი, რამოდენიმეჯერ დავხუჭე და გავაღე კიდეს, სიმზარი მეგონა. მთელი საღამო ვიყურებოდი პლაჟის შემოსასვლელისკენ და დაუსრულებლად მოდიოდნენ… ქალები ლილოს ჩანთებით. ბიჭები მაიჩნი ტრუსებით, გოგონები გადაჭრილი ჯინსის შორტებით, ქუსლიანი ფეხსაცმლებით,ბავშვები დიდი პარკებით ხელში და ყველა მხრიდან ისმოდა შეძახილები რომლის მოსმენა სრული საგიჟეთ იყო, ექოსავით მეორდებოდა ხმები….აააააააააა….გავგჟდი !!!

მიშააააააა!!! შენ მოგეცეს ჩვენი ცოდვა, ჩვენ ჩვენი უბედურებები არ გვეყოფდა? ეს ეტაპი მაინც გვქონდა გავლილი… ადამიანებს ვემსგავსებოდით, ცივილიზაციისკენ ვისწრაფოდით, ერთმანეთის სიყვაულს ვსწავლობდით, პლაჟზე ნივთებს თამამად ვტოვებდით და ის ჩავდოდით წყალში….დაგიშავეთ რამეეე?

პ.ს გპირდებით ძალიან მალე ფოტოებს დავდებ და კადრებით უფრო კარგი აღსაქმელი იქნება რაც აქ ხდება…დეპორტი მინდა ამ ქალაქიდან,დეპორტი!!!

ჩაგანაცვლეთ

გოგოებს გვჩვევია ხოლმე ზღვარგადასული ოცნება. ყოველი ახალი ურთიერთობის დაწყებისას ოცნების კოშკებს ვაგებთ და მერე ხან თავზე გვენგრევა ეს კოშკი, ხან კიდევ მძიმე საგანს მიშვალებებთ, რომ არ წაიქცეს,რადგან ვალდეულებებს ვიდებთ ძალიან  ბევრს.

არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი აგებული კოშკებიც დანგრეულა ერთი მეორეს მიყოლებით და ბოლო დროს იმდენად შევეჩვიე ამას,რომ აღარც ვდარდობდი. მეგონა, ესეც უნდა მომხდარიყო.

ერთ დღესაც დავჯექი და ყველა ჩემს შეყვარებულს თუ თაყვანისმცემელს swot ანალიზი გავუკეთე. ჩამოვწერე მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სიძლიერე და სისუსტეები . ჩამოვაყალიბე რა მინდოდა მათგან და ურთიერთობისგან და  აღმოვაჩინე, რომ არც ერთი არ მჭირდებოდა. ამიტომაც ყველას ერთად დავემშვიდობე და მარტივად, რომ ვთქვა გამიმართლა,ჩავანაცვლე ისინი.

ეხლა რა ხდება? რაღაც ხდება, მაგრამ ამას ჩემთვის დავიტოვებ.

პ.ს. swot ანალიზი–––უსაქმური კაცი ყვერებში მახათს იყრიდაო :))))))))))))))

წინა ცხოვრებიდან :)

გემართებათ-ხოლმე?

მე კი ხშირად მემართება და მერე ვფიქრობ, როგორ განვთავისუფლდე? თუმცა მე მხოლოდ წამიერად ვფიქრობ, მერე ყველაფერი მაინც ისე ხდება, რომ აღმოვაჩენ თურმე წამითაც არ მიფიქრია.

ხშირად უმიზეზოდ ვდგები ცუდ ხასიათხე, აი, განწყობა მეცვლება და ვგრძნობ, რომ რაღაც/ვიღაც კონკრეტული მაკლია. თითქოს იყო და აღარ არის. ვგრძნობ, რომ ვიღაც მენატრება. ძალიან მენატრება, ისე, რომ იმ წუთას ვინც ჩემს გვერდითაა ყველას ვეცლები და რამოდენიმე წუთით მარტო გავდივარ.

კიდევ ვერ გადმოვცემ ზუსტად ეს რა გრძნობაა, არადა არავინ კონკრეტული, ნაცნობი არ მენატრება იმ წუთას.  ერთმა მითხრა წინა ცხოვრების ამბავიაო:) ალბათ წინა ცხოვრებიდან მეორე ნახევარი მაკლია. იმედია ვიპოვი 🙂

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საჯუნგლეთში :)

არ დავცინი დედას გეფიცებით, უბრალოდ გული მტკივა და იმიტომაც ვწერ ამაზე. ამაზე რა, ჩემს ქალაქზე ვწერ.

მზიანი დღეები მართლაც სანატრელი და საყვარელი წვიამიანი ზამთრის შემდეგ, მითუმეტეს თუ ისეთ ქალაქში ცხოვრობ სადაც ზღვაა. ეს ნამდვილი ბედნიერებაა, მაგრამ რად გინდათ?

ამას სჯობს სახლში საბავშვო აუზები ვიყიდოთ და იქ ვიჭყუმპალავოთ. ჩვენს სანაპირომდე რომ მიცვიდეთ ცხრა მთა და ცხრა ზღვა, ტყე და ღრე უნდა გადაიაროთ. უშუალოდ ქვიშიან სანაპიროზე მისვლამდე უნდა გაჩერდეთ, დაფიქრდეთ, როგორ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ისე, რომ ან “ფუნაში” არ ჩაყოთ ფეხი, ან მაზუტით არ დაგესვაროთ ტერფები და კიდევ უარესი არ შეგერჭოთ ” შპრიცი”.

ალბათ მკითხავთ, რატომ არავინ ზრუნავს ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებაზეო. ეხლავე მოგახსენებთ : 7 წელიწადში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციები, პროექტის შესრულების გამო, მოვალეობის მოხდის მიზნით, წალეკავს ბავშვებს ვითომ მიალაგებენ, ნაგავს ერთ ადგილას მოუყრიან თავს, მერე კოცონს დაანთებენ, იქეიფებენ და ორ იმდენ ნაგანს კიდევ დაამატებენ, ისედაც გაუბედურებულ ზღვის სანაპიროს. ნაგვის გამტანი კი არავინაა და ქარი ხელმეორედ მომიფანტავს . როგორც ჩემი მეზობელი იტყობა “ააშხა ქრისტინეს ტვინში” . დასუფთავების სამსახური და ჯანდაბა მაგათ.

ზოგადად კულტურის დეფიცი რომ არსებობს ვიცი, მაგრამ ასეთი ჭარბი რაოდენობით? როდესაც ზღვაზე მიხვალთ, ადვილად გამოიცნობთ რა მიირთვეს იქ მყოფებმა, ყველაფერი იქვე ყრია და მწერები ესევა. წამა და გეხეთქვა თქვენ (ვინც არ ალაგებს) არადა ორი ფეხის ნაბიჯზეა სანაგვე ურნა. ეზარებათ ტრაკის აწევა, არადა სვეცკობენ. უი, ჭირი მაგათ.

ეხლა უსაფრთხოება.

წინა წლებში ტელეფონს თუ მომპარავდნენ ვიბრუნებდი მაინც და მერე აღარ კიდებდნენ ხელს. ეხლა უარეს მეთოდს მიაგნენ. ზღვაზე ყველაზე მოშორებით თუ დაწექი, აი ხალხისაგან სულ, სულ შორს და ლიფის მოხსნას თუ გადაწყვეტთ, ერთიანი ნარუჯის მისაღებად, კარგად მიმოიხედეთ, აუცილებლად გადაგიღებთ ვიღაც სურათებს.თქვენი ლამაზი სხეული კი არ მოსწონს, შანტაჟს გიპირებენ ბატონო შან-ტაჟს. ის კი არ იციან, რომ დრო შეიცვალა და მაგ სურათებს ერთ ადგილას გათხრიან თუ მოინდომეს.

მართლა, ძალიან მრცხვენია, რომ ეს ყველაფერი ჩემს პატარა ქალაქში ხდება, მაგრამ ხდება და ჰა. რა ვქნა, არ ვთქვა?

ზოგჯერ იცით რა მგონია? ქალაქში კი არა ჯუნგლებში ვცხოვრობ და ჩვენს ქალაქ “საჯუნგლეთში” შემოსასვლელად პაროლია საჭირო, დაახლოვებით ასეთი, პირზე ხელი რამოდენიმეჯერ რომ მიირტყა და ტურასავით კივილი რომ საიწყო, წყვეტილი ხმა გამოვა საბოლოო ჯამში. ჯუნგლებისათვის შესაშური პაროლია, რომელიც ამცნობს, რომ ქალქში კიდევ ერთი მათნაირი შემოდის.

ვისაც გეწყინებათ წადით დაზღვის სანაპირო დაალაგეთ გულს გადააყოლებთ და საქმესაც გააკეთებთ. გაბრაზებულ გულზე უფრო მონდომებით კეთდება საქმე.