…. ჩვენი ფინალი

–რა აზრი აქვს ასეთ ყოფნას, სჯობს წავიდე.

–აზრი ყოველთვის აქვს, როდესაც სურვილია.

–შენ ფიქრობ მე არ მინდა?

–ჰო.

–მერე?

–რა მერე

–ესე ადვილად მიშვებ?

–შენ იმიტომ მიდიხარ,რომ აზრი არ აქვს, თუ იმიტომ რომ დარჩენა გთხოვო?

–იმიტომ,რომ აზრი არ აქვს.

–არ ვიცი ესეთ დროს რას ამბობენ. მე ვერ ვამბობ ხოლმე.თუ აზრი არ აქვს, უნდა წახვიდე.

–არ გაქვს სათქმელი ალბათ. ან გიხარია.

–ალბათ.

–გიხარია?

სისულელეა, რეებს ვეკითხები. ხომ ვიცი, რომ წასვლა მინდა მართლა. აღარ მიყვარს, აღარ მიზიდავს და საერთოდ როდესაც ვხვდები, მგონია, რომ სხვაგან ვარ. ზოგჯერ მენატრება. ზოგჯერ მეცოდება. ზოგჯერ მაღიზიანებს. ზოგჯერ აღფრთოვანებული ვარ მისით, მაგრამ არც ერთხელ არ მიგრძვნია, რომ მიყვარს.

ეხლაც, ნერვებს მიშლის ჩემი ქალური დებილობები. დავუჩემე მიშვებმეთქი? რომ მითხრას დარჩიო,რა მინდა დარჩენა? არა. ისევ ძალით ვიტყუებ თავს.თან არავინ არ მაძალებს.

არადა როგორ ავხსნა ხანდახან მონატრება. დაიღალა ალბათ, მინდა წავალ,მინდა მოვალ. ჩემმა ცანცარმაც დაღალა და მიშვებს. აბა, რომელი მამაკაცი გამიგებს. ვეუბნები, მე სულ შენთან ვერ ვიქნები, მღლი და უნდა განვიტვირთოთქო. არადა ხომ ვიცი, მარტო მასზე არ მჭირს ესე. ყველა მამაკაცი მღლის, მბეზრდება. თითქოს მომწონს, მაგრამ მერე ვხვდები, რომ სისულელეა. თავს ვანებებ, ან მეგობრულში გადამყავს. ამასთან ვერ გადამყავს მეგობრულში.

არადა ნერვები მეშლება. საერთოდ არ ემჩნევა. ისე უცებ იცის დათანხმება. რა უბედურებაა. სიტყვას არ გეტყვის.

–თქვი რამე.

–არ ვარ მოლაპარაკე მე, თუ გინდა დარჩი თუ არადა წადი. მეთამაშები და არ ვარ მე კარგი მოთამაშე. აქამდე მოგატყუებდი ესე, რომ ყოფილიყო. დაპირებებით შეგაბამდი. ლამაზ სახლს დაგიხატავდი, ლამაზ მომავალს. შენ რომ გინდა ისეთ ქვეყანაში ვიჩალიჩებდი წასვლას. მოლაპარაკე რომ ვიყო,ამ ოთახიდან არ გაგიყვანდი ისე გაგაფანატებინებდი ჩემთვის, მაგრამ მკიდია ეგ მითები მე.

თუ გინდა დარჩი და ჭამე ეს ძეხვი. დაელოდე უთქმელად გაფრენას, იცხოვრე დღევანდელობით.პროსტა შეეცადე, რომ კარგად იყო.

საიდან მოხვედით ტო. ვინ გითხრათ, რომ აუცილებლად ხიზილალა უნდა ჭამოთ და ესე უფრო მაგრა გეყვარება. რა ჩემს ფეხებად მინდა,რომ დარჩე. სულ ამ როჟით არ მინდა გიყურო. ადრე რატო გთხოვდი დარჩენას იცი? თვალებზე გეტყობოდა, რომ კიდევ გჯეროდა ჩემი. ეხლა გკიდია. შენ არ მითხარი გმირობა არ მინდაო. ხოდა არ ვარ მე სირი. ესე ჯობს.აქამდე ვერ გამშიფრე, დაიკიდე. ვიცი გეგონა გაქაჩავდი, მაგრამ შენ რა გიტხრა, მე თითონ მივდივარ შენსავით ფინალამდე.

ეხლა იძახი არ მინდა ოჯახიო, თორემ ბოლოს ყველა თხოვდებით, სამზარეულოებს, საძინებლებს არჩევთ. შვილებს აჩენთ და არც კი გახსენდებათ ერთ დროს, რომ ტიპობდით. ეგრე სჯობს რა. ეგ ეტაპია ეგეთი, შედარებით გამოსულები აფრენთ ხოლმე, ჩვენნაერებს გადაეყრებით, ჯერ კარგად მიდიხართ, მაგრამ მერე ყივის ყოფა და ისევ თბილ კერებს, გაუთოებულ პერანგებს, დილის საუზმეს, მეზობლების კეთილგანწყობას, ბრენდებს და სერიალებს უბრუნდებით. პედანტ ქმრებს ხვდებით და ჩვენს სადმე მაღაზიაში თუ წაგვაწყდებით-ხოლმე.მაშინ გახსენდებათ, რომ ვარსებობდით.

ეხლაც ეგრეა რა, მორჩა შენი თავნებობა, ამოწურე უკვე. ეხლა დაბრუნდები და მშვიდად იცხოვრებ.

–მორჩი?

–ჰო, რა იყო გამომრჩა რამე?

–არაფერი, ტქსი მელოდება, ჩამატანინე ჩანთა.

–ჰო,ჩადი, მოვდივარ.

18+

სექსზე, რომ წერო, ალბათ ექსპერტი უნდა იყო ამ საკითხში,არა?:)

ექსპერტობამდე ალბათ გამბედაობა უნდა მოიკრიბო და მეზობელ, ნათესავებისაგან მოსალოდნელ რისხვას გმირულად დავხვდე. ისინი ხომ ჩვენ პატიოსან გოგონად გვთვლიდნენ და ძალიან ეწყინებათ თუკი იმედს გავუცრუვებთ და ჩვენს ბაგეთაგან წარმოთქმულ თუ ჩვენს მიერ კლავიატურაზე აკრეფილ სიტყვას-სექსს მოკრავენ თვალს, მაგრამ მათ ეხლა ვეტყვი, რომ ჩვენ უკვე დიდიები ვართ და ძალიან დიდი ხანია ვიცით, რომ არც კომბოსტოში ვუპოვნივართ ვინმეს და არც წეროს მოვუყვანივართ, რომ არა სექსი მე და თქვენ არ ვიქნბოდით.

ეს იქეთ იყოს და ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ძალიან უნდათ ჰქონდეთ სექსი. აწუხებთ ჰორმონები და ბოლოს და ბოლოს ადამიანური მოთხოვნილება. ამის ფონზე უჩნდებათ ნევროზი და სხვადასხვა დაავადებები. როდესაც მათ ვეუბნები, რომ გაიჩინონ სექსუალური პარტნიორი, მპასუხობენ, რომ არავინ არის მათ ცხოვრებაში ისეთი ვისთანაც ისურვებდნენ სექსუალური კავშირის ქონას. მაშინ მე მათ ვურჩევ, რომ იყიდონ ვიბრატორი. ამის თქმაზე ისე შემომხედავენ ხოლმე, რომ მეშინია. საინტერესოა, მართლა სამარცხვინოა თუკი ქალი თავის დასაკმაყოფილებლად ამ საშუალებას იყენებს? მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

პრობლემა რომელიც გვაწუხებს, აუცილებლად უნდა მოგვარდეს, ხოდა ესეც ერთგვარი და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და რატომ არ შეიძლება მისი მოგვარება ამ გზით?

კმარა სელინა და ხინკალი

რაღაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მაგრამ ჩემს პრონციპს ”თუ ვწერ ესეიგი მაწუხებს” არ ვღალატობ და აქედან გამომდინარე სულაც არ მიმაჩნია, რომ რასაც ვწერ ის ფეხებზე მკიდია და დავცინი რამეს ან ვინმეს.

უბრალოდ ეხლა ჩვენს პატარა ქალქუშi არსებულ კაფე-რესტორნებზე მოგიყვებით,თანმიმდევრობით და ცოდნის შესაბამისად რათქმა უნდა.

დავიწყოთ იქედან, რომ კაფეში შესვლისთანავე უნდა მოისინჯო ჯიბე და მინიმუმ 50 ლარი მაინც უნდა იყოს შენს პირად ანგარიშზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გახდები მსხვერპლი მოცემული კაფის მომსახურე პერსონალისა.

ჩვენთან მარტო ყავაზე ბარში არ დადიან და პოსტის საწერად მითუმეტეს. რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება,ვინმეს რომ ვუთხრა მხოლოდ ყავა მინდა და პოსტის დასაწერად შემოვედი, რადგან ეს ადგილი განწყობას მიქმნისთქო მაგრად დამცინებს:)

ჩვენთან სულ 4 პატარა კაფეა, თუ არ ვცდები 4 რესტორანი და ერთი კაფეტერია თუ პიცერია თუ შაურმერია, ნუ რაც არის მოკლედ. ყველას ცალ-ცალკე არ განვიხილავ რათქმაუნდა უბრალოდ ყველას დადებით და უარყოფით მხარეებს შევაჯამებ ჩამოვწერ .

მაშ ასე ჩვენს კაფე-რესტორნებში თუ შედიხარ:

  • უნდა აიტანო მუდმივად სელინა გომეზის სიმღერა (ჩვენი ცოდვა მოგეცეს ნანუკა ჟორჟოლიანო).
  • უნდა აიტანო თმა ხაჭაპურში ( ჩვენი ქალაქელის იქნება რა იყოთ, უცხო ხომ არ არის?).
  • უნდა აიტანო არაპროფესიონალი, მუდმივად შეწუხებული მიმტან-ბარმენი, რომელიც თვალებით გეუბნება ”ჰე, აბა დროზე აირჩიე რამე, რას გადამაყოლეო”.
  • უნდა აიტანო სისვეწკეში დაკარგული ”უჟასი ნაროდი”.
  • უნდა აიტანო მომსახურე პერსონალის ჭკუიდან გადამყვანი ბავშვები, სკოლიდან რომ იქ მიდიან პირდაპირ.
  • არ მოითხოვოთ მხოლოდ ყავა, ხვალ მთელს ქალაქს ეცოდინება.
  • არც იოცნებო განსხვავებულზე და მითუმეტეს იაფზე, რადგან თუ განსხვავებულია ის აუცილებლად უსაშველო ფასი ღირს.
  • არც იფიქრო მოწიო სიგარეტი,ამისთვის ხომ ტუალეტი არსებობს?

რაც შეეხება რესტორნებს: 

ხო, სანამ უშუალო პუნქტებზე გადავიდოდე გეტყვით, რომ ჩვენთან ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გასართობიჭამაა (ყველაზე პოპულარულია ხინკალი) . ნუ ეხლა მწვადიც მიდის იქ მერე და სხვა დანარჩენიც:)

  • სიგარეტის თემა აქაც აქტუალურია.
  • მომსახურე პერსონალის ჭუჭყიანი თმები და უკმაყოფილო სახეები მითუმეტეს.
  • მერე რა მოხდა თუ მწვადი მოითხოვე და წინა სუფრაზე დარჩენილი გაცხელებული მწვადი მოგიტანეს. უნდა აიტანო, უჭირს გენაცვალე საზოგადოებას.
  • მუსიკა აქაც ჭკუიდან შეგშლის:) სურამელაშვილების, წურწუმიების და ჩხეიძეების საღამოები გვაქვს ყოველ დღე. მოკლედ, პატარა არ დაიდარდოა:)
  • აუცილებლად უნდა ჭამო ბოლომდე. იგივე პრინციპია რაც დალევის დროს, წვეთი არ უნდა ჩატოვო, თორემ მერე რა, რომ ქალი ხარ, ლიფში ჩაგასხამენ:) თუ ბიუსჰალტერში?
  • აუცილებლად უნდა იყურო გვერდით მაგიდაზე, იქ აუცილებლად დაემხობა თავით, ვინმე ძალიან მთვრალი მამაკაცი.
  • უცნაურ თხოვნებზე აქაც პასს ვართ. მაგ: კბილის ჩხირი. რა იყო მაგის გარეშე ვერ გადაყლაპავთ?რა მეტიჩრობაა ეხლა ეს?

არაფერს ვამბობ ჭურჭელზე, კლიენეტების ჩაცმულობაზე (სახინკლეში ბედს საზიარებლად გამოცხადებაზე) მაგიდის სუფრაზე, საკვების ფასებზე, გემოზე,სანიტარულ ნორმებზე და ა.შ.

რათქმაუნდა არსებობს, გამონაკლისებით, მაგრამ ეს ის გამონაკლისია, ძალიან ცუდი და უფრო ძალიან ცუდს შორის, რომ არის .

არადა, რა მაგარი იქნებოდა ღია კაფეები როგორც ქალაქში, ასევე ზღვის პირას. მოწყობილი ზღვის  სანაპირო (ამაზე მოგვიანებით). დავჯდებოდი, დავლევდი ჩემს საყვარელ ყავას, დავწერდი პოსტს, მოვიწვევდი მეგობრებს, გავიდოდი სამსახურიდან შესვენებაზე. იქნებ, როდესმე იქნეს კიდეც 🙂

დავრჩე თუ წავიდე?

ამეხადა თავის ტვინი:) ეხლა გარეთ, რომ არ ციოდეს, სამსახურში არ ვიყო და კიდევ მრავალი მიზეზი, მთელი ხმით ვიყვირებდიიიიიი…ყველას გასაგონად, არადა ადრე როგორ მშველოდა ეს მეთოდი. არ მჩვევია სენტიმეტები, დღეს რაღაც ისე ვარ, სტრანნად. აი გუშინ დილიდან ვფიქრობ მოვრჩე ყველაფერს თუ არა, დავამთავრო თუ არა. კიდევ რამდენი უაზრო თვე უნდა გავიდეს. არადა დრო მართლა მაგარი რამეა თითონ ამთავრებს, ახუნებს და ახდენს შენს გასაკეთებელს, დროში კი იწელება, მაგრამ უმტკივნეულოდ და მშვიდად გაჯენს კალაპოტში.

აააააააააააააააააააააააააააა რა გავაკეთო? ეს რა მძიმე გადასაწყვეტია და წარმომიდგენია, ადამიანები ოჯახებს რა რთულად ანგრევენ ალბათ. დღეს არც მაგარმა ყავამ მიშველა, არც მაგარმა ფილმმა და არც ძალიან მაგარმა მეგობარ–ექსმა. შენი პრობლემა თავად უნდა გადაწყვიტო და რაოდენ მძიმე არ უნდა იყოს უნდა გადაიტანო კიდევ.

ნერვებს მიშლის, უინტერესოა. იმდენად რთული, რომ უკვე ვერ ვხსნი, ამოცანის პირობასაც კი ვერ ვკითხულობ სწორად, დავიღალე. იმდენად სხვანაირი, რომ ვერ ვგებულობ რომელია უფრო კარგი, დავრჩე თუ წავიდე. ამერია ტვინი. დავრჩები თუ წავალ არ ვიცი, მაგრამ რომ დავისვენებ ეს ნამდვილად ვიცი.

შენ თავადაც იცი ვინც ხარ…

რა საინტერესოა, როგორ უნდა დაიწყო წერა, როდესაც გინდა არ იყო ბანალური და ეს ყველაფერი უფრო რთულია მაშინ, როდესაც შენ აპირებ გრძნობები გამოხატო.

მეც უბრალოდ დავწერ, მარტივად და ყველასთვის გასაგებად.

მე შენ მიყვარხარ..იმიტომ, რომ

  • შენ ჩემი ბავშვობა ხარ.
  • შენ ჩემი სკივრი ხარ, რომელიც ბევრ ინფორმაციას ინახავს.
  • შენ დედაჩემის მე-6 შვილი ხარ.
  • შენ ჩემი ამოსუნთქვა ხარ.
  • შენ ჩემი ბავშობის გარდერობი ხარ.
  • შენ ჩემი საიდუმლო ხარ.
  • შენ ჩემი ისტორია ხარ.
  • შენ ჩემი მეზობელი ხარ.
  • შენ ჩემი საყვარელი ადამიანის შვილიშვილი ხარ.
  • შენ ყველაზე პრანჭია ქალის შვილი ხარ.
  • შენ ყველაზე მიმტევებელი ხარ.
  • შენ ძალიან დიდი ხარ.
  • შენ ძალიან უბრალო ხარ.
  • მამაშენი ყოველი სტუმრობისას მადლობას მიხდის დაფასებისთვის.
  • შენ ერთადერთი ხარ.

მე შენ მაშჲნაც მიყვარხარ, როდესაც:

  • შენთან სტუმრად მოსულს საათობით მაყურყტებ გარეთ, სიცივეში და თოვლში, რადგან შენ გეძინა როდესაც დაგირეკე და გითხარი, გარეთ ვარ კარი გააღეთქო.
  • შენ გავიწყდება, რომ მე შენ გელოდები შენკი საათობით ზოხარ კომპიუტერთან.
  • მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობ.
  • შენ შეგიძია დაიძინო როდესაც ძალიან ბევრი სტუმარი გყავს სახლშჲ.
  • შენ ვერასოდეს ხვდები რას აშავებ და სად როგორ უნდა მოიქცე, თუნდაც ეს არ მოგწონდეს.
  • შენ შეგიძლია ჩემი საყვარელი ხილის ტორტი გააკეთო, იგი გადაუტანო შენს „სხვა საუკეთესეო მეგობარს“ და არც კი გაგახსენდე მე.
  • შენ შეგგიძლია უხმოდ აიტანო ჩემი ეგოისტობა, მაგრამ ყოველთვის ხვდები, რომ მე მართალი ვარ.
  • შენ შეგიძლია, მომატყოუ, მაგრამ მე ყოველთვის ვიცი როდის ხდება ეს.
  • შენ შეგიძია ჭამო კიტრი და ეს ესმოდეს მტელს მსოფლიოს.
  • შენ ჩემს ტყუილსაც ხვდები და ატარებ.

მე შენ კიდევ ათასი რამისთვის, ან სულაც უმიზეზოდ მიყვარხარ და შენ თავად იცი, რომ ვერ ამოგწურავ…

რეპორტაჟი სტომატოლოგიური კაბინეტიდან და ქვედა ყბა

კბილის ექიმთან ვარ, ამ საშინელ სავარძელზე ვზივარ და ჩემსკენ მოშვერილ ნემსის წვერს ზიზღის თვალით ვუყურებ . ექიმი მიყურებს და ამბობს, რომ ქვედა ყბა უფრო რთულია და მეც ამ ქვედა ყბის ამბებს ვერ მოვრჩი ერთი კვირაა. ეს წუთია ერთ მხარეს ნემსი გამიკეთეს, ცოტას ვისვენებ და მეორე მხრიდანაც დამარჭობენ ნემსს.

რა უცნაურია არა? კბილის ექიმი რაც არ უნდა სიმპატიური ან ლამაზი იყოს, არაფრად არ გეჩვენება და ყოველთვის გეშინია მისი. მთელი ცხოვრება გადამეტებული დოზით ტკბილეულის სიყვარულმა, ეხლა ამ საშინელ სკამზე დასვა და საკუთარი თავის წამებას საკუთარის სურვილით ვუშვებ.

აი, უკვე ვიგრძენი, რომ ნემსმა მოქმედება და დაიწყო და ვგრძნობ როგორ გამიბჟუვდა ეს საძაგელი ქვედა ყბა.

მე ეხლა თვალებს დავხუუჭავ, ჩემს აიპოდს ჩავრთავ და ექიმი მუშაობას შეუდგება, მეორე შესვენებაზე კიდევ დავწერ რა მოხდება.

                                            15 წუთის შემდეგ

როგორც იქნა მორჩა ექიმი დღევანდელ პროცედურებს. არაფერი გამიგია, არც მტკენია, უბრალოდ დავიღალე. ეს რაღაც პირდაპირი რეპორტაჟივით გამომივიდა, სტომატოლოგიური კაბინეტიდან.

ეხლა ისე მეზარება წამოგდომა,ტანს ვერ ვწევ, ტაქსი მოვა და სახლში წავალ. მანამდე ამ ფოიეში ისე ცუდად ვგრძნობ თავს. ეხლა ვხვდები ფეხმძიმეების გაჭირვებას, არომატებზე რეაქციები, რომ აქვთ.

პროგრესი ნამდვილად მაქვს, მახსოვს ბავშვობაში ექიმის სკამზე ლამის ბავადნენ, ისე მმკურნალობდნენ, ეხლა ყოჩარად მარტო მოვდივარ და შეძლებისდაგვარად გმირულად ვიტან ყველაფერს.

ოღონდ, რომ მახსენდება ამ პროცედურებს ჩემი დნაზოგის რა ნაწილი მიაქვს, აი მაშინ კი მეწყება” ისტერიკები”, მაგრამ რას ვიზამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

აი ტაქსიც მოვიდა. მე წავედი.უნდა დავივიწყო ეს დღე.

მე და ადამიანები :)

ძალიან ბევრ უცნაურობებს და განსხვავებულ ადამიანებს წავაწყდები ხოლმე. ჩემს ისტორიაში. არსებობს მამაკაცი, რომელთანაც არანაირი აქტიური კონტაქტი არ მაქვს, გარდა ფეისბუქ ფრენდობისა, მაგრამ ვხვდები, რომ მეგობრები რეალურ ცხოვრებაში ვერც ვერასოდეს ვიქნებოდით. ორი აბსოლიტურად განსხვავებული მოვლენა ვართ, როგორიც მაგალითად…არ ვიცი ვერ ვიფიქრებ.უბრალოდ ამ ადამიანთან საუბარი, ძალიან ბევრ თემას მაძლევს საწერად და მაფიქრებს ძალიან ბევრ რამეზე.

მართალია, ამ მცირეხნიანი ფრენდობის მეტი არაფერი მაკავშირებს მასთან და შესაბამისად კარგად არ კი ვიცნობ, მაგრამ როდესაც ჩეთში მწერს, ვხვდები, რომ ძალიან კარგი ადამიანია, დამაფიქრებელი.

აი მაგალითად: ჩემთვის წარმოუდგენელია, პირველივე კონტაქტისას  ქალთან  (ჩემთან)  დაიწყო ღრმა შემეცნებითი საუბრებები  ხელოვნების ისეთ სფეროზე რომელიც ჩემი არაა და არც მგავს.. იქნებ მე სულაც არ მაინტერესებს ოპერა და ბალეტი და სინამდვილეში გარტყმაშიც კი არ ვარ არც ერთის. ბალეტთან მხოლოდ ორჯერ მქონდა შეხება, ერთი როდესაც ჩემი დაქალის და მივიყვანე ბალეტზე, რადგან სხვას არავის ეცალა და მეორე როდესაც ვუყურე შესანიშნავ ფილმს „შავი გედი“.

შესაბამისად მასთან ერთად ვერც ოპერის არიებს ვერ განვიხილავ და ვერც ბალერონის მოძრაობებს ვერ შევაფასებ, რადგან მკიდია ეგ სფერო. მაპატიეთ ამ სფეროს წარმომადგენლები, შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია, მაგრამ მე ვერ ვქაჩავ მაგდენს.

მე მომწონსყველაფერი რაც მარტივი და საინტერესოა, უბრალოდ პეროების ტარებას  მირჩევნია მანქანაში ჩავაწყო ლური, ბევრი ჩიფსი და წავიდე ზღავზე სადაც ბევრს ვიფიქრებ და მერე ბევრს დავწერ. ამ პატარა პერიფერიას (სადაც მე ვცხოვრობ ერთი სიკეთე მაინც ჭირს და ზღვა გვაქვს ძალიან დიდი და უკიდეგანო).

სანამ შემდეგ აბზაცს დავწერდი ვიტყვი, რომ მე შეიძლება ბევრ რამეში ვცდები და თქვენ სრული უფლება გაქვთ არ დამეთანხმოთ (ამ ბოლო დროს ადამიანებს ვუფრთხილდები).

რატომღაც მგონია, რომ:

  • როდესაც ადამიანი ძალიან სვეცკობს ის თამაშობს და გულის სიღრმეში მან ბევრი არაფერი იცის.
  • როდესაც ადამიანი დღესასწაულებს არ ღიარებს, სინამდვილეში კვდება ისე უნდა იმ ერთადერთთან გაატაროს ეს დღე და ყოველი შემდეგი დღე.
  • ადამიანები რომლებიც ჩასაცმელს მარკების მიხედვით ირჩევს და შემდეგ ამას წარმატებულად აპიარებს, სინამდვილეში საათობით იზეპირებს მისი სამოსის ბრენდების ისტორიასა და სახელებს.
  • ის ვინც მხოლოდ კაპუჩინოს სხვამს, ძალიან კარგად დალევს ჩემს მიერ 1 ლარად ნაყიდ ასაწონ ყავას და ჩემს გაკეთებულ საცოდავ ღვეზელსაც შეჭამს კრუასანების მაგივრად, თუ ამის საჭიროება იქნება.
  • ბევრი ურთიერთწინააღმდეგობა მოდის , ადამიანის შინაგან მდგომარეობასა და მის სურვილებს შორის.
  •  ადამიანთა ამ კატეგორიას აკლიათ ბუნებრიობა და ისინი გაცილებით საყვარლები იქნებოდნენ რომ არა ეს აკვიატებული უცნაურობები, რომლებიც იმიჯისათვის ჭირდებათ.

მე არ ვამბობ, რომ ეს ადამიანები თამაშობენ, ალბათ ორი ვარიანტია,

  • ისინი ან იმდენი ხანია ამ როლს ირგებენ, რომ უკვე მათი ცხოვრების სტილი გახდა და ისინი ამაში განსხვავებულს ვერაფერს ხედავენ
  • ან ისინი ასეთებათ დაიბადნენ და მე მიჭირს მათი გაგება, რადგან ჩემთვის მათი სამყარო უცნაური და უცხოა.

მე მომხრე ვარ ვიმეგობრო, განსხვავებული სქესის, კანის ფერის, რეგიული მრწამსის, ორიენტაციის ადამიანთან თუკი ყველაფერი ეს განსხვავებულობა არ გახდება შემაწუხებელი ჩემთვის. მაგრამ მე ადამიანი, რომელიც/რომელსაც:

  • მიყვარს როდესაც მაქვს საძნებელი ოთახი არეული
  • მიყვარს როდესაც ვსვავ ლუდს და მაცვია უბრალო,დაგლეჯილი ჯინსი
  • მიყვარს კედებით სიარული ყველგან
  • მიყვარს კაცებზე საუბარი
  • მაქვს ბევრი, ლაითი ლავ სთორები
  • სურვილისამებრ ვიჭრი/ვიპარსაც თავს/თმას
  • ვეწევი-ოდი ბევრ სიგარეტს
  • ვსაუბრობ-დი ჟარგონებით
  • არ მიყვარს ოფიციალური ურთიერთობები
  • სამი წელია ვხმარობ სახის კომფაკტურ პუდრს, რომელიც გამომიგზავნეს პარიზიდან, მაგრამ მხოლოდ დღეს ვნახე, რომ იგი დიორის ფირმისაა, მაგრამ მხოლოდ სამი გამოყენებაა დარჩენილი.
  • მიყვარს ბევრი ტანსაცმელი, ხშირად იაფფასიანი.
  • მაქვს ცვალებადი ხასიათი
  • არ ვუსმენ კლასიკას
  • არ დავდივარ გასვენებსა და პანაშვიდებზე
  • არ მიყვარდება სირები და ა.შ

ვერ ვიმეგობრებ ადამიანებთან, თუკი არ მაქვს კომფორტი ურთიერთობაშჲ.

თუმცა ზოგჯერ ძალიან განსხვავებულადაც ვიქცევი და მაშინ მე ხმამაღლა ვამბობ, რომ ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები ამ რამოდენიმე საათიან თამაშს…მესმის მათი…ესეც სტრატეგიაა, ოღონდ შესისხორცებული.

თუ კიდევ არსებობს ვარიანტები შემომთავაზეთ.

დიეტა

უკვე შვიდი წელი სრულდება რაც სკოლა დავამთავრე. მახსოვს სკოლის გამოსაშვები საღამოსათვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი, მინდოდა ყველაფერი განსაკუთრებულათ ლამაზი ყოფილიყო.

სწორედ მაშინ ცხოვრებაში პირველად, შესაშური ნებისყოფა გამოვიჩინე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ ბანკეტზე ჩემი წონა 47 კილოგრამი უნდა ყოფილი.

ის მტკივნეილიი დიეტაც ბანკეტამდე 15 დღით ადრე დავიწყე, თუმცა ამას დიეტა არ ერქვა, მე 15 დღე ვიშიმშილე და 65 კილოდან 47 კილომდე ჩამოვედი.

იმ დროისათვის ჩემს რაციონს შეადგენდა: ყავა, სიგარეტი, მიწისთხილი, ხილი   და სიგარეტი.

ბანკეტზე მისული ვერავინ მიცნო, ყველა გაკვირვებული მიყურებდა, მე კი ძალიან ამაყი ვიყავი, რომ ეს შევძელი. სხვათაშორის არც გამჭირვებია. არ დამიღრღვევია ჩემი “დიეტა” და ცდუნებას არ ავყოლილვარ.

ჩემს შიმშილს ჰქონდა დადებითი მხარეები:

  • მე გავხდი
  • თავისუფლად ვიცმევდი ჯინსის შარვებს, შორტებს, მოკლე კაბებს და ა.შ
  • ძალიან ლამაზი ვიყავი ჩემს ბანკეტზე
  • გადავეჩვიე ჭამას. განსაკუთრებით კი ცომეულის მირთმევას

სამაგიეროდ 5 წლის შემდეგ მომცა სიგნალი ჩემმა არასწორმა საქციელმა, შემექმნა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, აი სწორედ მაშჲნ დავრწმუნდი, რომ შიმშილი არის უკულტურულობა საკუტარი თავის მიმართ. დიეტასაც თავისი კულტურა ჭირდება. სწორედ ამ პრობლემების გამო მივატოვე სიგარეტის მოწევა და შესაბამისად ჩემმა წონამ 60 კილოგრამს მიუკაკუნა.

მე კი კვლავ ვზივარ და ვფიქრობ რა გავაკეთო

არადა სიმაღლეშჲ სულ რაღაც 1.67 ვარ.

ერთი ნამდვილად ვიცი, რომ უნდა გავხდე, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო.

ალბათ ისევ უნდა ვიშიმშილო, ან არ ვიცი…