წინა ცხოვრებიდან :)

გემართებათ-ხოლმე?

მე კი ხშირად მემართება და მერე ვფიქრობ, როგორ განვთავისუფლდე? თუმცა მე მხოლოდ წამიერად ვფიქრობ, მერე ყველაფერი მაინც ისე ხდება, რომ აღმოვაჩენ თურმე წამითაც არ მიფიქრია.

ხშირად უმიზეზოდ ვდგები ცუდ ხასიათხე, აი, განწყობა მეცვლება და ვგრძნობ, რომ რაღაც/ვიღაც კონკრეტული მაკლია. თითქოს იყო და აღარ არის. ვგრძნობ, რომ ვიღაც მენატრება. ძალიან მენატრება, ისე, რომ იმ წუთას ვინც ჩემს გვერდითაა ყველას ვეცლები და რამოდენიმე წუთით მარტო გავდივარ.

კიდევ ვერ გადმოვცემ ზუსტად ეს რა გრძნობაა, არადა არავინ კონკრეტული, ნაცნობი არ მენატრება იმ წუთას.  ერთმა მითხრა წინა ცხოვრების ამბავიაო:) ალბათ წინა ცხოვრებიდან მეორე ნახევარი მაკლია. იმედია ვიპოვი 🙂

თქვენი ბარკალი ძალიან მომეწონა

იმდენ სასაცილო ფრაზებს გაიგებთ, რომ ისღა დაგრჩენიათ გულიანად იცინოთ.

ჩემს მეგობარს სურსათის მაღაზია აქვს და სამსახურიდან მასთან გავივლი ხოლმე, მერე ერთად ვბრუნდებით სახლში. მაღაზიაში მოგეხსენებათ ყველა ტიპის ადამიანი შემოდის, ყველა ტიპის პრეტენზიებით და ფრაზებით. დღეს რამოდენიმე ასეთი ოქროს ფრაზა იყო:

  •  თქვენი ბარკალი რა ღირს? და რიზინი გაქვთ კარგად რომ ეცმევა ისეთი? (ალბათ თმისამაგრი უნდოდა)

მე ესეთ დროს თავს ვერ ვიკავებ,ვიცინი და კლიენტებიც ხვდებიან თავიანთი ფრაზების უტაქტობას. დღეს ძალიან სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა, ლამაზი თვალებით და ჩემს დაქალს ეუბნება : თქვენი ბარკალი ძალიან მომეწონა და კიდევ ხომ შეიძლებაო? (იხუმრა როგორც შეეძლო) აი აქ კი ზრდილობას ვერ მოვუხმე და ვა ჰაჰაჰაჰაჰა-თქო იმხელაზე გამეცინა, რომ გაწითლდა ეს სიმპატიური კაცი, მე კიდევ არ დავაყოვნე და ვუთხარი, ჩენ რეზინიც გვაქვს,კარდაგ რომ ეცმევა,  ისეთითქო 🙂 (თმაზე)

ეჭვი მაქვს მაღაზიას კლიენტი დავუკარგე, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიხალისე 🙂

გადმოჯიშებული და მზრუნველი მამები

მატარებლით ვიმგზავრე გუშინ და ძალიან კარგი რამ აღმოვაჩინე:) ქართველი მამების უმეტესმა ნაწილმა (ახალმა თაობამ) იგრძნეს პასუხისმგებლობა.

არ ვიცი ამდენი ბავშვი ერთად სად მიყავდათ მშობლებს, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ჭკუიდან გადამიყვანეს. ყველა ერთად იწყებდა ტირილს და სიცილს 🙂

შიგადაშიგ ისეთ სასასილო რამეებს იტყოდნენ გავგიჟდი. ერთი ბავშვი ეუბნება ქალბატონს, რომელიც იქვე გაიცნო

ბავშვი: იცი? მამაჩემი ობამაა:)

ქალი: რატომ შვილო?

ბავშვი: იმიტომ რომ შავია 🙂

ხო, რაც შეეხება მამებს. როდესაც ბავშვები ტირილს იწყებდნენ, მათ პატრონობას საკუთარ თავზე იღებდნენ. დედებს გამოართმევდნენ ბავშვებს და მატარებლის ვაგონში ასეირნბდნენ . ისეთი საყვარლები იყვნენ მამები, შვილებზე ხელჩაკიდებულნი, ახალფეხადგმულ ბავშვებს რომ დაატარებდნენ, ენით ვერ აგიღწერთ. როდესაც ძალიან გაიჭედებოდნენ ერთმანეთს გზას უთმობდნენ.

არც ისეთი უსაქმურები ყოფილან ჩვენი ბიჭები:)

ბედნიერების რეცეპტი;)

გავიგეეე…გავიგეე… როგორც იქნა გავიგე:)))

ბედნიერებისათვის, თურმე სუსტი მეხსიერებაა საჭირო. ხოდა თუკი  გინდათ ბედნიერები იყოთ, დაივიწყეთ ყვეაფერი მოხდენისთანავე, იქნებ მართლაც ესე აჯობოს:)

რატომ არ ვთხოვდები?

სულ რაღაც 24 წლის ვარ. ძალიან კარგი ასაკი მაქვს და ვფიქრობ, ადამიანი სწორედ ამ ასაკში ისახავს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, მაგრამ…

ჩვენთან პერიფერიაში (ან იქნებ ყველგან ესეა) როდესაც 20 წელს გადაცილდები ხშირად გაიგებ შემდეგ ფრაზებს “აწი დროა გათხოვდე” აბა შენ გასათხოვარი ყოფილხარ” “პატიოსანი მონახე ვინმე და გათხოვდი” . როდესაც სხვებს ეუბნებოდნენ ამ ფრაზებს მეკიდა, მაგრამ როდესაც მეც იგივე ფრაზების ადრესატი გავხდი, აღარ ვიცი რა გაკეთო, ხალხის დასაშოშმინებლად, გათხოვება გამორიცხულია. თუმცა მადლობა ღმერთს ოჯახის წევრები არ მყავს ესეთები და ისინი სულ მეუბნებიან რომ უნდა შევქმნა ოჯახი ზრდასრულ ასაკშჲ და რომ ეხლა ოჯახის შესაქმნელად პატარა ვარ.

ამასწინათ ოჯახში ძალიან სასაცილო ფაქტი შეგვემთხვა, ჩემი 18 წლის ძმიშვილი გათხოვდა. ეს ეხლა ვიცინით, თორემ ნამდვილი ტრაგედია იყო ჩვენთვის, რომელსაც ოჯახის წევრების ნაწილი შეეგუა, ნაილი კი ამ თემაზე აღარც კი საუბრობს. დედაჩემი ეკლესიური ადამიანია და ლოცვებს ყოველ დღე კითხულობს, ამას წინათ გამომიტყდა : ” შვილო ეს რა დამემართა, ლოცვებთან ერთად ქალიშვილის ბედნიერად გათხოვების ლოცვას ვკითხულობდი და თათიაზე (ძმიშვილი) ამიხდა, აწი აღარ წავიკითხავ ამ ლოცვას შეიძება მეორეზე (მეორე ძმიშვილი,1 7 წლისაა) ახდეს და დავიღუპებითო.

აი ხომ ხედავთ რას ნიშნავს ადამიანის აზროვნება, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემს ჩემი გათხოვება ამ ასაკშჲ მთელი გულით არ უნდა, მაინც ლოცულობდა ამაზე. შეიძება ვთქვათ ჩემს გათხოვებაზე ლოცვვებს აღავლენენ.

მე ბიძაშვილი მყავს, რომელიც ჩემს თავზე მეტად მიყვარს, ადრეულ ასაკშჲ გათხოვდა(19 წლის) და ოახი მალევე დაენგრა. ჩემგან განსხვავებით მას მუდმივად ჩასჩიჩინებდნენე ოჯახში, რომ თუ 20 წლამდე არ გათხოვდებდა მერე არავინ ითხოვდა, დაიჯერა და შედეგი სახეზეა.

მოკლედ ჩემო მეზობლებო, ნათესავებო, მეგობრების დედებო და დეიდებო, მოგმართავთ თქვენ, რომ:

დამშვიდდით, მე გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ , რადგან ამ ეტაპზე:

  • ჯერ არ ვარ საკმარისად დამოუკიდებელი.
  • არ მიყვარს არავინ (საკმარისად).
  • მეზარება შვილების გაჩენა და გაზრდა.
  • არ შემიძია ჩემს გარდა კიდევ ერთი ადამიანის მოვლა.
  • მეზარება სტუმრების გამასპინძლება.
  • არ მცალია საქორწინო ტრადიციული ცერემონიებისათვის.
  • წინ ძალიან ბევრი გეგმები მაქვს.
  • და ა.შ
ხშირად მეუბნებიან: “არ დარჩე გაუთხოვარი, შვილი მაინც ხომ გინდა?” გულწრფერად გეუბნებით ხშირად დავმჯდარვარ და მიფიქრია რატომ უნდა ვიყო ამ სიტყვების ადრესატი მე, 24 წლის გოგო, რომელიც ჯერ ცხოვრების გარტყმაშიც არ ვარ და რომელსაც კიდევ ვიმეორებ, ყველაფერი წინ მაქვს. ვერ ვხვდები რა პრინციპებით და აზრებით ხელმძვანელობენ ადამიანები.
   მოგმართავთ თქვენ ჩემო მეზობლებო, ნათესავებო, მეგობრების დედებო და დეიდებო, მოგმართავთ თქვენ, რომ: თუ ვერ გავთხოვდი, არ ინერვიულოთ, რადგან:
  • არ მოვკვდები ქალიშვილი
  • აუცილებლად მეყოლება მეგობარი მამაკაცი/ები.
  • თუ მომინდა გავაჩენ შვილს
  • და ა.შ
დარწმუნებული ვარ ეს ნაწერი რომ იმ ადამიანებმა წაიკითხონ, ვისაც ზევით მივმმართავ, დაბლოკავენ ყველა კანდიდაურას ჩემთვის მათი საახლობლოდან… მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ჩემს ასაკშჲ ოჯახის შექმნა, ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი სისულელეა…

მე და ადამიანები :)

ძალიან ბევრ უცნაურობებს და განსხვავებულ ადამიანებს წავაწყდები ხოლმე. ჩემს ისტორიაში. არსებობს მამაკაცი, რომელთანაც არანაირი აქტიური კონტაქტი არ მაქვს, გარდა ფეისბუქ ფრენდობისა, მაგრამ ვხვდები, რომ მეგობრები რეალურ ცხოვრებაში ვერც ვერასოდეს ვიქნებოდით. ორი აბსოლიტურად განსხვავებული მოვლენა ვართ, როგორიც მაგალითად…არ ვიცი ვერ ვიფიქრებ.უბრალოდ ამ ადამიანთან საუბარი, ძალიან ბევრ თემას მაძლევს საწერად და მაფიქრებს ძალიან ბევრ რამეზე.

მართალია, ამ მცირეხნიანი ფრენდობის მეტი არაფერი მაკავშირებს მასთან და შესაბამისად კარგად არ კი ვიცნობ, მაგრამ როდესაც ჩეთში მწერს, ვხვდები, რომ ძალიან კარგი ადამიანია, დამაფიქრებელი.

აი მაგალითად: ჩემთვის წარმოუდგენელია, პირველივე კონტაქტისას  ქალთან  (ჩემთან)  დაიწყო ღრმა შემეცნებითი საუბრებები  ხელოვნების ისეთ სფეროზე რომელიც ჩემი არაა და არც მგავს.. იქნებ მე სულაც არ მაინტერესებს ოპერა და ბალეტი და სინამდვილეში გარტყმაშიც კი არ ვარ არც ერთის. ბალეტთან მხოლოდ ორჯერ მქონდა შეხება, ერთი როდესაც ჩემი დაქალის და მივიყვანე ბალეტზე, რადგან სხვას არავის ეცალა და მეორე როდესაც ვუყურე შესანიშნავ ფილმს „შავი გედი“.

შესაბამისად მასთან ერთად ვერც ოპერის არიებს ვერ განვიხილავ და ვერც ბალერონის მოძრაობებს ვერ შევაფასებ, რადგან მკიდია ეგ სფერო. მაპატიეთ ამ სფეროს წარმომადგენლები, შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია, მაგრამ მე ვერ ვქაჩავ მაგდენს.

მე მომწონსყველაფერი რაც მარტივი და საინტერესოა, უბრალოდ პეროების ტარებას  მირჩევნია მანქანაში ჩავაწყო ლური, ბევრი ჩიფსი და წავიდე ზღავზე სადაც ბევრს ვიფიქრებ და მერე ბევრს დავწერ. ამ პატარა პერიფერიას (სადაც მე ვცხოვრობ ერთი სიკეთე მაინც ჭირს და ზღვა გვაქვს ძალიან დიდი და უკიდეგანო).

სანამ შემდეგ აბზაცს დავწერდი ვიტყვი, რომ მე შეიძლება ბევრ რამეში ვცდები და თქვენ სრული უფლება გაქვთ არ დამეთანხმოთ (ამ ბოლო დროს ადამიანებს ვუფრთხილდები).

რატომღაც მგონია, რომ:

  • როდესაც ადამიანი ძალიან სვეცკობს ის თამაშობს და გულის სიღრმეში მან ბევრი არაფერი იცის.
  • როდესაც ადამიანი დღესასწაულებს არ ღიარებს, სინამდვილეში კვდება ისე უნდა იმ ერთადერთთან გაატაროს ეს დღე და ყოველი შემდეგი დღე.
  • ადამიანები რომლებიც ჩასაცმელს მარკების მიხედვით ირჩევს და შემდეგ ამას წარმატებულად აპიარებს, სინამდვილეში საათობით იზეპირებს მისი სამოსის ბრენდების ისტორიასა და სახელებს.
  • ის ვინც მხოლოდ კაპუჩინოს სხვამს, ძალიან კარგად დალევს ჩემს მიერ 1 ლარად ნაყიდ ასაწონ ყავას და ჩემს გაკეთებულ საცოდავ ღვეზელსაც შეჭამს კრუასანების მაგივრად, თუ ამის საჭიროება იქნება.
  • ბევრი ურთიერთწინააღმდეგობა მოდის , ადამიანის შინაგან მდგომარეობასა და მის სურვილებს შორის.
  •  ადამიანთა ამ კატეგორიას აკლიათ ბუნებრიობა და ისინი გაცილებით საყვარლები იქნებოდნენ რომ არა ეს აკვიატებული უცნაურობები, რომლებიც იმიჯისათვის ჭირდებათ.

მე არ ვამბობ, რომ ეს ადამიანები თამაშობენ, ალბათ ორი ვარიანტია,

  • ისინი ან იმდენი ხანია ამ როლს ირგებენ, რომ უკვე მათი ცხოვრების სტილი გახდა და ისინი ამაში განსხვავებულს ვერაფერს ხედავენ
  • ან ისინი ასეთებათ დაიბადნენ და მე მიჭირს მათი გაგება, რადგან ჩემთვის მათი სამყარო უცნაური და უცხოა.

მე მომხრე ვარ ვიმეგობრო, განსხვავებული სქესის, კანის ფერის, რეგიული მრწამსის, ორიენტაციის ადამიანთან თუკი ყველაფერი ეს განსხვავებულობა არ გახდება შემაწუხებელი ჩემთვის. მაგრამ მე ადამიანი, რომელიც/რომელსაც:

  • მიყვარს როდესაც მაქვს საძნებელი ოთახი არეული
  • მიყვარს როდესაც ვსვავ ლუდს და მაცვია უბრალო,დაგლეჯილი ჯინსი
  • მიყვარს კედებით სიარული ყველგან
  • მიყვარს კაცებზე საუბარი
  • მაქვს ბევრი, ლაითი ლავ სთორები
  • სურვილისამებრ ვიჭრი/ვიპარსაც თავს/თმას
  • ვეწევი-ოდი ბევრ სიგარეტს
  • ვსაუბრობ-დი ჟარგონებით
  • არ მიყვარს ოფიციალური ურთიერთობები
  • სამი წელია ვხმარობ სახის კომფაკტურ პუდრს, რომელიც გამომიგზავნეს პარიზიდან, მაგრამ მხოლოდ დღეს ვნახე, რომ იგი დიორის ფირმისაა, მაგრამ მხოლოდ სამი გამოყენებაა დარჩენილი.
  • მიყვარს ბევრი ტანსაცმელი, ხშირად იაფფასიანი.
  • მაქვს ცვალებადი ხასიათი
  • არ ვუსმენ კლასიკას
  • არ დავდივარ გასვენებსა და პანაშვიდებზე
  • არ მიყვარდება სირები და ა.შ

ვერ ვიმეგობრებ ადამიანებთან, თუკი არ მაქვს კომფორტი ურთიერთობაშჲ.

თუმცა ზოგჯერ ძალიან განსხვავებულადაც ვიქცევი და მაშინ მე ხმამაღლა ვამბობ, რომ ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები ამ რამოდენიმე საათიან თამაშს…მესმის მათი…ესეც სტრატეგიაა, ოღონდ შესისხორცებული.

თუ კიდევ არსებობს ვარიანტები შემომთავაზეთ.